წავიდეთ Riverdance-ს კონცერზე?

ოდესმე, სადმე ხომ არ წავსულიყავით... და სხვა ასეთი იდეები

Moderators: Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia

User avatar
del
მაწანწალა
Posts: 316
Joined: 24 დეკ 2008, 22:46
Location: Tbilisi
Contact:
წავიდეთ Riverdance-ს კონცერზე?

Post by del » 15 ოქტ 2009, 12:26

ალბათ სხვა ჯგუფია. ნაკლებად ცნობილი. უბრალოდ იმათი სახელით აშუქებენ, ვითომ და როგორც ცეკვის სტილი
Netgroup - პროფესიონალური IT მომსახურება. კომპანიები Cisco, HP და Microsoft-ის ოფიციალური პარტნიორი!
http://www.netgroup.ge

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
წავიდეთ Riverdance-ს კონცერზე?

Post by lama » 15 ოქტ 2009, 13:07

del wrote:ალბათ სხვა ჯგუფია. ნაკლებად ცნობილი. უბრალოდ იმათი სახელით აშუქებენ, ვითომ და როგორც ცეკვის სტილი
და დიდი ფარსია :D
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
teo-
იეტი
Posts: 5269
Joined: 19 მარ 2008, 21:06
Location: myinvari
Contact:
წავიდეთ Riverdance-ს კონცერზე?

Post by teo- » 15 ოქტ 2009, 13:11

წუხელ ვნახე სიზმარში :D
მოიცათ იქამდე დიდი დროა, ბოლო 2-3 დრეში დაარეკლამებენ თუ ბილეთები დარჩება
არა ექსკურსიას! Image

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
წავიდეთ Riverdance-ს კონცერზე?

Post by Naia » 15 ოქტ 2009, 13:36

ფარსი არ არის. ბილეთების ნაწილი (ძირითადად ძვირადღირებული) უკვე გაიყიდა საერთაშორისო ორგანიზაციებში და დიპლომატიურ კორპუსებში. ჩემმა თანამშრომელმა ახლა მოიტანა ბილეთი, სპეციალურად დავხედე და დიდი ასოებით აწერია 'რივერდანსის ვარსკვლავების შოუ'. შოუს ქვია 'Magic of the Dance'.

მგონი ჯერ ორგანიზაციებში გაყიდიან და რაც დარჩება იმას გამოიტანენ გასაყიდად

User avatar
pataputina
იეტი კი არა და...
Posts: 5201
Joined: 10 სექ 2007, 14:29
Location: ვალპე
წავიდეთ Riverdance-ს კონცერზე?

Post by pataputina » 15 ოქტ 2009, 13:39

როგორც ვიცი მხოლოდ 180 და ზევით ლარინი
ბილეთები
ღა

დარჩენილი

:roll:


კი არა და

გუშინ ასე იყო
და
დღეს არ ვიცი

:roll:

















მაგას სჯობს
დღეს
"გაღმა ნაპირი"-ს პრემიერაზე
წამოხვიდე



:oops:

არ სჯობს?
კაი
ბედნიერებაა რომ ვარსებობ, თორემ ნაღველს მივეცემოდი

http://pataputina.blogspot.com/
http://www.flickr.com/photos/me-xato

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
წავიდეთ Riverdance-ს კონცერზე?

Post by Naia » 15 ოქტ 2009, 13:44

pataputina
როდისაა 'გაღმა ნაპირის' პრემიერა?

User avatar
pataputina
იეტი კი არა და...
Posts: 5201
Joined: 10 სექ 2007, 14:29
Location: ვალპე
წავიდეთ Riverdance-ს კონცერზე?

