Page 1 of 2
თბილისის ზღვის ირგვლივ.
Posted: 01 თებ 2008, 12:30
by popins
მოკლედ ეგეთი იდეა მაქვს და ამასთანავე სურვილიც.
თბილისის ზღვის დალაშქვრა მინდა.ანუ გარშემო რომ შემოვუარო.რა თქმა უნდა გეგასთან ერთად...
ჰოდა მაინტერესებს ვინმე კომპეტენტურის აზრი..რამდენი კილომეტრის გავლა მოგვიწევს..დავდებ სურათს გუგლიდან და მომეხმარეთ რა დათვლაში.
ნეტა რამდენია?
და შესაძლებელია თუ არა რომ ერთ დღეში შემოვუაროთ?

თბილისის ზღვის ირგვლივ.
Posted: 01 თებ 2008, 12:32
by Naia
popins
1 დღეში შესაძლებელია
მეგობარი მეუბნებოდა ამასწინათ: ახალ წელს სახლიდან გამოვედი, თბილისის ზღვას წრე შემოვუარე და დილით მივედი სახლშიო (როგორ შეხვდი ახალ წელს-თქო და ეს მიპასუხა

).
აბა, ერთი ვკითხავ... და მერე შეგატყობინებთ
თბილისის ზღვის ირგვლივ.
Posted: 01 თებ 2008, 12:35
by popins
Naia ვა რა ინტერესნი მეგობარი გყოლია?
გამაცანი ერთი..
მეც მყავს ერთი ეგეთი ახალ წელს ბირთვისებში შეხვდა ციხეზე

თბილისის ზღვის ირგვლივ.
Posted: 01 თებ 2008, 12:46
by popins
ნუ ესიგი თუ ღამის 12 საათზე გავიდა და ვთქვათ 8 საათზე მივიდა სახლში, სადღაც 42 კილომეტრი გამოდის?
უფ
საათში 6 კილომეტრი ვიანგარიშე..
რაცხა მებევრებასავით

უი კიდევ პლიუს 6 კილომეტრი..

თბილისის ზღვის ირგვლივ.
Posted: 01 თებ 2008, 13:32
by gobe
popins,
გარშემოწერილობა უხეშად გავზომე თვით გუგლში (ცდომილება ჩავთვალოთ +- 1-2 კმ) და გამოვიდა 22 კმ.
ამ მონაცემიდან და შენი და გეგას შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ნამდვილად არ გაგიჭირდებათ ამ მანძილი გავლა. ~4 კმ/სთ სიჩქარით სიარულის შემთხვევაში, მთელ მანძილს დაფარავთ ~ 6-7.5 სთ-ში თავის შესვენებებიანად.
ასე რომ,
დედა-შვილო წინ წინ გასწით,
ნუ შედრკება თქვენი ფეხი!
მე დავრეკავ და ჩაგიწყობთ
არ იქნება წვიმა, მეხი.

თბილისის ზღვის ირგვლივ.
Posted: 01 თებ 2008, 13:54
by popins
მოკლედ ეგრე გობეს მზიანი მადლობა
ამფსონებს ვეძებ,რამეთუ მე და გეგა მარტონი კი წავალთ მარა,შაშლიკების შეწვის სპეციალიტებიც რომ წამოსულიყვნენ კაი იქნებოდა..
მოკლედ ამ კვირას თუ არა იმ კვირას მაინც წავალთ
გობემ გაიხაროს ,ასე კარგად რომ მიმიზომ მომიზომა გზაი გასავლელი ,მაშ

თბილისის ზღვის ირგვლივ.
Posted: 01 თებ 2008, 14:20
by lama
popins
ჩვცენ მე და ილიამ ველოსიპედით დავლაშქრეთ ანუ შემოუარეთ და სულ 34 კილომეტრი დაწერა სპიდომეტრმა
მაგრამ გოგიოს გამოთვლა უფრო ზუსტია რადგანაც.....

თბილისის ზღვის ირგვლივ.
Posted: 01 თებ 2008, 14:22
by Nika
ილიას სახლიდან რომ გავდივართ ველიკებით 30 კმ გამოდის.
თბილისის ზღვის ირგვლივ.
Posted: 01 თებ 2008, 14:32
by popins
lama
რადგანაც?

თბილისის ზღვის ირგვლივ.
Posted: 01 თებ 2008, 14:48
by Naia
popins
ჩემს მეგობარს ველაპარაკე და დაახლოებით 28 კმ-ია და 5 საათი დასჭირდა შემოვლასო
თბილისის ზღვის ირგვლივ.
Posted: 01 თებ 2008, 15:29
by popins
Naia სპასო.
მოკლედ გობეს უხეში გათვლებით,ნაიას მეგობრის ,ნიკას და ლამას რჩევეის მიხედვით.საცხა მაქსიმუმ 30 კილომეტრი და მინიმუმ 22 კილომეტრი უნდა ვივარაუდოთ

ტაკს ,მზიანი ამინდი მინდა და ტაქსის გამოსაძახებლად ნომრები(ავოს დამჭირდეს,ან გეგას დასჭირდეს.)
ერთადერთი რისიც მეშინია უპატრონო ძაღლებია..
მოკლედ ეგრე რა

რაცხა მოვგეგმესავით და

თბილისის ზღვის ირგვლივ.
Posted: 01 თებ 2008, 16:22
by Nika
popins
ძირითადად მეორე ნაპირია მიყრუებული. აქეთ მხარეს დადიან მანქანებიც და ავტობუსებიც. შუა გზიდან ევაკუაცია პირდაპირ თემქაზეა შესაძლებელი.
თბილისის ზღვის ირგვლივ.
Posted: 01 თებ 2008, 16:34
by ilia
თბილისის ზღვის ირგვლივ, ჩემი ველოსპიდომეტრის ჩვენებით 24 კილომეტრია.
თბილისის ზღვის ირგვლივ.
Posted: 01 თებ 2008, 19:00
by გვალდა
უი, ველოსიპედით რა სიამოვნებით "დავკრუგავდი" თბილისის ზღვას.
თბილისის ზღვის ირგვლივ.
Posted: 01 თებ 2008, 20:02
by popins
გვალდა უი გაქრი შენა.
და გაიხარე..
