2009 წლის კარავული გასვლა-იდეები

ოდესმე, სადმე ხომ არ წავსულიყავით... და სხვა ასეთი იდეები

Moderators: Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
2009 წლის კარავული გასვლა-იდეები

Post by guruli » 25 დეკ 2008, 14:38

gobe
მეორე ბავშვის მერე არც მე გამოვიყურები მთლად წანწკლად... ამ სამსახურს რა ვუყო, თორემ სიარულის თავიც მაქვს და ფეხებიც.
:D :D ჩვეულ ამპლუაში ხართ, სერ! არადა, რაც შენ მაგ მეორე ბავშვზე გადაიტანე. :D :D :D
რაც მე ვიცი, თრუსოს ხეობიდან ნაღდად ადის გზა სუატისის მყინვარზე, ოღონდ ახლა იქ ასვლა რამდენად შესაძლებელია, არ ვიცი (საერთოდ, თრუსოში ეგრე შორს თუ გაგვიშვებენ მესაზღვრეები, ეგეც საკითხავია) და მაქედან კიდევ უნდა ადიოდეს დევდორაკზეც. ყოველ შემთხვევაში, მაშინ სანამდეც ჩვენ მივედით ბოლოში, იქიდან სამი ხეობა ადიოდა და მაკენა გვეუბნებოდა, რომელი სად მიდის, მაგრამ აღარ მახსოვს.
და ამ ჩამონათვალიდან მე დავამატებ ჯაჯის ტბის მიდამოებს ბახმაროს მთებში, სუფსის სათავეებიდან. მანდ რამდენიმე ვარიანტი შეგვიძლია - შეიძლება, სუფსის ხეობიდან ავუყვეთ და ისევ იმავე გზით დავბრუნდეთ უკან. შეიძლება, აბასთუმნიდან ბახმაროში გადავიდეთ ან, მთლად უკეთესი - აბასთუმნიდან ჯაჯის ტბის გავლით გადავიდეთ ხულოში. სანახავები იქაც ბევრია, ოღონდ მაგ მარშრუტებს 2 დღე არ ეყოფა. ეგენი მრავალდღიანებში უნდა შევიტანოთ.
მრავალდღიანებიდან თუშეთზე ვფიქრობ კიდევ, ოღონდ მე უკვე სოფლები ნაკლებად მაინტერესებს - მინდა, განაპირა მხარეები და ის მწვერვალები დავლაშქრო, რომლებიც აქეთ მთელ თუშეთს, იქით კი მოსაზღვრე კავკასიურ რესპუბლიკებს გადაჰყურებენ. ასევე მაინტერესებს ვებუს ხევი, რაც 2-დღიანი მარშრუტია.
Last edited by guruli on 10 იან 2009, 09:48, edited 1 time in total.

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
2009 წლის კარავული გასვლა-იდეები

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 25 დეკ 2008, 19:41

guruli
ვაჰ, რა კგ იდეები გაქვს.
აი, ეს მესმის.
ჰო, მაგრამ შენს გეგმებში ჭილის ტბა ვერ ვნახე.
რაშია საქმე?
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
2009 წლის კარავული გასვლა-იდეები

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 25 დეკ 2008, 19:45

Me wrote:მოკლედ -
ყველას გამარჯობა და მაინტერესებს რაა საჭირო იმისთვის, რომ თქვენთან ერთად წამოვიდე ხოლმე?
გაგიმარჯოს.
განსაკუთრებული არაფერია საჭირო.
მთავარია, წამოსვლის სურვილი გქონდეს
Maiko Maruashvili wrote:
მე ახლახანს გავწევრიანდი, არც ისე დიდი გამოცდილება მაქვს და არ ვარ დიდი ექსტრემალი და ძალიან რთულ ტურებზე ვერ გავბედავ წასვლას. ალბათ კონკრეტული გასვლის წინ კონკრეტულ რჩევებსაც მივიღებთ
როდესაც "სამომავლო გეგმებში" თემები იხსნება, იქვე , ძირითადათ კი 1ლ წერილში, იწერება რჩევები - გასვლის დრო,
ხანგრძლივობა, აღკაზმულობა, ფასი
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
2009 წლის კარავული გასვლა-იდეები

