Page 2 of 7

შემოდგომის თუშეთი

Posted: 07 აგვ 2011, 09:35
by Mta Mkvarebia
გაუმაძღრობა არ დამწამოთ, მაგრამ მეც მინდა ;)
გომეწრის ხეობაში გადასარევი გზაა. წელს რომ გააკეთეს ასე წინა წლებში არ ყოფილა გაკეთებული, მართალია ის პრობლემური ადგილები არ მინახავს, შარშან და 3 წლის წინ რომ გადასვლაში ხელი შეგვიშალა, რადგან ჩვენ ბეღელამდე მთა-მთა გადმოვედით ცერიდან, მაგრამ რადგან წოვათაში ბოლომდე გადის გზა, და ბლომად მანქანა შეგვხვდა, სავარაუდოდ მაგ ადგილებიც გაწმენდილი იქნება.

შემოდგომის თუშეთი

Posted: 07 აგვ 2011, 11:58
by Linda
ძალიან, ძალიან მინდა. 2 ოქტომბრიდან ნებისმიერ დღეს.

აი ნიკამაც 1 ოქტომბრიდან არის კარგი წასვლა შემოდგომის ფერების სანახავადო :wink:

შემოდგომის თუშეთი

Posted: 07 აგვ 2011, 14:19
by lama
Linda wrote:ძალიან, ძალიან მინდა. 2 ოქტომბრიდან ნებისმიერ დღეს.
იქნება და გამოგვყევი კაი? :)

შემოდგომის თუშეთი

Posted: 07 აგვ 2011, 15:48
by Linda
lama wrote:
Linda wrote:ძალიან, ძალიან მინდა. 2 ოქტომბრიდან ნებისმიერ დღეს.
იქნება და გამოგვყევი კაი? :)
რომელ რიცხვში? 3-4 ოქტომბერი?

შემოდგომის თუშეთი

Posted: 07 აგვ 2011, 17:53
by ეკატო
მართალია სულ 1 დღე გავიდან თუშეთიდან ჩამოსვლის შემდეგ, მაგრამ მაინც არ მეყო იქ ყოფნის დღეები, ამ გასვლაშიც სიამოვნებით შემოგიერთდებით :)

შემოდგომის თუშეთი

Posted: 07 აგვ 2011, 19:09
by aragvispireli
ლეონსიტო, შენი მოღალატე მეგობარიც გაითვალისწინე ან სიაში...
:oops: :oops:

შემოდგომის თუშეთი

Posted: 08 აგვ 2011, 18:24
by Falcon
Mta Mkvarebia
ეკატო

:shock: რა გაუმაძღრობაა...




















:lol: :wink:

შემოდგომის თუშეთი

Posted: 09 აგვ 2011, 09:20
by Nephros
მაპატიეთ უადგილო პოსტისთვის, მაგრამ რახან თუშეთს ეხება, შესაფერის თემას აღარ დავუწყე ძებნა.


თუშებსა და სასულიერო პირებს შორის დაპირისპირება მოხდა

ადგილობრივი თუშები და ალავერდის ეპარქიის წარმომადგენლები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას კახეთის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს. დაპირისპირების მიზეზი ძველი თუშური ტრადიცია გახდა, რომლის მიხედვითაც სალოცავზე ასვლა ქალებს ეკრძალებათ. შეხლა–შემოხლა სოფელ ინდურთაში მოხდა.

როგორც ირკვევა, თუშებმა ალავერდის ეპარქიის წარმომადგენლებს მოსთხოვეს, ჯვარი სამების გორაზე ქალები არ ასულიყვნენ. თუშური უძველესი ტრადიციების მიხედვით, ეს აკრძალულია, თუმცა იმ გორაზე ასვლას მართლმადიდებელი ეკლესია სუსტი სქესის წარმომადგენლებს არ უკრძალავს.

დაწვრილებით იხ. აქ.

შემოდგომის თუშეთი

Posted: 09 აგვ 2011, 09:29
by pataputina
არ ვიცი სად უნდა ჩავწერო და როგორ დA რანაერად
მარა
მინდა
და
იცოდეთ რომ მინდა

:|


:ც

შემოდგომის თუშეთი

Posted: 09 აგვ 2011, 11:05
by guruli
Nephros
მაპატიეთ უადგილო პოსტისთვის, მაგრამ რახან თუშეთს ეხება, შესაფერის თემას აღარ დავუწყე ძებნა.


თუშებსა და სასულიერო პირებს შორის დაპირისპირება მოხდა
დაპირისპირება არა, ხმალდახმალ შეეტაკნენ ერთმანეთს კიდევ!!! :twisted: ეგ შორენა გოგოლაძე სახალხოდ უნდა გაატიტვლო და ერთ ადგილას ჭინჭრის კონები ურტყა ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის, სენსაციის მაძიებელი ჟურნალისტკა. :twisted:

შემოდგომის თუშეთი

Posted: 09 აგვ 2011, 11:17
by Iako.
ინდურთაში ვიყავით ჩვენ, მეცხვარის ქოხში სასიამოვნო დრო გავატარეთ, წინა დღეს იყო ზუსტად დღეობა და ჩვენი მასპინძელი ბატონი ლეო სიყვარულით იხსენებდა სამღვდელო პირებს, ხატი მიუბრძანებიათ და მის ქოხში დაუბრძანებიათ, ასე რომ დაპირისპირების შესახებ ინფორმაცია მცდარია.

შემოდგომის თუშეთი

Posted: 09 აგვ 2011, 11:49
by Nephros
guruli
Iako.

ძალიან კარგი, თუ სიმართლეს არ შეეფერება. მე არც შორენას ვიცნობ და პრესა.გე-საც იშვიათად ვეცნობი. მაგრამ ფაქტია: თუ მსგავსი რამ მოხდა, არც გამაოცებს და არც გამაკვირვებს ;)

შემოდგომის თუშეთი

Posted: 09 აგვ 2011, 12:24
by giorgi_barca
ამ დროისთვის თუშეთის გზები იდეალურ მდგომარეობაშია,სადაც ოდესმე სამანქანე გზას უარსებია,ჯიპი ყველგან მივა(მათ შორის ისეთი "პარკეტის" ჯიპი,როგორიცაა HONDA CRV).ომალოში ვაზ 2106 იყო ასული და რომ მოენდომებინა ,უფრო შორსაც წავიდოდა (ეს ინფორმაცია პირადად nagli33-სთვის :) )

შემოდგომის თუშეთი

Posted: 09 აგვ 2011, 13:02
by აცაბაცა
giorgi_barca

გაგაპარკეტებ მე შენ!!!! :twisted:

შემოდგომის თუშეთი

Posted: 09 აგვ 2011, 13:17
by keto
აღარ მახსოვს რომელ სოფელში, მაგრამ ერთი პარკეტნიკი ვნახეთ კიდეც :)))
ნუ იოების ხომ ცვენა იყო (ვარდანაულის გასაგონად, იო ყველგან მივა მანდ!) :lol: