
ჩემნაირი ”პასიური” კარველისგან ალბათ ცოტა მოულოდნელია ახალი თემის გახსნა, მაგრამ მაინც გულმა არ მომითმინა, თან თუ გაზაფხულის (და შესაბამისად, პახოდების სეზონის) მოსვლასაც გავითვალისწინებთ, კიდევ უფრო გაბედულად გადავწყვიტე ამ იდესი თქვენთვის მოწოდება

ალბათ ბევრმა თქვენთაგანმა იცის და მარნეულის რაიონში არის ხუჯაბის სამონასტრო კომპლექსი, ძალიან გრანდიოზული და სამწუხაროდ, უპატრონოდ მიგდებული...
მე ორი წლის წინ შემთხვევით მოვხვდი ამ ადგილას და კინაღამ გავგიჟდი, ასეთ დიდებულ კომპლექსს არ ველოდი, მას შემდეგ ძალიან მინდა კიდევ ერთხელ მოვხვდე იქ. დამიჯერეთ ულამაზესი ადგილია და გარდა ინტერესისა, ხუჯაბის ხშირი მონახულება აუცილებელია. იქაურ მაცხოვრებლებს თითქმის არა აქვს კონტაქტი ქართველებთან, სოფელ აღქერფამდე, სადაც ეს ტაძარია, ძალიან ცუდი გზა მიდის, ამიტომ იქაურებს ელემენტარული ნივთების შესაძენადაც კი სომხეთის უახლოეს ქალაქში ურჩევნიათ გადასვლა, შეიძლება თვეები ისე გავიდეს, ამ სოფელში ქართველი არ მოხვდეს, ამიტომ ეს საგანძური ნელ-ნელა იკარგება... იქნებ ოდესმე თავი მოვაბათ აღქერფში წასვლას, გზა მახსოვს, უბრალოდ ჯიპის ან ნივის ტიპის მანქანებია საჭირო, და რაც მთავარია, დიდი მონდომება

ველოდები იდეებს

ეხლავე ფოტოებსაც დავდებ
