Page 1 of 8
პაატას მონახულება საავადმყოფოში
Posted: 06 ნოე 2007, 12:05
by GAMARJOBA SAKARTVELO
კეთილო კარაველებო,
შაბათს გულთან დაკავშირებული პრობლემებით, პაატა მოულოდნელად საავადმყოფოში აღმოჩნდა. არადა, ის კარაველების ნაწილთან 1ად მესხეთში მოდიოდა.
მართალია, ჩვენი იეტის ჯანმრთელობა სტაბილურია, მაგრამ პარასკევამდე ის მაინც რჩება უზნაძის N103-ში მდებარე ალადაშვილის კლინიკაში, მე3 სართულის მე2 პალატაში.
გთავაზობთ, 5შაბათს დღის ნებისმიერ მონაკვეთში შევიკრიბოთ და მოვინახულოთ თანაკარველი. შეკრება შეიძლება მარჯანიშვილის თეატრთან.
საათიც აქვ განვსაზღვროთ.
როგორც ვხვდები, ოპტიმალური დრო უნდა იყოს 18.30
პაატას მნახველთა სია:
1. გამარჯობა საქართველო
პაატას მონახულება საავადმყოფოში
Posted: 06 ნოე 2007, 12:09
by guruli
GAMARJOBA SAKARTVELO - ნაწილმა ვნახეთ წუხელ. ჯერ კიდევ ვერაა, რომ უნდა იყოს, ისე!

მაგრამ მდგომარეობა სტაბილური კია.
პაატას მონახულება საავადმყოფოში
Posted: 06 ნოე 2007, 12:12
by Naia
GAMARJOBA SAKARTVELO
მე წამოვალ. პაატას პირადად არ ვიცნობ, მაგრამ მაინც მინდა ნახვა. გუშინ მე და არჩილი (დაკოტა) ვაპირებდით ასვლას, მაგრამ მე ვერ მოვახერხე.
თან თურმე ჩემს სამსახურთან ახლოს ყოფილა. ასე, რომ ხუთშაბათს ნებისმიერ დროს შემიძლია გამორბენა:) (6 სთ-მდე)
1. გამარჯობა საქართველო
2. ნაია
პაატას მონახულება საავადმყოფოში
Posted: 06 ნოე 2007, 12:21
by GAMARJOBA SAKARTVELO
guruli
კგ გიქნიათ, რომ ყოფილხართ. გიყოჩაღიათ. დრო თუ გექნება 5შაბათს, შემოგვი1დი. ხომ იცი, გაუხარდება
Naia
გადასარევი გოგო ხარ
პაატას მონახულება საავადმყოფოში
Posted: 06 ნოე 2007, 12:23
by ლეონტი
ვა გულზე რა მოუვიდა, რა დიაგნოზი აქვს?
პაატას მონახულება საავადმყოფოში
Posted: 06 ნოე 2007, 12:24
by nusa
მეც მინდა პაატას მონახულება, ვგონებ 18:30 სთ მართლაც ყველაზე ოპტიმალური დროა!
1. გამარჯობა საქართველო
2. ნაია
3. ნუსა
პაატას მონახულება საავადმყოფოში
Posted: 06 ნოე 2007, 12:44
by Ninukala
GAMARJOBA SAKARTVELO
კი გუშინ ვნახეთ პაატა, კარგად არის...

ისე იკითხეთ შეიძლება მანამდე გამოწერონ სახლში

მე ხუთშაბათს ვერა მაგრამ ხვალ ვაპირებ ისევ გასვლას

კარგები ხართ

პაატას მონახულება საავადმყოფოში
Posted: 06 ნოე 2007, 12:48
by guruli
ლეონტი
ვა გულზე რა მოუვიდა, რა დიაგნოზი აქვს?
საქმეც ეგაა, რომ დიაგნოზს ზუსტად ვერ ეუბნებიან.

თავიდან თურმე ინფარქტიც კი უთხრეს და თვითონვე იცინოდა, არიქა, განძრევა არ შეიძლებაო და სახლიდან საკაცით ისე ჩამომიყვანეს, ჟოლოფის ქვეშ გამომატარეს (პარასკევს მაგარი წვიმა რომ იყო, მაშინ წაუყვანიათ) და მთელი ის წვიმის ნაღვარი ჩემზე გადაატარეს, ორი ნაბიჯი არ გასწიეს იქით საკაცეო.

საბედნიეროდ, ინფარქტი არაა, მაგრამ ზუსტი დიაგნოზი, მგონი, ექიმებმაც ვერ დაუსვეს ჯერ. ისე, ტკივილები ისევ მაქვსო.
პაატას მონახულება საავადმყოფოში
Posted: 06 ნოე 2007, 13:07
by ketuna4
მეც არ ვიცნობ პაატას მაგრამ აუცილებლად წამოვალ მოსანახულებლად
პაატას მონახულება საავადმყოფოში
Posted: 06 ნოე 2007, 13:10
by ketuna4
ე.ი 18:30 მარჯანიშვილის თეატრთან
1. გამარჯობა საქართველო
2. ნაია
3. ნუსა
4. ქეთუნა4
პაატას მონახულება საავადმყოფოში
Posted: 06 ნოე 2007, 13:28
by tiko_r
ე.ი 18:30 მარჯანიშვილის თეატრთან
დღეს?
და თვითონ იცის რომ ამდენი ხალხი უნდა დაადგეს თავს?

პაატას მონახულება საავადმყოფოში
Posted: 06 ნოე 2007, 13:36
by ketuna4
tiko_r
დღეს არა ხუთშაბათსო
პაატას მონახულება საავადმყოფოში
Posted: 06 ნოე 2007, 13:55
by lama
შეიძლება ნაღველის ბრალიც იყოს
ნაღველს სცოდნია ბეჭების წვა

პაატას მონახულება საავადმყოფოში
Posted: 06 ნოე 2007, 14:03
by ლეონტი
ინფაქტი მსუქან ან ასაკოვან ხალხს ემართება , ვინც მთაში ფეხით არ დადის , ეს რაღაც სხვა არის ალბათ.
პაატას მონახულება საავადმყოფოში
Posted: 06 ნოე 2007, 14:22
by Linda
შეიძლება ბევრი ხალხის მონახულებამ ცოტა შეაწუხოს კიდეც, მე კი ვიცნობ პაატას , მაგრამ მაინც თავს შევიკავებ წამოსვლისგან,
Ninukala ან Nusa გთხოვთ ჩემგან მოკითხვა გადაეცით და მალე გამოჯანმრთელება
Linda