Page 4 of 7

შემოდგომის თუშეთი

Posted: 14 აგვ 2011, 23:50
by kolonkelidze
Image
ეს 13 სექტემბრამდე იყო, ტყე ძალიან არ იყო აჭრელებული, თუმცა ჩვენი წამოსვლის შემდეგ წვიმიანი ამინდები დაიწყო..
Image
ორეთის ტბა თითქმის აღარ იყო, სანახავადაც ზაფხულში უფრო ლამაზია, ეს იმ შემთხვევაში თუ 4 დრით წახვალთ, ირაკლი დამეთანხმება ამ დროს ორეთის ნახვას წოვატას ნახვა აჯობებს...არც ლაროვანის ტბა აღარაა წელს ვიყავით ცარიელი კალაპოტი დაგვხვდა მდინარის , სამაგიეროდ ჰეღო ვნახეთ და თუ გირევამდე ახვალთ არ დაგეზაროთ ჰეროს ნახვა , საოცრებაა და ეს ის სიტყვაც არ არის , "მე ვერც გიამბობთ რა ვნახე ჰეღოს")))....
Image
წოვათაში ალბათ რამდენიმეგან მწყემსებთან შესვლა მოგიწევთ, საოცარი მასპინძლობა იციან, გული იმაზე მწყდება, რომ ზურგჩანთაში არყის ჩაგდება დაგვავიწყდა, წესად ქონიათ თუშებს -ბინაში თუ შეხვალ არაყი უნდა შეიტანო, ეამით შენ უფრო მეტად იღებ სიამოვნებას...ჰოდა არ დაგავიწყდეთ მაინც
Image
თუ სექტემბრის ბოლოს წახვალთ იქნებ შემოგიერთდეთ.. ალვანში დიდი ჯიპების ქირაობა შეიძლება, 8-9 კაცი თავისუფლად რომ ეტევა და 2 გზა 600 ლარი ღირს დართლომდე , არც ისე ძვირი გამოდის თუ მსურველები იქნებიან

შემოდგომის თუშეთი

Posted: 15 აგვ 2011, 00:02
by kolonkelidze
ცხელი ყავით, რძის თავით, კარაქით, თაფლით, თუშური ყველით, ახლად გამომცხვარი პურით და საგანგებოდ ჩვენთვის 10 წუთსი გამზადებული ხავიწით გაგვიმასპინძლდნენ, ჩვენი არაყი კი ვერხოვანში სადღაც ჩანთის ძირში ეგდო უსარგებლოდ :(
Image

შემოდგომის თუშეთი

Posted: 15 აგვ 2011, 10:49
by guruli
kolonkelidze
ირაკლი დამეთანხმება ამ დროს ორეთის ნახვას წოვატას ნახვა აჯობებს
წოვათა ყოველთვის კარგი იქნება, მაგრამ ორეთზე ვერ დაგეტანხმები - ტბა რომც არ იყოს, ის ხედები, ის არყის ტყე, ის თოვლიანი მთები და რაც მტავარია, ის დეკიანი რად ღირს.

შემოდგომის თუშეთი

Posted: 15 აგვ 2011, 17:40
by stranger
kolonkelidze wrote:ცხელი ყავით, რძის თავით, კარაქით, თაფლით, თუშური ყველით, ახლად გამომცხვარი პურით და საგანგებოდ ჩვენთვის 10 წუთსი გამზადებული ხავიწით გაგვიმასპინძლდნენ, ჩვენი არაყი კი ვერხოვანში სადღაც ჩანთის ძირში ეგდო უსარგებლოდ :(
Image
ეს ფოტო გემრიელად გამოიყურება :) იფ იფ

როგორ მაინტერესებს შემოდგომის თუშეთი.ალბათ ლამაზია ძალიან.

შემოდგომის თუშეთი

Posted: 15 აგვ 2011, 19:25
by kolonkelidze
guruli wrote:kolonkelidze
ირაკლი დამეთანხმება ამ დროს ორეთის ნახვას წოვატას ნახვა აჯობებს
წოვათა ყოველთვის კარგი იქნება, მაგრამ ორეთზე ვერ დაგეტანხმები - ტბა რომც არ იყოს, ის ხედები, ის არყის ტყე, ის თოვლიანი მთები და რაც მტავარია, ის დეკიანი რად ღირს.
მართალია,ახლა ორეთის ფოტოებს ვათვალიერებ და ასეთი ლამაზი თუ იყო აღარც მახსოვდა..ალბათ არც ღირს თუშეთზე თქვა რომელი ადგილი ჯობია, ყველგან ისეთი განსაკუთრებუი სილამაზეა...
Image
Image
Image

