Page 1 of 7

რთველი კახეთში

Posted: 20 სექ 2007, 17:06
by paata_
ძვირფასო კარაველებო, რთველი იწყება კახეთში. მემგონი ეს პერიოდი უნდა გამოვიყენოთ ნაყოფიერად და კახეთი დავიაროთ

თან მე არა ვარ რთველში ნამყოფი

რთველი კახეთში

Posted: 20 სექ 2007, 17:10
by tiko_r
paata_
1 რთველი უკვე დაგეგმილი მაქვს... მაგრამ 1 რას მეყოფა!

აბა.. სად და როდის? 8)

რთველი კახეთში

Posted: 20 სექ 2007, 17:14
by paata_
tiko_r

მე რა ვიცი, მე არა ვარ ნამყოფი მეთქი

იმედი მაქვს კახელი კარაველი მაინც დამპატიჟებს რთველში

თორემ ჩემი ფოტოებია ვიკიპედიაზე ვაზის - შეგრცხვება

რთველი კახეთში

Posted: 20 სექ 2007, 17:15
by Naia
paata_ wrote:ძვირფასო კარაველებო, რთველი იწყება კახეთში. მემგონი ეს პერიოდი უნდა გამოვიყენოთ ნაყოფიერად და კახეთი დავიაროთ

თან მე არა ვარ რთველში ნამყოფი
მე ვარ და სურვილი აღარ მაქვს მეორედ მივიღო მონაწილეობა :)

ისე, თუ რამეა გამოგყვებით და მორალურად გაგამხნევებთ მაინც ;) :lol:

რთველი კახეთში

Posted: 20 სექ 2007, 17:15
by Naia
....

რთველი კახეთში

Posted: 20 სექ 2007, 17:16
by tiko_r
Naia
რატომ?


ვგიჟDები ყურძნის კრეფაზე :?

რთველი კახეთში

Posted: 20 სექ 2007, 17:20
by ZVIOSULI
tiko_r wrote:Naia
რატომ?


ვგიჟDები ყურძნის კრეფაზე :?
"ვგიჟდები" გივი ბერიკაშვილის როლზე ყველამ იცით რომელ ფილმში :D :D :D :D :!:

რთველი კახეთში

Posted: 20 სექ 2007, 18:26
by paata_
ZVIOSULI wrote:
"ვგიჟდები" გივი ბერიკაშვილის როლზე ყველამ იცით რომელ ფილმში :D :D :D :D :!:
არ არსებოოობს

რთველი კახეთში

Posted: 20 სექ 2007, 18:41
by bellge
paata_ wrote:
ZVIOSULI wrote:
"ვგიჟდები" გივი ბერიკაშვილის როლზე ყველამ იცით რომელ ფილმში :D :D :D :D :!:
არ არსებოოობს
;)

პაატა ისე 29-30 ში ალავერდობაა
და ხომ არ წავსულიყავით?

რთველი კახეთში

Posted: 20 სექ 2007, 19:26
by guruli
paata_
თან მე არა ვარ რთველში ნამყოფი
არც მე, პაატა. არადა, ყოველ შემოდგომაზე ვიხვეწები, მაგრამ ვინ წაგიყვანა. ეს კახელები ეგეთი ძუნწები (:wink: :wink: ) არიან, თუ მე შემხვდა ასეთი თანამშრომელი, არ ვიცი.

რთველი კახეთში

Posted: 20 სექ 2007, 19:30
by guruli
Gvalva wrote:ჭუნააააა!!!

მოდი, მოდი!!!
უი, ჩვენი დედილო არ გამხსენებია, როცა იმ პოსტს ვწერდი.
დედილო, მაპატიე, განუგებლად ვქმენ! წყვილი ბოდიში, წყვილი ბოდიში... შენზე ძუნწი და ქვაწვია როგორ ითქმის.

რთველი კახეთში

Posted: 20 სექ 2007, 19:48
by paata_
guruli

მეც ყველა კახელი მასეთი როგორ შემხვდა, დაპატიჯებას ვინ ჩივის, ვეხვეწები წამიყვანეთ მეთქი და არ მივყევარ

რთველი კახეთში

Posted: 20 სექ 2007, 19:53
by popins
paata_

რის დაპატიჟება რა დაპატიჟება საქართველოა . ჩვენი საჭმელ სასმელი წავიღოთ ,ვინმე გაჭირებულს ,ან მოხუცებულს მივადგეთ და ყურძნის დაკრეფაში მივეხმაროთ. :D

რთველი კახეთში

Posted: 20 სექ 2007, 19:58
by chuna
Naia wrote:
მე ვარ და სურვილი აღარ მაქვს მეორედ მივიღო მონაწილეობა :)

ისე, თუ რამეა გამოგყვებით და მორალურად გაგამხნევებთ მაინც ;) :lol:
იმ დონეზე კი მიყვარხართ, რომ რთველში არ დაგპატიჟოთ!
ეს ისეთი კატორღული შრომაა, მე თავს ვერ შევირცხვენ!

მოსავალს რომ დავაბინავებ, მერე პირობას გაძლევთ, მაგრად გაქეიფებთ!

ვინც ნამყოფია და ნატანჯია,იმას დაუჯერეთ!

კახეთში კარგია ჩურჩხელების გავლება და იმ ცეცხლზე მწვადები!

რთველი კახეთში

Posted: 20 სექ 2007, 20:45
by guruli
paata_
guruli
მეც ყველა კახელი მასეთი როგორ შემხვდა, დაპატიჯებას ვინ ჩივის, ვეხვეწები წამიყვანეთ მეთქი და არ მივყევარ
ჩემ დღეში ყოფილხარ. მესმის შენი. მაგრამ შენ შიბლიანელებს მაინც არ გადაეყრებოდი და მე მაქაური თანამშრომელი მყავს... :cry: :cry: მაქაურებისგან კარგს რას უნდა ელოდო.
chuna - დედილო, შენ წაგვიყვანე და ჩვენს გაკატორღელებაზე ნუ ზრუნავ. აბა, შენ გაიტანჯო და ჩვენ ასვლატზე ვიპაწკუნოთ - სადაური წესია? :roll: :roll:
კახეთში კარგია ჩურჩხელების გავლება და იმ ცეცხლზე მწვადები!
იფ, იფ, იფ!!! და ეგეც კატორღული რამეა, რომ არ... :P :P ჯობია, გავჩუმდე! წყვილი ბოდიში, დედილო.