შორეთი მაგარი საბანაკე ადგილიაო: ყველაზე მწვანე მთელ რეგიონშიო ასე მითხრეს
ვიკი:
მნიშვნელოვანი სტრატეგიული მდებარეობა ჰქონდა ასპინძისხევს, სამცხე-ჯავახეთის ბუნებრივ საზღვარს. მდინარე სანისლოს (ოთისწყლის) მარცხენა სანაპიროს ციცაბო, კლდოვანი მთები წარმოადგენენ, თრიალეთში ბილიკები შავი კლდის მიმართულებით გადის, კლდეკარს (კლდეში გაჭრილ საურმე გზას) ციხისჯვრისაკენ (თორი) მივყავართ, გზა აქ კოდიანზე (შარვაშეთის ქედზე) გადადის.
ასპინძისხევი ციხე-სიმაგრეთა მძლავრი სისტემით იყო დაცული; თორის მხრიდან ვარაზის ციხით, ჯავახეთის მხრიდან შორეთისა და ზემო ინთორის ციხეებით, ფეოდალურ რეზიდენციას ოთის ციხე წარმოადგენდა და სამცხიდან შემოსასვლელს იცავდა. საფორტიფიკაციო ნაგებობების ნაშთი შეინიშნება აგარასთან. თორს საკუთრივ
ციხისჯვრის ციხე იცავდა, სამცხეს
ჩიტიკიბეების მიუდგომელი ციხე-სიმაგრე, ასპინძას - ასპინძისციხე, ჯავახეთს -
კოხტასციხე.
ხევი განსაკუთრებულად მდიდარია ეკლესია-მონასტრებით:
აგარის ეკლესია (ყიზილ-დერესა),
ღართის, სანისლოს, ოთის მარიამ წმიდის, ჭაბიეთის, ქვემო ინთორის ეკლესიები, ბეთლემისა და
შორეთის მონასტრები.
შორეთი: წყარო: ვიკიპედია:
