Page 1 of 7

აბასთუმანი 28-29 აპრილი

Posted: 17 აპრ 2007, 10:44
by GOGONA
აბასთუმანში 28-29 აპრილს

წავედით?

აბასთუმანი 28-29 აპრილი

Posted: 17 აპრ 2007, 10:47
by Archil
გაიხარე, წავედით :) ოღონდ შაბათს, კაი? :lol:

აბასთუმანი 28-29 აპრილი

Posted: 17 აპრ 2007, 10:54
by GOGONA
Archil
განა შაბათი 28 არ არის?

აბასთუმანი 28-29 აპრილი

Posted: 17 აპრ 2007, 10:59
by Archil
რავი აბა, ისე თქვი წავიდეთო, მეგონა ეხლავე მივდიოდით :D :lol: ეხლააც ხომ შეიძლება წავიდეთ? ისე, შაბათი 21-იც ყოფილა. :) კალენდარს გადავხედე და.. ;)

აბასთუმანი 28-29 აპრილი

Posted: 17 აპრ 2007, 11:04
by GOGONA
ჩვენ ალბათ ორნი ვიქნებით მე და კუდა, წინააღმდეგი ხომ არ ხართ?
ე. ი.:

1. მე
2. კუდა
3. ნატალია
4. არჩილი
5. გვალვა? ჰააა :?: არაფერი არ ვიცი :!:
6. მაო :evil: :twisted: :evil: იცი რას გეტყვი... :?:
7. :?:

აბასთუმანი 28-29 აპრილი

Posted: 17 აპრ 2007, 11:36
by Nika
ცოტა დეტალურად რა? რით მივდივართ. სად ვრჩებით და რას ვნახავთ.

აბასთუმანი 28-29 აპრილი

Posted: 17 აპრ 2007, 11:38
by lama
მაინტერესებს დაწვრილებითი ინფორმაცია რას სად და როგორ ???? :)

აბასთუმანი 28-29 აპრილი

Posted: 17 აპრ 2007, 11:40
by Gvalva
GOGONA

დასტურ, გვალვა მოდის... ყოველშემთხვევაში ძალიან უნდა :)

შენს სახლში მივდივართ და ჩვენ გვეკითხები? ისე, კუდა არისტოკრატი რომაა ისაა? ;)

აბასთუმანი 28-29 აპრილი

Posted: 17 აპრ 2007, 11:42
by lama
GOGONA
ველით შენგან დაწვრილებით ინფორმაციას


რა???
სად???
როდის???

აბასთუმანი 28-29 აპრილი

Posted: 17 აპრ 2007, 12:16
by GOGONA
lama
როდის და სად მგონი ვიცით,
დარჩა - როგორ?

მანქანებით ვინ ხართ?

1. ჩემი ნივა - ჯდება ჩემიანად 5
2. ნატალიას პიპია - ჯდება სულ 4

დანარჩენებმაც დაწერეთ ვისაც მანქანები გყავთ, თუ მოგვჭარბდა მაგას ეშველება.

ღამის გასათევს რაც შეეხება, ვინც ჩემთან დავეტევით ხომ კარგი, დანარჩენებს ჯავახიშვილთან გაგამწესებთ, თუ ეს არ გამოვიდა, მაშინ კარვები ან სასტუმრო, ნებისმიერ ვარიანტში დაგჭირდებათ საძილეები, თეთრეული სასტუმროშიც არ აქვთ ხოლმე, სასტუმრო ადრე კაცი 7 ლარი ღირდა, ეხლა 10-ზე მეტი არ იქნება. ჩემთან, ჯავახიშვილთან ან კარვებში თუ განვთავსდით ღამისთევის გადახდა არ დაგვჭირდება.

ხარჯებს რაც შეეხება - გზა და სმა-ჭამა დიდად შესარგი - რავიცი აბა :?:

გზა დაახლოებით 235კმ-ია თბილისიდან აბასთუმნამდე,

მე ვფიქრობ 35-40 ლარი უნდა გვეყოს

კვების ორგანიზება არ ვიცი როგორ ...

ახალდაბაში კარგი სახაჭაპურეა, ''ფორია'', ხინკალიც არის, წასვლისასაც და წამოსვლისასაც თითო-თითოჯერ შეიძლება შესვლა, ყოველთვის იაფი იყო ხოლმე.
:roll: დანარჩენი თქენ მოიფიქრეთ
:?

აბასთუმანი 28-29 აპრილი

Posted: 17 აპრ 2007, 12:27
by GOGONA
Gvalva wrote:GOGONA

დასტურ, გვალვა მოდის... ყოველშემთხვევაში ძალიან უნდა :)

შენს სახლში მივდივართ და ჩვენ გვეკითხები? ისე, კუდა არისტოკრატი რომაა ისაა? ;)
თქვენ სწორად ჩახვდით საქმის არსს, მძახალო

აბასთუმანი 28-29 აპრილი

Posted: 17 აპრ 2007, 12:32
by GOGONA
Gvalva

მგონი კუწუნაც უნდა დავძრათ რას იტყვი :?:
მაო რას ეძახის ხოლმე :?: დამავიწყდა :cry:
ხო მიხვდი, კუდას ნათესავი რა...

აბასთუმანი 28-29 აპრილი

Posted: 17 აპრ 2007, 12:38
by GOGONA
Nika wrote:ცოტა დეტალურად რა? რით მივდივართ. სად ვრჩებით და რას ვნახავთ.
რას ვნახავთ?
აკრეფა მეზარება, იდეებში წერია, შევაცდები დავაკოპირო, თუ არ გამომივიდა იქ ნახეთ.

აბასთუმანი 28-29 აპრილი

Posted: 17 აპრ 2007, 12:40
by lama
GOGONA
დაკოპირება გამოგივა

და ველი დაკოპირებულს :D :D :D:D:D:D

აბასთუმანი 28-29 აპრილი

Posted: 17 აპრ 2007, 12:41
by GOGONA
შეგვიძლია 'ლაითი' - კულტურულ-შემეცნებითი გასვლა გავაკეთოთ:
დილით გავდივართ თბილისიდან, გზად შეგვიძლია ვნახოთ მწვანე მონასტერი, წრიოხის ციხე, და\ან რაბათის ციხე, და\ან აბასთუმნის ეკლესია, რომელიც ნესტეროვის მიერ არის მოხატული,
ავდივართ ობსერვატორიაში, ღამეს იქ ვათენებთ, თუ 'ცა იქნება'(ასტრონომები ასე იძახიან) გავალთ ტელესკოპზე და ციერ სხეულებს გავუჭიტინებთ, თუ "ცა არ იქნება" სლაიდებს ვნახავთ და მაინც გადავინაცვლებთ ნისლეულების უკიდეგანო სამყაროში, ვიმსჯელებთ კოსმოგონიაზე სამყაროს წარმოშობის მოდელებზე და ა.შ.
შემდეგ გამოვიძინებთ , შემდეგ ღრმა სუნთქვით ვარჯიშებს ჩავატარებთ (სურვილისამებრ) და დავაწვებით თბილისში
რას იტკყით, ვარგაა


პროგრამა მოგწონთ :?: სლაიდები არ ვიცი გამოვა თუ არა, შეგვიძლია გოგირდის აუზი ან აბაზანები ჩავრთოთ