დიდი მაზიანი

ოდესმე, სადმე ხომ არ წავსულიყავით... და სხვა ასეთი იდეები

Moderators: Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
Bocho
მაწანწალა
Posts: 736
Joined: 26 სექ 2006, 14:21
Location: Tbilisi
დიდი მაზიანი

Post by Bocho » 15 სექ 2007, 20:57

ilia
არც უნდა 1 საათი...
Анархия Мать Порядка

User avatar
Giorgi Bagrationi
მაწანწალა
Posts: 780
Joined: 12 ოქტ 2005, 22:46
Location: Tbilisi
Contact:
დიდი მაზიანი

Post by Giorgi Bagrationi » 15 სექ 2007, 21:17

1 საათში კი არა, ნიძლავზე 30 წთ-ში ავალ :wink:

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
დიდი მაზიანი

Post by Archil » 15 სექ 2007, 21:38

მადლობელი ვარ მოლოცვებისათვის,

პირველებმა ადმინმა და თვით ნიკამ მომილოცეს (უბრალოდ გვალვა უფრო ახლოს იყო და იმიტომ გამოუვიდა 5 წამით ადრე).

დანიშნულ ადგილას 10 წუთის დაგვიანებით მივედი, 8:10-ზე. შადრევანტან არავინ ცანდა. ნიკას ვინც იცნობს, არაპუნქტუალურობას ვერანაირად ვერ დასწამებს და მეგონა უკვე წავიდა თქო. მისი მობილი არ მქონდა და გვალვას დავურეკე, რომელიც ასევე მსაჯი უნდა ყოფილიყო, იმის გასარკვევად, უკან ხომ არ გაბრუნდნენ თქო... ნამძინარევი ხმის გაგებისთანავე მივხვდი რომ ვალვამ სტუმარი უცხოეთში მხოლოდ გუშინ გააცილა და დილაადრიან გაღვიძება ასე ადვილი არ იყო. ცოტა ხანში ნიკაც მოვიდა, საპატიო მიზეზით დააგვიანა. ილიამაც დარეკა, ველოსიპედით აპირებდა შემოერთებას, თო ოჯახური საქმეები გამომიშვებენო. მადლობა შატილში წასულებს, გზიდან მისურვებდნენ წარმატებას.

სახლში სახელოსნოს დალაგებისას მანქანის ტუმბო აღმოვაჩინე (ნასოსს რომ ვეძახით), გავწმინდე და წამოღებაც მინდოდა. ზურგჩანთის გვერდითაც დავდე წინა დღეს, მაგრამ დილით წამოღება დამეზარა და ნიკას ვკითხე შენ თუ გაქვსო, კიო, დახლოებით იგივენაირი ჰქონდა, როგორიც ჩემია. ასე რომ ლამასაც ველოდებოდით. წინდახედულება კარგი რამეა ხომ იცით.

საკვები შევიძინე მაღაზიაში. დავბრუნდით შადრევანთან. ჯერ გვალვა, ხოლო შემდეგ კი ლამაც გამოჩნდნენ და გავუდექით გზას, ისინი ნიკას მანქანისაკენ, მე კუს ტბის გადასახვევისკენ.

სიმართე ითქვას, მარტო სიარული არაა სახალისო, მაგრამ დაკოტაშI მთელი წელი ვიყავი მარტოკა და ამ გზასაც გავუძლებდი. ლამას კი მოვუწოდე, შენც იარე ჩემტან ერთადო, მაგრამ შესაფერისი ფეხსაცმლის არქონა მოიმიზეზა და ნიკას მანქანისკენ წავიდა.

ჰო, დასაწყისში, კუს ტბის გადასახვევიდან 50 მეტრიც არ მქონდა გავლილი, მანქანამ გამიჩერა. ბუნებრივია არ მოველოდი. ახლობელი აღმოჩნდა, რომელთანაც ძალიან კარგი მოგონებები მაკავშირებს და უკვე წლებია არ მენახა. თან ვიცოდი, რომ ახალშეუღლებული იყო. მივულოცე დაოჯახება, წამოსვლა შემომთავაზა, ვიუარე, ასეთი შეჯიბრება გვაქვს და როგორ მეთქი.. ვინ გაიგებსო, ჩაჯექიო, GPS-იც ვახსენე, გაეღიმა, კაი ერთიო... მასთან ერთად იმისთანა ჩორნი საქმეები გამიკეთებია, რომ ასეთი ცუღლუტობა უმანკო ხუმრობად მოჩანდა. თანაც თავისი ამბების მოყოლა დაიწყო, მარიამობა დღეს გოგონა გასჩენია და მარიამი დაურქმევია. ერთი სიტყვით, მისთვის უარის თქმა არ გამოდიოდა და მასთან ერთად საბაგირომდე ავედი.

საბაგიროსთან ნიკას თავისი თანამგზავრებიანად ველოდებოდი. მათზე წინ ამოსული რომ დამინახეს, მორიდებულად იკითხეს, როგორ ამოხვედიო. მოკლებითო რომ ვუპასეხე, დაეჭვდა (აბა რას იზამდა). GPS1,6 კმ-ს უჩვენებდა. მაქსიმალური სიჩქარე 38 კმ იყო მითითებული. მეგონა მიხვდებოდნენ რასთან ჰქონდათ საქმე, მაგრამ ეტყობა ჩემი პატიოსნების რეპუტაცია იმდენად მაღალია, რომ ვერ დაიჯერეს, რომ მანქანით ამოვიდოდი. გვალვას კი ეჭვი შეეპარა, საბაგიროთი ხმ არ ამოხვედიო. ამის შემდეგ უკვე გვერდიგვერდ გავაგრძელეთ გზა (მე ფეხით, ისინი მანქანით). მე წინ გამიშვეს...

უნდა ითქვას, რომ ნიკას მართლა რთული გზა შეურჩევია. არ ვიცი სიმაღლის სხვაობა რამდენი იყო, მაგრამ იქითობას დაღმართი წამლად არ იშოვებოდა, ერთი 30 მეტრიანი შემხვდა და სირბილით ჩავირბინე, ეგ იყო და ეგ...

მართლა, გზაში ქუდი რომ მოვიხადე, გვალვამ დისკვალიფიკაციას მოგცემ, დაიხურეო. ჩემი აზრით ჯერ ნახევარ გზაზე არც კი ვიყავი გასული და მომეცი თქო თხოვნის ხმით მივმართე... თურმე გასული ვყოფილვარ მაგ დროს ბოლოში. არადა ისე ავიარე ის გზა, ერთი წამითაც (!!!) არ გავჩერებულვარ, გაუჩერებლივ მივდიოდი.

სიმართლე ვთქვა, გაცილებით უფრო რთული მეგონა, ეკლესია რომ დავინახეთ, იქ უნდა ახვიდეო, ნიკამ რომ მითხრა, მერე სით მეთქი, ვიკითხე, მეგონა კიდევ ბევრი იყო სასიარულო, უკვე მოვედითო. ამან დამამშვიდა და უკანა გზაზე გაცილებით უფრო დამშვიდებულმა (და შედარებით ნაკლები თავგანწირვით) დავიწყე დაშვება.

უძოზე შევჩერდით. ზურგჩანთიდან წყალი და პომიდორი ამოვიღე, სხვა საკვებიც შევთავაზე დანარჩენებს. ტვირთის შემცირებაზე უარი მითხრეს. მშვენიერი ხედები იყო იქიდან. თვითონ ეკლესია დაკეტილი დამხვდა, გული დამწყდა. მინდოდა შევსულიყავი და .... არაო...

ზემოთ ჩემთვის საჭიროზე მეტხანს გავჩერდით. ამხელა გზის გავლის შემდეგ ძლივს დაველაპარაკე ადამიანებს, კვალვ ადამიანების გარემოცვაში მოვხვდი და მოშორება მენანებოდა... დაიწყო დაშვება...

მართლა, უძოზე ლამას საზეიმო ვითარებაში გადაეცა... თუმცა სჯობია სურათები იხილოთ...

დაშვება შედარებით ადვილია, ბუნებრივია, მაგრამ დაშვებისთვის შესაფერისი ფეხსაცმელი არ მქონდა წაღებული (ბოტასებით ავედი, სჯობდა ღია ფეხსაცმელი წამეღო და დაშვებისას ისინი გამომეყენებინა, თორემ თითები მატკინა). ამიტომაც ჩემებური სირბილი დიდხანს ვერ გრძელდებოდა და ხანმოკლე გადარბენებით შემოვიფარგლებოდი მხოლოდ.

კუს ტბას რომ მივუახლოვდით, აქა ვარ ამოსული და ერთი არ შევხედოოო, გულმა გამიწია. თანაც ფეხები გახურებული მქონდა და გაგრილება არ აწყენდა. ცოტა ხანი იქ გავჩერდი და ქვემოთ დავეშვი. კუს ტბის გზა ყველამ კარგად იცით მგონია, მოასფალტებულია და დიდ პრობლემას არ წარმოადგენს მასზე სიარული

ვაკის პარკთან რომ მივედით ჩემ მობილზე ჩალი წამზომი 04:07:04:07 აჩვენებდა, ხოლო ნიკასი ერთი წუთით მეტს... ხელი ჩამომართვეს, გამარჯვება მომილოცეს. დავჯდეთ სადმეო, შევთავაზე, უცებ დაშლა არ გამოდიოდა.

შორს წასვლა არ გამოდიოდა და იქვე, ვაკის პარკში (ერთხელ კარველებმა მანდ ვიხინკლავეთ, გეცოდინებათ) წავედით. ჩემთვის მანქანაში ადგილი არც ეხლა აღმოჩნდა. ასე რომ ფეხით გავუდექი იქაურობისაკენ.

მაგიდასთან საუბრისას ბუნებრივია მკითხეს, მაღლა როგორ მოხვდიო. დაუნიშნიათ დრო და კუს ტბაზე ჩამოსვლას მეტი დრო მოანდომე, ვიდრე ასვლასო, ეჭვი ღრღნიდათ... არსებობს რაღაცა, რასაც შინაგანი პატიოსნება ქვია... ეტყობა მაგი იყო, რომ მეგობრებს სიმართლე ვუთხარი. ლამამ სუფთა პროვოკატორის პოზა მიიღო, შენ მანდ დაბარებული გეყოლებოდა მანქანაო (ეგრევე ნასოსი მიეცით ამ კაცსო, მივუგე... იმოქმედა), გვალვამ აღარ იცოდა რა გადაწყვეტილება მიეღო... ის ხუთი საათი ჯერ გასული არ იყო და 1,5 კილომეტრს, ანუ კუს ტბამდე თუ გინდათ ეხლავე გავივლიო, შევთავაზე. ზურგჩანთაც იქნე მქონდა მაგ მანძილის გავლას 20 წუთში მოვახერხებდი.

იუარეს, ეხლა მაგათ მაგიდიდან ააყენებდი და ისევ მანქანაშI ჩასვავდი? არადა მე მართლა მქონდა მაგ მანძIლის გავლის სურვილი, ზედმეტი კითხვები რომ არ ყოფილიყო.

ნიკა კაცურად მოიქცა.. ამ კაცმა მოიგოო, თქვა და ამითი დაამთავრა.

ამასობაში შეკვეთილი საჭმელიც მოვიდა...



ეს ასვლა სუფთა სპორტული ინტერესის გამო მოხდა. მაინტერესებდა შემიძლია თუ არა ამ მანძილის ამ დროში გავლა. ეს იყო ძირითადი სტიმული და მე მიმაჩნია რომ მე შემიძლია და ეს სავსებით საკმარისია ჩემთვის.

ვისაც ეჭვი ეპარება რომ ამ მანძIლის დაფარვცა 5 საათში შეუძლებალია, აგერაა უძოზე მიმავალი გზა და თვითონ სცადოს თავისი შესაძლებლობები.. წარმატებებს ვუსურვებ...

chuna

ჩემო კარგო, მადლობა მოლოცვისათვის
რა მინდა გითხრა, ვისაც ბოღმა ახრჩობს, ის ცოდვაა, მას მეგობრების დახმარება სჭირდება, მე ასე ვხედავ. ადამიანში კარგი ეძებეო, ასე მასწავლეს, ცუდს არ უნდა გამომზიურება, სჯობია კარგს მივცეთ სტიმული და ჩევნს გარშემოც მეტი კარგი ადამიანი იქნებაო... ადამიანი კარგისკენ უნდა მოაბრუნო , კარგი განავითარო მასში და არა ცუდიო...

ასე რომ .....

Giorgi Bagrationi

1,5 კმ-ს გავლას ნახევარ საათში უპრობლემოდ შევძლებ მგონია, რაც დღეს ნიკამ ნახა, დამეთანხმება, რომ ნაკლებ დროშიც მოვახერხებ, მით უმეტეს ერთ საათში (საშუალო სიჩქარე 5,2 კმ/სთ გამოითვალა ნიკამ)
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
popins
იეტი
Posts: 4592
Joined: 21 დეკ 2006, 10:10
Location: saburtalo,burtit unda viburtao
დიდი მაზიანი

Post by popins » 15 სექ 2007, 22:01

კარგ მთქმელსაო.როგორ არის?

მოკლედ საინტერესო იყო მთელი თემა .

ნიკა და თავანს როდის აბარებ? 8)
lenchiamal

User avatar
chuna
იეტი
Posts: 1877
Joined: 14 თებ 2006, 00:46
Location: tbilisi
დიდი მაზიანი

Post by chuna » 15 სექ 2007, 23:02

popins!

უკვე ჩაუბარებია და მე და შენ ვერ მოვხვდით!

User avatar
ilia
Indoors Manager
Posts: 4263
Joined: 28 მაი 2005, 23:42
Location: tbilisi
დიდი მაზიანი

Post by ilia » 15 სექ 2007, 23:24

Archil
საღოლ მითქვამს შენთვინა. :wink:

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
დიდი მაზიანი

Post by Archil » 16 სექ 2007, 00:02

ilia

ისე, რომ იცოდე როგორ მოგისაკლისეთ, მერე საჭმლად რომ დავჯექით... სიარულისას სულ გელოდი, ველოსიპედით გამოჩნდება ილიაო...
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
ZVIOSULI
უსათუთესი
Posts: 5090
Joined: 16 ნოე 2006, 17:16
Location: ზუპარკი
Contact:
დიდი მაზიანი

Post by ZVIOSULI » 16 სექ 2007, 00:51

ხო ვამბობდი, რა ხო ვამბობდი...........
საღოლ არჩილ!
თუ ჩვენი რაობა ფულზეა დამოკიდებული, რანი ვართ ჩვენ?!
Image

Varvara
იეტი
Posts: 1279
Joined: 08 სექ 2006, 09:53
Location: თბილისი
დიდი მაზიანი

Post by Varvara » 16 სექ 2007, 12:03

დრო არ მაქვს რომ ყველაფერი წავიკითხო და ამიხსენით - კუს ტბის გზაზე სპორტულ აფერისტობას ქონდა ადგილი?

მადლობთ პასუხისთვის.

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
დიდი მაზიანი

Post by Archil » 16 სექ 2007, 13:58

Varvara wrote:დრო არ მაქვს რომ ყველაფერი წავიკითხო და ამიხსენით - კუს ტბის გზაზე სპორტულ აფერისტობას ქონდა ადგილი?

მადლობთ პასუხისთვის.
დანიშნულ ადგილას 10 წუთის დაგვიანებით მივედი, 8:10-ზე. შადრევანტან არავინ ცანდა. ნიკას ვინც იცნობს, არაპუნქტუალურობას ვერანაირად ვერ დასწამებს და მეგონა უკვე წავიდა თქო. მისი მობილი არ მქონდა და გვალვას დავურეკე, რომელიც ასევე მსაჯი უნდა ყოფილიყო, იმის გასარკვევად, უკან ხომ არ გაბრუნდნენ თქო... ნამძინარევი ხმის გაგებისთანავე მივხვდი რომ ვალვამ სტუმარი უცხოეთში მხოლოდ გუშინ გააცილა და დილაადრიან გაღვიძება ასე ადვილი არ იყო. ცოტა ხანში ნიკაც მოვიდა, საპატიო მიზეზით დააგვიანა. ილიამაც დარეკა, ველოსიპედით აპირებდა შემოერთებას, თო ოჯახური საქმეები გამომიშვებენო. მადლობა შატილში წასულებს, გზიდან მისურვებდნენ წარმატებას.

სახლში სახელოსნოს დალაგებისას მანქანის ტუმბო აღმოვაჩინე (ნასოსს რომ ვეძახით), გავწმინდე და წამოღებაც მინდოდა. ზურგჩანთის გვერდითაც დავდე წინა დღეს, მაგრამ დილით წამოღება დამეზარა და ნიკას ვკითხე შენ თუ გაქვსო, კიო, დახლოებით იგივენაირი ჰქონდა, როგორიც ჩემია. ასე რომ ლამასაც ველოდებოდით. წინდახედულება კარგი რამეა ხომ იცით.

საკვები შევიძინე მაღაზიაში. დავბრუნდით შადრევანთან. ჯერ გვალვა, ხოლო შემდეგ კი ლამაც გამოჩნდნენ და გავუდექით გზას, ისინი ნიკას მანქანისაკენ, მე კუს ტბის გადასახვევისკენ.

სიმართე ითქვას, მარტო სიარული არაა სახალისო, მაგრამ დაკოტაშI მთელი წელი ვიყავი მარტოკა და ამ გზასაც გავუძლებდი. ლამას კი მოვუწოდე, შენც იარე ჩემტან ერთადო, მაგრამ შესაფერისი ფეხსაცმლის არქონა მოიმიზეზა და ნიკას მანქანისკენ წავიდა.

ჰო, დასაწყისში, კუს ტბის გადასახვევიდან 50 მეტრიც არ მქონდა გავლილი, მანქანამ გამიჩერა. ბუნებრივია არ მოველოდი. ახლობელი აღმოჩნდა, რომელთანაც ძალიან კარგი მოგონებები მაკავშირებს და უკვე წლებია არ მენახა. თან ვიცოდი, რომ ახალშეუღლებული იყო. მივულოცე დაოჯახება, წამოსვლა შემომთავაზა, ვიუარე, ასეთი შეჯიბრება გვაქვს და როგორ მეთქი.. ვინ გაიგებსო, ჩაჯექიო, GPS-იც ვახსენე, გაეღიმა, კაი ერთიო... მასთან ერთად იმისთანა ჩორნი საქმეები გამიკეთებია, რომ ასეთი ცუღლუტობა უმანკო ხუმრობად მოჩანდა. თანაც თავისი ამბების მოყოლა დაიწყო, მარიამობა დღეს გოგონა გასჩენია და მარიამი დაურქმევია. ერთი სიტყვით, მისთვის უარის თქმა არ გამოდიოდა და მასთან ერთად საბაგირომდე ავედი.

საბაგიროსთან ნიკას თავისი თანამგზავრებიანად ველოდებოდი. მათზე წინ ამოსული რომ დამინახეს, მორიდებულად იკითხეს, როგორ ამოხვედიო. მოკლებითო რომ ვუპასეხე, დაეჭვდა (აბა რას იზამდა). GPS1,6 კმ-ს უჩვენებდა. მაქსიმალური სიჩქარე 38 კმ იყო მითითებული. მეგონა მიხვდებოდნენ რასთან ჰქონდათ საქმე, მაგრამ ეტყობა ჩემი პატიოსნების რეპუტაცია იმდენად მაღალია, რომ ვერ დაიჯერეს, რომ მანქანით ამოვიდოდი. გვალვას კი ეჭვი შეეპარა, საბაგიროთი ხმ არ ამოხვედიო. ამის შემდეგ უკვე გვერდიგვერდ გავაგრძელეთ გზა (მე ფეხით, ისინი მანქანით). მე წინ გამიშვეს...

უნდა ითქვას, რომ ნიკას მართლა რთული გზა შეურჩევია. არ ვიცი სიმაღლის სხვაობა რამდენი იყო, მაგრამ იქითობას დაღმართი წამლად არ იშოვებოდა, ერთი 30 მეტრიანი შემხვდა და სირბილით ჩავირბინე, ეგ იყო და ეგ...

მართლა, გზაში ქუდი რომ მოვიხადე, გვალვამ დისკვალიფიკაციას მოგცემ, დაიხურეო. ჩემი აზრით ჯერ ნახევარ გზაზე არც კი ვიყავი გასული და მომეცი თქო თხოვნის ხმით მივმართე... თურმე გასული ვყოფილვარ მაგ დროს ბოლოში. არადა ისე ავიარე ის გზა, ერთი წამითაც (!!!) არ გავჩერებულვარ, გაუჩერებლივ მივდიოდი.

სიმართლე ვთქვა, გაცილებით უფრო რთული მეგონა, ეკლესია რომ დავინახეთ, იქ უნდა ახვიდეო, ნიკამ რომ მითხრა, მერე სით მეთქი, ვიკითხე, მეგონა კიდევ ბევრი იყო სასიარულო, უკვე მოვედითო. ამან დამამშვიდა და უკანა გზაზე გაცილებით უფრო დამშვიდებულმა (და შედარებით ნაკლები თავგანწირვით) დავიწყე დაშვება.

უძოზე შევჩერდით. ზურგჩანთიდან წყალი და პომიდორი ამოვიღე, სხვა საკვებიც შევთავაზე დანარჩენებს. ტვირთის შემცირებაზე უარი მითხრეს. მშვენიერი ხედები იყო იქიდან. თვითონ ეკლესია დაკეტილი დამხვდა, გული დამწყდა. მინდოდა შევსულიყავი და .... არაო...

ზემოთ ჩემთვის საჭიროზე მეტხანს გავჩერდით. ამხელა გზის გავლის შემდეგ ძლივს დაველაპარაკე ადამიანებს, კვალვ ადამიანების გარემოცვაში მოვხვდი და მოშორება მენანებოდა... დაიწყო დაშვება...

მართლა, უძოზე ლამას საზეიმო ვითარებაში გადაეცა... თუმცა სჯობია სურათები იხილოთ...

დაშვება შედარებით ადვილია, ბუნებრივია, მაგრამ დაშვებისთვის შესაფერისი ფეხსაცმელი არ მქონდა წაღებული (ბოტასებით ავედი, სჯობდა ღია ფეხსაცმელი წამეღო და დაშვებისას ისინი გამომეყენებინა, თორემ თითები მატკინა). ამიტომაც ჩემებური სირბილი დიდხანს ვერ გრძელდებოდა და ხანმოკლე გადარბენებით შემოვიფარგლებოდი მხოლოდ.

