Page 1 of 5

ყელის ტბა

Posted: 05 იან 2008, 23:52
by Truli
გობესთან ატლასს ვათვალიერებდი და ყელის ტბის სურათმა ძალიან მომხიბლა, მერე ინტერნეტში ქექვა დავიწყე და იქ ასულთა მონაყოლები ვნახე და შემიყვარდა. მოკლედ ყაზბეგის საპირისპირო მხარესაა სამხრედრო გზიდან. სიმაღლე ზოგი ცნობით 2900 ზოგით კი 3100. ვულკანური პლატოა. გზიდან 2-3 დღის სავალია. საუკეთესო დრო ივლისი. (აგვისტოში ჩემი დის შვილი ყოფილა და თოვლი იყო) მოკლედ რას ფიქრობთ ზაფხულში არ დავლაშქროთ?

ყელის ტბა

Posted: 06 იან 2008, 00:12
by shatilis asuli
Trulala
აუცილებლად! მაგ ტბის ნახვის დიდი სურვილი მაქვს, მით უფრო, რმ ერთხელ წავედი და ვერ ავედით ამინდის და კიდევ სხვა მიზესეის გამო მოკლედ გოგას მიერ შედგენილ 2008 წლის ლაშქრობების სიაში შევიტანოთ :D

ყელის ტბა

Posted: 06 იან 2008, 00:50
by paata_
მაგარია, მე მინდა ძალიან ყელის ტბაზე

ყელის ტბა

Posted: 06 იან 2008, 11:51
by lama
Trulala
გიდად მიგულეთ :)

ყელის ტბა

Posted: 06 იან 2008, 11:55
by ilia
მეც მოვდივარ

ყელის ტბა

Posted: 06 იან 2008, 12:41
by Truli
lama
ნამყოფი ხარ?

ვფიქრობ სერიოზული ეკიპირება გჰვინდა. ვინაიდან ტბა ალპურ ზონაშია და შესა იქ არაა სპირტოვკა ან გაზის ბალონი გვინდა. 6 დღის საგზალი, მოკლედ საფიქრალი ივლისამდე ბევრია!

ყელის ტბა

Posted: 06 იან 2008, 12:50
by Naia
მლეთაში შეგვიძლია ცხენები და გამყოლები ავიყვანოთ და ისე ავიდეთ. შარშან ზაფხულში ერთი იქაური მიხსნიდა როგორ შეიძლებოდა იქ ასვლა....

ყელის ტბა

Posted: 06 იან 2008, 12:58
by Truli
Naia
რავიცი... საერთოდ ფეხით ადიან. სამშაბათს დავდებ ლინკებს მაგ თემაზე. თან გამყოლების იდეა არ მხიბლავს...

ყელის ტბა

Posted: 06 იან 2008, 13:12
by lama
Trulala wrote:lama
ნამყოფი ხარ?

ვფიქრობ სერიოზული ეკიპირება გჰვინდა. ვინაიდან ტბა ალპურ ზონაშია და შესა იქ არაა სპირტოვკა ან გაზის ბალონი გვინდა. 6 დღის საგზალი, მოკლედ საფიქრალი ივლისამდე ბევრია!
კი ნამყოფი ვარ და ჩვენ ერთი კვირა დაგვჭირდა ყელის ტბის მოსანახულებლად და ამავე დროს ყელიწადის ტბაც მოვინახულეთ

მოკლედ ჩვენი მარშრუტი იყო ასეთი:


თრუსოს ხეობა - ყელიწადის ტბა - მწვერვალი შერხოტა (3697 მ. ზ.დ-ან) - ლომისის ქედი (თეთრი არაგვის სათავე) - სოფელი განისი - სოფელი მლეთა

საკმაოდ რთული მარშრუტია

აქედან გამომდინარე, ნამდვილად დაგვჭირდება გაზის ან კიდევ ბენზინის ქურა, რათა-ავანთოთ და ჩაი მაინც ავადუღოთ

მარშრუტზე სასურველია გასვლა აგვისტოს მეორე ნახევარში, რადგან ივლისის თვე თოვლიანია ...

სხვა რაიმე შეკითხვა თუ გექნებათ დამისვით და გაგცემთ პასუხს :)

ყელის ტბა

Posted: 06 იან 2008, 13:35
by Truli
lama
ძალიან ლამაზი და უXჩვეულო პეიზაჟებიაო :)
დავდებ რუქებს....

ყელის ტბა

Posted: 06 იან 2008, 13:41
by lama
Trulala wrote:lama
ძალიან ლამაზი და უXჩვეულო პეიზაჟებიაო :)
დავდებ რუქებს....
კი ნამდვილად გეიზერები ამოდის და ძალიან ლამაზია ყველაფერი :)

ყელის ტბა

Posted: 06 იან 2008, 13:44
by Truli
http://www.tkg.org.ua/node/4238
აი ვიპოვე ლაშქრობის აღწერა
http://www.tkg.org.ua/node/4306
ესეც რუქა
http://www.boke.ge/forum/?img=67008
http://www.photosight.ru/photo.php?phot ... ref=author
http://www.boke.ge/forum/?act=module&mo ... 8&find=old
ფოტოები
ესეც ძველი კარვული თემა:

http://karavi.caucasus.net/viewtopic.ph ... e894d2b11f

ესეც ვიკიპედია:

http://ka.wikipedia.org/wiki/ყელის_ტბა

ყელის ტბა

Posted: 06 იან 2008, 14:07
by Truli
ყელის ტბა
ამ უნიკალურ და უმშვენიერეს ტბაზე რამოდენიმე მარშრუტით შეიძლება მოხვდეთ. ერთი გზა მლეთის მხრიდან, თეთრი არაგვის სათავეებიდან იწყება, მეორე ქსნის ხეობიდან, მესამე კი თრუსოს ხეობის გავლით.
თითქმის 3000 მეტრზე მდებარე, ვულკანურ მორენებში ჩაკარგული, ყელის ტბა ღრმაა და იდუმალი. მის სარკეში არეკლილი გოროზი მთების ხილვა განუმეორებელ განცდას იწვევს და განვლილი მარშრუტის სირთულე სასიამოვნო მოგონებად გრჩებათ.
თრუსოს ხეობა- ყელის ტბა
დღე 1: გამგზავრება თრუსოს ხეობაში (140 კმ.) განთავსება კარვებში, გასეირნება თრუსოს ხეობაში (2300მ.) ღამისთევა კარვებში.
დღე 2: გადასვლა მეორე ბანაკში (3200მ.) მარშრუტის ხანგრძლივობა 6-7 სთ, ღამისთევა კარვებში.
დღე 3: ხარისთვალას მწვერვალზე ასვლა (3738მ.), ყელიცადის უღელტეხილი (3360 მ.), ყელიცადის ტბა (3062მ.), კარვებში განთავსება (3100მ.) (მარშრუტის ხანგრძლივობა 5-6 სთ.) ღამისთევა კარვებში.
დღე 4: ყელის ტბა (2900მ.), განთავსება კარვებში (3000მ.) მარშრუტის ხანგრძლივობა 5-6 სთ. ღამისთევა კარვებში.
დღე 5: დაშვება სოფელ მლეთაში (6-7 სთ.) გამომგზავრება თბილისში

http://www.mtskheta-mtianeti.gov.ge/?m=9&sm=2&ssm=2

ყელის ტბა

Posted: 06 იან 2008, 15:53
by ketuna4
Trulala
უმაგრესია . მეც ძალიან მოვიხიბლე სურათებით და სიამოვნებით წამოვალ

ყელის ტბა

Posted: 06 იან 2008, 16:29
by ნინი_85
დავლაშქროთ უეჭველი :)

მე მოვდივარ :wink: