Page 1 of 7
ლომისას ეკლესია
Posted: 13 ივნ 2007, 10:24
by natalia
ხომ არ წავსულიყავით შაბათს 17 ივნის ლომისას ეკლესიის სანახავად?
ლომისას ეკლესია
Posted: 13 ივნ 2007, 10:32
by paata_
კვირას რო იყოს

ლომისას ეკლესია
Posted: 13 ივნ 2007, 10:41
by natalia
ჩემთვის პრობლემა არ არის, კვირა თუ შაბათი. მე თავისუფალი ვარ.
იყოს კვირა რა:)
ლომისას ეკლესია
Posted: 13 ივნ 2007, 11:04
by Archil
წავიდეთ, წავიდეთ, მთა გადავიაროთ ....
ლომისას ეკლესია
Posted: 13 ივნ 2007, 13:27
by Toma
იმედია ზედა ლომისს გულისხმობთ?

ლომისას ეკლესია
Posted: 13 ივნ 2007, 14:17
by natalia
Toma
ზუსტად არ ვიცი, მე რა ინფორმაციაც მაქვს წერია რომ სოფელ მლეთაშია.
თუ რამე ინფორმაცია გაქვთ მოგვაწოდეთ.
ლომისას ეკლესია
Posted: 13 ივნ 2007, 14:26
by Toma
natalia
არ ვიცი რა ინფორმაციაზე საუბრობ, მაგრამ მლეთასთან ქვემოთ არის ერთი ეკლესია, წმინდა გიორგის სახელობის. მეორე ბაზილიკა არის ლომისის მთაზე რომელზეც მლეთიდან ზევით მიმავალი ბილიკით მოხვდები ნორმალური ტემპითა და ფიზიკური მონაცემებით 2 საათში ახვალ
ლომისას ეკლესია
Posted: 13 ივნ 2007, 14:40
by Makena
მლეთასთან რომ ეკლესიაა იქ მანქანა მიდის პირდაპირ და საინტერესოც ბევრი არაფერია, ზედა ეკლესიაზე კი ბილიკი ადის, ასასვლელად არც ისე რთულია, სავარაუდოდ 2 საათი ჭირდება ასვლას, ისე ცნობისთვის საკმაოდ ბევრი გასათხოვარი ქალები დადიან მაქ... ჰოოო აბა თუ იცით რატომ?

ლომისას ეკლესია
Posted: 13 ივნ 2007, 14:43
by natalia
Makena ნამდვილად არ ვიცი რატომ დადიან გასათხოვარი ქალები მანდ:)
რატომ არ არის საინტერესო?
ლომისას ეკლესია
Posted: 13 ივნ 2007, 14:45
by natalia
ჩემ წიგნში წერია რომ ამნდ იმართება ლომისობა.
და ვფიქრომ რომ საინტერესო სანახავი იქნება ჩემთვის ეგ ეკლესია რადგან არ მინახავს. სურათს რასაც ვუყურებ ნანგრევებია მხოლოდ.
ლომისას ეკლესია
Posted: 13 ივნ 2007, 14:52
by Makena
არა ნანგრევები არ არის, გუმბათიანი ეკლესიაა, ამჟამად გარედან შეთეთრებულია, მლეთაში გუდაურისკენ გადასასვლელ ხიდს მიუახლოვდები თუ არა მარცხენა მხარეს გამოჩნდება ტაძარი, სწორედ ეგ არის ლომისა.
ლომისას ეკლესია
Posted: 13 ივნ 2007, 14:57
by Toma
Makena

დაუქორწინებელი კაცებიც
თუმცა იქ არსებული ჯაჭვი (რომელიც ლეგენდის მიხედვით ვიღაცა ცოდვილმა წერეთლის ქალბატონმა აიტანა საკუთარი ცოდვების მოსანანიებლად), რომელსაც მხრებზე შემოიდებ და სამჯერ შემოუვლი ეკლესიას და თუ თან სურვილსაც ჩაიფიქრებ აუცილებლად შეგისრულდებაო, ოღონდ ეს ყველაფერი რწმენით უნდა გააკეთო
ჩემო ტკბილო
Makena სურვილი კი ზოგადად დაოჯახებაზეა, და ეგ სურვილი ქალსაც უნდა ჰქონდეს და კაცსაც და რატომ აწერენ მხოლოდ ქალებს არ ვიცი

იქნებ შენ გვითხრა?????

ლომისას ეკლესია
Posted: 13 ივნ 2007, 14:58
by paata_
Toma wrote:

დაუქორწინებელი კაცებიც
აბა წავედით

ლომისას ეკლესია
Posted: 13 ივნ 2007, 14:59
by ლეონტი
natalia wrote:Makena ნამდვილად არ ვიცი რატომ დადიან გასათხოვარი ქალები მანდ:)
რატომ არ არის საინტერესო?
ალბათ იმიტომ რო გაუთხოვრებმა არ იარონ დედამიწაზე. არა?
ლომისას ეკლესია
Posted: 13 ივნ 2007, 15:07
by Toma
natalia
საღამოს სურათებს დავდებ და შენ შეაფასე, ერთხელ კი ნამდვილად ღირს წასვლა რადგან თვითონ ადგილმდებარეობა არის ძალიან ლამაზი მთის წვერიდან ერთ მხარეს არის არაგვის ხეობა და მეორე მხარეს ქსნის ხეობა ლამაზი ლანდშაფტით, მთავარია ამინდმა გაგიმართლოს
