Page 3 of 5

ყელის ტბა

Posted: 17 თებ 2008, 04:20
by GAMARJOBA SAKARTVELO
შემთხვევით, ამ ფოტოებზე აღბეჭდილი ტბა ხომ არ არის ყელის?
გადაღებულია კავკასიონის მთებზე 30 ნოემბერს

Image

Image

ყელის ტბა

Posted: 17 თებ 2008, 04:25
by GAMARJOBA SAKARTVELO
წყლის ეს მასაც იქვეა
დაახლოებით 20-30 კმში
Image

Image



ამ ფოტო გაქცეული ნადირის ასოციაციას იწვევს
Image

ყელის ტბა

Posted: 17 თებ 2008, 04:31
by GAMARJOBA SAKARTVELO
ცოტა განსხვავებული რაკურსით
Image

Image

Image

კოორდინატების დადგენა არც მიცდია.
მე2 ფოტოზე კგდ ჩანს მოსაზღვრე ტბებიც
იმედია, ვინმე ფორმით მაინც იცნობთ მას
თუ ეს ყელის ტბაა, მართლა ღირს მანდ ასვლა

ყელის ტბა

Posted: 17 თებ 2008, 18:33
by Nika
არა ეგენი არაა. სხვა ფორმა აქვს.
http://maps.google.com/maps?ll=42.47236 ... &t=h&hl=en

ყელის ტბა

Posted: 17 თებ 2008, 19:27
by mika
ოოოოო ყელის ტბა ყელის ტბა.................


სანამ წახვალთ კარგად დაპიქრდით დაგეგმეთ და ისე წადით.........

ყელის ტბა

Posted: 17 თებ 2008, 19:43
by gio giorgi
რა უცნაურია ....2500 მეტრზე ზღვის დონიდან 30 ნოემბერს ტბა გაყინული არაა და ცისფრად ლივლივებს,,,, :roll: :roll: :roll:

ყელის ტბა

Posted: 17 თებ 2008, 20:23
by lama
"ყელის ტბა" მდებარეობს ზ/დ-ან 3000 მეტრზე

აი ის მარშრუტი რომლითაც მოვუარეთ ამ მართლაც ულამაზეს ტბას და დავბანაკდით, რის მერეც ჩავედით თეთრი არაგვის ხეობაში და კერძოდ სოფელ განისში და შემდგომ უკვე ზემო მლეთაში

Image

ყელის ტბა

Posted: 17 თებ 2008, 22:20
by Wanderer
Trulala
მესმის შენი სულისკვეთება. მეც მასე ვიყავი, სანამ მაგ მიდამოებში მოვხვდებოდი. :) მაგარი თავგადასავლები გადაგვხდა მანდ. დღესაც მიკვირს როგორ გადავრჩით ცოცხლები და საღ-სალამათები. :)

მაგ ლაშქობასთან დაკავშირებით დღესაც მაქვს დანაშაულის გრძნობა: ჩემი სულელური შეცდომების გამო შეიძლებოდა, რომ ძალიან ცუდად წაგვსვლოდა საქმე, მაგრამ საბედნიეროდ მასე არ მოხდა...

სხვათაშორის მე მინდა მანდ წასვლა, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც სამაჩაბლოს დავიბრუნებთ(და რომ დავიბრუნებთ ამაში 100% დარწმუნებული ვარ). ჯერჯერობით მე პას. :wink:

ისე ივლისის დასაწყისში ვიყავით ჩვენ მანდ. ბლომად თოვლი იყო და გავიყინეთ ისე ციოდა. გაითვალისწინეთ. ისეთი ფეხსაცმელით წადით, რომ არ ცურავდეს.

ისე მანდ ხალხი ოქტომბერშიც მიდის ხოლმე. როგორ არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ არიან ნამყოფები. :)

ყელის ტბა

Posted: 18 თებ 2008, 00:19
by guruli
Wanderer
ისე ივლისის დასაწყისში ვიყავით ჩვენ მანდ.
მგონი, თქვენც 1-5 ივლისს იყავით. მაგ დროს ჩვენ ტაოში ვმოგზაურობდით. მეც მინდა მანდ წასვლა... :P :P

ყელის ტბა

Posted: 18 თებ 2008, 00:33
by ლეონტი
არავითარი ყელის ტბა მანდა არაა.
კავკასიონის ქედი შორს მოჩანს, მერე უფრო ახლოს თრიალეთი.
ეგ ჯავახეთის ზეგანია.
სავარაუდოდ ტაბაწყური.
სოფელიც მოჩანს ტბის პირას.
აბა ყელის ტბასთან ეგეთი გაშლილი სივრცე სადაა?
რაც შეეხება გაყინვას.
მაგ დროს ჯავახეტის ტბები არა ა გაყინული, მხოლოდ ნაპირები აქა იქ, აი ყელისტბას კი მაგ დროს, კაი ხნის პირი მოკრული აქვს.

