Page 1 of 5

ხუჯაბის სამონასტრო კომპლექსი

Posted: 25 აპრ 2007, 12:26
by ira
ყველას მოგესალმებით :)
ჩემნაირი ”პასიური” კარველისგან ალბათ ცოტა მოულოდნელია ახალი თემის გახსნა, მაგრამ მაინც გულმა არ მომითმინა, თან თუ გაზაფხულის (და შესაბამისად, პახოდების სეზონის) მოსვლასაც გავითვალისწინებთ, კიდევ უფრო გაბედულად გადავწყვიტე ამ იდესი თქვენთვის მოწოდება :)
ალბათ ბევრმა თქვენთაგანმა იცის და მარნეულის რაიონში არის ხუჯაბის სამონასტრო კომპლექსი, ძალიან გრანდიოზული და სამწუხაროდ, უპატრონოდ მიგდებული...
მე ორი წლის წინ შემთხვევით მოვხვდი ამ ადგილას და კინაღამ გავგიჟდი, ასეთ დიდებულ კომპლექსს არ ველოდი, მას შემდეგ ძალიან მინდა კიდევ ერთხელ მოვხვდე იქ. დამიჯერეთ ულამაზესი ადგილია და გარდა ინტერესისა, ხუჯაბის ხშირი მონახულება აუცილებელია. იქაურ მაცხოვრებლებს თითქმის არა აქვს კონტაქტი ქართველებთან, სოფელ აღქერფამდე, სადაც ეს ტაძარია, ძალიან ცუდი გზა მიდის, ამიტომ იქაურებს ელემენტარული ნივთების შესაძენადაც კი სომხეთის უახლოეს ქალაქში ურჩევნიათ გადასვლა, შეიძლება თვეები ისე გავიდეს, ამ სოფელში ქართველი არ მოხვდეს, ამიტომ ეს საგანძური ნელ-ნელა იკარგება... იქნებ ოდესმე თავი მოვაბათ აღქერფში წასვლას, გზა მახსოვს, უბრალოდ ჯიპის ან ნივის ტიპის მანქანებია საჭირო, და რაც მთავარია, დიდი მონდომება :)
ველოდები იდეებს :)
ეხლავე ფოტოებსაც დავდებ :)

ხუჯაბის სამონასტრო კომპლექსი

Posted: 25 აპრ 2007, 12:28
by Archil
ira

საინტერესოა, გელოდებით, არც გამიგია ასეთი სამონასტრო კომპლექსის შესახებ. მოგვიყევი თუ რამე იცი მის შესახებ please

იდეები ალბათ ლაშქრობებში არა, იდეების კიდობანში უფრო

ხუჯაბის სამონასტრო კომპლექსი

Posted: 25 აპრ 2007, 12:30
by paata_
ვაა, ძალიან საინტერესოა

ხუჯაბის სამონასტრო კომპლექსი

Posted: 25 აპრ 2007, 12:30
by ira
აუუუუ თემა შემეშალაააააააა
ვინმემ მომავალ ლაშქრობებში გადაიტანეთ რააააა :)

ხუჯაბის სამონასტრო კომპლექსი

Posted: 25 აპრ 2007, 12:31
by Archil
ადმინ, ადმინ ადმინ !!!

ან მოდერატორ, მოდერატორ, მოდერატორ :) თუ რაც ქვიათ ... :)

ხუჯაბის სამონასტრო კომპლექსი

Posted: 25 აპრ 2007, 12:32
by paata_
ira
არაუშავს შენ ად დაიწყე და მერე გადაიტანენ :)

ხუჯაბის სამონასტრო კომპლექსი

Posted: 25 აპრ 2007, 12:34
by ira
აუ ხო რა, გადაიტანეთ ვინმემ :)

ხუჯაბის სამონასტრო კომპლექსი

Posted: 25 აპრ 2007, 12:36
by ira
რაც შეეხება გზას, სადახლოდან 30 კილომეტრშია სოფელი აღქერფი, და იმ სოფლიდან 30 წუთის სავალზეა მონასტერი. გზა მართლა ცუდია, მაგრამ ღირს :)

ხუჯაბის სამონასტრო კომპლექსი

Posted: 25 აპრ 2007, 12:41
by meore monadire
ira

დავიწყოთ აბა დროს შერჩევა?

