Page 1 of 14

კარავის კალენდარი

Posted: 18 აგვ 2007, 04:29
by Gvalva
ეს რა კარგი განყოფილება გავხსენი!! :)

ყოველთვის მაქვს აქ რა დავწერო :D

ხოდა, აი ახალი იდეაც...

მოკლედ ვიტყვი:

იმდენი ლამაზი და "უცნობი" ტბა გამოგვივიდა წელს კარ(ა)ველებს რომ... ხომ არ გამოგვეცა წლის ბოლოს კალენდარი "საქართველოს ტბები"

წეროს ტბა, ორეთის ტბა, კახისის ტბა, ბატეთი (წელს არ იყო მარა, რა მოხდა) თამარის ტბა ლაგოდეხში, უძირო რაჭაში, ყელიწადი, ყელი... ვიღაცეებმა ტანიეს ვერ მიაღწიეს მარა, შარშანდელი იყოს :)... მოკლედ 13 კადრი უპრობლემოდ აირჩევა

ამ ტბებს უკანა მხარეს აღწერა, მისასვლელი მარშრუტი ან რამე ასეთები რომ დავაწეროთ მშვენიერი რამ გამოვა, და მეც სიამოვნებით ვიყიდი :)

ეხლა წარმოვიდგინოთ რომ ეს იდეა (ძალიან) მოგეწონათ და გვინდა განხორციელება... :) :D

რა გვჭირდება??

1. გავიგოთ რა ეღირება კალენდრის გამოცემა?
2. სად იშოვოს კარავმა!!! 1. პუნქში პასუხგაცემული თანხა?
3. შევარჩიოთ ფოტოები
4. გავავრცელოთ (მდაბიურად რომ ვთქვათ, გავყიდოთ) კალენდარი
5. რა ვუყოთ კალენდრით შემოსულ თანხას?

მე-2 პუნქტში ამდენი ძახილის ნიშნები იმიტომ დავწერე რომ არ დავიწყოთ არავინ, მაგ თანხას (57 მილიონიც რომ იყოს) მე დავდებ არაა პრობლემაო...

ეს იდეა იმისთვის უფრო არის რომ კარავმა ერთად ვიფუსფუსოთ და ერთად ვანახოთ ეს მშვენიერი ადგილები იმათ, ვისაც არ უნახავთ, თორემ "მე ამ პრობლემას გადავჭრი მარცხენა ფეხის ნეკით" არაა საინტერესო... მე მგონი :)

პუნქტი 2-ისთვის ჩვენ დრო გვაქვს, შეგვიძლია რამე კაი მოვიფიქროთ, იქედან შემოსული თანხით კალენდარი გამოვცეთ... მერე იქედან შემოსული თანხით...

მთავარია ერბოს ქილა არ გაგვიტყდეს!! :)

კარავის კალენდარი

Posted: 18 აგვ 2007, 08:15
by Archil
აბუდელაურზე მივდივართ ერთ საათში და გადავუღოთ თუ უკვე საკმარისადაა გადაღებული მაგათი ფოტოები?

კარავის კალენდარი

Posted: 18 აგვ 2007, 08:18
by Naia
Gvalva
ძალიან მაგარი იდეაა, ადმინ!!! დიდი სიამოვნებით შევიძენდი ამ კალენდარს!

აბუდელაურიდან რომ ჩამოვალ აუცილებლად გავიკითხავ დეტალებს.

ერთი შენიშვნა: კალენდარს კარგი ხარისხის ფოტოები დასჭირდება და ყველა ზემოთ აღნიშნულ ტბაზე გვაქვს ასეთი სურათები?

კარავის კალენდარი

Posted: 18 აგვ 2007, 08:40
by paata_
ჭილის ტაბა კიდო

კარავის კალენდარი

Posted: 18 აგვ 2007, 08:41
by paata_
Gvalva


დაკაბადონება და სტამბისთვის მომზადება ჩემზე იყოს - яფში გამოგიყვანთ ;)

კარავის კალენდარი

Posted: 18 აგვ 2007, 09:50
by paata_
Gvalva
2. სად იშოვოს კარავმა!!! 1. პუნქში პასუხგაცემული თანხა?
მე-2 პუნქტში ამდენი ძახილის ნიშნები იმიტომ დავწერე რომ არ დავიწყოთ არავინ, მაგ თანხას (57 მილიონიც რომ იყოს) მე დავდებ არაა პრობლემაო...
სად იშოვოს ის არაა პრობლემა? ჯერ გავიგოთ სხვადასხვა ტირაჟით რა დაჯდება.
აუცილებლად საუკეთესო ქაღალდზე და საუკეთესო ხარისხით უნდა იყოს
და მერე უნდა ვიფიქროთ თანხის მოძიებაზე


და თუ ვინმე დადეს რატოა პრობლემა? იქნებ ვინმეს უნდა საქმეში ფული ჩადოს ;)

კარავის კალენდარი

Posted: 18 აგვ 2007, 10:35
by Nika
წეროს ტბა, ორეთის ტბა, კახისის ტბა, ბატეთი (წელს არ იყო მარა, რა მოხდა) თამარის ტბა ლაგოდეხში, უძირო რაჭაში, ყელიწადი, ყელი

ამას დაუმატე ჭილის ტბა (პაატსა გაახსენდა), თუ წლევანდელი არაა სავალდებულო კიდე გვაქვს ტაბაწყურის ფოტოები. ყელზე არავინ იყო მაგრამ Zmiy-ს რო ვთხოვოთ მგონი არ გვეტყვის უარს ფოტოებზე :roll: .

კარავის კალენდარი

Posted: 18 აგვ 2007, 12:12
by Bocho
Gvalva
მაგარი იდეაა, ყოჩაღ :P

კარავის კალენდარი

Posted: 18 აგვ 2007, 12:21
by lama
Gvalva
მომწონს ძალიან და მანდ ტობავარჩხილის ტბაც დავუმატოთ და კაი იქნება :)

კარავის კალენდარი

Posted: 18 აგვ 2007, 12:24
by zura N.
ტობავარჩხილი! :roll: :D

კარავის კალენდარი

Posted: 18 აგვ 2007, 16:04
by guruli
Gvalva - მართლა მაგარი იდეაა. მე სიამოვნებით შევიძენ ეგეთ კალენდარს, რადგან ეგ, სინამდვილეში, გზამკვლევი უფრო იქნება.

კარავის კალენდარი

Posted: 18 აგვ 2007, 16:32
by Nika
zura N. wrote:ტობავარჩხილი! :roll: :D
ეგ ჯერ სანახავია ;)

კარავის კალენდარი

Posted: 18 აგვ 2007, 23:11
by zura N.
Nika wrote:
zura N. wrote:ტობავარჩხილი! :roll: :D
ეგ ჯერ სანახავია ;)
ნამდვილად! :wink:
სამწუხაროდ წელს არ გამოგვივიდა, არადა ძაან ლამაზი ბუნებაა :(

კარავის კალენდარი

Posted: 18 აგვ 2007, 23:25
by chuna
Nika
კახისის ტბა ნამდვილად წელს იყო!

კარავის კალენდარი

Posted: 20 აგვ 2007, 12:35
by gobe
"იდეა, ფული და ერთი შანსი"

:)