შემოდგომის თუშეთი

Posted: 15 აგვ 2011, 19:37
by kolonkelidze
ირაკლი შენი რჩევა ბოლომდე გავითვალისწინე წელს და ღელედან, იმ მინდვრიდან სადაც თურმე ბახტრიონის აჯანყება დაიგეგმა(როოგრც ბესო იდოიძემ გვითხრა) ქედით გადავედით ნაყაიჩოზე , მერე იქიდან ვერხოვანში და წოვათაში ვიყავით და უკან დაბრუნებულებმაც გომეწარის ყველა სოფეელი ვნახეთ, გარდა იმ 5 სოფლისა რომელიც ალაზანს გაღმაა...მარშუტი ზალიან სწორი გამოვიდა და ამაში მთავარი წყვილი შენ მიგიძრვის, დიდი მადლობა...რამდენჯერმე მინდოდა იქიდან შენთვის დამერეკა , მაგრამ გომეწარში ტელეფონი არ იჭერდა, და ვერ შევძელი.

შემოდგომის თუშეთი

Posted: 15 აგვ 2011, 23:50
by ეკატო
შემოდგომის თუშეთს დიდი მოლოდინით შევყურებ, იქნებ როგორმე მოვახერხო ამჯერადაც რომ წამოვიდე, ერთი ნახვით შემიყვარდა თუშეთი :oops: :oops:

დაახლოებით რამდენი დღით გეგმავთ წასვლას?

შემოდგომის თუშეთი

Posted: 17 აგვ 2011, 18:01
by leo1
აბა დავწეროთ მანქანიანი მსურველების სია!!! ეგაა მთავარი ამბავი ამ გასვლის წარმატებაში

მანქანა 1 - ლეო1 (5 ადგილი მძღოლის ჩათვლით)
მანქანა 2 - ......


მოგმართავთ მანქანიანებს .. ვის აქვს ინტერსი??? ქეთო, ნაია, ამიგო, ლომი, ბუნტური, მაკენა.. და ა შ!!!!!!!

შემოდგომის თუშეთი

Posted: 17 აგვ 2011, 20:43
by leo1
ეკატო wrote:შემოდგომის თუშეთს დიდი მოლოდინით შევყურებ, იქნებ როგორმე მოვახერხო ამჯერადაც რომ წამოვიდე, ერთი ნახვით შემიყვარდა თუშეთი :oops: :oops:

დაახლოებით რამდენი დღით გეგმავთ წასვლას?
ნ------------
დაახლ 4 დGით -

შემოდგომის თუშეთი

Posted: 17 აგვ 2011, 21:00
by Naia
leo1
ლეო, დიდი სურვილი მაქვს. თუ გახსოვს ამაზე ვისაუბრეთ კიდეც ბათუმში. მაგრამ უგზოობა მაფიქრებს. რომ იწვიმოს და გზა დაზიანდეს ჩემი იო თუშეთში დარჩება (შენი მანქანისგან განსხვავებით) :) შევხედოთ ამინდებსა და გზის მდგომარეობას.

შემოდგომის თუშეთი

Posted: 17 აგვ 2011, 21:03
by ეკატო
leo1 wrote:
ეკატო wrote:შემოდგომის თუშეთს დიდი მოლოდინით შევყურებ, იქნებ როგორმე მოვახერხო ამჯერადაც რომ წამოვიდე, ერთი ნახვით შემიყვარდა თუშეთი :oops: :oops:

დაახლოებით რამდენი დღით გეგმავთ წასვლას?
ნ------------
დაახლ 4 დGით -
თუ სამსახურიდან გამომიშვებენ, აუცილებლად შემოგიერთდებით, იმედია იქნება ჯიპებში ადგილები :)

შემოდგომის თუშეთი

Posted: 17 აგვ 2011, 21:32
by keto
ქეთო პასს. რაღაც მომავალი წლებისთვისაც ხომ უნდა დავიტოვო :)

შემოდგომის თუშეთი

Posted: 17 აგვ 2011, 22:03
by meleksa
11 სექტემბერი თუშეთობაა და ომალოში ფესტივალი იმართება ხოლმე, დაამთხვიეთ ისიამოვნებთ :)

შემოდგომის თუშეთი

Posted: 18 აგვ 2011, 00:12
by Nika
11 სექტემბერი ადრეა ჯერ ფერები არ იქნება ლამაზი.

შემოდგომის თუშეთი

Posted: 18 აგვ 2011, 00:20
by ketuna4
მინდა მინდაააა ოგონდ ოქტომბრამდე ვერააააააა და იქნებადა ოქტომბერსჰი ცავოდეტ???
და ერთი პააატარა ადგილი ლეოს დიიიდ ჯიპში არ მოიძებბნება ნეტავი????? :oops: