დიდი მაზიანი

ოდესმე, სადმე ხომ არ წავსულიყავით... და სხვა ასეთი იდეები

Moderators: Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
popins
იეტი
Posts: 4592
Joined: 21 დეკ 2006, 10:10
Location: saburtalo,burtit unda viburtao
დიდი მაზიანი

Post by popins » 15 სექ 2007, 08:13

Nika
Nika
Nika
Nika
Nika
Nika
:D :D :D :D

უკვე ვაკის პარკში ინებიან და ჩემი პოსტი ნამდვილად ვერ იმოქმედებს შედეგზე.

ნიკას მხარეზე ვარ იმიტომ რომ რაციოს. :)

მარა ადამიანი რომ გამწარდება ,მეორე სუნთქვა ეხსნება და ყველაფერზეა სპასობნი.

გამწარდება კი? :roll:
lenchiamal

User avatar
tiko_r
იეტი
Posts: 3498
Joined: 04 სექ 2007, 21:35
Location: სოფ. ძუყნური
დიდი მაზიანი

Post by tiko_r » 15 სექ 2007, 11:34

ვინმეს არ აქვს სატელეფონო კავშირი?
რომ ფორუმზეც დაიწეროს რა მდგომარეობაა

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
დიდი მაზიანი

Post by Naia » 15 სექ 2007, 12:19

ნიკას გარდა ვინ წაყვა? იცის ვინმემ?

User avatar
nusa
იეტი
Posts: 2183
Joined: 08 ივნ 2007, 09:46
Location: Tbilisi
Contact:
დიდი მაზიანი

Post by nusa » 15 სექ 2007, 13:33

5სთ. უკვე გავიდა, ნეტა რა მოხდა :?: :?: :roll:

User avatar
ilia
Indoors Manager
Posts: 4263
Joined: 28 მაი 2005, 23:42
Location: tbilisi
დიდი მაზიანი

Post by ilia » 15 სექ 2007, 16:18

როგორც ნიკასტან სატელეფონო საუბრით გავარკვიე, არჩილ-დაკოტელმა მოიგო ეს მაზიანი.

User avatar
popins
იეტი
Posts: 4592
Joined: 21 დეკ 2006, 10:10
Location: saburtalo,burtit unda viburtao
დიდი მაზიანი

Post by popins » 15 სექ 2007, 16:22

ilia მახარობელოოოოოოოო :!: 8)

აბაზი შენა :roll:

აი ნიკას რომ მოეგო თუმნიანიზედა რა :lol:
lenchiamal

User avatar
ilia
Indoors Manager
Posts: 4263
Joined: 28 მაი 2005, 23:42
Location: tbilisi
დიდი მაზიანი

Post by ilia » 15 სექ 2007, 16:24

popins
რაღაც დისციპლინარული დარღვევები ჰქონია, მაგრამ მსაჯთა კოლეგიის გადაწყვეტილებით გამარჯვება მაინც მას მიანიჭეს.

User avatar
popins
იეტი
Posts: 4592
Joined: 21 დეკ 2006, 10:10
Location: saburtalo,burtit unda viburtao
დიდი მაზიანი

Post by popins » 15 სექ 2007, 16:26

ilia რა იყო ნეტავ ასეთი? ბევრი წყალი სვა მოძრავი წყაროდან და ბუჩქებს შარდო თერაპია უტარა თუ რა იყო?არ გამიბრაზდეს ვინმე სმაილიკი მეცნიერულად ვბაასობ.
lenchiamal

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
დიდი მაზიანი

Post by Nika » 15 სექ 2007, 17:01

ხოო სასწაულად იარა არჩილმა. ნუ იარა რა ირბინა. მაგი ვერ გავთვალე რო სირბილი უნდა ამეკრძალა :LOL: თუმცა მაინც დროის დიდი რეზერვით მოვიდა ადგილამდე.
Dzuar-Zenji-Barzond
http://www.vardzelashvili.com

User avatar
GIO_GEO
ბოდიალა
Posts: 112
Joined: 25 აგვ 2007, 17:05
Location: მთვარე
დიდი მაზიანი

Post by GIO_GEO » 15 სექ 2007, 18:16

ასეც ვფიქრობდი. ხომ ვთქვი გაივლის თქო. გილოცავ არჩილ. მაინც რამდენ ხანში დაფარა 20 :?:
ბალახი ვიყო სათიბი, არა მწადიან ცელობა...

User avatar
chuna
იეტი
Posts: 1877
Joined: 14 თებ 2006, 00:46
Location: tbilisi
დიდი მაზიანი

Post by chuna » 15 სექ 2007, 19:10

ARGHIL!

გილოცავ გამარჯვებას! შენი იმედი მქონდა! შენნაირი თავდადებულები უმრავლოს "კარავს"!
popins !

ასეთ სიტუაციაში როგორ იყავი ნიკას მხარეს?! წმ. ადამიანურად გაუგებარია!
ასე რამ გაგამწარა!!!!!
თუმცა ეს ის ნიუანსებია, რითაც უტყუარად შევიცნობ ადამიანებს!

შენნაირები კი არცხვენს ჩვენს რიგებს!
Last edited by chuna on 15 სექ 2007, 19:13, edited 1 time in total.

User avatar
popins
იეტი
Posts: 4592
Joined: 21 დეკ 2006, 10:10
Location: saburtalo,burtit unda viburtao
დიდი მაზიანი

Post by popins » 15 სექ 2007, 19:12

chuna გამამწარა? მხოლოდ და მხოლოდ რაციოს შემოგევლე
lenchiamal

User avatar
popins
იეტი
Posts: 4592
Joined: 21 დეკ 2006, 10:10
Location: saburtalo,burtit unda viburtao
დიდი მაზიანი

Post by popins » 15 სექ 2007, 19:16

chuna wrote:ARGHIL!