Post by pataputina » 15 ოქტ 2009, 13:48

Naia
დღეს

:oops:

რუსთაველში 9ის 15 წუთზეა
დღეს

კი არა და

მანამდეცაა
უბრალოდ
მე მაგ დროისთვის ვგეგმავ მისვლას

:oops:
აი ამ ლინკსაც დავდებ ბარემ
ღა

http://www.tavisupleba.org/content/article/1775264.html
და გავიპარები ამ თემიდან
თორემ
ვა
ოფფ
ებ

:oops:
ბედნიერებაა რომ ვარსებობ, თორემ ნაღველს მივეცემოდი

http://pataputina.blogspot.com/
http://www.flickr.com/photos/me-xato

User avatar
eloiza
ბოდიალა
Posts: 175
Joined: 10 სექ 2007, 07:50
წავიდეთ Riverdance-ს კონცერზე?

Post by eloiza » 15 ოქტ 2009, 16:54

აუუუ, როგორ მინდოდაააა და მეგონა 100 ლ-იანს მაინც მივუხწრებდი, მარა არაო, დაიგვიანეო :(

წავედი ისევ გაღმა ნაპირზე, გულს გადავაყოლებ..............

User avatar
saskva
იეტი
Posts: 2154
Joined: 02 ივლ 2007, 12:54
Location: Where Dreams Do Come True
წავიდეთ Riverdance-ს კონცერზე?

Post by saskva » 26 ოქტ 2009, 15:39

აბა ვინ იყო რივერზე????
დღეს ნაცნობმა დამირეკა და ძალიან უკმაყოფილო იყო, 200ლარიანი ბილეთი ქონდა და შუა კონცერტიდან ავდექი და წამოვედიო. საშინლად არ მომეწონაო და მართალია?????????

უბრალოდ ის ადამიანი უფრო კლასიკური მუსიკის მოყვარულია და ამის გავლენა მგონია და თქვენი აზრი მაინტერესებს, თან ძალიან.

ისე დღეს დილას სიუჯეტი იყო და დიდად აღფრთოვანებული კომენტარები ვერც იქ მოვისმინე რატომღაც

User avatar
keto
იეტი
Posts: 1881
Joined: 04 მაი 2006, 23:01
Location: Tbilisi, Georgia
წავიდეთ Riverdance-ს კონცერზე?

Post by keto » 26 ოქტ 2009, 16:11

saskva
იგივე თქვა ჩემმა ნაცნობმაც, საშინლად არ მომეწონაო :roll: :roll:
Keep Smiling...

User avatar
გვალდა
იეტი
Posts: 2222
Joined: 15 ივლ 2004, 12:49
Contact:
წავიდეთ Riverdance-ს კონცერზე?

Post by გვალდა » 26 ოქტ 2009, 16:55

"იგი სხვაა სიძვა სხვაა შუა უდევს დიდი ზღვარი" :lol:

http://www.riverdance.com/

http://www.magicofthedance.com/
სვანეთოლოგი

User avatar
saskva
იეტი
Posts: 2154
Joined: 02 ივლ 2007, 12:54
Location: Where Dreams Do Come True
წავიდეთ Riverdance-ს კონცერზე?

Post by saskva » 26 ოქტ 2009, 17:00

გვალდა
აი ზუსტად მაგაზე ვსაუბრობდი მეც და არაო და თავი ვეღარ დავდე რავიცი რავიცი მაინც :D:D:D:D:D:D

User avatar
paata_
იეტი
Posts: 6275
Joined: 06 დეკ 2006, 10:50
Location: ხევსურეთი
Contact:
წავიდეთ Riverdance-ს კონცერზე?

Post by paata_ » 26 ოქტ 2009, 17:02

ცეკვის უხეირო მაგია
“ცეკვის მაგია” ასე ჰქვია შოუს, რომელიც ირლანდიული ცეკვის დასმა თბილისში ჩამოიტანა.


ია ვეკუა
24 საათი 26.10.09


“ცეკვის მაგია” ასე ჰქვია შოუს, რომელიც ირლანდიული ცეკვის დასმა თბილისში ჩამოიტანა.

ცეკვა ნამდვილად იყო, ცოტა მაგიაც, მაგრამ რამდენად მოახერხეს ჩრდილოელმა სტუმრებმა დიდი საკონცერტო დარბაზის სცენაზე თავიანთი ცეკვით ცეცხლის დანთება, ეს ალბათ დიდხანს დარჩება განხილვის თემად. თუმცა საქართველოში, სადაც საცეკვაო ფოლკლორი ყოველგვარი გაზვიადების გარეშე უმაღლესი დონისაა და დიდი ხანია მსოფლიო მნიშვნელობა აქვს შეძენილი, ალბათ ძნელია მაყურებლის გაოცება.

“რივერდანსის” მოცეკვავეთა თბილისში ჩამოსვლა რამდენიმე თვით ადრე იყო დაანონსებული და მას მაყურებელი მართლაც მოელოდა. ის რომ დიდი საკონცერტო დარბაზი მთლიანად შეივსო, მხოლოდ კარგად გაკეთებული პრომოუშენის დამსახურებაც არ იყო - მთელმა მსოფლიომ, მათ შორის ქართველმა მაყურებელმაც იცის, რომ ირლანდიელებს საკუთარი ფოლკლორისგან შოუს გაკეთება ნამდვილად იციან. თუმცა ის, რაც თბილისის სცენაზე ვიხილეთ, ალბათ ყველაზე ნაკლებად ეწერება შოუს ჩარჩოებში. მაყურებელს ხელში მხოლოდ ღარიბი სცენოგრაფიის, ცეცხლის ფრქვევის ეფექტებზე აგებული სანახაობისა და რამდენიმე საყველპუროდ შეკოწიწებული საცეკვაო ნომერი შერჩა.

როგორც კონცერტის დაწყებამდე გაირკვა, ირლანდიელი მოცეკვავეების ნაწილმა გზაში ბარგი დაკარგა. დაიკარგა მათი ამუნიციის ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი - ფეხსაცმელი. მათ დახმარების ხელი ქართველმა კოლეგებმა, “სუხიშვილების” ანსამბლის მოცეკვავეებმა გაუწოდეს და საკუთარი ფეხსაცმელი ათხოვეს. კონცერტის მსვლელობისას კი იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ გზაში არა მხოლოდ მათი ფეხსაცმელი, არამედ რამდენიმე მოცეკვავეც დაიკარგა, დასის შევსება კი ელემენტარული მოძრაობების მცოდნე ადგილობრივი მოცეკვავეებით შეძლეს. სხვა ახსნის მოძებნა უბრალოდ შეუძლებელია - სცენაზე არც “რივერდანსის” ცნობილი სინქრონულობა ჩანდა და არც ჩვეული ენერგიულობა. მეტიც, დასი კამერული ორკესტრის შემადგენლობას უფრო მოგაგონებდათ - სცენაზე ერთდროულად საშუალოდ ათი მოცეკვავე თუ იდგა.

შოუს სიუჟეტი ჰქონდა - სასიყვარულო, რომელიც ირლანდიაში თურმე სინამდვილეში მოხდა 1800 წელს. ნახევრად ზღაპრული სცენარი დაახლოებით ასე ვითარდება: მე-19 საუკუნის დასაწყისში შიმშილითა და დემონური ძალებით შეწუხებული ირლანდიელები იძულებული ხდებიან სამშობლო მიატოვონ და ამერიკაში გაემგზავრონ. ისინი კარგავენ არა მხოლოდ სახლებს და ძველ ცხოვრებას, არამედ სამშობლოსაც, თუმცა იტოვებენ მასთან დამაკავშირებელ მნიშვნელოვან ძაფს - ფოლკლორს. შოუს ორი მთავარი გმირი, შეყვარებულები ერთმანეთს პორტში შექმნილი არეულობისას კარგავენ, შედეგად კი ამერიკის სხვადასხვა სანაპიროზე აღმოჩნდებიან. გადის დრო და მრავალი განსაცდელის დაძლევის შემდეგ შეყვარებულები კვლავ პოულობენ ერთმანეთს. სწორედ სიუჟეტიდან გამომდინარე, კონცერტის მსვლელობისას სტეპის რამდენიმე ნომერი ვიხილეთ, რომელიც მართალია ფოლკლორულ ნომრებზე გაცილებით სასიამოვნო და საინტერესო სანახაობა აღმოჩნდა, მაგრამ მაინც იმდენად იყო საერთო კონტექსტიდან ამოვარდნილი, გარკვეული უხერხულობა შექმნა.

სტეპი კონცერტის მეორე განყოფილებაშიც გაგრძელდა, თუმცა ამჯერად დარბაზიდან მოხმობილი მაყურებლის მონაწილეობით. ირლანდიელმა მოცეკვავემ სამი მაყურებელი სცერნაზე აიყვანა, ერთს ფრენკ სინატრა უწოდა, მეორე დინ მარტინად მონათლა, მესამეს კი უთხრა, შენ ცოტა ხანს სემ დევის უმცროსი იქნებიო. შემდეგ მათი და მათთან ერთად მაყურებლის სტეპით განათლებას მიჰყო ხელი. ეს შესაძლოა კარგი შოუ იყო, მაგრამ ამ ყველაფრის ფონზე ცირკის იმ ნომერს უფრო წააგავდა, კლოუნი მაყურებელთან ერთად რომ ცდილობს ქალის გახერხვას.

თუმცა სწორედ სტეპში შეჯიბრი აღმოჩნდა შოუს საუკეთესო ნომერი, როდესაც სწრაფ როკვაში ერთმანეთს ამერიკაში ჩასული ირლანდიელები და ადგილობრივი მოცეკვავეები ეჯიბრებიან. ამ მხრივ ანსამბლს ნამდვილად არაფერი დაეწუნება და ეს არცაა გასაკვირი, რადგან როგორც გაირკვა, დასის დაახლოებით ათი წევრი სტეპში მსოფლიო ჩემპიონია. მაყურებელმაც მათი ოსტატობა ჯეროვნად დააფასა და მქუხარე ტაშითაც შეაფასა, თუმცა როდესაც სცენაზე კალათბურთის ბურთებიანი მოცეკვავეები გამოვიდნენ და ერთმანეთში სპორტული შეჯიბრის მსგავსი სანახაობა გააჩაღეს, ყველაფერმა ნელ-ნელა ისევ უკან-უკან დაიწყო სვლა...



სტატიის მისამართი: http://24saati.ge/index.php/category/cu ... -10-26/837

User avatar
გვალდა
იეტი
Posts: 2222
Joined: 15 ივლ 2004, 12:49
Contact:
წავიდეთ Riverdance-ს კონცერზე?

Post by გვალდა » 26 ოქტ 2009, 17:04

saskva
'Magic of the Dance' ჩამოიყვანეს რივერდანსის სახელით, რადგანაც რივერდანსი ყველას სმენია, უხეშად რომ ვთქვა :)

სომხებსაც ხომ ჩაუყვანეს "ჩელენტანო", მაგრამ იმათ უფასო კონცერტი მაინც ჰქონდათ :D
სვანეთოლოგი

User avatar
saskva
იეტი
Posts: 2154
Joined: 02 ივლ 2007, 12:54
Location: Where Dreams Do Come True
წავიდეთ Riverdance-ს კონცერზე?

Post by saskva » 26 ოქტ 2009, 17:09

გვალდა

აი მეც მაგას ვიძახდი მაგრამ მერე ნაიამ დაწერა ბილეთებზე რივერი აწერიაო და ვიფიქრე ესეც არ "განაგლდებოდნენთქო" და მაინც დაველოდე შთაბეჭდილებებს
saskva wrote:del
მეც ზუსტად მაგითი დავინტერესდი და გუშინ ფილარმონიასთან სპეციალურად გავიარე

riverdance არ არის პოსტერზე, არამედ ვიღაც magic dance
როგორც მივხვდი იგივე სტილის პროგრამა აქვთ თუმცა ეს არ არის ის რომელიც ჩვენ გვგონია.

ნუ რავიცი ეს ჩემი მოსაზრებაა, პოსტერი არანაირად არ გავს იმას რაც ოფიციალურ საიტზე აქვთ და მაგიტომ ვიფიქრე ესე

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]