ლეჩხუმური ტური პირველად კარავზე კარავულად - სექტემბერში
Moderators: Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia
ლეჩხუმური ტური პირველად კარავზე კარავულად - სექტემბერში
ასეთი საინტერესო ინფორმაცია მოვიძიე
ლე-ჩხუმი, ასე ვთქვათ, ნიშნავს სა"ჩხუმ"-ეს.
"ლე-" სვანური დანიშნულებითი პრეფიქსია ქართული "სა"-ს ფარდი.
ჩხუმი ერთი თვალსაზრისით თევზის ძველსვანური სახელია, რომელიც თითქოს შემორჩა გვარში ჩხვიმიანი (უდარებენ მეგრული ჩხომს "თევზი" და ქართულ (ზემოიმერულ) ჩხამას "ყველანაირი წვრილი თევზი"). ლე-ჩხუმ ამ შემთხვევაში ნიშნავს სათევზურს, სათევზაოს.
მეორე თვალსაზრისი უკავშირებს რცხილის სვანურ სახელს - ცხუმ. ანუ ლე-ცხუმ - სარცხილე.
ცაგერი: ცაგ - ეკალი; ცაგარ - ეკლები
ზოგიში: ზუგვ - ბორცვი, ბექობი; ზუგიშ: ბორცვისა, ბექობისა
კენაში: კენ, კვენ - კვერნა; კენაშ: კვერნისა
ლაილაში: ილვ, ჰილვ - შველი; ლაილაშ: საშვლე
ლესინდი: ლესედი - დასარჩენი; ლისედ - დარჩენა
მახაში: მახე - ახალი; მახაშ - ახლისა
ლუხვანო: ლუ-ჴვან - ნახნავი, მოხნული. "ჴვან" ლენტეხურში დასტურდება
ნაკურალეში: ლი-კვარელ: წანწალი; ნაკვარელ - ნაწანწალები; ნაკვარალეშ - ნაწანწალებისა
ლაცორია: ლიცვრე - შერჩენა; ლაცვირია - შესარჩენი
ლეშკედა: ლიშკიდ - ჭედვა; ლეშკიდაშ: სამჭედლო
გაგულეში: გაგო, გაგულ - გუგული; გაგულეშ - გუგულისა
უცხერი: ლიცხრე - რკვევა; უცხრა - გაურკვეველი
ლახეფა - ლიჴეფ - კბენა, ლაჴეფა - საკბენი
ცხუკუშერი: ცხეკ - ტყე; უშურა - უვნებელი; ცხეკ-უშურა - უვნებელი ტყე
დეხვირი შეიძლება უკავშირდებოდეს დაჴ-ჷლ-ს ”თხა”. მრავლობითი - დაჴ-ა̈რ ”თხები”. დიალექტურად ისტორიულად და̈ჴ-ა̈რ-იც შეიძლება ვივარაუდოთ. ”ა̈”უმლაუტიან ას აღნიშნავს, რაც ქართულში ”ე”-დ უნდა გადმოსულიყო. ანუ და̈ჴვ-ა̈რ => დეხვერი => დეხვირი
ჩხუტელში შესაძლოა გვქონდეს ”ჩხჷტ” ძირი, რაც კენჭსა ნიშნავს. შდრ. ლეჩხტერ,
ლეჩხჷტ: ქვიანი, ღორღიანი ადგილი

გვესოს ციხე
გვესოს ციხე ცაგერის ჩრდილოეთით მდებარეობს, ცხენისწყლის ხეობას დასცქერის. ოგი მურისა და ორბელის ციხეების დროს (XIIსაუკ) ნაგებობაა.
ციხეს ფართო ადგილი უჭირავს. მისი ეზო კოჯეებით არის გარშემორტყმული.
ციხეში ეკლესია ყოფილა, მაგრამ დანგრეულა. აღმოსავლეთის მხრივ ორი კედელი ნახევარ წრედ ჯერ კიდევ დგას. სხვა კედლები გარღვეულ-აყუდებულია ცალ-ცალკე.
შესავალთან მეორე შენობის მონარღვევი ემჩნევა. ნარღვევის კუთხეში ვიწრო ქვაბია ჩატანებული. შუა გულში სვეტის ქუდის მოყვანილობის დიდი ლოდი ძევს. ის სპონდიოს ქვაა და ოთხივე მხარეზე ნახაზები აქვს.
ციხე რამდენიმე კორპუსისაგან შედგება. ძირითადი სიმაგრე კლდეზეა აგებული. ნაშენი მკვიდრად დგას. შიგ ასწლოვანი მუხებია. ეზოშიც დიდი ხეები (მუხა, ცაცხვი) ხარობს. წინათ აქ ალბათ მარტო ციხე იყო.
თათრებისაგან თავის დასაცავად აუშენებიათ ჩარკვიანის ციხე. იგი პატარაა და შუა გვესოში, საუკეთესო მაღლობ ადგილზე, დგას. ამ ციხეში წყაროც ჰქონიათ. (მ. ალავიძე ლეჩხ.ზეპ.)
უწვაშის ციხე
უწვაშის ციხე მეტად მოხდენილ ადგილზე იყო აღმართული. ის ტვიშის კდეკარს თავზე დაჰყურებდა, ზემო ლეჩხუმში გადასასვლელ მაღლობს იცავდა.
წინათ აქ თხილნარი ხარობდა. ტყე გაკაფეს. გავიდა სამო ოთხი წელიწადი. ნამუშავარს არავინ ჭრიდა.
ერთ ზამთარში მკაცრი ყინვები დადგა. ხეები გაახმო. თხილის ტყე კი არც მოუწვავს, გადარჩენილა. ამიტომ ამ მთას უწვაში დაარქვეს.
ციხე თამარ მეფის დროს აუშენებიათ.
შემოსულ თათრებს აქ ებრძოდნენ. ხალხი აგრეთვე კლდეებიდან ლოდებს ყრიდა და ხევში მყოფ მტრის ჯარს ანაგდურებდა.
უწვაშის სიმაგრესთან ჯვარიდან და მინაწყაროს ზურგიდან გზები შედის. ციხეს გალავანი და ლახეფისაკენ მდებარე მოზრდილი ვაკე აკრავს.
ძირითადი კოშკი ნაშენებია კასალი ქვები. ქვები კუთხედი და დიდი ზომისაა. კოშკს თავი ჩამონგრეული აქვს.
მეციხოვნეებს ხელმძღვანელად გიგო ყურაშვილი ჰყოლიათ.(მ. ალავიძე ლეჩხ.ზეპ.)
თქმულება მურის ციხეზე
ხვამლის მთიდან შორს, ჩრდილოეთისაკენ რომ გაიხედავთ, მურის ციხე მოჩანს.
ცაგერის კლდოვან მწვერვალზე ამართული სამი კოშკი ცხენისწყლის ხეობას გადაჰყურებს.
მურის ციხე დიდი ხნის წინათ არის აშენებული. იგი პირველად ეკუთვნოდა შვიდ ძმას ჩარკვიანს, რომლებიც ქვემო სვანეთს ფლობდნენ.კაცია ჩიქოვანს მათი გაძლიერების ეშინოდა. გორდის სასახლეში მიიპატიჟა ისინი და ღალატით დახოცა. კაცია ბოლოს გადადიანდა და, სამეგრელოს გარდა, ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთსაც განაგებდა.
საქართველოს დაუძინებელი მტერი ოსმალეთი ხშირად თავს ესხმოდა ამ ციხესაც, მაგრამ ვერ იმარჯვებდა.
ერთხელ ოსმალეთის ჯარმა ქართლიდან რაჭა-ლეჩხუმზე გამოილაშქრა, მოადგა ლაილაიშს, აიღო იგი, სოფელ უსახელოზე გადმოიარა და დეხვირის ციხესთან ომი გამართა. ბრძოლა გაგრძელდა.
ოსმალებმა დეხვირის ციხე დაიკავეს და მურის ციხის აღებაც მოინდომეს. ჯარი ღამით მურის ახლოს. ჩხუტეში,ლეკუნდრუშას დაბინავდა, რომ დილით ადრე დასცემოდა ციხეს.
მეციხოვნეებმა თათრების მიერ დანთებული ცეცხლი შეამჩნიეს, მიხვდნენ, რომ ეს სასიკეთო რამეს არ ნიშნავდა. ზარბაზნები დატენეს, ცეცხლს დაუმიზნეს და დასცალეს.მეომრებს კაკლის ხეების ქვეშ ეძინათ. ზარბაზნებისაგან დამტვრეულმა ტოტებმა დიდი ზარალი მიაყენა თათრებს. ჯარი ომარ ფაშას სანახევროდ გაუწყდა. გადარჩენილნი გაიპარნენ.მალე ისევ დაბრუნდნენ თათრები, მაგრამ მურის ციხის დაპყრობა ვერც ახლა შესძლეს. მაშინ გადაწყვიტეს: გზა შევუკრათ მეციხოვნეებს, საჭმელი დაელევათ და თავისთავად დაგვნებდებიანო.
მეციხოვნეებს ციხეში ნამარაგევი კირი ჰქონდათ და მაღლიდან ყოველ დღე ძირს თითო-ორ-ორ კასრს ყრიდნენ. თათრებმა იფიქრეს: იმდენი ფქვილი შეუნახავთ, რომ უფუჭდებათ და ყრიანო. ამასობაში ზამთარიც მოახლოვდა. მალე მურის დაბლობი, სადაც ურიცხვი ჯარი იდგა, დაცარიელდა. მტერები უკან გაბრუნდნენ. დარჩათ მურის ციხე აუღებელი. მურის ციხის ნახვა ადამიანს გააკვირვებს. ის აშენებულია მაღალ მთაზე უზარმაზარი ქვებით. ერთგან ამოღრმავებული კლდე თექვსმეტი მეტრის სიმაღლეზე.
აქ ჭა იყო.ციხეს ახლავს ორი კოშკი. ერთი აღმოსავლეთით, მეორე დასავლეთით. როგორც თავციხეს, ისე კოშკებს თავიანთი სახელები აქვთ. თავციხეს ეძახოდნენ ,,მარჯვედ დახვდი”, აღმოსავლეთის კოშკი საყარაულოა და მას ,,ჰკა მაგას” ეწოდება, ხოლო დასავლეთის კოშკს- ,,არ გაუშვა” საყარაულო კოშკი ,,ჰკა მაგას”, როგორც მტერი მიადგებოდა, თავისციხეს აცნობებდა: მტერი მოვიდა მარჯვედ დახვდიო!” როცა დამარცხებული მტერი პირს იბრუნებდა, დასავლეთს კოშკთან უნდა გაეარა. მაშინ ციხე ,,მარჯვედ დახვდი” დაუძახებდა დასავლეთის კოშკს: არ გაუშვაო!” მურის ციხეს ცუდი სამსახურიც გაუწევია ლეჩხუმელი მშრომელი ხალხისთვის.
ძველად ბატონყმობის დროს, აქ ბევრ ვაჟკაცს ამოხდენია სული. ბატონისაგან დასჯილი გლეხი ამ ციხეში უნდა ყოფილიყო რამდენიმე წელიწადი რკინის ჯაჭვით მიბმული და შებორკილი.

- Tamari-ch.
- იეტი
- Posts: 10747
- Joined: 23 აპრ 2008, 20:31
- Location: Tbilisi
ლეჩხუმური ტური პირველად კარავზე კარავულად - სექტემბერში
თუ წავალთ უნდა წავიდეთ პარასკევს საღამოს-
იქნებ მატარებელიც იყოს -
და იქ ვიპოვოთ მერე სამარშრუტო (ან წინასწარ გავიკითხოთ)
ჩემს ქმარს ჰყავს ლეჩხუმელი ნაცნობები -
ეპატიჟებოდნენ კიდეც
და იქნებ მანქანა მაინც დაგვახვედრონ..
და შაბათ დილიდან დავიწყოთ სიარული..
2 დღე...
რამდენი საინეტერსო რამ ყოფილა!
ჩემი რაჭაც იქვეა...
რა დროს დაიწყო ომი...

-
- მაწანწალა
- Posts: 313
- Joined: 31 მარ 2008, 15:08
- Location: samxretis miyruebuli kunchuli
ლეჩხუმური ტური პირველად კარავზე კარავულად - სექტემბერში
ლაილაში ჩემი სოფელია: )))
ლეჩხუმური ტური პირველად კარავზე კარავულად - სექტემბერში
deida kama
რა გვარის ხარ?:)
რა გვარის ხარ?:)
-
- მაწანწალა
- Posts: 313
- Joined: 31 მარ 2008, 15:08
- Location: samxretis miyruebuli kunchuli
ლეჩხუმური ტური პირველად კარავზე კარავულად - სექტემბერში
გოლოძის ქალი ვარ : )))))))))))
ლეჩხუმური ტური პირველად კარავზე კარავულად - სექტემბერში
ლეჩხუმელებო კარავისაო შეერთდით
და
დამაგეგმვინეთ ეს ტური ივნისისათვის რა...

და
დამაგეგმვინეთ ეს ტური ივნისისათვის რა...

ლეჩხუმური ტური პირველად კარავზე კარავულად - სექტემბერში
დიდათა ვარ მსურველი, რომ ამ ტურში მონაწილეობა მივიღო. ერთის მხრივ კარველებთან ერთად ვიმოგზაურებ და მეორე მხრივ ჩემი ინტერესებიც მამოძრავებს, რომელიც ეთნოგრაფიას, მევენახეობას, მეღვინეობასა და მეთუნეობას უკავშირდება. მარტო კაცი ჭამაშიაც ბრალიაო და ამ საქმეს მარტომ რომ შევეჭიდო დროში ძალიან გაიწელება, აქედან, მინდა მომენტით ვისარგებლო და... იმედია დროში ძალიან შეზღუდულები არ ვიქნებით და ასევე სამუშაო დღეები არ დაემთხვევა ამ ყველაფერის.ARCHILI wrote:ლეჩხუმელებო კარავისაო შეერთდით
და
დამაგეგმვინეთ ეს ტური ივნისისათვის რა...
საღი იდეაა.
ლეჩხუმური ტური პირველად კარავზე კარავულად - სექტემბერში
მნდა.. ლეჩხუმში მისვლა შეიძლება ოთხი მხრიდან.. რაჭიდან,კუტაისიდან წყალტუბოს გავლით.ქუთაისიდან პიპირდაპირ რიონის ხეობით და შემდგომ ლაჯანურის ხეობით და სვანეთიდან ლენტეხიდან გადმოსვლით.
მარშუტი საკმაოდ დიდი გამოგვივა თუ მტელი ლეჩხუმის ნახვა მოგინდება..მე იქიდან ვარ და კონკრეტულდა რამდენიმე კარეი ადგილის ნახვა შემიზლია შემოგთავაზოთ.. ჩემდა სამწუხაროდ მთელი ლეჩხუმი მეც არ მაქ ნანახი.
მარშუტი საკმაოდ დიდი გამოგვივა თუ მტელი ლეჩხუმის ნახვა მოგინდება..მე იქიდან ვარ და კონკრეტულდა რამდენიმე კარეი ადგილის ნახვა შემიზლია შემოგთავაზოთ.. ჩემდა სამწუხაროდ მთელი ლეჩხუმი მეც არ მაქ ნანახი.

ლეჩხუმური ტური პირველად კარავზე კარავულად - სექტემბერში
მთვარე, შემოგვთავაზე აბა მარშრუტები, თუ არ შეწუხდები, ცხადია...mtvare wrote:მნდა.. ლეჩხუმში მისვლა შეიძლება ოთხი მხრიდან.. რაჭიდან,კუტაისიდან წყალტუბოს გავლით.ქუთაისიდან პიპირდაპირ რიონის ხეობით და შემდგომ ლაჯანურის ხეობით და სვანეთიდან ლენტეხიდან გადმოსვლით.
მარშუტი საკმაოდ დიდი გამოგვივა თუ მტელი ლეჩხუმის ნახვა მოგინდება..მე იქიდან ვარ და კონკრეტულდა რამდენიმე კარეი ადგილის ნახვა შემიზლია შემოგთავაზოთ.. ჩემდა სამწუხაროდ მთელი ლეჩხუმი მეც არ მაქ ნანახი.

ლეჩხუმური ტური პირველად კარავზე კარავულად - სექტემბერში
სოფელი ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ცაგერის ერთ-ერთი ცნობილი ადგილია თეკენთერის ჭა - მღვიმე, რომელსაც შესასვლელი ხის ფესვებიდან აქვს. სოფელს ვერ ვიხსენებ, მაგრამ ცნობილი სოფელია, როგორც მახსოვს.
ლეჩხუმური ტური პირველად კარავზე კარავულად - სექტემბერში
ARCHILI
რმდენ დგინს აპირებთ გააჩნია.. თუ რაჭიდან აპირებთ მასშინ სოპელ საირმის ნახვა შეიძLება ..ადრე იქ როგორც ვიცი თაკვერის ანუ რაჭა-ლეჩხუმის გაერთიანებული სამთავროს რეზიდენცია იყო.. მერე ორპირის ლამაზ კანიონს ნახავთ.. ლაჯანურ ჰესს გაივლით..მის გვერდზე არის სოპელი უსახელო სადაც წვერზე მგონი ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაა.. მერე ახვლათ სოპელ ორელში სადაც 12 საუკუნის ციხეა.. და გადახვალ ჩხუტელში სადაც მურის ციხეებია..მერე ცაგერში იქვე გვესოს ციხეა.. ეს ყველაფერი დაახლოებით ერთ გზაზეა და საირმიდან დაახლოებით ცაგერამდე 30 კილომეტრი იქნება.. ნუ გადახვევებით უკვე მოიმატებს..

mtvare
ალბათ, ორბელი უნდა გეთქვა, არა? ის თეკენთერის ჭაც მანდ ხომ არაა, ეგებ გაიკითხო შენიანებში?სოპელ ორელში

30 კილომეტრს ერთ დღეში გაივლის კაცი, მაგრამ დათვალიერებებით ბევრად მეტი დაგჭირდება. სადღაც - 2 დღე.საირმიდან დაახლოებით ცაგერამდე 30 კილომეტრი იქნება..
ლეჩხუმური ტური პირველად კარავზე კარავულად - სექტემბერში
guruli
კი ორბელი უნდა მეთქვა.. მე თვითონა მაქ სოფელი მანდ.. თეკენთერზეც გავიკითხავ ამ დგეებში.