Page 1 of 2

სხვილოს ციხეზე წავიდეთ რა

Posted: 20 მაი 2007, 17:33
by popins
მას შემდეგ, რაც ეს თემა ვნახე ლინკს აქვე ვდებ.......

http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=1155&start=0

გამიჩნდა იქ წასვლის დიდი და უზარმაზარი სურვილი :D
მაკენა ალბათ დაგვაკვალიანებს და წავიდეთ რა :D

სხვილოს ციხეზე წავიდეთ რა

Posted: 20 მაი 2007, 21:31
by Mrs. Robinson
popins
საყვარელო სანამდე მაკენა ჰოლანდიას მოივლის, შენ სხვილოს კი ნახავ.
თან ადვილი-ადვილი.

დიდუბიდან ქვემოჭალის მარშუტკა დადის. ჯობია ქვემოჭალაში ბოლოს ჩამოხვიდე. ზევით სხვილოს დაინახავ და მისკენ წახვალ.
მერე ზევით ასული ქვემოთ სამთავისს დაინახავ და ახლა მისკენ ივლი.

სამთავისიდან იგოეთის გადასახვევამდე სულ რაღაც 1კმ-ია და ფეხითაც ჩამოხვალ.
იქ კი ნებისმიერ ტრანსპორტს გამოყვები თბილისამდე.

ხოდა მეც მომინდა წამოსვლა, თუმცა ისევ უდროობა მჭირს კიდევ ორი კვირა. :cry:

სხვილოს ციხეზე წავიდეთ რა

Posted: 20 მაი 2007, 22:48
by popins
Mrs. Robinson
ჩემო კარგო,ქე გცოდნია გზა და კვალი და ერთი დღე გამონახე რა :D :D :D

სხვილოს ციხეზე წავიდეთ რა

Posted: 21 მაი 2007, 12:28
by Mrs. Robinson
popins
დიდი ხალისით გავიმეორებ. :D

ქვემოჭალა ისე მიყვარს ერთხელ სახლის ყიდვაც კი გადავწყვიტეთ:
თბილისთან ახლოს, მდინარის პირასაა, და რაც მთავარია მადლიანი, დიდებული ადგილია.

ვეცდები ძალიან, მაგრამ ჩემით ნუ განსაზღვრავთ, ისე 4 ივნისს - ორშაბათს 11 საათიდან თავისუფალი ვარ და შეგვიძლია წავიდეთ, მოესწრება.......
შაბათ-კვირის ასეთ პაწკუა ლაშქრობაზე დახარჯვა, არ ღირს......

ისე ხომ გითხარი, გზის უცოდინრადაც შეიძლება მისვლა.
თუ პრობლემა იქნა, ნებისმიერ კარველთან შეიძლება დაკავშირება, მანდ ყველა ნამყოფი ვართ.......მგონი..... :roll:

სხვილოს ციხეზე წავიდეთ რა

Posted: 21 მაი 2007, 12:47
by popins
Mrs. Robinsonშენთან ერთად ორშაბათიც შაბათია,სიამოვნებით,როცა იტყვი მე მზად ვარ 8) კვირის ნებისმიერ დღეს
:D

სხვილოს ციხეზე წავიდეთ რა

Posted: 21 მაი 2007, 13:03
by Mrs. Robinson
ვაი დედა :shock: ეგოისტური საშინელება მითქვამს........ :oops:
აბა ვინაა ჩემსავით გზა-კვალ არეული, ორშაბათს სცალია ვინმეს? :roll:

popins
მოდი ჯერ სხვებმა თქვან, როდის აწყობთ სხვილოზე წამოსვლა.
თუ არა - მე, შენ, გეგა ხომ უკვე სიაში ვართ.... :)

სხვილოს ციხეზე წავიდეთ რა

Posted: 21 მაი 2007, 13:13
by Druides
popins
მე ვარ მანდ ნამყოფი ყველაფერის აზრზე ვარ მანდ კიდე სოფელ ქვემო ჭალაში თუ არ ვცდები ეთნოგრაფიული მუზეუმია კიდე!!!!

სხვილოს ციხეზე წავიდეთ რა

Posted: 21 მაი 2007, 13:49
by popins
Druidesშენთან ერთად ჭაობშიც დიდი სიამოვნებით ვივლი :D ვიცი ყველაფერს გააკეთებ იმისთვის, რომ ფეხიც კი არ დამისველდეს
:) :D :D :D :D :D

სხვილოს ციხეზე წავიდეთ რა

Posted: 21 მაი 2007, 13:51
by lama
popins
გაიხარე ყოველთვის გქონდეს ვაჯიკოს იმედი კაი კაცია :)

სხვილოს ციხეზე წავიდეთ რა

Posted: 21 მაი 2007, 22:17
by popins
lama შენი იმედი ,რომ არ უნდა მქონდეს ეგ კი ვიცი :evil:

სხვილოს ციხეზე წავიდეთ რა

Posted: 21 მაი 2007, 23:09
by paata_
popins


:lol: :lol: :lol: :lol:

კიდევ გაბრაზებული ხარ?

აბა ნეკი-ნეკისა უთხარით ერთმანეთს :)

სხვილოს ციხეზე წავიდეთ რა

Posted: 27 ივნ 2007, 12:37
by ARCHILI
აუ... ლამა...სხვილო ციხეზე გახსოვს?..

ამ ორი წლის წინ ვიყავით სხვილოზე ლამა, დრუიდ-ბატონი და ა.შ....

რა მაგარი იყო...

მგონი ახლანდელი კარაველების ნაწილი მაინც იყო იქ.. ოღონდ ახლა აქ ვის რა ქვია... აზრზე არ ვარ...

:D

მინდა გითხრათ, რომ ვისაც სხვილოზე წასვლა მოუნდება.. ეგ საკითხი სთხოვოს ლამას და ჩათვალოს ამაყად, რომ.. საინტერესოსაც ნახავს, სასიამოვნოსაც მიიღებს და .... ა.შ. ა.შ.

ისე, აქ ბოლო ჩანაწერი მაისშია გაკეთებული და იყავით წასულები?...

პოპინს, შენ გეცოდინება ეგ ამბავი ... ან ვინც იცის.. ან თავად ლამას...

სხვილოს ციხეზე წავიდეთ რა

Posted: 27 ივნ 2007, 12:39
by popins
ეჰ, დრუიდი მინდა :(

არა :( ვერ ვიყავით :(

სხვილოს ციხეზე წავიდეთ რა

Posted: 27 ივნ 2007, 12:46
by ARCHILI
ეჰ... დრუიდი-დრუიდი...

წავიდეს მე მაგისი...

:wink:

რატომ ვერ წახვედით, პოპინს?...

იქნებ, იდეის გამართვაზე კვლავ დავიწყოთ მუშაობა?..

სხვილოს ციხეზე წავიდეთ რა

Posted: 27 ივნ 2007, 12:52
by popins
abaldui
მე ამ შაბათს ან კვირას,ან შაბათ კვირას, სადმე თუ ვერ მოვახერხე გასვლა,გავგიჟდები და გაგიჟებული პოპინსი ვის რად უნდა მერე :lol:

თან ალპინისტური მარშრუტები არ მაწყობს, რამეთუ ბატონი გეგა,ჯერ მხოლოდ 5 ისაა ,ჰოდააააააა.თამამი ვერ ვარ ხოლმე რა.....ამიტომაც დავჯერდები იმას რასაც მეტი მხარდაჭერა ექნება ბეთანიას,სხვილოს.... და ა,შ.არის კიდევ ერთი ვარიანტი.მაგრამ ეგ ზაპასკაა და ფორუმს აღარ ეხება. 8)