Page 2 of 3

კარვის ღვინის კლუბი

Posted: 09 სექ 2009, 17:15
by GIRA
khoteura
კრახუნას საწინააღმდეგო კი არ მაქვს რამე, უბრალოდ ჩემს ხასიათში გიურჯისტანული, მწარე ღვინოები ჯდება.

კარვის ღვინის კლუბი

Posted: 13 სექ 2009, 11:32
by Makena
როგორც ვატყობ მრავალფეროვანი დეგუსტაცია გველის, მეც მაქვს რამდენიმე საინტერესო ფრანგული და იტალიური ღვინო, ასერომ უახლოეს მომავალში დავდებ თარიღს, შორს გადადება არ ღირს ამ ამბის :)

კარვის ღვინის კლუბი

Posted: 13 სექ 2009, 22:23
by konstantine
ბრწყინვალე აზრია...

+1

კარვის ღვინის კლუბი

Posted: 14 სექ 2009, 00:46
by GIRA
+100

მე კიდე, ქვევრის ნაქებ ღვინოს ვერ ვეღირსე ერთი :lol:

კარვის ღვინის კლუბი

Posted: 29 იან 2010, 14:48
by Makena
მეგობრებო, მგონი ძალიან გადაგვედო ამო ღვინოთა დეგუსტაცია :)
მე გერმანიიდან კიდევ ერთი საინტერესო ღვინო ჩამოვიტანე, მალე დავდებ ზუსტ თარიღს თუ როდის შედგება ღვინოთა დეგუსტაცია, პირობები ყველამ იცით ასერომ მოამზადეთ თქვენი ღვინოები:)

კარვის ღვინის კლუბი

Posted: 29 იან 2010, 21:18
by meleksa
სახლში(კახეთში) დაწურული ''მწვანე'' ჩემზე იყოს... :) :) :)
ძალიან კარგი იდეაა ;) ;) ;)

კარვის ღვინის კლუბი

Posted: 09 თებ 2010, 17:37
by Tamusia
ამ ღონისძიებისთვის ღვონო მეც ვიშოვე, კახურია, ართანიდან

კარვის ღვინის კლუბი

Posted: 09 თებ 2010, 17:38
by qvevri
Tamusia
აბა დააკონკრეტე ვისია? მანდ მეღვინეებს ვიცნობ.

კარვის ღვინის კლუბი

Posted: 09 თებ 2010, 17:46
by Tamusia
მამაჩემის დეიდაშვილის შვილისაა, თემური ქვია. რა გვარია არ ვიცი, დედა კი ჩაჩაური ყავს

კარვის ღვინის კლუბი

Posted: 09 თებ 2010, 17:55
by qvevri
მაგ მხარეში(გაღმა მხარეში) კაი რქაწითელი იცის, განსაკუთრებით კახური.

კარვის ღვინის კლუბი

Posted: 09 თებ 2010, 18:08
by Tamusia
ხოო, მაგათ ღვინოებზე ვარ გაზრდილი :D თავის ნაფარეულის ტყეში ქეიფებით

ამიტომ მაქვს ასეთი დახვეწილი გემოვნება :D

კარვის ღვინის კლუბი

Posted: 09 დეკ 2010, 10:48
by Makena
Makena wrote:იდეა შემდეგში მდგომარეობს:
ჩამოვაყალიბოთ ღვინის კლუბი კარავში :)
მთელი წლის მანძილზე მოგეხსენებათ ბევრ ჩვენთაგანს უწევს საზღვარგარეთ მოგზაურობა, ამ მოგზაურობის დროს შევეცადოთ რომ მოვიძიოთ და შევიძინოთ უცხოური ღვინო თუნდაც ერთი ბოთლი და ჩამოვიტანოთ თბილისში, ვისაც მოგზაურობა არ უწევს შეუძლია ქართული ღვინო მოიძიოს ან შეიძინოს, წელიწადში ერთხელ ან ორჯერ (ისე მეტჯერაც შეიძლება და თან არამგონია ვინმე წინააღმდეგი წავიდეს :lol: ) შევიკრიბოთ სადმე კარგ დარბაზში და მოვაწყოთ ამ ღვინოების დეგუსტაცია, ამ შეკრებას კი დაესწრება მხოლოდ ის კარველი ვინც სადეგუსტაციოდ მოიტანს თუნდაც ერთ ბოთლ ღვინოს(რათქმაუნდა მოწვეული სტუმრებიც გვეყოლება :wink: ), ეს პროცესი მრავალმხრივ სასიამოვნო და სასარგებლო იქნება - მშვენიერ ღვინოებს გავსინჯავთ და ვისიამოვნებთ, ვისწავლით ღვინოების დეგუსტაციას, ეს მთელი ხელოვნებაა, შევძლებთ შევადაროთ უცხოური ღვინოები ქართულ ღვინოებს და დავრწმუნდეთ მართლა ასეთი მაგარი ღვინოები გვაქვს თუ არა, და რაც მთავარია კარგ და სასიამოვნო საღამოს გავატარებთ ერთად, რაც დაგვრჩება კარვის კოლექციაში შევინახავთ და მომავალ დეგუსტაციაზე დავაგემოვნებთ.
:)
:)

კარვის ღვინის კლუბი

Posted: 09 დეკ 2010, 10:52
by Makena
მეგობრებო კარვის ღვინის მოყვარულთა კლუბის ჩამოყალიბება და საამო ღვინოთა დეგუსტაციის საკითხი ცოტა არ იყოს უყურადრებოდ მიგვრჩა, თუმცა გპირდებით ამ ამბავს მალე გამოვასწორებ და პირველ დეგუსტაციას უახლოეს მომავალში დავნიშნავთ :)
მინდა წინასწარ გაცნობოთ რომ რამდენიმე საუცხოო ღვინო მაქვს ამ დეგუსტაციისატვის გადადებული :wink:

კარვის ღვინის კლუბი

Posted: 09 დეკ 2010, 11:18
by lama
Makena
შენ გაიხარე :)

კარვის ღვინის კლუბი

Posted: 09 დეკ 2010, 12:43
by leo1
მაგარი იდეაა!!!
მე UK-ში ზუსტად ასეთ კლუბში ვიყავი ჩემ უნივერსიტეტში. დღესაც შენახული მაქვს მისი წევრის მოწმობა
კიდებ დამატება: როდესაც დეგუსტაციის სესიებს მოვაწყობთ - შეგვიძლია ვინმე მცოდნე მეღვინე ან ისე განათლებული ადამიანი მოვიწვიოთ ხოლმე ვინც ამ ღვინის მოყვანაზე, გაკეთებაზე და თვისებებზე 10-15 წუთიან ლექციასავით ჩაგვიტარებს.