Page 1 of 42

ახალი წელი ერთად

Posted: 11 ნოე 2007, 03:19
by GAMARJOBA SAKARTVELO
ძვირფასო კარაველებო,

რას იტყვით, 2008 წლის შემობრძანება 1ად რომ აგვეღნიშნა ტიფლის-ქალაქში ან როგორც ჭეშმარიტ კარაველობას შეშვენის, დედაქალაქს გარეთ, თუნდაც ბაკურიანში, აბასთუმანში, სვანეთში, გუდაურში, ხევში, მყინვარის კიდეებზე, თუნდაც ამ დროისთვის უკვე ძნელად მისადგომ ხევსურეთსა და თუშეთში, თუნდაც პანკისის ხეობის ნამდინარევ ველებზე?

ღმერთმანი, ახალ წელს შამპანურთა ცქრიალი უხდება, პრანჭია ბუშტულები ერთმანეთს რომ ჟივილ-ხივილით ასკდებიან, თოვლი უხდება, ისეთი, იგუნდაო კიდეც და შორი-ახლოს თოვლის პაპაც ჩამოაგვირისტო.

მოგიზგიზე ბუხარი უხდება ახალ წელს, აი, ისეთი, შიგნით-შიგნით, ყველა კუნჭულსა თუ სულჭულში საოცარ სითბოს რომ ატანს.

უთენიაზე უგემრიელესად გამოძინება უხდება, ისეთუ გამოძინება, მერე ბედობასაც რომ შეგახვდერებს.

ჰო, კანფეტები უხდება ახალ წელს, კიდევ გოზინაყი და ჩემი ოლღა ბებიასავით ყურის ბიბილოებთან ჩამოტკბილჩურჩულება: "ასე ტკბილად დამიბერდი სიხარულო".

ერთად ყოფნა უხდება ახლა წელს, ჟრიამული, ქეიფი და ტკბილსიტყვაობა.

ჰოდა, მოდით, 1ად, სადმე ხრაშუნა თოვლის გარემოში შევხვდეთ ახალ წელს...

ახალი წელი ერთად

Posted: 11 ნოე 2007, 11:58
by popins
დავეცი,ეგეთ რამეზე მთელი ცხოვრება ვოცნებობ :D

ახალი წელი ერთად

Posted: 11 ნოე 2007, 13:41
by paata_
მე მოვდივარ 100%

თუმცა არის შანსი ახალი წელი და შობა დედა მარიამთან ერთად არხოტში გავატარო და მხოლოდ მაგის გამო შეიძლება ვერ წამოვიდე

ახალი წელი ერთად

Posted: 11 ნოე 2007, 18:54
by Tamuna Bakhutashvili
კარგი აზრია, 8) მაგრამ გააჩნია სად გადაწყვეტთ, ჩვენ ყველგან ვერ გამოგვიშვებენ :?

ახალი წელი ერთად

Posted: 11 ნოე 2007, 19:15
by NINUCA
ძალიან კარგი აზრია. მაგრამ თუ ნებას დამრთავს გოგა (იდეის ავტორი) მეც ვიტყვი ჩემს აზრს. მგონი უფრო კარგი იქნება თუ 31 დეკემბერს თბილისში გავატარებთ, (ვისაც სად გვინდა) და ძველით ახალ წელს შევხვდებით ბაკურიანში. ამ დროს მაგარი თოვლიც იქნება და სავარაუდოდ ყინულის ფესტივალიც, რაც დამეთანხმების საკმაოდ საინტერესო და შთამბეჭდავი სანახავია. :)

ახალი წელი ერთად

Posted: 11 ნოე 2007, 20:08
by Linda
რა კარგია ახალი წელი თოვლიან ადგილას, მაგრამ ალბათ ვერ შევხვდები თქვენთან ერთად :(

(ისე ძველით ახალ წელს ვაპირებთ მე და ჩემი მეგობრები ბაკურიანში და კომპენსირებას მოვახდენ)

ახალი წელი ერთად

Posted: 11 ნოე 2007, 20:10
by Toma
GAMARJOBA SAKARTVELO
არაჩვეულებრივი იდეააა. :D მე მოვდივარ :D

ახალი წელი ერთად

Posted: 11 ნოე 2007, 21:47
by tiko_r
2007-ს შევხვდი ბაკურიანში...

