გელა დაიაურის, ხევსურეთის, პოეზიის საღამო

ოდესმე, სადმე ხომ არ წავსულიყავით... და სხვა ასეთი იდეები

Moderators: Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia

User avatar
paata_
იეტი
Posts: 6275
Joined: 06 დეკ 2006, 10:50
Location: ხევსურეთი
Contact:
გელა დაიაურის, ხევსურეთის, პოეზიის საღამო

Post by paata_ » 28 მაი 2007, 18:57

guruli

ოთხშაბათს ეთნოგრაფიულში არ მოესწრება, საღამო ივნისისთვის გაიმართება, მანამდე უნდა დავგეგმოთ რაღაცეები

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
გელა დაიაურის, ხევსურეთის, პოეზიის საღამო

Post by lama » 28 მაი 2007, 19:01

მოკლედ დაველაპარაკოთ და გადავწყვიტოთ რა და როგორ :)
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
caucasica
იეტი
Posts: 1238
Joined: 02 ივნ 2006, 22:11
Contact:
გელა დაიაურის, ხევსურეთის, პოეზიის საღამო

Post by caucasica » 28 მაი 2007, 23:24

გადაგორება უშენოდ მარტის,
არც თბილი წვიმა, არც შებრალება,
მოგონებები და შენი ლანდი
გამოიტირეს ჩემმა თვალებმა.
დუმილის ცივი ყანწი გამოვსვი,
სადღაც მირბიან მწვანე დღეები
და საპატარძლოს თეთრი სამოსით
შემომეგება ტყემლის ხეები.
როგორ ძნელია, ხომ იცის ღმერთმა,
გადაგორება უშენოდ მარტის,
დასაწერელი ლექსების ვერ თქმა,
გაუმხელელი გრძნობების დარდი.
Last edited by caucasica on 28 მაი 2007, 23:56, edited 1 time in total.

User avatar
caucasica
იეტი
Posts: 1238
Joined: 02 ივნ 2006, 22:11
Contact:
გელა დაიაურის, ხევსურეთის, პოეზიის საღამო

Post by caucasica » 28 მაი 2007, 23:32

ზეცა სავსეა ფიფქთა ქაოსით,
გზებმა ნისლები შესვეს ბოლომდის
და იმოსება თეთრი სამოსით
მიწა-შავგული,მიწა -ბოროტი.
სხვებმა რაც უნდა შენზე ისა თქვან,
შენ იბობოქრე მაინც ამინდო,
დათოვე მიწა ცოდვებისაგან
მაგ სისპეტაკემ იქნებ გაწმინდოს.
/გელა დაიაური/

User avatar
caucasica
იეტი
Posts: 1238
Joined: 02 ივნ 2006, 22:11
Contact:
გელა დაიაურის, ხევსურეთის, პოეზიის საღამო

Post by caucasica » 28 მაი 2007, 23:32

,,არჩევანი,,
დავფიქრდები და ათას ლამაზმანს,
ერთ-ურთს ვადარებ ჯობნის რომელი?
ვფიქრობ აჯობა მზერით ,,ამან,, ,,მას,,
ის კი არისო სევდის მთოველი.
ეს ქალი - მზეს გავს; ეს ქალი - ყინულს;
ეს ქალი - მთვარეს; ეს ქალი - ლერწამს.
ამის ხმა გაგხდის სილაღის ხილულს,
ამის კისკისი სიავეს ლეწავს.
თვალწინ გამივლის ათასურთები.
ზოგი - ზღვას მოგავს, ზოგიც - გზას უვალს;
მაგრამ უცებ შენ გამახსენდები
და არჩევანსაც ვაკეთებ უმალ.
გელა დაიაური

User avatar
caucasica
იეტი
Posts: 1238
Joined: 02 ივნ 2006, 22:11
Contact:
გელა დაიაურის, ხევსურეთის, პოეზიის საღამო

Post by caucasica » 28 მაი 2007, 23:34

სადაც ოქროსფერი მზის ქაფია,
თორღვაის ცხენები იქ აბია,
ჯაჭვი ძაგანისა მიაბნია,
ჟამმა გზა -ბილიკებს უცნობს.
მეც ხომ ვიძახოდი ღვთის კაფიას,
მტერი მამულისა მიკაფია,
სისხლი წყაროსავით მიხაპია,
იმედი რომ ერქვა მუცოს.
"ღმერთო! ძე ღვთისაო და მარიამ,
მტერი, მოყვარე მთავარია,
ჩემთან არც ერთი არ არიან,
ყველასთვის გავმხდარვარ უცხო".
ნეტა ეს ხმაა და რა ზარია,
რა გოდება და თავზარია,
მუცოს ბეჭები გაბზარვია,
ჟამისგან ძლეულა მუცო...
სურდათ აკვნები ურწეველი,
მტერი არ დარჩა უწვეველი,
"წასული თავ-ბედ უწყევლელი,
ქართლს მტერი ეყოლება ნურცო".
ასე ურყევი და ურღვეველი,
მტრისათვის ხარკის უძლეველი,
გაუტეხელი და უძლეველი,
ჟამისგან ძლეულა მუცო.
სადღაც ლამპიონთა ღაღანია,
სადღაც ვაჭრობაა გაგანია,
ვიღაც მდიდრდება და წუწკობს.
აქ კი აღარც თორღვა ძაგანია,
აღარც ფარ-შუბების ჭახანია,
მშველელს ელოდება რა ხანია
ბეჭებგაბზარული მუცო

გელა დაიაური


თქვენ რომ იცოდეთ რა ბუნებაა..
რა გუნებაა.. რა ცდუნებაა..
ო.. თქვენ მუცოში დასახლდებოდით..
არა ? - ეს უკვე თქვენი ნებაა..
მაგრამ.. ო როგორ ამაღლდებოდით..
გრძნობა-ლექსებად აალდებოდით..
გაიმარჯვებდა სიცოცხლე თქვენში..
და არასოდეს არ მოკვდებოდით..
რომ მოვიდოდა წვიმა და თქეში..
იების თვეში.. ვარდების თვეში..
იგრძნობდით ხორცის არარაობას..
სულს იპოვიდით ქვასა და ხეში..
გულშმაგ არღუნში ფოთლის ნავობას..
ფიფქთა საუბარს და ნანაობას..
მყის შეიცნობდით ჯადოსნურ ძალად..
რამაც რომ სული არ დააობა..
ცხენს-მუხლით მალას.. ფოლადის ნალას..
ჭალას.. ანკარა წყალას..
ლეგაჩოხიან ხევსურის ვაჟებს..
ღამისფერთვალა ხევსურის ქალებს..
ნახავდით კოშკებს.. დევების ნაგებს..
და დასცდებოდა უმალ თქვენს ბაგეს..
აქ დაღამებაც გათენებაა..
თვით ლოდი მუცოს მშვენებას აქებს..
/გელა დაიაური/


P.S მადლობა ლადო ჭინჭარაულს ლექსების მოწოდებისთვის

User avatar
makuku
ბილიკზე მოარული
Posts: 60
Joined: 29 მაი 2006, 00:54
Location: Tbilisi
გელა დაიაურის, ხევსურეთის, პოეზიის საღამო

Post by makuku » 28 მაი 2007, 23:59

მაგარი ლექსებია! :wink:

User avatar
paata_
იეტი
Posts: 6275
Joined: 06 დეკ 2006, 10:50
Location: ხევსურეთი
Contact:
გელა დაიაურის, ხევსურეთის, პოეზიის საღამო

Post by paata_ » 29 მაი 2007, 06:24

caucasica

შენ გაიხარე, მაგარია

User avatar
popins
იეტი
Posts: 4592
Joined: 21 დეკ 2006, 10:10
Location: saburtalo,burtit unda viburtao
გელა დაიაურის, ხევსურეთის, პოეზიის საღამო

Post by popins » 29 მაი 2007, 09:45

სხვა ფორუმზე შეიძლება, რომ დავდო ეგ ლექსები? :)
lenchiamal

User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
გელა დაიაურის, ხევსურეთის, პოეზიის საღამო

Post by kotetbeli » 29 მაი 2007, 10:02

caucasica
გაიხარე! ეს ლექსები მისი სიმღერის ფონზე კიდევ უფრო შთამბეჭდავი იქნება!





მოკლედ, კარველები ველით, რომ საორგანიზაციო დავალებები გადავინაწილოთ და საღამოც კარგი გამოვიდეს :wink:
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
გელა დაიაურის, ხევსურეთის, პოეზიის საღამო

Post by guruli » 29 მაი 2007, 10:55

caucasica- ეს ლექსი - სადაც ოქროსფერი მზის ქაფია,/ თორღვაის ხენები იქ აბია,/ჯაჭვი ძაგანისა მიაბნია, /ჟამმა გზა -ბილიკებს უცნობს/ - ამას წინათ ქართულ ენოვან თურქულ საიტზე აღმოვაჩინე. ზოგადად მაგარი ლექსებია. საღოლ!
მოკლედ, გადაიდო შეხვედრა?

User avatar
caucasica
იეტი
Posts: 1238
Joined: 02 ივნ 2006, 22:11
Contact:
გელა დაიაურის, ხევსურეთის, პოეზიის საღამო

Post by caucasica » 29 მაი 2007, 10:56

popins
ცოტა ხანი მოვიცადოთ, საორგანიზაციო საკითხებზე შევთანხმდეთ, სათაურიც შევარჩიოთ და მერე გავშალოთ "პიარ" კამპანია...
თქვენი იმედი გვაქვს ყველასი.. ჯერ კი აქ იაქტიურეთ

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
გელა დაიაურის, ხევსურეთის, პოეზიის საღამო

Post by guruli » 29 მაი 2007, 10:59

caucasica
მერე გავშალოთ "პიარ" კამპანია...
აქა ვარ ჩემის თავითა... 8) 8) 8)

User avatar
popins
იეტი
Posts: 4592
Joined: 21 დეკ 2006, 10:10
Location: saburtalo,burtit unda viburtao
გელა დაიაურის, ხევსურეთის, პოეზიის საღამო

Post by popins » 29 მაი 2007, 11:00

caucasica ესტ ტავარიშ კაპიტან 8)
lenchiamal

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
გელა დაიაურის, ხევსურეთის, პოეზიის საღამო

Post by lama » 29 მაი 2007, 11:16

გელა მაგარი პოეტი ყოფილა :)
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]