ბაქოს არქიტექტურაზეც და ყოფაზეც აისახა ეს...
ნეო კლასიციზმი შეცვალა სტალინისტურმა ფსევდო აღმოსავლურ არქიტექტურამ (აზნეფტის ოფისი, "დომ სოვეტოვ") ეს კიდევ კარგი რაც იყო, დანარჩენი უსახური და მახინჯია. საუბედუროთ საბჭოთა არქიტექტურამ ძველ ქალაქშიც შეაღრია...
თუმცა ახალ ბაქოშიცაა სანახაობები..
ბულვარი.
ქალაქის ცენტრში ზღვის პირას მიყვება ბულვარი. ბათუმის ბულვარისგან განსხვავებით პლაჟი აქ არაა. ბულვარზე (ზაფხულში, ახლა არ ვიცი) უამრავი კაფეა (საშინელი ფასები) სეირნობაც სასიამოვოა, ზღვიდან ქარს ნავთობის სუნი მოაქვს. შეგიძლიათ იკატავოთ ეშმაკის ბორბალზე. გაისეირნოთ კატერით (ნახევარი საათი მგონი 1.5 მანათი)
"ტარგოვი"
ეგრეთ წოდებული ტარგოვი იწყება ძველი ქალაქის მთავარი კარიბჭიდან (ის არა სადაც გიზ გალასია, საპირისპირო მიმართულებით) აქაა შადრევნების მოედანი, (თბილისის შადრევნების ბუმის შემდეგ შთაბეჭდილებას ვეღარ ახდენს) სადაც სასიამოვნო პარკია, ძველ ქალაქთან ძალიან კოლორიტული (მგონი კონსტიტუციის სასამართლო) და ბეეეევრი კაფე და მაღაზია. მთელი ზონა ფეხით სასიარულოა.. (დაახ შარდენი*100). მთავრდება ეს სიამოვნება მეტრო საჰილთან. ბაქოელების ძირითადი სასეირნო ადგილია ეს.
აქაა მაღალი სასტუმრო, რომლის სახურავზეც რესტორანია. შეგიძლიათ ახვიდეთ იქ და გადმოხედოთ ქალაქს (რესტორანში დაჯდომა არაა სავალდებულო)
მთის პარკი
ბულვარიდან აუცილებლად შენიშნავთ მთას და ზედ გუმბათს. ესაა 1990 წლის 20 იანვარს (ჩვენი 9 აპრილი) დაღუპულთა მემორიალი.
მანდ ასვლა შეიძლება მეტრო იჩერი შეჰერის (ბულვარიდან, ძველი ქალაქიდან) მხრიდანაც და მეტრო ელმლარ აკადემიიდან. (მეორე ვარიანტში აღმართები არაა).
ეს გასართობი ადგილი არაა. აქ არის 20 იანვარს დაღუპულთა სასაფლაო, ასევე 20 (თუ 21) წელს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლთა საფლვებიც. მიუხედავად ამისა მე ძალიან მიყვარს ეს ადგილი. დიდ და ხმაურიან ქალაქში ერთადერთი მშვიდი ადგილია. ზაფხულობით აქვეა ჩაიხანა, სადაც არაა მუსიკა. იშლება უმშვენიერესი ხედი (თუნდაც ამიტომ უნდა ახვიდეთ).
ელმლარ აკადემის მხარეს თუ წახვალთ პანთეონსაც ნახავთ. ერთი ორი საინტერესო ქანდაკებაა და ჰეიდარ ალიევის საფლავი

4 წლის წინ ვიყავი მანდ

ისეთი საფლავია რომ ღირსშესანიშნაობებში ჩავწერდი, თუმცა 10 ხარისხოვანი.
მეტროს სადგურებიდან, თუ ელმლარ აკადემის ხაზზე მოგიწიათ ყოფნა, გადმოდით ნიზამის სადგურზე. ნიზამი განჯელი ცნობილი აზერბაიჯანელი პოეტია (ჩვენებურად რუსთაველი). ამ სადგურზე მოზაიკით არის მისი ნაწარმოებებიდან სცენები.
ელმლარ აკადემი (მეცნიერებათა აკადემია) არის აკადემიური ქალაქი. აქაა ძირითადი ინსტიტუტები. სასიამოვნო პარკები და ჩიხანები. იმედია ჩვენთანაც ასეთი აკადემიური ქალაქი გაკეთდება ოდესმე.
ბაქოს დანარჩენი ნაწილი არც ისე ლამაზია და სრულიად არასაინტერესო.
მეჩეთების გარდა სადღაც არის რუსული ეკლესია (აზრზე არ ვარ სად) და კათოლიკური ეკლესია (ხატაის მოედანთან).
არის უბანი "შავი ქალაქი" სადაც ნავთობგადამამუშავებელი ქარხნებია. უბანს სუნით მიაგნებთ. ამ უბანშია "ლუნა პარკი". 4 წლის წინ ვიყავი, ბევრი არაფერი.
ბაქოს ცენტრალური გამზირია ნეფტჩილერ (მენავთობე). იგი ბულვარის პარალელურად მიდის.
კიდევ მთავარი გამზურებია: ნიზამი (ტარგოვი), ბულბულ ფოლადი (საჰილთან). სამწუხაროდ აზერბაიჯანულ დასახელებებს ვერაფრით ვერ ვიმახსოვრებ...
იმან არ დაგაბნიოთ, პროსპექტ და მეტრო ნეფტჩილერს ერთმანეთთან საერთო არაფერი აქვთ.