2008-საც თოვლში თუ შევხვდები და თან კარავთან მაგას რა ჯობია..
მე ბაკურიანის ან გუდაურის იდეა უფრო მომწონს...


ჯობია კომფორტულ.. თბილ გარემოში შევხვდეთ... კარგი გათბობით და ყველა პირობით...


მესმის რომ კარაველები ვართ.. მაგრამ ახალი წელია მაინც :D

ახალი წელი ერთად

Posted: 11 ნოე 2007, 22:27
by NINUCA
კარგი იქნება თუ ბაკურიანში წავალთ და თანაც ძველით ახალ წელს.
კომფორტი და სითბოც კარგი იქნება, თუმცა ნურც იმას დავივიწყებთ რომ კარველები ვართ და იქაც შეიძლება რამე საინტერესო მოვიფიქროთ :)
ჰო, მართლა , რამდენი დღე დავრჩებით?

ახალი წელი ერთად

Posted: 12 ნოე 2007, 09:43
by Truli
NINUCA
ატრ მომწონს, არა მგონია 14 დამასვენონ :(
ამიტომ 31 და 1-ში მინდა ახალი წლის შეხვედრა კარველებთან ერთად, მთა იყოს და თოვლი და ყველგან მოვდივარ!!!

GAMARJOBA SAKARTVELO

ვსეგდა გატოვა!!! :D :D

ახალი წელი ერთად

Posted: 12 ნოე 2007, 10:08
by lama
სულ ერთია სად შევხვდებით ოღონდ იყოს ტყე და რაც მთავარია თოვლი :)

ახალი წელი ერთად

Posted: 12 ნოე 2007, 10:34
by Mta Mkvarebia
Trulala wrote:NINUCA
ატრ მომწონს, არა მგონია 14 დამასვენონ :(
ამიტომ 31 და 1-ში მინდა ახალი წლის შეხვედრა კარველებთან ერთად, მთა იყოს და თოვლი და ყველგან მოვდივარ!!!
ორივე ხელით ვემხრობი, მაგრამ აბასთუმანი იმიტომ მომეწონა რომ ჩვენს გარდა ხალხი არ იყო, ბაკურიანსა და გუდაურში ისეთი ხალხმრავლობა იქნება, სიმყუდროვის შეგრძნება არ გვექნება, ასე მგონია მე... თქვენ რას ფიქრობთ?

ახალი წელი ერთად

Posted: 12 ნოე 2007, 10:35
by popins
Mta Mkvarebia wrote:
Trulala wrote:NINUCA
ატრ მომწონს, არა მგონია 14 დამასვენონ :(
ამიტომ 31 და 1-ში მინდა ახალი წლის შეხვედრა კარველებთან ერთად, მთა იყოს და თოვლი და ყველგან მოვდივარ!!!
ორივე ხელით ვემხრობი, მაგრამ აბასთუმანი იმიტომ მომეწონა რომ ჩვენს გარდა ხალხი არ იყო, ბაკურიანსა და გუდაურში ისეთი ხალხმრავლობა იქნება, სიმყუდროვის შეგრძნება არ გვექნება, ასე მგონია მე... თქვენ რას ფიქრობთ?
და გაცილებით იაფია :wink:

ახალი წელი ერთად

Posted: 12 ნოე 2007, 10:41
by Truli
Mta Mkvarebia
გეთანხმებით.

გვალდა სვანეთზე ამბობდა, ესეც საინტერესო იდეაა

ახალი წელი ერთად

Posted: 12 ნოე 2007, 10:50
by likakoo
რაჭა ბავშვებო რაჭა!!!!!!

გუშინ, რომელიღაც კარაველმა წამოაყენა იდეა: რაჭაში სახლი მაქვს და ჩემთან წავიდეთო!!!!

პირადად მე, ძალიან მომეწონა ეგ იდეა!!!!! ისე ხმათა უმრავლესობა სადაც გადაწყვეტს მეც იქ ვიქნები!!!! :wink: :wink: