ვახ
I მარშრუტი:
შაბათს ჩავდივართ ცაგერში, ვნახულობთ ცაგერს და მივდივართ გვესოს ციხის დასალაშქრად, ''ეს კომპლექსი სოფლის განაპირას, პლატოზე მდებარეობს''. შემდგომ ამისა უნდა დავლაშქროთ მურის ციხე. ამისათვის მოგვიწევს ისევ ცაგერში დაბრუნება. ''ეს ციხე სვანეთ-ლეჩხუმის საზღვარზე მდებარეობს, ცხენისწყლის ვიწრო გასასვლელში, კლდოვანი ქედის თხემზე''. მე როგორც აღწერებიდან გავიდე ეს კომპლექსი ცოტა მიუვალ ადგილასაა გაშენებული. როგორც ჩანს ჯერ უნდა მივიდეთ სოფელ ჩხუტელში და მერე უკვე გავუყვებით მურის ციხის გზას. სოფელ ჩხუტელამდე სადღაც 1 კილომეტრია, მერე იქით გონში არ ვარ რა ხდება. შეიძლება ეს დღე მთლიანად ამ ორი ციხისთვის გვეყოს

მერე ისევ დავბანაკდებით ცაგერის მახლობლად და მეორე დღეს წავალთ სოფელ მცხეთისა და ორბელის სანახავად და ჩემი აზრით გვრჩება ძაალიან ბევრი დრო და იქნებ ლაბეჭინას ნახვაც მოვახერხოთ
II მარშრუტი:
ქუთაისიდან რო წავალთ ცაგერისკენ უნდა ჩამოვიდეთ ჭაშლეთთან, ვნახავთ ჭაშლეთს, დერჩსა და გონს და მეორე დღისთვის ვიტოვებთ ხვამლსა და ნაკურალეშს და ნუ თუ მოვახერხეთ ლაბეჭინისკენ წავიდეთ....
ჭაშლეთის მაცხოვრის ეკლესია შიგ სოფელში არ მდებარეობს, მოგვიწევს ფეხით რაღაც მანძილის გავლა. მერე ისევ ვბრუნდებით ჭაშლეთში და მივდივართ სოფელ დერჩისკენ. დერჩის ეკლესია შიგ სოფელშია აღმართული, მის სანახავად ბევრი დრო არ გვინდა და არც სიარული. დერჩიდან მივდივართ სოფელ ორხვთან, აქედან მიდის გზა სოფელ გონამდე. სოფელი გონი მთაზეა გაშლილი, ასე რო აღმართებზე მოგვიწევს სიარული. სოფელ დერჩიდანაც გადადის გზა გონისკენ... მოკლედ ადგილზე მოგვიწევს გამოკითხვა და რომელიც უკეთესი გზა იქნება იმითი წავალთ. არ ვიცი რამდენად მოვასწრებთ გონიდან უკან ცენტრალურ გზაზე დაბრუნებას, ნუ მოკლედ აქ დავბანაკდებით. მეორე დღეს უკვე გვრჩება ხვამლის მთის პეიზაჟები და სოფელი ნაკურალეში. გონიდან მოგვიწევს ისევ ცენტრალურ გზაზე ჩამოსვლა და გზის გაგრძელება ნაკურალეშის გადასახვევამდე. მერე მოგვიწევს ცენტრალური გზიდან გადახევევა და აქაც სავარაუდოდ აღმართებს შევუყვებით სოფელში მისასვლელად. ნაკურალეშიდან ისევ ამ ცენტრალურ გზაზე დავბრუნდებით და შევეცადოთ რო ამ გასვლაშიც ვნახოთ ლაბეჭინა.
ახლა თავიდან გადავიკითხე რაც დავწერე და
არა რა, მოდი მე ძეგლების შესახებ ინფორმაციას მოგაწოდებთ რა
