Page 3 of 5

თრუსოს ხეობა

Posted: 21 თებ 2012, 17:13
by shoda1121
Ismail
კი ეგაა: ვულკანურია;
ისე არაგვის სათავეებისკენ მიგვიშვებენ მე ეგრე ვფიქრობ და რატომ: ჯერ ერთი შარშან მთაშენკა გეგმავდა სათავეებისკენ გასვლას. ზვიადს მიყავდათ ჩიტაურს და ეცოდინება ზვიადს ეგ უკეთ. მერე მეორე მესაზღვრეები არაგვის სათავეებზე ხომ გაგიშვებენ და იქამდე გიჟები ხომ არ არიან რო წამოგყვენ იქიდან კი შენ ცდი. რაც შეეხება სირთულეს-ძალიან რთულია და აღჭურვილობა და ერთი-ორი ძრომიალში გამოცდილი კაციც კარგი იქნება.
სიმართლე რომ ვთქვათ მაქსიმუმი დახრა 40%ია და ეს საერთოდ არაა რთული აღმართი უბრალოდ რელიეფი ბილიკი კი არა მყინვარული რაღაცეები ნაშალი და ა.შ. იქნება და ეგაა

თრუსოს ხეობა

Posted: 21 თებ 2012, 18:06
by shoda1121
მთაშენკას და ლამას შეუძლიათ ამ უღელტეხილის სირთულეზე დამატებითი ინფორმაციის მოწოდება. მთაშენკა გეგმავდა სათავეების გასვლას. ლამა კი როგორც წერდა ერთგან ფორუმში ამ სათავეებით არის ტბებიდან ჩამოსული
:?: :?: :?:
ნებისმიერ შემთხვევაში უღელტეხილი არც ისე რთული ჩანს: მაქს. 48% აღმართი ძალიან ვიწრო ხეობიდან უნდა აძვრე 2კმ აღმართი 3კმ ისე რა :) ანუ სულ 5 კმ სათავეებიდან ტბამდე. მთავარია ძალიან ცხელი ზაფხული იყოს რომ იქ მყინვარი არ დაგხვდეს :))))
და ისე თუ გადაიფიქრე და ვერ გადახვედი უღელტეხილზე მაშინ მარჯვენა შენაკადებთან არის 3358 მეტრის სიმაღლეზე ძალიან პატარა ტბა და იქ შეიძლება ასვლა. ყელიწადზე მაღლაა უფრო :)

თრუსოს ხეობა

Posted: 21 თებ 2012, 18:54
by shoda1121
მოკლედ გავაკეთოთ 3დღიანი პარასკევს საღამოს დავბანაკდეთ სადმე არაგვის ხეობაში, მერე ავალთ სათავეებზე შაბათს საღამოს და იქ დავბანაკდებით ცუდი საბანაკე ადგილი კია :) მერე კვირას დილით ადრე წავალთ და ჩამოვალთ მთელ გზას უკან(კონსპირაციულად იქ დარჩენის გარშე) და მორჩა წავალთ სახლებში :)
ჯპს-იანი ვინმე დაგვჭირდება :) პს. აგვისტოში ჯობია ძალიან სიცხეებში :)
თუ ვინმე ძალიან მაგარი იქნება და შერხოტაზეც ავა და ჩამოიტანს ყელის ტბის და პლატოს სურათს ეგეც კაი იქნება :)
თუ ვინმე შემომეკამათება ცოტა დროაო:
1) არ უნდა სათავეებამდე ასვლას 1 სრულ დღეზე მეტი ჩემი აზრით.
2) 24 საათში ტბაზე ასვლა ჩამოსვლას და უკან დაბრუნებას თუ ვერ გავქაჩავთ საძილეების და ა.შ გარეშე მაშინ ვრისკავთ რომ იქ ოსები დაგვაგდგენ ; ტბაზე დიდი ხნით დარჩენა არ შეიძლება სიფრთხილეს თავი არ სტკივა :)

თრუსოს ხეობა

Posted: 21 თებ 2012, 18:54
by GUGUA
მშვენიერია მომწონს

თრუსოს ხეობა

Posted: 22 თებ 2012, 10:22
by Ismail
მოკლედ, გადაწყდა: თუ ჩვენი მესაზღვრეები გაგვიშვებენ, მივდივართ. :)

თრუსოს ხეობა

Posted: 22 თებ 2012, 10:57
by Ismail
ეს არის თრუსოს ხეობის ზემო ანუ დახურული ნაწილი.

Image

თრუსოს ხეობა

Posted: 22 თებ 2012, 11:04
by Ismail
ამ ვიდეოში თრუსოს ხეობის ყველაზე ვიწრო მონაკვეთია, შარშან ივნისში გადავიღეთ:

http://www.youtube.com/watch?v=T2yBC5Op ... re=related

თრუსოს ხეობა

Posted: 22 თებ 2012, 11:13
by Ismail
ეს მნის ხეობის მთაა, ვიწრო და მაღალი კლდით რომ ბოლოვდება. : ) ამ მთაზე ასვლაზე ვოცნებობ. ამ სურათში კარგად არ ჩანს, ნისლი ახვევია. ისე, ზაფხულში თოვლი არ ადევს ხოლმე და მემგონი არც ისე რთული მისადგომია.