Post by guruli » 27 დეკ 2008, 00:38

GAMARJOBA SAKARTVELO
მაგრამ შენს გეგმებში ჭილის ტბა ვერ ვნახე.
რაშია საქმე?
ეგ თავისთავად იგულისხმება, კაცო! :D
ან რა დაგეგმვა მაგას უნდა - მონდომებული კაცი ზაფხულში სამსახურის მერეც აირბენს. :D

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
2009 წლის კარავული გასვლა-იდეები

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 30 დეკ 2008, 14:25

2009 წელს 1 ძნ 2გინალური გასვლა არ მოვაწყოთ?
ასეთ გასვლად თოვლმავლებით ბაკურიანიდან ტაბაწყურში გადასვლა მიმაჩნია.
ოღონდ, არა 9წყაროს უღელტეხილით, არამედ კოხტა გორა-მიტარბით.
1 გზა 18 კმია.
მთავარი, ფასი და დროა.
ოღონდ, ეს აწლის დღეების შემდეგ.
აგერ, 17-18 აპნისს დასვენების დღეებია.
19ში ნათლისღებაა და ამ დღეს, შესაძლოა, ლეონტიმ შარშანდელივით მდინარეში სიმბოლური განბანვის გეგმა შემოგვთავაზოს
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
2009 წლის კარავული გასვლა-იდეები

Post by ARCHILI » 30 დეკ 2008, 17:34

იდეა მაქვს, გამარჯობასთვის ცალკე განყოფილება გავაკეთოთ კარავზე;

აი, ხომ არის:

1. საშინაო საქმეები

2. ღია ცისქვეშ

3. სანამ ქალაქში ვართ



ამათ უნდა დავუმატოთ

4. გამარჯობა საქართველო



თორემ დაიტანჯა კაცი სხვადასხვა თემაში გადანაწილებით...

ან კიდევ ცალკე გამარჯობას ფორუმი (კარვის შვილობილი ფორუმი) გავაკეთოთ კარვის ბმულად და ეგეც დაისვენებს და ჩვენც...

მაგალითად: www.ideebisadwavigo.gamarjoba.ge


:wink:

ჩვენც, განა იმიტომ, რომ რაღაც ის იმას ისა, არა... არამედ, იმიტომ, რომ ადვილად მივაგნებთ და ერთადგილას გვექნება გამარჯობული იდეები და ამით ბედნიერები ვიქნებით ყველა...

რას იტყვით?


:roll: :roll: :roll: :roll: :roll: :roll: :roll:

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
2009 წლის კარავული გასვლა-იდეები

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 31 დეკ 2008, 01:21

ახლა თოვლმავლების ფასი გამიგეს:

აპნისში ბაკურიანი-ტაბაწყურის ტური 300 ლარი ღირს და კვება შედის.
სურწხუნისში (თებერვალი) - 250 L ასევე კვებით.

მგზავრობის სა1ო ხანგრძლივობა 5 სთია.
ამასთან ტური ბაკურიანიდან იწყება და მიტარბის გავლით ტაბაწყურში გადადის, იქიდან საწყის
ადგილზე კი სხვა გზით ბრუნდება.
გამყოლები ადგლიობრივები არიან
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
2009 წლის კარავული გასვლა-იდეები

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 31 დეკ 2008, 01:24

ეგებ ახალი წლის შემდეგ დღეებში ბირთვისები ისევ გაგვემე2ებინა.
ვიცი, თოვლი და ჰაერის დაბალი ტემპერატურა ლაშქრობის განწყობას ხშირად ვერ ქმნის, მაგრამ თუ არ
იარე, ეს განწყობაც არასოდეს მოვა
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
teo-
იეტი
Posts: 5269
Joined: 19 მარ 2008, 21:06
Location: myinvari
Contact:
2009 წლის კარავული გასვლა-იდეები

Post by teo- » 31 დეკ 2008, 01:36

ARCHILI wrote:იდეა მაქვს, გამარჯობასთვის ცალკე განყოფილება გავაკეთოთ კარავზე;

აი, ხომ არის:

1. საშინაო საქმეები

2. ღია ცისქვეშ

3. სანამ ქალაქში ვართ



ამათ უნდა დავუმატოთ

4. გამარჯობა საქართველო



თორემ დაიტანჯა კაცი სხვადასხვა თემაში გადანაწილებით...

ან კიდევ ცალკე გამარჯობას ფორუმი (კარვის შვილობილი ფორუმი) გავაკეთოთ კარვის ბმულად და ეგეც დაისვენებს და ჩვენც...

მაგალითად: www.ideebisadwavigo.gamarjoba.ge


:wink:

ჩვენც, განა იმიტომ, რომ რაღაც ის იმას ისა, არა... არამედ, იმიტომ, რომ ადვილად მივაგნებთ და ერთადგილას გვექნება გამარჯობული იდეები და ამით ბედნიერები ვიქნებით ყველა...

რას იტყვით?


:roll: :roll: :roll: :roll: :roll: :roll: :roll:
Image
არა ექსკურსიას! Image

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
2009 წლის კარავული გასვლა-იდეები

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 31 დეკ 2008, 02:05

ბირთვისებში იანვარში წასვლაც არ არის პრობლემა, მაგრამ შეუპვარსა და დედა ციხეზე ასვლა ამჯერადაც მოუხერხებელი იქნება.
ყინვას იქაური კლდეები დაპყეობილი ექნება.
2 დღიანი ბევრი მეჩვენება, თუმცა, შესაძლებელი კი არა
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
2009 წლის კარავული გასვლა-იდეები

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 03 იან 2009, 23:52

7 აპნისს შობაა.
თბილისსა და სხვა დიდ ქალაქებში, იმედია, სოფლებშიც, ალილოობა გაიმართება.
შარშანდელივით თბილისის ალილოში მონაწილეობა არ მივიღოთ?
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
Nini_A
იეტი
Posts: 1062
Joined: 05 აგვ 2008, 17:11
Location: GEORGIA
2009 წლის კარავული გასვლა-იდეები

Post by Nini_A » 04 იან 2009, 15:25

GAMARJOBA SAKARTVELO
გოგა წავიდეთ რა ერთად კარავიიი, ყოველ წელს დავდივარ ახლა კი ორმაგად მიხარია, შობას ამდენ კარგ ადამიანთან ერთად წავალ ალილოზეეე
:D

თემა გახსენი რაა სამომალოებში

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
2009 წლის კარავული გასვლა-იდეები

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 05 იან 2009, 01:38

Nini_A wrote:GAMARJOBA SAKARTVELO
გოგა წავიდეთ რა ერთად კარავიიი, ყოველ წელს დავდივარ ახლა კი ორმაგად მიხარია, შობას ამდენ კარგ ადამიანთან ერთად წავალ ალილოზეეე
:D

თემა გახსენი რაა სამომალოებში
ხვალ ალილოს დაწყების დრო და მარშრუტი მეცოდინება და თემასაც გავხსნი.
შარშან ძნ ლამაზი დღე გვქონდა.
თან, ნამცეცამ სტიქრები გვიშოვა გამოვეწყეთ
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
2009 წლის კარავული გასვლა-იდეები

Post by lama » 05 იან 2009, 01:41

GAMARJOBA SAKARTVELO
მარშრუტი ისევე როგორც შარშან წელსაც იგივეა:

ვარდების მოედნიდან სამებამდე :)
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
2009 წლის კარავული გასვლა-იდეები

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 05 იან 2009, 01:54

lama wrote:GAMARJOBA SAKARTVELO
მარშრუტი ისევე როგორც შარშან წელსაც იგივეა:

ვარდების მოედნიდან სამებამდე :)
ჯერ ვერაფერს ვიტყვი.მარშრუტები ყოველ წელს იცვლება.
შენ საიდან გაქვს ამ მარშრუტის შესახებ ეს ცნობა?
შენ დაწყების დროც გეცოდინება
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]