Page 1 of 10

საქართველო-ლიტვის საფეხბურთო გუნდები 2007-ის 21 ნოემბერს

Posted: 22 ოქტ 2007, 01:20
by GAMARJOBA SAKARTVELO
ძვირფასო კარაველებო,

2007 წლის 21 ნოემბერს, საღამოს (სავარაუდოდ, 20.00 სთ-ზე) ეროვნულ სტადიონზე ჩვენი სიამაყე ნაკრები ხვდება ლიტვის ეროვნულ ნაკრებს. ეს ჩვენი გუნდის ბოლო თამაშია ევროპის 2008 წლის პირველობის შესარჩევ შეჯიბრებაში.

შეგახსენებთ, რომ 2006 წელს ლიტავში ჩვენმა ნაკრებმა 1-0 წააგო მასპინძლებთან.

ასე რომ, რევანში უნდა ავიღოთ, მოვიგოთ კიდევ ერთი სპორტული ომი და მხარი დავუჭიროთ საქართველოს იმედისმომცემ გუნდს.

მოგების შემთხვევაში, საქართველოს ნაკრები აგროვებს 13 ქულას და შეჯიბრებას მე-5 ადგილზე დაასრულებს.

ვუქომაგოთ ეროვნულ ნაკრებს.

იდეები გავუზიაროთ 1მანეთს.
ქომაგობა არ მოვაკლოთ

საქართველო-ლიტვის საფეხბურთო გუნდები 2007-ის 21 ნოემბერს

Posted: 22 ოქტ 2007, 01:22
by GAMARJOBA SAKARTVELO
ჩემი ვარაუდი:

3-0

რასაკვირველია, ჩვენს სასარგებლოდ

საქართველო-ლიტვის საფეხბურთო გუნდები 2007-ის 21 ნოემბერს

Posted: 22 ოქტ 2007, 01:23
by Toma
GAMARJOBA SAKARTVELO wrote:ჩემი ვარაუდი:

3-0

რასაკვირველია, ჩვენს სასარგებლოდ
:D მეც მასე ვფიქრობ

საქართველო-ლიტვის საფეხბურთო გუნდები 2007-ის 21 ნოემბერს

Posted: 22 ოქტ 2007, 01:30
by guruli
ლიტვის ნაკრებმა საფრანგეთთან ძაან ორგანიზებულად ითამაშა. სხვა საქმეა, მათთან წარმატების მისაღწევად ოსტატობა რომ არ ეყოთ, მაგრამ ბანდა ნაღდად არაა. ტაქტიკურად საკმაოდ გამართული და სწორი ფეხბურთი ითამაშეს. ამდენად, არც ხელწამოსაკრავი მეტოქეა, მაგრამ თუ ჩვენებმა ისე ითამაშეს, როგორც - შოტლანდიასთან, მოვუგებთ.

საქართველო-ლიტვის საფეხბურთო გუნდები 2007-ის 21 ნოემბერს

Posted: 22 ოქტ 2007, 01:40
by GAMARJOBA SAKARTVELO
guruli

მართალი ხარ. მთელი 80 წუთი ღირსეული ომი ჰქონდათ ფრანგებთან.

და შარშან იტალიაში არც შემთხვევით უთამაშიათ ფრედ.

ამის მიუხედავად, ჩვენ უნდა მოვიგოთ 3-0

საქართველო-ლიტვის საფეხბურთო გუნდები 2007-ის 21 ნოემბერს

Posted: 22 ოქტ 2007, 10:26
by lama
საქართველი ლიტვა

3-1

საქართველო-ლიტვის საფეხბურთო გუნდები 2007-ის 21 ნოემბერს

Posted: 22 ოქტ 2007, 13:39
by guruli
GAMARJOBA SAKARTVELO
და შარშან იტალიაში არც შემთხვევით უთამაშიათ ფრედ.
მართალი ხარ.

საქართველო-ლიტვის საფეხბურთო გუნდები 2007-ის 21 ნოემბერს

Posted: 23 ოქტ 2007, 11:05
by saskva
და არ გინდათ რომ ორგანიზება გავუკეთოთ და სტადიონიდან გავამხნევოდ ჩვენი ნაკრები?

საქართველო-ლიტვის საფეხბურთო გუნდები 2007-ის 21 ნოემბერს

Posted: 24 ოქტ 2007, 18:54
by GAMARJOBA SAKARTVELO
saskva wrote:და არ გინდათ რომ ორგანიზება გავუკეთოთ და სტადიონიდან გავამხნევოდ ჩვენი ნაკრები?
არც ეგ არის ცუდი აზრი.

ყვლაფერი შესაძლებელია. აი, ისე თუ იქნბა, რომ კარაველბის ადგილები სტადიონზე გვრდი-გვერდთ იყოს, ფეხბურთობას უფრო სხვა მუხტი ექნება

საქართველო-ლიტვის საფეხბურთო გუნდები 2007-ის 21 ნოემბერს

Posted: 25 ოქტ 2007, 11:10
by saskva
ხოდა აქ პროგნოზების კეთებას ჯობია ადრიანად დავიჭიროთ თადარიგი, ფული შევკრიბოთ და ერთად ვიყიდოთ ბილეთები. ადგილებიც გვერდი-გვერდ იქნება და გულშემატკივრობასაც კარგად შევძლებთ :)
მემგონი ცუდი არ უნდა იყოს. შეგვიძლია უკვე დავიწყოთ მსურველთა შეგროვება. სამწუხაროდ მე არავის არ გიცნობთ და ალბატ ამას ჩემ თავზე ვერ ავიღებ, მარა სხვები დაგვეხმარებიან ალბატ :)

საქართველო-ლიტვის საფეხბურთო გუნდები 2007-ის 21 ნოემბერს

Posted: 28 ოქტ 2007, 00:49
by GAMARJOBA SAKARTVELO
saskva
თუ ვინმეს არ იცნობ, ეგ პრობლემა არ არის.

ცაუდექი სიას სათავეში.

მე, უბრალოდ, თამაშზე დასასწრები საშვი მაქვს და აი, მოგების შემდეგ შეიძლებოდა სადმე აღნიშვნა

საქართველო-ლიტვის საფეხბურთო გუნდები 2007-ის 21 ნოემბერს

Posted: 29 ოქტ 2007, 11:11
by saskva
GAMARJOBA SAKARTVELO
უკვე გიცნობბბბბბბბბბბბბბბბბ
ასე რომ მოვახერხებთ რამეს. აუცილებლად გავუკეთებთ ორგანიზებას :)

საქართველო-ლიტვის საფეხბურთო გუნდები 2007-ის 21 ნოემბერს

Posted: 29 ოქტ 2007, 11:35
by Ninukala
GAMARJOBA SAKARTVELO wrote: ყვლაფერი შესაძლებელია. აი, ისე თუ იქნბა, რომ კარაველბის ადგილები სტადიონზე გვრდი-გვერდთ იყოს, ფეხბურთობას უფრო სხვა მუხტი ექნება
მართალია და ბილეთების გაყიდვის დღეს, ერთ კაცს გავატანოთ ფული და ვაყიდინოთ ბილეთები.... უგულშემატკივროთ ერთად, ორგანიზებულად და კარვულად ;)


ჩვენ ერთი გუნდი ვართ!!!!!!!!!!

საქართველო-ლიტვის საფეხბურთო გუნდები 2007-ის 21 ნოემბერს

Posted: 29 ოქტ 2007, 12:23
by lama
1)saskva
2)Ninukala
3)lama
4)GAMARJOBA SAKARTVELO
5)...
6)...

და ა.შ.

საქართველო-ლიტვის საფეხბურთო გუნდები 2007-ის 21 ნოემბერს

Posted: 29 ოქტ 2007, 16:56
by saskva
მოკლედ ლამას უზრუნია უკვე და სიის ჩამოწერაც დაუწყია.
დიდი მადლობა ლამა
მე თემების გადატანის და ა.შ. არაფრი გამეგება და იმასაც თუ მოახერხებთ რომ ეს თემა სამომავლო გეგმებში გადაიტანოთ ძალიან ძალიან მაგარი იქნება...


აბააააააააა მსურველებიიიიიიიიიიიიიი, ვეძებთ მსურველებსსსსსსსსსსს :) :) :)