ვწუხვარ მაგრამ რაც გოგამ დაგიწერა, მგონი იმის გარდა სხვა გამოსავალი არაა


მოიფიქრეთ, რას იზამთ (ანუ გოგას და ნაიას თუ შეუერთდებით კერძო ბინაში ბინის საქირავებლად) და შეგვატყობინეთ პასუხი, რადგან თქვენმა გადაწყვეტილებამ შეიძლება რაოდენობის შეცვლაზე იმოქმედოს და აქედან გამომდინარე შეიძლება გვერდით სახლში დასაბინავებელთა რაოდენობა 2 კაცით შემცირდეს.
GAMARJOBA SAKARTVELO
გოგა 10 ლარის დამატებაზე მგონი უარზე არავინ იქნება. ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა, მაგრამ მანამდე დავუკავშირდებით კიდევ ბატონ გოჩას და სამარხვო მენიუს შესახებაც დაველაპარაკებით, როცა გავარკვევთ რამდენი ადამიანია მარხვაზე.
ასე რომ კაპაში განთავსებულები გადაიხდიან ღამისთევის საფასურს 20 ლარს დღეში და თითო კვებაზე - 10 ლარს, მხოლოდ საახალწლო სუფრისთვის გადაიხდიან - 20 ლარს.
teo-
თეო ილომაც თქვა რომ კარგი იქნებოდა ბაკურიანში გასეირნებაო. ასე რომ მანქანით ვინც იქნება, მათი გადასაწყვეტია, არა მგონია მგზავრების მოძებნა გაუჭირდეთ. როგორც გოგამ თქვა დაახლოებით 90 კმ-ია (100-ზე მეტი არა ყოველ შემთხვევაში) ბაკურიანამდე, ეს იმაზე შორს არაა, რაც წაღვერიდან ვარძიამდეა მანძილი. შარშან ვარძიაში რომ წავედით ძალიანაც არ დავღლილვართ და კარგი გასეირნებაც გამოგვივიდა.
ისე მგონი უკვე დროა სამომავლოებში გადავინაცვლოთ. ვიცი გოგას ახლა არ სცალია ამიტომ თავს უფლებას მივცემ და თუ მოვიცალე მე გავხსნი თემას დღეს და ამ განყოფილებიდან მნიშვნელოვან წერილებსაც გადავიტან
