Page 4 of 4

ისევ ახმეტა და მის გარშემო

Posted: 11 ივნ 2009, 14:49
by Tamusia
ახმეტა
ახმეტა-მ
ახმეტა-ს
ახმეტ-ის
ახმეტ-ით

ახმეტა-დ
ახმეტა-ვ

ა ხმოვანფუძიანი სახელები ნათესაობით და მოქმედებით ბრუნვებში იკვეცებიან :)

ისევ ახმეტა და მის გარშემო

Posted: 11 მარ 2010, 03:31
by Tamari-ch.
ახლა გადავხედე თავად ახმეტას ძეგლებს
:shock: :shock:

და გედვირიე!!!


ახმეტაში და მის გარეუბნებში ყოფილა
24 ეკლესია

7 კოშკი

და 2 მარანი!!!!


:shock:

ეუფ!
ახმეტა არ ხუმრობს!!!!


ახმეტა და ახმეტას გარეუბნებში მდებარე ეკლესიები



1. ბზიანის საყდარო
2. ბულულის ეკლესია
3. ეკლესია ბითანაზე
4. ეკლესია უტოს უბანში
5. ეკლესია (ტყეში)
6. ეკლესია ხევის უბანში
7. ეკლესია სასაფლაოზე
8. ეკლესია ბერდუკას წყაროსთან
9. უტოს უბნის ეკლესია 2
10. ეკლესია ვენახებში
11. ელიას ეკლესია
12. კვირაცხოვლის ეკლესია
13. კვირიკესა და ივლიტას ეკლესია
14. ლომისის წმ გიორგის ეკლესია (სამი ეკლესიის კომპლექსი ტყეში)
15. მთავარანგელოზთა ეკლესია
16. ნინოწმინდის ეკლესია
17. ორბიანთ საყდარი
18. სამების ეკლესია
19. ღვთაების ეკლესია
20. ღვთისმშობლის ეკლესია (საბეროს უბნის თავზე ტყიან ბორცვზე)
21. ღვთისმშობლის ეკლესია უტოს უბანში
22. ღვთისმშობლის ეკლესია საბეროს უბნის სამხრეთით
23. წმ. ბარბარეს ეკლესია
24. წმ გიორგის ეკლესია



სხვა ნაგებობები:

დარბაზი
ჩოლოყაშვილების ციხე - დარბაზი
კოშკი 1 (ახმეტის სამხრეთით) საღანძილეზე
ოშკი 2 საბეროს უბანში
კოშკი 3 ცენტრში ღვინის ქარხანასთან
ციხე უტოს უბანში
ცხრაკარას სასახლე

ჯანდიერების კოშკი

მარანი (ჟალურის უბანში)
მარანი და კოშკი
საცხოვრებელი სახლი (საღირაშვილების)




ახმეტა //საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა.ტ.2.-თბ.,2004.-გვ.32-44.
ახმეტის ტერიტორიაზე განლაგებული ძეგლების: ბზიანის საყდრის (განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს, დაზიანებულია), ბულულის ეკლესია (დგას უბან ჯაგნარში, განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს), ეკლესიის (დგას ახმეტის აღმ.-ით, ბითანად წოდებულ ადგილზე, დარბაზული ტიპის, განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს), უტოს უბანში მდგარი ოთხი ეკლესიის (ყველა ძეგლი დარბაზული ტიპისაა, განეკუთვნება გვანდელ შუა საუკუნეებს), წმ. ელიას სახ. ეკლესიის (დგას საბეროს უბნის სამხ.-ით, სხვადასხვა ზომის რიყის ქვით ნაშენი, დარბაზული ტიპის, დაზიანებული), კვირაცხოვლის ეკლესიის (დგას ქალაქის სამხ.-ით, მდ.ორვილის ნაპირზე, განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს), კვირიკესა და ივლიტას სახ. ეკლესიის (დგას ჟალურის უბანში, განეკუთვნება XVIII საუკუნეს), ლომისის წმ. გიორგის სახ. ეკლესიის (დგას ქალაქის სამხ.-ით, შედგება სამი ერთმანეთის გვერდიგვერდ მიდგმული სამი დარბაზული ეკლესიისაგან, განეკუთვნება X-XI საუკუნეებს, შემორჩენილია მოხატულობის ფრაგმენტები), მთავარანგელოზის სახ. ეკლესიის (მდებარეობს საბეროს უბნის სამხ.-ით, დარბაზული ტიპის, გვიანდელი კანკელით, დაზიანებულია), ნინოწმინდის ეკლესიის (დგას წყაროებად წოდებულ ადგილზე, განეკუთვნება განვითარებულ შუა საუკუნეებს, დარბზული ტიპის, დაზიანებულია), ორბიაანთ საყდრის (დარბაზული ტიპის, სხავდასხვა ზომის ნატეხი ქვით ნაგები, მდებარეობს ქალაქის სამხრ.-ით, ტყეში), სამების სახ. ეკლესიის (კომპლექსი, მდებარეოიბს უტის უბნის თავზე, განეკუთვნება IX-X საუკუნეებს, შედგება სამების ეკლესიის, ეგვტერის, მცირე ეკლესიის, ორი სწორკუთხა ნაგებობის ნანგრევისა და გალავნისაგან), ღვთაების სახ. ეკლესიის (მდებარეობს სასაფლაოზე, თარიღდება VI საუკუნის მეორე ნახევრით, გეგმის სწორკუთხედში სამი ნავია მოქცეული), ღვთისმშობლის სახ. ეკლესიის (დგას საბეროს უბნის თავზე, ტყიან ბორცვზე, განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს), ღვთისმშობლის სახ. ეკლესიის (დგას ჟალურის უბანში, განეკუთვნება XVIII საუკუნეს , შეკეთებულია XIX საუკუნეში, დარბაზული ტიპის, დაზიანებული), ღვთისმშობლის სახ. ეკლესიის (დგას უტოს უბანში, დარბაზული ტიპის, სამშესასვლელიანი, აღსანიშნავია აგურით ნაშენი ვიწრო სამრეკლო), ღვთისმშობლის სახ. ეკლესიის (მდებარეობს საბეროს უბნის სამხრ.-ით, დარბაზული ტიპის, ნატეხი ქვით ნაგები, დაზიანებული), წმ. ბარბარეს სახ. ეკლესიის(დგას ქალაქის დას.-ით, ტყიან მთაზე, განეკუთვნება XIX საუკუნეს, დარბაზული ტიპის, დაზიანებულია), წმ. გიორგის სახ. ეკლესიის (მდებარეობს უტოს უბანში, დათარიღებულია გვიანდელი შუა საუკუნეებით, დაზიანებული), წმ. გიორგის სახ. ეკლესიის (დგას ქალაქის სამხრ.-ით, განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს), ჯვარპატიოსნის ეკლესიის (დარბაზული ტიპის, ნაგებია რიყის ქვით), ჯანდიერების კოშკის (გეგმით წაგრძელებული, განეკუთვნება XVIII საუკუნეს, კოშკური ტიპის საცხოვრებელი სახლი მარნით), ცხრაკარას სასახლის (დგას ქალაქის განაპირას, განეკუთვნება XVII საუკუნეს, ერთსართულიანია), ოთხი კოშკის, ჩოლოყაშვილების ციხე-დარბაზის (კომპლექსი, სამშენებლო წარწერის მიხედვით აგებულია 1756 წელს გრიგოლ ჩოლოყაშვილის მიერ, გეგმით სწორკუთხაა). ტექსტს დართული აქვს მდიდარი საილუსტრაციო მასალა.



1 დღე ახმეტას დათვალიერებას ეყოფა განა?
:roll:

ისევ ახმეტა და მის გარშემო

Posted: 11 მარ 2010, 09:48
by qvevri
ახმეტაში ზემო ხოდაშენის კოშკმარანი და ტაძარია ერთ ალაგას და მარტო მაგის სანახავად წავიდოდი სიამოვნებით, თანაც ტაძარზე ლაპიდარული წარწერებია....

ისევ ახმეტა და მის გარშემო

Posted: 11 მარ 2010, 09:49
by qvevri
ისე არ წავიდეთ :?:

ისევ ახმეტა და მის გარშემო

Posted: 11 მარ 2010, 16:11
by Tamari-ch.
qvevri
კი აუცილებლად

1) ტაბაკინი
2) ახმეტას რეგიონი - 3 გასვლა მაინც დაგვჯირდება იქ
3) ძმას ხეობა..
და კიდევ სხვა მრავალი...
გამოვიდეს ცოტა ამინდები....