ყელის ტბა

Posted: 18 თებ 2008, 01:22
by gio giorgi
ლეონტი

1000% გეტანხმები ერთერთი სურათში ტაბაწყურია თავისი კუნძულით და სოფლით ნახევარკუნძUლის ფორმის ადგილას.ასევე ალაგ ალაგ ნაძვნარიც ჩანს რაც 3000 მეტრზე წარმოუდგენელია....და კიდე ერთი სასწაული სრულიად გაუყინავი.....Dა კავკასიონიც საკმაოდ შორსჩანს,,,,გვატყუებენნნნნ :lol: :lol:

და კიდევ კავკასიონიონზე გადასვლისას არცერთი თავმოყვარე პილოტი არ გადაიფრენს ესე დაბალ სიმაღლეზე... :lol:

Image

ყელის ტბა

Posted: 18 თებ 2008, 01:47
by GAMARJOBA SAKARTVELO
ლეონტი wrote:არავითარი ყელის ტბა მანდა არაა.
კავკასიონის ქედი შორს მოჩანს, მერე უფრო ახლოს თრიალეთი.
ეგ ჯავახეთის ზეგანია.
სავარაუდოდ ტაბაწყური.
სოფელიც მოჩანს ტბის პირას.
ს.
ეს არის თელ-ავივი-თბილისის რეისი. არ ვიცი, რა ადგილბს კვეთს.
საქართველოში რომელი მხრიდან შემოდის თვითმფრინავი.

ტაბაწყური არ უნდა იყოს, რადგან 30 იანვარს მანდ ასეთიო დიდი თოვლი არ უნდა ყოფილიყო.
თან, ზაფხულშიც ეგ ისეთი ცივი ტბაა, რომ მგონი, ზამთარში აუცილებლად უნდა გაიყინოს

ყელის ტბა

Posted: 18 თებ 2008, 01:56
by Wanderer
GAMARJOBA SAKARTVELO
რაღაც ძალიან უცნაური ფოტოებია. ნამდვილად კავკასიონზეა გადაღებული? რაღაც არ ჰგავს მართლა ეგ ყელის ტბას. შენ ორი დიდი ტბის სურათი დადე. მაგ ზეგანზე კი ერთი დიდი ტბაა მხოლოდ(ყელის) და დანარჩენი პატარ-პატარა ტბებია. ფორმითაც(რუკაზე როგორცაა) თითქოს სხვანაირი ფორმა ჰქონდა...

ყელის ტბა

Posted: 18 თებ 2008, 01:56
by GAMARJOBA SAKARTVELO
ჰო, კიდევ ერთი საკითხია:
პირველ 2 ფოტოზა აღბეჭდილი ტბა 3-4 წუთის საფრენი მანძილითაა დაშორებული მომდევნო ტბასთან. სვარაუდოდ, ეს 80-100 კმია, რადგან საქართველოში შემოსვლისას აპორტის სიახლოვის გამო, თვითმფრინავი სიჩქარეს აგდებს.
თუ ერთ-ერთი ტბა ტაბაწყურია, მე2 რაღა უნდა იყოს?
მაგ სიახლოვეს ასეთი დიდი წყლის მასა ვერ გავიხსენე, მით უფრო, თოვლიანი.
სიახლოვეს არის კუმის ტბა, რომელიც პატარაა, იქით -ასევე პატარა ფარავანი.
ვაჰ, სევანი კიდევ არ მგონია

ყველაზე საინტერესო ისაა, რომ შემთხვევით გადავიხედე ილუმინატორიდან და არ ვიცი, გეოგრაფიულად რა ადგილში ვიყავი.

30 ნოემბერს თოვლი ჯავახეთში კი იყო, მაგრამ ასეთი დიდი?
ნუ, თუ ვინმეს გაქვთ ყელის ტბა ნანახი, იაქტიურეთ რა.
გავარკვიეთ.

ყელის ტბა

Posted: 18 თებ 2008, 02:05
by gio giorgi
GAMARJOBA SAKARTVELO
ტაბაწყური არ უნდა იყოს, რადგან 30 იანვარს მანდ ასეთიო დიდი თოვლი არ უნდა ყოფილიყო.
თან, ზაფხულშიც ეგ ისეთი ცივი ტბაა, რომ მგონი, ზამთარში აუცილებლად უნდა გაიყინოს
შენ თავსვე ეწინააღმდეგები თუ ტაბაწყური უნდა იყოს გაყინული ყელის ტბამ რადააშავა :D ის რომ 1000 მეტრით მაღლააა და გაცილებით პატარააა?.. :D

ისრაელიდან მომავალი თვითმფრინავი კავკასიონს არავითარ შემთხვევაში არ გადაივლიდა თუ პილოტი სვანი არ იყო რათქმაუნდა :lol:

ამას დამატებული ამხელა ტბები არ უნდა იყოს კავკასიონზე და საქარტველოში ერთადერთ ტბაშია კუნძUლი და ეს ტბა ტაბაწყურია,,,,ასერომ ჩემ ნამუს ვდებ რომ ეს ამ სურათში ტაბაწყურია და არა რაიმე სხვა ტბა :lol: