1.4. მიწისზედა ტრანსპორტი
სამარშრუტო ტაქსები და ავტობუსები მრავლადაა ბაქოში, ასე რომ გადაადგილების პრობლემა არაა. ისეთივე ბარდაკია რაც აქ. რომელი ტრანსპორტი სად დადის არ მახსოვს, იკითხეთ. ფასი თუ სწორად მახსოვს 20 გეპიკი.
2. კვება
სწრაფი კვების პუნქტები ძაააალიან ბევრია, დონერები (შაურმა) ყოველ ნაბიჯზეა და როგორც წესი ძალიან გემრიელი. აი მარხულებს გაუჭირდებათ

ვინაიდან აზერბაიჯანი მუსულმანური ქვეყანაა, იქ მარხვის ცნება არ არსებობს... (რამადანი სხვა პონტია) ვეგეტარიანელებიც არ მინახავს... ასე რომ... მარხულებს მოუწევთ საგულდაგულოდ არჩიონ რა ჭამონ... სამწუხაროდ არ შემხვედრია არანაერი ვეგეტარინული კაფე.
თევზი თუ ხსნილია, მაშინ უკეთაა საქმე, თევზეული ბაქოში ბევრია, თუმცა არასწრაფი კვება... ძირითადად ასეტრინაზეა საუბარი. საკმაოდ ძვირი სიამოვნება კი არის. ისე ამ საკითხში შეიძლება ნატა დაიხმაროთ (გოგას აქვს მისი ნომერი) ყოველ შემთხვევაში მარხულებს ვურჩევ საგზალი წაიღონ.
ვისაც ეს პრობლემები არ აღელვებს: ვინაიდან ისლამია, არაა ღორის ხორცი (გამონაკლისი ქართული რესტორანები. ისე ქართულ რესტორანებში შეიძლება ალბათ სამარხვო კერძების შოვნა)
სამაგიეროდ ცხვრის ხორცი იმდენია იცოცხლეთ.
ცხვრის, საქონლის და ქათმის ხორცის კერძები ძალიან ბევრია, უამრავი ფლავი, ქაბაბები (მინიმუმ 10 სახეობა ვიცი) და ტკბილეული.
ბაქოში კვება არ ღირს იაფი. დონერი მგონი 1.5 მანათი იყო... სხვა არ ვიცი, სექტემბერში რესტორანების ხასიათზე არ ვიყავი.
გირჩევთ ორ კოლორიტულ მაგრამ ძვირ რესტორანს:
1.
ქარავან-სარაი მდებარეობს ძველ ქალაქში, ცნობილ გიზ გალასთან (ქალწულის კოშკი) ახლოს.. (ხიდზე გადადიხარ და ვიწყო დასასვლელში გახვალ თუ არა მაშინვეა) რესტორანი ძველ ქარვასლაშია გაკეთებული, ძალიან კოლორიტულია. ქარვასლის მეორე ნაწილი ჩაიხანაა. ძალიან კარგი ჩაი, აღმოსავლური კოლორიტი, ფახლავა, მურაბა, ნარდი (მგონი ნარგილიც). ჩაი ღირდა მგონი 3 მანათი, ფახლავით ან მურაბით 5 მანათი.
2. სახელი არ ვიცი, გიზ გალასიდან მარცხნივაა, (ადრე საქ. საელჩო იყო მაქეთ) ესეც ქარვასლა იყო, რესტორანი შიდა ეზოშია, ქარვასლა ორ სართულიანია, მეორე სართულზე საინტერესო ხალიჩებია. გირჩევთ ხალიჩების დათვალიერებისას არ თქვათ საიდან ხართ და საერთოდ არცერთ გასაგებ ენაზე არ ისაუბროთ, ისე შეგაბავენ მტრისას... მარა ინტერესისთვის დათვალიერება ღირს). რესტორანის მენიუს და ფასების შესახებ ნატას ჰკითხეთ.
ტკბილეულიდან აუცილებლად უნდა ჭამოთ - ფახლავა, შექერ ბურა, გოღალი.
კარგი საკონდიტრო: ძველ ქალაქთან, მერიის პირდაპირ არის "სკაზკა" (ქუჩის სახელი არ მახსოვს, მერიას უნდა აცდეთ, საპირისპირო მხარესაა).
ტკბილეული სად იყიდოთ ნატას ჰკითხეთ, დედამისს ეცოდინება.