Image

თრუსოს ხეობა

Posted: 22 თებ 2012, 12:05
by guruli
Ismail
რესი - მაგ სოფლში ახლაც ცხოვრობენ? მგონი, დაცლილია ეგ სოფლები სუ ყველა.
მგონი, 2007-ში ვიყავით მანდ, ზაქათგორამდე მივედით.
მთავარანგელოზი მაგ ციხის თავზეა, ხომ - გორაზე?
ეს მნის ხეობის მთაა,
გიორგი ბაგრატიონმა მოაწყო მანდ გასვლა. შეგიძლია, ნახო თემა ლაშქრობებში.

თრუსოს ხეობა

Posted: 22 თებ 2012, 12:12
by shoda1121
თრუსოს ხეობა ცალკე გასვლა. და ყელიწადი შესაძლებელია ცალკე გასვლად არაგვის სათავეებიდან გავუშვათ;

თრუსოს ხეობა

Posted: 22 თებ 2012, 12:30
by Ismail
guruli
Ismail
რესი - მაგ სოფლში ახლაც ცხოვრობენ? მგონი, დაცლილია ეგ სოფლები სუ ყველა.
მგონი, 2007-ში ვიყავით მანდ, ზაქათგორამდე მივედით.
მთავარანგელოზი მაგ ციხის თავზეა, ხომ - გორაზე?
კი, ყველა სოფელი დაცლილია აქ, თანაც უკვე კარგა ხანია... მთავარანგელოზი ამ მთაზე დგას, კი. როგორც გვითხრეს, ამ სოფლებში ოსები ცხოვრობდნენ ძირითადად...
გიორგი ბაგრატიონმა მოაწყო მანდ გასვლა. შეგიძლია, ნახო თემა ლაშქრობებში.
ვნახე და არაჩვეულებრივია.. : )

თრუსოს ხეობა

Posted: 22 თებ 2012, 12:30
by Ismail
shoda1121 wrote:თრუსოს ხეობა ცალკე გასვლა. და ყელიწადი შესაძლებელია ცალკე გასვლად არაგვის სათავეებიდან გავუშვათ;
კი, ნამდვილად. : )

თრუსოს ხეობა

Posted: 22 თებ 2012, 12:43
by QAQUCA
Ismail wrote:ეს არის თრუსოს ხეობის ზემო ანუ დახურული ნაწილი.

Image

ეს რა საიინტერესოდ აღწერე ძმაო თრუსოს ხეობა!

თრუსოს ხეობა

Posted: 22 თებ 2012, 13:00
by Ismail
QAQUCA
ეს სურათი საიდანაც არის გადაღებული, ამ მწვერვალზე ასასვლელად (ასაბობღებლად) საათნახევარი ან ორი საათი დაგვჭირდა. სხვანაირად თრუსოს ხეობას ასეთი რაკურსით ვერ დაგაიღებ.



ლურჯი რგოლი რომაა, აქედან არის გადაღებული:
Image

თრუსოს ხეობა

Posted: 22 თებ 2012, 13:20
by shoda1121
ლამა არის ნამყოფი:
თემიდან:
http://karavi.caucasus.net/viewtopic.ph ... 90&start=0

Trulala წერდა:
lama
ნამყოფი ხარ?

ვფიქრობ სერიოზული ეკიპირება გჰვინდა. ვინაიდან ტბა ალპურ ზონაშია და შესა იქ არაა სპირტოვკა ან გაზის ბალონი გვინდა. 6 დღის საგზალი, მოკლედ საფიქრალი ივლისამდე ბევრია!


კი ნამყოფი ვარ და ჩვენ ერთი კვირა დაგვჭირდა ყელის ტბის მოსანახულებლად და ამავე დროს ყელიწადის ტბაც მოვინახულეთ

მოკლედ ჩვენი მარშრუტი იყო ასეთი:


თრუსოს ხეობა - ყელიწადის ტბა - მწვერვალი შერხოტა (3697 მ. ზ.დ-ან) - ლომისის ქედი (თეთრი არაგვის სათავე) - სოფელი განისი - სოფელი მლეთა

საკმაოდ რთული მარშრუტია

აქედან გამომდინარე, ნამდვილად დაგვჭირდება გაზის ან კიდევ ბენზინის ქურა, რათა-ავანთოთ და ჩაი მაინც ავადუღოთ

მარშრუტზე სასურველია გასვლა აგვისტოს მეორე ნახევარში, რადგან ივლისის თვე თოვლიანია ...

სხვა რაიმე შეკითხვა თუ გექნებათ დამისვით და გაგცემთ პასუხს



მოკლედ ლამა თუ იტყვის რომ შესაძლებელია ეს გეგმა გავაკეთებ თუ არა და არა .. იქ ღამით დაძინებას არ გავრისკავ :) არცერთ შემტხვევაში :)