ტაბაკინი - და კიდევ რა?

ოდესმე, სადმე ხომ არ წავსულიყავით... და სხვა ასეთი იდეები

Moderators: Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
agape
ასფალტზე მოარული
Posts: 11
Joined: 03 იან 2010, 21:52
Location: Austria-Georgia
ტაბაკინი - და კიდევ რა?

Post by agape » 14 იან 2010, 23:36

გაიხარე ლამა :D

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ტაბაკინი - და კიდევ რა?

Post by guruli » 14 იან 2010, 23:47

Tamari-ch. wrote:guruli
ეტყობა კარგად ერკვევით,
კიდევ რა შეგვიძლია ვნახოთ?
ანუ გზად რაა კიდევ ძეგლებიდან?
ნაკლებად ვერკვევი მაქაურობაში. უბრალოდ, ილემის ასახვევტან ძალაუნებურასდ მიწევს ასვლა-ჩამოვლა გურიაში მიმავალს, წითელხევში კი თანამშრომელთან ვარ ნამყოფი რამდენიმე წლის წინ.
როგორც ვატყობ და ვიცი, თქვენ უფრო რელიგიურ-ისტორიული ტურები გაინტერებესებთ ანუ ძირითადად ეკლესიების მოსალოცად დადიხართ. რაკიღა ქუთაისის ახლოს ხართ, გელათი-მოწამეთაც ნახეთ მაგ გასვლაში, სხვა კი მაქეთ ახლო-მახლო ისეთი ისტორიული ძეგლი არაფერია. აი, საჩხერე-ჭიათურის მხრიდან თუ წამოხვალთ, იქაც შეიძლება რაღაცების ნახვა.
რაც შეეხევა წითელხევსა და ბაღდათს, როგორც ვიცი, მანდ დიმშიცაა ეკლესია, მაგრამ მაგ მხარეში ეთნოგრაფების და უბრალოდ, სიძველეთა მოყვარულებისთვის ძალიან საინტერესო უნდა იყოს მაღალმთიანი სოფელი ხანი. ეგეც წითელხევის გაგრძელებაზეა, ოღონდ რამდენიმე კილომეტრის იქითაა - წითელხევში მდინარე ხანისწყალი ჩამოდის. პრაქტიკულად, ერთ ხეობაშია ორივე. ბუნება ძალიან ლამაზია - საირმე-აბასთუმნის ქვედა სარტყელია, ფოთლოვანი ტყეებით, თვით ხანი კი უძველესი სახლებითაა ცნობილი. მაგას იმერეთის ხევსურეთსაც ეძახიან. ოღონდ მე ასე წარმომიდგენია, რომ მანდ ცალკე უნდა წახვიდე კაცი - ქუთაისთან მაგის მიბმა ორდღიანშიც კი გაჭირდება, ერთიანზე ხომ ოცნებაც ზედმეტია.

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ტაბაკინი - და კიდევ რა?

Post by guruli » 15 იან 2010, 01:24

მაქეთ დაქირავებული მინიბუსით წახვალთ, უბისას ნახვაც შეგიძლიათ - ზედ გზაზევეა და მნიშვნელოვანი ძეგლია.

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ტაბაკინი - და კიდევ რა?

Post by Tamari-ch. » 15 იან 2010, 01:55

agape wrote:ხალხნო და ჯამაათნო, თუ თებერვალში აპირებთ წასვლას და შაბათ-კვირა უნდა იყოსო, რას იტყვით 20 ან 21 რომ იყოს?

ახალ წევრებს წაიყვანთ? :)
თარიღს შეგნებულად არ ვასახელებ
იმიტომ რომ ამინდზე ვართ დამოკიდებული
ტაიფუნში და გრიგალში სიარულს რა აზრი აქვს?
:lol:
ლამა არ ვიცი მე
და ჩემთან ასეთ კითხვებს არ სვამენ კაცო..
:lol:
ეწერებიან და მოდიან.
ვსიო..
:D

(ლამასი არ მეშინია :lol: )


guruli
ქუთეისში ცალკე წავალთ -
მატალალით -
:D

ალბათ უფრო ზესტაფონის რაიონში ვიტრიალებთ
1 დღით
ანუ ტაბაკინი, ილემი და უბისა უეჭველად იქნება
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ტაბაკინი - და კიდევ რა?

Post by Tamari-ch. » 15 იან 2010, 01:58

აი რა ვიპოვე

Image

http://zestafoni.ge/zestafoni.html

შორაპანი
ციხე ქალაქი,აშენებული ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1საუკუნეში.

საღვინე
წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია.

წევა
წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია 11-12 საუკუნე.

ტაბაკინი
წმინდა გიორგის სახელობის მონასტერი 7-8 საუკუნე.

ტაბაკინი
წმინდა მოციქულთა სახელობის ეკლესია.

ალავერდი
წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია 17 საუკუნე.

თვრინი
ჯვართამაღლების ეკლესია

ფუთი
ციხე დარბაზი 12 საუკუნე

ფუთი
წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია 8 საუკუნე

ზედა საქარა
წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია 9 საუკუნე

ზედა საქარა
წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია 11 საუკუნე

ზედა საქარა
ჯვარცმის ეკლესიის ნანგრევები

ზედა საქარა
მაცხოვრის ეკლესია 16-17 საუკუნე

როდინაული
ციხიათას გორა

მე 2 სვირი
ნაპურადევის ციხე

მე 2 სვირი
თომა მოციქულის ეკლესია

მე 2 სვირი
მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია 19 საუკუნე

1 სვირი
წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია

ხოხოულა
წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ნანგრევები 8 საუკუნე

შროშა
წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია 11-12 საუკუნე

დიდი განთიადი
წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია 18 საუკუნე

ზედა შროშა
წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია 14 საუკუნე

საზანო
კვინციხის გორა 1 საუკუნე

ქვედა საქარა
სამების ეკლესია

საზანო
მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია

საზანო
მაცხოვრის ეკლესია

საზანო
მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია 19 საუკუნე

საზანო
შიმშილაქეთის ციხე

საზანო
ღვთისმშობლის შობის ეკლესია 8 საუკუნე

ილემი
შემოქმედის სახელობის ეკლესია 11-12 საუკუნე

ბოსლევი
სამეთვალყურეო კოშკის ნანგრევები 7 საუკუნე

ბოსლევი
ციხე ყვირილის ხეობაში 12 საუკუნე

სანახშირე
აღმაშენებლის სახელობის ეკლესია 21 საუკუნე

დილიკაური
ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია 6 საუკუნე

დილიკაური
ციხის ნანგრევები 5 საუკუნე

დილიკაური
დამწვარი ციხე

კვალითი
წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია 19 საუკუნე

კვალითი
ბარბარეს სახელობის ეკლესიის ნანგრევები

არგვეთა
წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია 17-18 საუკუნე

ზორვეთი
წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია 8 საუკუნე

ზორვეთი
სამეთვალყურეო კოშკი ადრე ფეოდალური ხანის დროს აშენებული 12 საუკუნე
ქვედა საქარა

ბეჯუაშვილების კოშკი 8 საუკუნე

ქვედა საქარა
თამარ მეფის ხიდი 12 საუკუნე

ზესტაფონი
წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია 21 საუკუნე

ზესტაფონი
წმინდა ნინოს სახელობის ეკლესია 21 საუკუნე

ზესტაფონი
წმინდა იოანეს სახელობის ეკლესია 21 საუკუნე

ზესტაფონი
ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია 21 საუკუნე
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ტაბაკინი - და კიდევ რა?

Post by Tamari-ch. » 15 იან 2010, 02:16

Image



Image
Last edited by Tamari-ch. on 15 იან 2010, 02:17, edited 1 time in total.
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ტაბაკინი - და კიდევ რა?

Post by guruli » 15 იან 2010, 02:16

Tamari-ch, რაც მან წერია, მაგათგან ილემი, ორივე საქარა, ორივე საზანო, სვირი, ფუთი ერთ გაყოლებაზეა, მაგრამ ტრასიდან უნდა შეუხვ-შემოუხვიოთ სოფლებში. ეგ ყველა შროსდას რომ გაცდებით მერეა. სანახშირე ზესტაფონის იქითაა, მაგრამ ძალიან შორს არაა. არგვეთაც მანდ ახლოსაა. დანარჩენებიდან ერთი ბოსლები ვიცი - მაღალმთიანი სოფელია და არ გირჩევთ. იქ ახლა დიდი თოვლიც იქნება.
და ზესტაფონი თუ გინდათ ახლა, ხოტეურას დაეკითხეთ - ეგაა ზესტაფონელი.
:wink:

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ტაბაკინი - და კიდევ რა?

