ოდესმე, სადმე ხომ არ წავსულიყავით... და სხვა ასეთი იდეები
Moderators: Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia
-
Tamari-ch.
- იეტი
- Posts: 10747
- Joined: 23 აპრ 2008, 20:31
- Location: Tbilisi
Post
by Tamari-ch. » 21 აპრ 2009, 19:10
სავარაუდოდ, უნდა გავიდეთ პარასკევ ღამეს და იქიდანა ეგრე - კვირას წამოვალთ.
ქუთაისი I:0:35 თბილისი-სამგ: 05:45
სამსახური არა გაქვთ ხალხო?
-
ARCHILI
- იეტი
- Posts: 8437
- Joined: 13 ივნ 2007, 13:08
Post
by ARCHILI » 21 აპრ 2009, 19:19
Tamari-ch. wrote:სავარაუდოდ, უნდა გავიდეთ პარასკევ ღამეს და იქიდანა ეგრე - კვირას წამოვალთ.
ქუთაისი I:0:35 თბილისი-სამგ: 05:45
სამსახური არა გაქვთ ხალხო?
მე, მაგალითად, ოთხ ადგილას ვმუშაობ..
და ორშაბათს გამთენიისას რომ ჩამოვდივართ, სახლში მისვლასაც და გამზადებასაც ვასწრებთ...
აპრობირებული მეთოდია...
ცოტა უძილობას კი ვუჩივით ხოლმე, მაგრამ... ამდენი სიამოვნების მერე ცოტა უძილობასაც არ დავუჩივლოთ?
======================================================
რა მაგის პასუხია და ვინმემ თუ იცის, საჩხერიდან როგორ უნდა წავიდეთ და სად?
პაუნა!
პაუნა!
პაუნა!
ვითხოვთ პაუნას!

-
caucasica
- იეტი
- Posts: 1238
- Joined: 02 ივნ 2006, 22:11
-
Contact:
Post
by caucasica » 21 აპრ 2009, 19:48
ზემოიმერეთი მრთლაც "აუთვისებელია" კარველების მიერ არადა მაგრად "გლიჯავს" გუშინწინ ჩამევიარე კაცხის სვეტთან.... მღვიმეებიც ბევრია მარტო ჩემს სოფელში 2 საკმაოდ დიდი მღვიმე თუ გამოქვაბულიაა..... ისე საჩხერეშიც ძალიან საინტერესო ობიექტებია მე ყველაზე პოპულარულებს გაგახსენებთ მოდინახეს ციხე და სხვიტორი....
არჩილ მატარებელი რად გჭირდება ვერ ვხვდები თან 10+4 ლარს იხდი საჩხერეში მოსახვედრად, როცა ზალიან კომფორტული ავტობუსი 10 ლარი ჭიათურამდე ღირსსს....
-
ARCHILI
- იეტი
- Posts: 8437
- Joined: 13 ივნ 2007, 13:08
Post
by ARCHILI » 21 აპრ 2009, 19:53
caucasica wrote:
არჩილ მატარებელი რად გჭირდება ვერ ვხვდები თან 10+4 ლარს იხდი საჩხერეში მოსახვედრად, როცა ზალიან კომფორტული ავტობუსი 10 ლარი ჭიათურამდე ღირსსს....
მატარებლის პლიუსი ისაა, რომ დილის ცხრისთვის უკვე იქ ვიქნებით, რასაც ავტობუსით ვერ მოვახერხებთ...
თან უკეთესი პონტია რა...
სად ავტობუსი და სად - მატარებელი + "ელექტრიჩკა"
კავკასიკ, ძმობაში აგვიხსენი რა სად და როგორ მივიდეთ? აზრზე არ ვარ, გარდა იმისა, რომ ჩავალთ საჩხერეში...
საჩხერეში კი ვისვენებდი, საირხე-სხვიტორი და კიდევ სადღაც-სადღაც, მაგრამ ეგ მხარე არ ვიცი როგორ მივიდე.

-
caucasica
- იეტი
- Posts: 1238
- Joined: 02 ივნ 2006, 22:11
-
Contact:
Post
by caucasica » 21 აპრ 2009, 20:47
ARCHILI
ჯერ ჩამოყალიბდით რა გინდათ, ბევრი შემოიხედავ აქანა და დაამატებს სანახავ რაცხეებსსსსს....ჯერ კი იმას გეტყვი რომ კაცხის სვეტი ჭიათურასთან უფრო ახლოსააა.
ჭიათურაში მოხვედრის 2 გზაა მოკლე თბილისიდან-საჩხერე და ჭიათურა. ან გრძელი თბილისი-ზესტაფონი-ჭიათურა.
-
Tamusia
- იეტი
- Posts: 2196
- Joined: 21 აპრ 2007, 19:17
Post
by Tamusia » 21 აპრ 2009, 22:02
საჩხერის ზევით, ტრანსპორტით საათი-საათნახევარი სავალზე არის ჯრუჭის მონასტერი, იქვეა სოფელი, მდინარე და მშვენიერი ბუნება. მგონი მაგაზე ზემო იმერეთი არც არსებობს. ჯერ მანდ, შაბათს და მერე კაცხში არ გინდათ?
როგორა ხაარო, და ფეხითა ვაარო
-
გვალდა
- იეტი
- Posts: 2222
- Joined: 15 ივლ 2004, 12:49
-
Contact:
Post
by გვალდა » 21 აპრ 2009, 22:09
ვაიმე, ის ეკლესია როდის აშენდა კაცხის სვეტის "კაცხზე"?

სვანეთოლოგი
-
Nini_A
- იეტი
- Posts: 1062
- Joined: 05 აგვ 2008, 17:11
- Location: GEORGIA
Post
by Nini_A » 21 აპრ 2009, 22:11
Vouloir c' est Pouvoir!

-
qvevri
- ქვევრი
- Posts: 7185
- Joined: 13 მაი 2007, 22:57
Post
by qvevri » 21 აპრ 2009, 22:12
Nini_A
მე გამახსენდა

-
Nini_A
- იეტი
- Posts: 1062
- Joined: 05 აგვ 2008, 17:11
- Location: GEORGIA
Post
by Nini_A » 21 აპრ 2009, 22:16
Vouloir c' est Pouvoir!

-
pauna
- მაწანწალა
- Posts: 1991
- Joined: 29 მარ 2005, 10:49
- Location: ვარკეთილი
Post
by pauna » 21 აპრ 2009, 23:31
კაცხის სვეტი, კირქვის სვეტისებრი დენუდაციური „მოწმე“ — შთენილი კლდე მდებარეობს ჭიათურის რაიონის ტერიტორიაზე, მდინარეების კაცხურისა (ყვირილის მარჯვენა შენაკადი) და ღვითორის (ბუჯის მარცხენა შენაკადი) წყალგამყოფზე. სიმაღლე 40 მეტრია.
ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ კაცხის სვეტი თავდაპირველად მონოფიზიტ განდეგილთა სამყოფელს წარმოადგენდა, თუმცა ეს მოსაზრება საყოველთაოდ არაა გაზიარებული, სათანადო არგუმენტაციის არქონის გამო. სვეტის ზედა ბაქანზე დგას ორი მცირე ზომის ეკლესია (დღეისათვის ერთერთი მათგანი აღდგენილია). ასეთ ადგილებში სამლოცველოების აგებას მკვლევრები უკავშირებენ მესვეტეობას, რომელიც VI საუკუნეში გავრცელებული იყო ქინა აზიასა და, უპირველეს ყოვლისა, სირიაში, რომელთანაც ქრისტიანულ საქართველოს მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა. ერთი ეკლესია (V ს.) მშრალადაა ნაშენი ადგილობრივად მოპოვებული უხეშად დამუშავებული ქვით, აფსიდი კლდეშია გამოკვეთილი. მეორე (VI ს.) ნაგებია ქვემოდან აზიდული კარგად გათლილი კვადრებით, აქვს კრიპტა (ქვედა სართული - სამარხი). არავინ იცის ზუსტად როდის შეწყდა რელიგიური ცხოვრება კაცხის სვეტზე, მაგრამ ვახუშტი ბატონიშვილის დროს აქ ბერები აღარ მოღვაწეობდნენ. კაცხის სვეტის არქიტექტურული ძეგლები 1944 წელს ალექსანდრე ჯაფარიძის ხელმძღვანელობით მთასვლელთა ჯგუფმა ინახულა. დღეისათვის კაცხის სვეტზე ასვლა ალპინისტური აღჭურვილობის გარეშე შეუძლებელია, თუმცა უკვე მიმდინარეობს ასასვლელის მშენებლობა, რაც უახლოეს მომავალში ნებისმიერ მსურველს მისცემს საშუალებას უფრო ახლოს გაეცნოს ამ იდუმალ ისტორიულ ძეგლს.
მარშიტის დადგენაზე ეხალ ვჩალიცობ....


-
ARCHILI
- იეტი
- Posts: 8437
- Joined: 13 ივნ 2007, 13:08
Post
by ARCHILI » 21 აპრ 2009, 23:33
pauna
შენივე ტერმინი უნდა გამოვიყენო:
კუმირი ხარ!!!

-
pauna
- მაწანწალა
- Posts: 1991
- Joined: 29 მარ 2005, 10:49
- Location: ვარკეთილი
Post
by pauna » 21 აპრ 2009, 23:42
ისე ამ ეკლესიას ნახავ იქნებოდა ურიოო... სხვა სტილისა ნამდვილად
მე "ბანსა" მივამზგავსე წრიულობის გამოო
არცილ მატარებელი აუცილებელია? და კიდე არ ვიცი წყველაზე ახლოს სად გაცერდება მატარებელი სოფელ კაცხთან?
-
Ketis
- ბოდიალა
- Posts: 148
- Joined: 24 ნოე 2008, 15:20
- Location: Mother earth