P.S. გამარჯობათ

ხუჯაბის სამონასტრო კომპლექსი

Posted: 25 აპრ 2007, 12:47
by ira
ბექა, დროის შერჩევა ჯერ ადრეა, ამ წვიმებში იქ ასვლაზე ფიქრიც ზედმეტია... კარგად უნდა დაცხეს, რომ მიწა გაშრეს... ალბათ უფრო მაისიდან :)

ხუჯაბის სამონასტრო კომპლექსი

Posted: 25 აპრ 2007, 12:52
by Archil
ira

მაისი თითქმის გაწერილია, ივნისიდან ალბათ

ხუჯაბის სამონასტრო კომპლექსი

Posted: 25 აპრ 2007, 13:31
by Giorgi Bagrationi
თუ ხუჯაბის ნახვას გადაწყვეტთ 4-5 დღიან მარშრუტს გირჩევთ.
ბოლნისის რაიონის სოფელ ფოლადაურიდან-ხუჯაბისკენ.
პირველი ღამისთევა - ფოლადაურის ციხე.
მეორე ღამისთევა - ვირის ხიდი (ზოგი როგორც სხვაგან თამარის ხიდს ეძახის)
მესამე ღამისთევა - ულიანოვკის მისადგომებთან.
მეოთხე ღამისთევა - ხუჯაბი.

თუ დაინტერესდებით შემიძლია ამ ადგილების ფოტოებიც გამოვდო, მაგრამ ჯობია პირველნახვის სიხარულმა შეგიპყროთ. :wink:

თუ მეცალა სიამოვნებით შემოგიერთდებით.

Image

PS. გასათვალისწინებელია, რომ ჩვენდა სამწუხაროდ საზღვარი ისეა გატარებული, რომ ხუჯაბის ეკლესია სომხეთის ტერიტორიაზე ხვდება (თან სომხები თავის ეკლესიად თვლიან) და თუ შეგამჩნიეს დაპატიმრება (შესაძლოა ჯაშუშობის ბრალდებით) არ აგცდებათ.

ხუჯაბის სამონასტრო კომპლექსი

Posted: 25 აპრ 2007, 13:35
by meore monadire
კაი ბატონო

ხუჯაბის სამონასტრო კომპლექსი

Posted: 25 აპრ 2007, 13:37
by lama
ისე ფოტოც რომ დავდოთ ხუჯაბისა საინტერესო იქნება ამბობნენ ძალიან ლამაზიაო :)

ხუჯაბის სამონასტრო კომპლექსი

Posted: 25 აპრ 2007, 13:53
by ira
ლამა აუცილებლად დავდებ, დღესვე. დიდებია და უნდა დავაპატარავო

გიორგი, ეგეც კარგი მარშრუტია, ოღონდ ხანგრძლივი, ამ უდროობაში არ ვიცი რამდენად მოხერხდება... რაც შეეხება საზღვრის პრობლემას, ეგეც საფიქრალია, მაგრამ არა მგონია ასე სერიოზულად იყოს საქმე. თუმცა მე ვიყავი განათლების სამინისტროს რაღაც პროექტიდან, არაქართულენოვან სკოლებს ვამოწმებდით და მერე მონასტრის სანახავად პედაგოგები და ბავშვებიც კი წამოგვყვენ, შეიძლება იმიტომ რომ "პაპკიანი მთავრობის ხალხის" იმიჯი გვქონდა :) :) მაგრამ მე ვთვლი, რომ მაინც საინტერესოა, ცოტა ექსტრემალურობის ხიბლიც ექნება ამ წასვლს :lol: :lol: