თავკავთა

ოდესმე, სადმე ხომ არ წავსულიყავით... და სხვა ასეთი იდეები

Moderators: Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
თავკავთა

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 09 მარ 2009, 17:00

Gvalva wrote:pataputina

ჩემთვის გამარჯობას ბევრჯერ უთქვამს რომ ძალიან უნდა კარავზე იგეგმებოდეს პარალელური გასვლები
მართლაც, 20ნებად მაქვს ქცეული, "კარავზე" პარალელური გასვლები იგეგმებოდეს.
უნდა ვაღიარო, რომ 15ში თავკავთასა და კვეტერას შორის რომ ყოფილიყო არჩევანი, ამ უკანასკნელს ამოვირჩევდი.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
თავკავთა

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 15 მარ 2009, 22:28

pataputina
აბა, თავკავთის ლაშქრობის გეგმას როდის შემოგვთავაზებ?
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
imerkhevli
მაწანწალა
Posts: 540
Joined: 21 ნოე 2008, 23:35
Contact:
თავკავთა

Post by imerkhevli » 15 მარ 2009, 23:56

თუ კვირა დღე დაემთხვევა სიამოვნებით წამოვალ........ :D

User avatar
Giorgi Bagrationi
მაწანწალა
Posts: 780
Joined: 12 ოქტ 2005, 22:46
Location: Tbilisi
Contact:
თავკავთა

Post by Giorgi Bagrationi » 16 მარ 2009, 00:16

თავკავთაზე წასვლას აპრილის მეორე ნახევარში გირჩევთ.
თანაც თუ ღამის თევით წახვალთ გირჩევთ კავთისხევის ხვედრელიანთუბნიდან ჯერ ქსილისზე "ობოლ კლდეებთან" ახვიდეთ საიდანაც მშვენიერი ხედი იშლება და ნასაოფლარ ბოტისთან დაეშვათ (სადმე კარავს გაშლით ღამისგასათევად). მეორე დღეს თავკავთაზე ახვალთ, რომელსაც უკნიდან დაადგებით (გაითვილისწინეთ რომ თავკავთაზე წყალი არაა), მოინახულებთ და კავთურისკენ დაეშვებით ნასოფლარ პარეტისთან. თუ დრო დაგრჩათ ქვათახევსაც ნახავთ, თუ არა და მაღალაანთ კოშკს და ეკლესიას ხომ უცილობლად გაივლით.

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
თავკავთა

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 16 მარ 2009, 01:48

Giorgi Bagrationi
თელათგორი-ლავრადან გადასვლაზე რას ფიქრობ?
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
Giorgi Bagrationi
მაწანწალა
Posts: 780
Joined: 12 ოქტ 2005, 22:46
Location: Tbilisi
Contact:
თავკავთა

Post by Giorgi Bagrationi » 16 მარ 2009, 03:19

თელათგორი-ლავრიდანაც შეიძლება, მაგრამ მოკლეზე თუ წახვალ ქარაფებს მიადგები და გზა კარგად უნდა იცოდე, რომ ქედზე "დაჯდე" და საკურთხისთან მიხვიდე საიდანაც თავკავთაზე დაეშვები; მაგრამ ქსილისის გზას სხვა უპირატესობები აქვს:
1. ქსილისის მთაზე ასვლა (საიდანაც უკეთესი პანორამა იშლება ქართლის ველებზე და თრიალეთზე.
2. უფრო მრავალფეროვანი ბუნება (ტყეს ენაცვლება ამორფული ფორმის კლდეები, ე.წ. "ობოლი კლდეები", ბევრია წიწვნარში სასიარულო, თან კარგა ხანი კავთურას ჩამოუყვები თავისი პატარ-პატარა მორევებით და ჩანჩქერებით)
3. აღმართ-დაღმართის არამომაბეზრებელი მონაცვლეობა.
4. მიტოვებულ სოფლებში ხილის ბაღებში "სუსნაობა" (თუმცა აპრილში ჯერ მხოლოდ აყვავებული იქნება)
5. უფრო მოშორებული იქნებით "ცივილიზაციას"

ასე რომ გადაწყვიტეთ :wink:

User avatar
burdula
იეტი
Posts: 1674
Joined: 11 სექ 2008, 12:10
Location: city of blinding lights
თავკავთა

Post by burdula » 16 მარ 2009, 13:38

Giorgi Bagrationi wrote:თელათგორი-ლავრიდანაც შეიძლება, მაგრამ მოკლეზე თუ წახვალ ქარაფებს მიადგები და გზა კარგად უნდა იცოდე, რომ ქედზე "დაჯდე" და საკურთხისთან მიხვიდე საიდანაც თავკავთაზე დაეშვები; მაგრამ ქსილისის გზას სხვა უპირატესობები აქვს:

აშკარად ეს ვარიანტი უკეთესია
bag,music and a long road...

User avatar
KSOVRELI
მაწანწალა
Posts: 922
Joined: 03 სექ 2008, 19:04
Location: თბილისი
თავკავთა

Post by KSOVRELI » 17 მარ 2009, 13:46

Image

აი, რუკა. წითელი ხაზით ნაჩვენებია მარშრუტი, რომელიც შარშან გავიარეთ. დავიწყეთ ლავრისხევიდან და ტყე-ტყე გადავედით ქვათახევში. მართალია, ბილიკი დავკარგეთ და, როდესაც ქვათახევი დავინახეთ, პირდაპირ დავეშვით. შემდეგ ავედით პარასიტებში და იქ დავეცით ბანაკი. კარგი ადგილია, "კეთილმოწყობილი", მდინარეც იქვეა (კავთურაზე არ მოგახსენებთ).
მეორე დღეს კი თავკავთაზე ავედით (მაქსიმუმ 1 საათი). გვეგონა ამ დასაკარგავში მარტონი ვიქნებოდით, მაგრამ ნურას უკაცრავად. 10:00 საათის შემდეგ დაიწყეს ამოსვლა ყველანაირი ასაკის ადამიანებმა - საკლავი მოჰყავდათ. ჰოდა, ჩვენ მალევე წამოვედით.

შესანიშნავი ადგილია. ღირს წასვლა.
არ დალიო ნატახტარი - საწამლავია.

User avatar
KSOVRELI
მაწანწალა
Posts: 922
Joined: 03 სექ 2008, 19:04
Location: თბილისი
თავკავთა

Post by KSOVRELI » 17 მარ 2009, 13:53

Image

აი, ამ კეთილმა პაპამ მიგვასწავლა გზა. პარასიტებში შეგვხვდა თავისი ჯალაბობით. მიუხედავად იმისა, რომ სიძის გარდაცვალების ამბავი აუწყეს, მანამ არ დაგვტოვა, სანამ ბოლომდე არ აგვიხსნა\დაგვიხაზა მარშრუტი. გამოთხოვებისას 1.5 ლიტრი კარგი ღვინო და მცირეოდენი საგზალიც დაგვიტოვა.
არ დალიო ნატახტარი - საწამლავია.

User avatar
pataputina
იეტი კი არა და...
Posts: 5201
Joined: 10 სექ 2007, 14:29
Location: ვალპე
თავკავთა

Post by pataputina » 17 მარ 2009, 13:53

Giorgi Bagrationi wrote:თელათგორი-ლავრიდანაც შეიძლება, მაგრამ მოკლეზე თუ წახვალ ქარაფებს მიადგები და გზა კარგად უნდა იცოდე, რომ ქედზე "დაჯდე" და საკურთხისთან მიხვიდე საიდანაც თავკავთაზე დაეშვები; მაგრამ ქსილისის გზას სხვა უპირატესობები აქვს:
1. ქსილისის მთაზე ასვლა (საიდანაც უკეთესი პანორამა იშლება ქართლის ველებზე და თრიალეთზე.
2. უფრო მრავალფეროვანი ბუნება (ტყეს ენაცვლება ამორფული ფორმის კლდეები, ე.წ. "ობოლი კლდეები", ბევრია წიწვნარში სასიარულო, თან კარგა ხანი კავთურას ჩამოუყვები თავისი პატარ-პატარა მორევებით და ჩანჩქერებით)
3. აღმართ-დაღმართის არამომაბეზრებელი მონაცვლეობა.
4. მიტოვებულ სოფლებში ხილის ბაღებში "სუსნაობა" (თუმცა აპრილში ჯერ მხოლოდ აყვავებული იქნება)
5. უფრო მოშორებული იქნებით "ცივილიზაციას"

ასე რომ გადაწყვიტეთ :wink:
ჰხო....მგონი ეს ვარიანტი სჯობს არა?

:roll:

ვინმემ იცის ზუსტად გზა?...

კი არა და

აპრილის პირველივე კვირაში თუ მოვასწრებთ
თუ არადა
მაისამდე გადაინაცვლებს ალბათ
ბზობა-აღდგომა-სამეგრელო
იგეგმება შემდეგ კვირებში და.... :roll:
ბედნიერებაა რომ ვარსებობ, თორემ ნაღველს მივეცემოდი

http://pataputina.blogspot.com/
http://www.flickr.com/photos/me-xato

User avatar
KSOVRELI
მაწანწალა
Posts: 922
Joined: 03 სექ 2008, 19:04
Location: თბილისი
თავკავთა

Post by KSOVRELI » 17 მარ 2009, 13:56

Image
არ დალიო ნატახტარი - საწამლავია.

User avatar
pataputina
იეტი კი არა და...
Posts: 5201
Joined: 10 სექ 2007, 14:29
Location: ვალპე
თავკავთა

Post by pataputina » 17 მარ 2009, 13:57

KSOVRELI
ანუჰხთ
გზა იცი
ხომ?

კი არა და

ხომ მოდიხარ?
მოდიხარ ხომ?
ე.ი.
მოდიხარ

:D
ბედნიერებაა რომ ვარსებობ, თორემ ნაღველს მივეცემოდი

http://pataputina.blogspot.com/
http://www.flickr.com/photos/me-xato

User avatar
burdula
იეტი
Posts: 1674
Joined: 11 სექ 2008, 12:10
Location: city of blinding lights
თავკავთა

Post by burdula » 17 მარ 2009, 13:59

ბოლობოლო როდის წავთავკავათდეთ? :roll:
bag,music and a long road...

User avatar
KSOVRELI
მაწანწალა
Posts: 922
Joined: 03 სექ 2008, 19:04
Location: თბილისი
თავკავთა

Post by KSOVRELI » 17 მარ 2009, 14:02

pataputina
:roll: აბა, რა მოგახსენოთ, თქვენო ბრწყინვალებავ?
იქამდე დიდი დროა.........
არ დალიო ნატახტარი - საწამლავია.

User avatar
pataputina
იეტი კი არა და...
Posts: 5201
Joined: 10 სექ 2007, 14:29
Location: ვალპე
თავკავთა

Post by pataputina » 17 მარ 2009, 14:09

burdula
4-5 აპრილს

ან

მაისში

:roll:

არ ვიცი...ვინ მოდის... ვის როდის უფრო აწყობს

მმმ

კი ეციება აპრილში
მაგრამ
მაინც კარგი იქნება

:oops:

KSOVRELI

ვამცირებთ იქამდე დროს
კი არა და
წავვიდეთ
წავიდეთ
წავიდეთ
ბედნიერებაა რომ ვარსებობ, თორემ ნაღველს მივეცემოდი

http://pataputina.blogspot.com/
http://www.flickr.com/photos/me-xato

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]