გილოცავ გამარჯვებას! შენი იმედი მქონდა! შენნაირი თავდადებულები უმრავლოს "კარავს"!
popins !

ასეთ სიტუაციაში როგორ იყავი ნიკას მხარეს?! წმ. ადამიანურად გაუგებარია!
ასე რამ გაგამწარა!!!!!
თუმცა ეს ის ნიუანსებია, რითაც უტყუარად შევიცნობ ადამიანებს!

შენნაირები კი არცხვენს ჩვენს რიგებს!
რომელ რიგებს კომუნისტურს? :roll:
lenchiamal

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
დიდი მაზიანი

Post by Gvalva » 15 სექ 2007, 19:16

მაშ, ასე, ამონაწერი შეჯიბრების ჟურნალიდან:

ათის ნახევარზე ვაკის პარკიდან გავედით, ნიკა, მე და ლამა ნიკას მანქანით, არჩილი ფეხით და 10 კგ ზურგჩანთით (ავწონეთ ნიკას სასწორითაც და არჩილის სასწორითაც) კუს ტბისკენ ჭავჭავაძით, სამანქანე გზით.

სამანქანე მოძრაობის სპეციფიკიდან გამომდინარე ჩვენ მე9 საავადმყოფომდე მოგვიწია ჩასვლა რომ კუს ტბისკენ წავსულიყავით და მერე წავედით დანიშნულების ადგილისკენ. კუს ტბაზე ჩვენ და არჩილი ერთად ავედით. გაგვიკვირდა, არჩილი დაღლილსაც არ გავდა სრულებით. ეს მანქანით ხომ არ ამოვიდაო ყველას ეგ აზრი გვქონდა, ასე პირდაპირ თქმა გაგვიჭირდა და ნიკამ უთხრა GPS რომელიც ზურგჩანთაში გიდევს იცოდე ყველაფერს აფიქსირებსო.

დავიძარით ფეხით უძოსკენ, ერთად ვიარეთ მთელი გზა. არჩილმა აღმართებში სიარულის არნახული ტემპი აჩვენა!! საკმაოდაც დაიღალა. უძოზე ასული იყო საჭირო დროის ნახევარზე ბევრად ადრე! საერთოდ, ჩვენ რომ მანქანით ცოტა ჩქარა გადავივლიდით, წამსვე თავზე გვადგებოდა :) ამ თემაზე მთელი გზა ვხუმრობდით :)

საერთოდ, ყველაფერი მიდიოდა ძალიან რაინდულად, ნიკამ გაიხსენა რომ ქონდა ჩანთაში ქუდი და თითქმის ძალით დავახურეთ არჩილს, რადგან ის უქოდოდ დადიოდა კაშკაზე მზის ქვეშ.
ნიკამ გამოუჭრა ჯოხი და გადავეცით ესტაფეტის მსგავსად, რომ დრო არ დაეკარგა
და ა.შ.

უძოზე რომ ავედით, ვნახეთ და GPS-მა არჩილის გადაადგილების მაქსიმალური სიჩქარე აჩვენა 38კმ/სთ

დავეშვით უკან, რადგან უხერხული და უსიამოვნო ეჭვები არსებობდა, კუს ტბიდან ჩამოსვლაზე დრო დავინიშნეთ. არჩილმა ჩამოსვლაზე მეტი დრო დახარჯა ვიდრე ასვლაზე.

საბოლოოდ, ვაკის პარკში არჩილი იყო 1 საათით ადრე, 4 საათში.

ხინკლის ლოდინს, ჩემი და ლამას გამოკითხვებს, თვალში გამგმირავ მზერას არჩილმა დიდხანს ვერ გაუძლო და აღიარა რომ კუს ტბაზე ბავშვობის მეგობრის მანქანით ავიდა, რომელიც გზად შეხვდა, 1 თვის ბავშვი ყავს (ბავშვობის მეგობარს, მამაკაცს ;)) და ხათრი ვერ გაუტეხა...

აღშფოთებულ მსაჯთა კოლეგიას დიდი სურვილი ქონდა კეფაში წაეთაქებინა დისციპლინის დამრღვევი სპორტსმენისითვის, მაგრამ შეეცოდა და შენ ბიჭო ჩვენ დებილები ხომ არ გგონივართ შეძახილით დაკმაყოფილდა.

ხინკლის (და სხვა საჭმელების) ჭამის დროს, არჩილ დაკოტელი არაერთგზის ამბობდა რომ 1 საათში კუს ტბაზე ავალო. ისევე როგორც მაზიანამდე ამბობდა 20 კმს 5 სთ-ში გავივლიო. ყოველი თქმის შემდეგ მსაჯთა კოლეგიის წევრებს უბრუნდებოდათ ზემოაღნიშნული სურვული, რომელსაც ზემოაღნიშნულივე მიზეზის გამო არ ასრულებდნენ.

ეს ღონისძიება სწორედ იმისთვის იყო დანიშნული რომ გვენახა, გაივლიდა თუ არა იმ მანძილს იმ დროში რასაც ამბობდა.

User avatar
ilia
Indoors Manager
Posts: 4263
Joined: 28 მაი 2005, 23:42
Location: tbilisi
დიდი მაზიანი

Post by ilia » 15 სექ 2007, 20:42

1 საათში ვაკის პარკიდან კუს ტბაზე ასვლა რეალურია

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]