Post by Tamari-ch. » 15 იან 2010, 02:21

guruli
ოკ/
მადლობა

ანუ

ტაბაკინი - უბისა - ილემი, ორივე საქარა, ორივე საზანო, სვირი, ფუთი

აქედან ავირჩევთ....
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
ნიმფა
იეტი
Posts: 1352
Joined: 12 ოქტ 2007, 15:23
Location: სამშობლო
Contact:
ტაბაკინი - და კიდევ რა?

Post by ნიმფა » 15 იან 2010, 15:30

Tamari-ch.

აღფრთოვანებული ვარ ! რამდენი მოიძიე! :shock:

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
ტაბაკინი - და კიდევ რა?

Post by Archil » 15 იან 2010, 23:19

გარმინით გავზომე და 155 კმ მაჩვენა ტაბაკინამდე.
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
GT.ge
მაწანწალა
Posts: 923
Joined: 19 აგვ 2009, 17:21
Location: (წუთი)სოფელი
ტაბაკინი - და კიდევ რა?

Post by GT.ge » 21 იან 2010, 15:05

Tamari-ch. wrote:guruli
ოკ/
მადლობა

ანუ

ტაბაკინი - უბისა - ილემი, ორივე საქარა, ორივე საზანო, სვირი, ფუთი

აქედან ავირჩევთ....
ე.ი. როგორც მითხრეს, ტაბაკინი - უბისა - ილემი - ფუთი არის ერთ მხარეს.
ქვედა საქარის გაგრძელებაზეა ორივე საზანო.
სვირი, ქვედა საქარის მოპირდაპირე მხარესაა.
Image
საქართველო ბეჭედია ბაჯაღლო და თბილისი შიგ ჩასმული ბადახში.

User avatar
Monadire
იეტი
Posts: 1097
Joined: 04 დეკ 2007, 11:07
Location: ალპური ზონა
ტაბაკინი - და კიდევ რა?

Post by Monadire » 21 იან 2010, 15:56

უი ..
რა თემას მივაგენი :lol:
ფუთი ჩემი სოფელია (მამული).
მანდეთ ისტორიული ძეგლები იშვიათია.
დამატებით შეიძლება შოროპნის ციხის დამატება და ასევე ვარძიიის მონასტრის მონახულებაც, რომელიც თამარ მეფის დროინდელია.
რაც შეეხება მანძილს: თბილისიდან ზესტაფონამდე 187კმ ია ,ზესტაფონიდან ტაბაკინამდე ქე იქნება ესე 10კმ , ვარძიას თუ ჩასვამთ ზესტაფონიდან 15კმ-შია ეგ.
ნუ ეს მანძილები დაახლოებით :wink:
აუ ნეტა აქამდე სად ვიყავი?

User avatar
GT.ge
მაწანწალა
Posts: 923
Joined: 19 აგვ 2009, 17:21
Location: (წუთი)სოფელი
ტაბაკინი - და კიდევ რა?

Post by GT.ge » 21 იან 2010, 18:07

187 კმ იყო რევოლუციამდე. ;)
Image
საქართველო ბეჭედია ბაჯაღლო და თბილისი შიგ ჩასმული ბადახში.

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ტაბაკინი - და კიდევ რა?

Post by Tamari-ch. » 21 იან 2010, 19:16

Monadire
ერთ დღეში რამდენი მოესწრება?
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
ilia
Indoors Manager
Posts: 4263
Joined: 28 მაი 2005, 23:42
Location: tbilisi
ტაბაკინი - და კიდევ რა?

Post by ilia » 21 იან 2010, 21:04

ორდღიანში წავიდეთ, უეჭველი წამოვალ, თუ საჭიროა ჩემი მანქანით, სახლი მაქვს ძირულაში (ცენტრალური ტრასიდან ხარაგაულის გადასახვევი რომ არის ეგ სოფელია). ღამე ჩემს სახლში შეგვიძლია გავათიოთ.
Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]