26 მოსულა :(

ოდესმე, სადმე ხომ არ წავსულიყავით... და სხვა ასეთი იდეები

Moderators: Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
26 მოსულა :(

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 17 ივნ 2008, 01:01

26ში იეტი ვარდანაული ხევსურულ-მოხევური საღამოს გამართვას მოტავეობს და გვერდით დავუდგეთ.
ვიმედოვნებ, დეტალებს თავად გვაცნობებს.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
26 მოსულა :(

Post by Mta Mkvarebia » 17 ივნ 2008, 09:07

GAMARJOBA SAKARTVELO wrote:26ში იეტი ვარდანაული ხევსურულ-მოხევური საღამოს გამართვას მოტავეობს და გვერდით დავუდგეთ.
ვიმედოვნებ, დეტალებს თავად გვაცნობებს.
აქ ვართ! :)
Image

User avatar
chuna
იეტი
Posts: 1877
Joined: 14 თებ 2006, 00:46
Location: tbilisi
26 მოსულა :(

Post by chuna » 17 ივნ 2008, 09:16

ძვირფასო პაატა! მიგულე შენს გუნდში! დამავალე, რაც გინდა! მაგარი "ისპალნიწელი" ვარ-არ დაგაღალატებ! უბრალოდ არ ვიცი რა არის საჭირო!!!!!!!!!

ხევსურები მარტო შენ ხომ არ გიყვარს! და როგორც ვიცი, არც ისინი არიან გულგრილნი "კარაველების" მიმართ!

ხოდა...................

"მზად ვართ მარად,
შენდა გასახარად!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
26 მოსულა :(

Post by lama » 17 ივნ 2008, 10:47

თემა გავხსენი და დახურეო - პაატამ :( არ მინდა რომ გაჟღერდესო :(
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
26 მოსულა :(

Post by namcecuna » 17 ივნ 2008, 12:11

lama wrote:თემა გავხსენი და დახურეო - პაატამ :( არ მინდა რომ გაჟღერდესო :(
კი მაგრამ, რატომ???
არ მიგვიღებენ კარავალებს???

არადა შარშან მანდ რომ არ მოვხვედრილიყავი საერთოდაც ვერ გავიგებდი "კარავი"-ს არსებობის შესახებ ალბათ :wink:

ვერაფერი გავიგე, მართლა :cry:
წამო, ზღაპარში ...
Image

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
26 მოსულა :(

Post by lama » 17 ივნ 2008, 12:14

...
Last edited by lama on 17 ივნ 2008, 13:09, edited 1 time in total.
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
popins
იეტი
Posts: 4592
Joined: 21 დეკ 2006, 10:10
Location: saburtalo,burtit unda viburtao
26 მოსულა :(

Post by popins » 17 ივნ 2008, 12:15

ხედავ შენ რას შობა განქორწინება :?: ..

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
26 მოსულა :(

Post by guruli » 17 ივნ 2008, 12:51

ჰოო - მსგავსი საღამოების ორგანიზებაში დიდი სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას. თანაც - შარშანდელზე ბევრად აქტიურად. ცხადია, თუ ვინმეს ენდომება ჩემი დახმარება, თუ არადა, მაყურებლად მაინც მივალ.

User avatar
popins
იეტი
Posts: 4592
Joined: 21 დეკ 2006, 10:10
Location: saburtalo,burtit unda viburtao
26 მოსულა :(

Post by popins » 17 ივნ 2008, 12:54

გაჟღერება რა ვიოლინოა?

იქნებ გახმაურება?

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
26 მოსულა :(

Post by lama » 17 ივნ 2008, 13:07

popins wrote:გაჟღერება რა ვიოლინოა?

იქნებ გახმაურება?
არ არის მიღებული შენიშვნა


ციტირება იყო :)


ბრჭყალები გამომრჩა :)
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
popins
იეტი
Posts: 4592
Joined: 21 დეკ 2006, 10:10
Location: saburtalo,burtit unda viburtao
26 მოსულა :(

Post by popins » 17 ივნ 2008, 15:57

არასწორად თქმულის ციტირება იყოო

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
26 მოსულა :(

Post by Gvalva » 17 ივნ 2008, 19:05

:) მაგარი ამბები ყოფილა!!

არ მოველოდი!!

შარშან ხევსურული საღამო კარავმა ჩაატარა. იდეიდან დაწყებული, დასახელება, ადგილი, ფორმატი ყველაფერი აქ განიხილებოდა და საერთო აზრამდე მივდიოდით.

მერე მისი ორგანიზება დიდი საერთო ფუსფუსი იყო და ყველას სიამოვნებდა რომ ამ საქმეში წვლილი შექონდა!

საკმაოდ ბევრმა კარაველმა ამ საქმეს არც ისე ცოტა ძალისხმევა, დრო და სახსრები შეალია!!

ჩემი აზრით, ყველაფერი ამის გათვალისწინებით, ერთ ერთი კარაველის მიერ ეხლა გამოცხადება, რომ ეხლა უკვე გაკვალულ გზაზე მარტო მე უნდა გავიარო და კარავზე ეს რომ ითქვას არც კი მინდაო, ძალიან რბილად რომ ვთქვა უხერხულია...

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
26 მოსულა :(

Post by Archil » 17 ივნ 2008, 19:47

მაინც ვერ გავიგე პაატა რა შუაშია....

არ მინდა და არ გავიგებ... იცით თქვენ ჩემი ამბავი....

ხევსურული საღამოს ჩატარებაზე ექსკლუზივი კარავს არავისგან არ აუღია, ვისაც უნდა იმან ჩაატაროს, თუ კარგად გამოუვა, ყველას გაგვიხარდება, თუ ისე რა, გული დაგვწყდება...

კარავმა შარშან ჩაატარა ხევსურული საღამო - ხალხი კმაყოფილი წავიდა. ისე, სიმართლე რომ ითქვას, მაგ საღამომ შეცვალა კარავი - ძალიან ბევრი ახალი კარაველი მოაწყდა კარავს და ძველი წეს-წყობილება დაირღვა და ძალიან ბევრი ახალი (კარგიც და ცუდიც) რამე შემოვიდა საკარვეთში.

მაშინ მახსოვს როგორ კეთდებოდა საღამო - სიმბოლური რიცხვიც მახსოვს - 115. ეს ის თანხაა, რა თანხითაც მოახერხა კარავმა საღამოს ჩატარება. სიმბოლური კი იმიტომ გახდა ეს რიცხვი, რომ ეს რიცხვი უჩვენებს, რომ მთავარი თანხები კი არაა, არამედ მონდომება, ერთად ყოფნა და ერთად ქმნაა. საქართველოს დღევანდელ გერბზეც ერთობა წერია ;)

მაშინ ყველა ჩართული იყო ამ საქმიანობაში, ალალად, დაუზარებლად, ყველაფერი გვალვას სახლში, ყოველი დეტალი საათობრივი კამათის შემდეგ წყდებოდა, ყოფილიყო თუ არა ხევსურული ლუდი, გამოეტანათ თუ არა გასაყიდად ხევსურული ნაწარმი, თბილისელ ხევსურებს თუ მხოლოდ ხევსურეთში მცხოვრებ ხევსურებს მიეღოთ მონაწილეობა...

ეხლაც მახსოვს მაშინდელი ხალისი და მონდომება, ხალხს ვის რა გაეკეთებინა, აღარ იცოდნენ, იმდენად იყო განაწილებულ-დანაწილებული - თთო აფიშის გასაკრავად სამი კაცი იყო გამოყოფილი მახსოვს :)

ამგვარად შედგა "ხევსურული საღამო".

ასე რომ სადაც მონდომება და ერთად ყოფნა არაა, იქ ცალად ყოფნა და ვერ შეძლებაა...

უნდა ეხლა კარავს საღამოების მოწყობა? ვართ ამაზე მონდომებულები? თუ გვინდა ვქნათ, გვიქნია და დავნიშნოთ თარიღი. თუ პირველმა აღტკინებამ ჩაიარა და ეხლა სხვა საგმირო საქმეებზე ვართ მოტივირებული, ვქმნათ ის "სხვა საგმირო საქმეები" და ვაცალოთ სხვებს საღამოების მოწყობა. მარა მგონი ამ ბოლო დროს კარაველებს უფრო პანსიონოტობანა გვიხარია...

ასე რომ...

გვინდა საღამოს მოწყობა?

მაშინ ვქნათ.... და ეგაა...

თუ არადა....

კარაველებმა ჩვენი საქმე ვიცით...
ტყე და ღრე..
კლდე და მთა..
მდინარე და ტბა...
ეგაა ჩვენი ასავალ-დასავალი....


გაუმარჯოს კარავს !!!! :lol: :lol: :lol:
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
popins
იეტი
Posts: 4592
Joined: 21 დეკ 2006, 10:10
Location: saburtalo,burtit unda viburtao
26 მოსულა :(

Post by popins » 17 ივნ 2008, 19:58

აცალეთ პაატა.გეს შეიგრძნოს დიდება.. :lol:

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
26 მოსულა :(

Post by ARCHILI » 17 ივნ 2008, 20:05

Archil wrote:
გაუმარჯოს კარავს !!!! :lol: :lol: :lol:

ვაშა, ვაშა, ვაშა !!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

(როდინა, მატ, ზავიოტ -- არა რა ეს რუსული ტექსტები არ ვარგა ქართული ასოებით, მსუყე ლუკმაა)

:lol: :lol: :lol:

მიუხედავად იმისა, რომ მუსიე Archil-ის ნააზრევიდან დიდი ვერაფერი გავიგე, მას თავისუფლად (ნაწერს) შეიძლება ეწოდოს "მოგონებანი გარდასულ დღეთა (იქნებ ამ სათაურის თემაც გაგვეხსნა ზოგად საუბრებში?... -- ნუ, ეს მერე იყოს)...

მე რამდენადაც მოვლენებიდან დასკვნა გამოვიტანე, ვვარაუდობ, რომ ხევსურული საღამოების კეთება ავტორიზებულია და ამ უფლებაზე მონოპოლია ჩვენს ძმასა და მეგობარს, პაატას აქვს...

ანუ, ხევსურეთი პრი - პაატა - ვატიზირებულია რა :wink:

ვფიქრობ, ასეთი საღამოების არსი, ისევე, როგორც შედეგი, მართლაც ერთობლივობაა...

კარავი ერთიანი და ერთი მთლიანია... აქ ყველას ერთი სული ამოძრავებს და არ იქნება ლამაზი, თუ რომელიმე ჩვენგანი ამ ერთიანობის სიმბოლოს რღვევას დაიწყებს...

თუმცა, მეორე მხრივ, სიამოვნებით ვგულშემატკივრობ პაატას, როგორც მსურველს რამე კარგი გააკეთოს... ცუდი მხოლოდ ის არის, მეგობრები რომ ცოტა არ იყოს და აფსაიტში მოაქცია...

ვფიქრობ, ჩვენ უნდა ვიყოთ უფრო დემოკრატიულები:

თუ პაატას არ სურს კარავი დაეხმაროს - კეთილი, ნუ მიიღებს დახმარებას...
თუ მას არ სურს, მომხდარის კარაველები დაესწრნონ - კეთილი, ნუ დავესწრებით...

და ა.შ.

თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში გავიზიარებთ მის სიხარულს და თუ კარგ რამეს გააკეთებს, ეს მეც, პირადად და დარწმუნებული ვარ ყველა ჩვენგანს გაგვიხარდება...

გაუმარჯოს კარავს !!!! :lol: :lol: :lol:

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]