Page 1 of 1

თბილისობა-2007

Posted: 20 ოქტ 2007, 02:58
by GAMARJOBA SAKARTVELO
უპირველესად, თბილის-ქალაქობა-2007ს გილოცავთ:

იდეა:

აღვნიშნოთ თბილისობა თბილისურად __ ღიმილიანად, ხალისიანად, მწვად-ჩურჩხელიანად, რაინდულად (გამორჩეული პატივისცემა ქალისადმი) და საწნახელიანად.

საწნახელი განსაკუთრებით ამშვენებს თბილისს, რომელიც სიმბოლური განსახიერებაა რთველის დამთავრებისა და ერთ-ერთი ქართული ღირებულების _ ღვინის კულტურისადმი პატივისცემისა.

ნუ ვიდავებთ იმაზე, უნდა იყოს თუ არა თბილისობა. ფაქტია, ჩვეულებად ჩამოყალიბდა.

ახლა, უბრალოდ, შეიძლება იმაზე ვისაუბროთ, თუ როგორ უნდა აღინიშნებოდეს ზეიმი.

რაც უნდა იყოს, მაინც მგონია, რომ კგ აზრია ამ ზეიმის არსებობა. მინხენური ლუდის ფესტივალი, იგივე ოკტობერფესტი მეტი არაფერია. სხვაობა სასმელსა და ჯერჯერობით მაინც, მაშტაბებშია.

იმედია, ჩვენი ქალაქობა მალე უცხოელ ტურისტთა კალანდარული დღეც იქნება.

მოკლედ, გთავაზობთ, ვიზეიმოთ ჩვენი თბილის-ქალაქობა და ვისურვოთ რაიმე ღირებულის გაკეთება ჩვენი დედაქალაქის დასამშვენებლად.

თბილისობა-2007

Posted: 20 ოქტ 2007, 02:59
by GAMARJOBA SAKARTVELO
თუ სურვილი იქნება, სადმე შევიკრიბოთ, ზომიერად ვიქეიფოთ

თბილისობა-2007

Posted: 20 ოქტ 2007, 03:03
by GAMARJOBA SAKARTVELO
და აქვე კიდევ ერთი იდეა:

საწნახელში ყურძნის დაწურვა დღის 12ზე დაიწYება და 4-მდე გაგრძელდება.

გთავაზობთ, რამდენიმე წუთით კარაველების ფერხული ჩავდგეთ საწნახელში.

მორიგეობა როდის მოგვიწევს, ჩვენზე იქნება დამოკიდებული.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ საწნახელში ქალი არ დგება.

ჩექმა ადგილზე იქნება და სახელდახელოდ გამოვიცვლით.

იმისათვის, რომ დამწურავთა რიგში ჩავდგეთ, 20-25 კაცი მაინც უნდა შევიკრიბოთ კვირის დილის ათ საათამდე.

ქალბატონებო, თქვენ ომახიანობითა და სიმშვენიერით გაგვამხნევეთ.

თბილისობა-2007

Posted: 20 ოქტ 2007, 03:04
by GAMARJOBA SAKARTVELO
საწნახელში ჩამდგომთა სია:

1. გოგა (GAMARJOBA SAKARTVELO)
2.

თბილისობა-2007

Posted: 20 ოქტ 2007, 03:05
by paata_
იმისათვის, რომ დამწურავთა რიგში ჩავდგეთ, 20-25 კაცი მაინც უნდა შევიკრიბოთ კვირის დილის ათ საათამდე.
მე პას
თბილისობაზე ქალაქში არასოდეს არა ვარ თბილისში, იმედია არც ამ თბილისობაზე ვიქნება აქ

თბილისობა-2007

Posted: 20 ოქტ 2007, 03:08
by GAMARJOBA SAKARTVELO
paata_

რატომ ასე სკეპტიკურად?

ამას სჯობდა სა1ოდ არ დაგეწერა.

გუნებას ნუ გაგვიფუჭებ რა, პაატას დავენაცვლე

თბილისობა-2007

Posted: 22 ოქტ 2007, 01:08
by GAMARJOBA SAKARTVELO
უნდა გამოვტყდე, რომ ძალაინ ვისიამოვნე საწნახელისა და ხილის ფესტივალის დაარსების გამო.

რარაც სხვანაირი იყო ტიფლის-ქალაქი.

მართალია, ხილის ფესტივალი მცირე ადგილს მოიცავდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ,
გაისად ის გაფართოვდება

თბილისობა-2007

Posted: 22 ოქტ 2007, 11:07
by Ninukala
მეც გოგა, ძალიან მომეწონა ხილის ფესტივალი კარგი იყო. იმედია მომავალ წელს უფრო საინტერესოს და ლამაზ გახდიან ;)
ისე შენ სურათებიც გექნება და ხომ არ დადებდი ;)

თბილისობა-2007

Posted: 22 ოქტ 2007, 12:15
by Varvara
GAMARJOBA SAKARTVELO

მე ტელევიზორში გნახე ტივზე რომ იყავი :D

თბილისობა-2007

Posted: 22 ოქტ 2007, 18:46
by GAMARJOBA SAKARTVELO
Ninukala wrote:მეც გოგა, ძალიან მომეწონა ხილის ფესტივალი კარგი იყო. იმედია მომავალ წელს უფრო საინტერესოს და ლამაზ გახდიან ;)
ისე შენ სურათებიც გექნება და ხომ არ დადებდი ;)
ეგ აზრი არც მომსვლია.

ვნახოთ, ვნახოთ.
თუ რაიმე საინტერესო გამომივიდა, დავდებ ჩემო კარგო ფოტოებს

თბილისობა-2007

Posted: 22 ოქტ 2007, 18:47
by GAMARJOBA SAKARTVELO
Varvara wrote:GAMARJOBA SAKARTVELO

მე ტელევიზორში გნახე ტივზე რომ იყავი :D
ტივით გასეირნებით ვისიამოვნე.

ნაღდი ქალაქური სიამ-ტკბილობაა და რა დასანანია, რომ თბილოსობის გარდა, ეს ჩვენი ტივი
ჯერ არ დანარნარებს მტკვრის ზედაპირზე

თბილისობა-2007

Posted: 23 ოქტ 2007, 00:59
by steinway
ტივით ვერა მაგრამ ხილს რომ ვუყურებდი შეჭმა მომინდა ისე ლამაზად იყო გაწყობილი :roll:

თბილისობა-2007

Posted: 24 ოქტ 2007, 19:01
by GAMARJOBA SAKARTVELO
mogzaura wrote:ტივით ვერა მაგრამ ხილს რომ ვუყურებდი შეჭმა მომინდა ისე ლამაზად იყო გაწყობილი :roll:
მერე, რატომ არ მიირთვი, რამ სგიშალა ხელი?

ბევრი რამ უფასოდ არ იყო, მაგრამ ფასიანიც არ იყო ძვირი