კუს ტბას რომ მივუახლოვდით, აქა ვარ ამოსული და ერთი არ შევხედოოო, გულმა გამიწია. თანაც ფეხები გახურებული მქონდა და გაგრილება არ აწყენდა. ცოტა ხანი იქ გავჩერდი და ქვემოთ დავეშვი. კუს ტბის გზა ყველამ კარგად იცით მგონია, მოასფალტებულია და დიდ პრობლემას არ წარმოადგენს მასზე სიარული

ვაკის პარკთან რომ მივედით ჩემ მობილზე ჩალი წამზომი 04:07:04:07 აჩვენებდა, ხოლო ნიკასი ერთი წუთით მეტს... ხელი ჩამომართვეს, გამარჯვება მომილოცეს. დავჯდეთ სადმეო, შევთავაზე, უცებ დაშლა არ გამოდიოდა.

შორს წასვლა არ გამოდიოდა და იქვე, ვაკის პარკში (ერთხელ კარველებმა მანდ ვიხინკლავეთ, გეცოდინებათ) წავედით. ჩემთვის მანქანაში ადგილი არც ეხლა აღმოჩნდა. ასე რომ ფეხით გავუდექი იქაურობისაკენ.

მაგიდასთან საუბრისას ბუნებრივია მკითხეს, მაღლა როგორ მოხვდიო. დაუნიშნიათ დრო და კუს ტბაზე ჩამოსვლას მეტი დრო მოანდომე, ვიდრე ასვლასო, ეჭვი ღრღნიდათ... არსებობს რაღაცა, რასაც შინაგანი პატიოსნება ქვია... ეტყობა მაგი იყო, რომ მეგობრებს სიმართლე ვუთხარი. ლამამ სუფთა პროვოკატორის პოზა მიიღო, შენ მანდ დაბარებული გეყოლებოდა მანქანაო (ეგრევე ნასოსი მიეცით ამ კაცსო, მივუგე... იმოქმედა), გვალვამ აღარ იცოდა რა გადაწყვეტილება მიეღო... ის ხუთი საათი ჯერ გასული არ იყო და 1,5 კილომეტრს, ანუ კუს ტბამდე თუ გინდათ ეხლავე გავივლიო, შევთავაზე. ზურგჩანთაც იქნე მქონდა მაგ მანძილის გავლას 20 წუთში მოვახერხებდი.

იუარეს, ეხლა მაგათ მაგიდიდან ააყენებდი და ისევ მანქანაშI ჩასვავდი? არადა მე მართლა მქონდა მაგ მანძIლის გავლის სურვილი, ზედმეტი კითხვები რომ არ ყოფილიყო.

ნიკა კაცურად მოიქცა.. ამ კაცმა მოიგოო, თქვა და ამითი დაამთავრა.

ამასობაში შეკვეთილი საჭმელიც მოვიდა...


ეს ასვლა სუფთა სპორტული ინტერესის გამო მოხდა. მაინტერესებდა შემიძლია თუ არა ამ მანძილის ამ დროში გავლა. ეს იყო ძირითადი სტიმული და მე მიმაჩნია რომ მე შემიძლია და ეს სავსებით საკმარისია ჩემთვის.

ვისაც ეჭვი ეპარება რომ ამ მანძIლის დაფარვცა 5 საათში შეუძლებალია, აგერაა უძოზე მიმავალი გზა და თვითონ სცადოს თავისი შესაძლებლობები.. წარმატებებს ვუსურვებ...


:lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol:
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
GOGONA
იეტი
Posts: 2693
Joined: 10 მარ 2007, 01:21
დიდი მაზიანი

Post by GOGONA » 16 სექ 2007, 23:50

Archil Image Image

Image Image Image Image Image Image Image

:D :D :D :D :D :D :D :D :D :D :D :D :D :D

Image Image Image Image Image Image Image

:D :D :D :D :D :D :D :D :D :D :D :D :D :D

Image Image Image Image Image Image Image

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
დიდი მაზიანი

Post by Archil » 17 სექ 2007, 00:47

GOGONA

Image Image
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
დიდი მაზიანი

Post by Gvalva » 17 სექ 2007, 10:15

დიდი მადლობა კარაველებს და განსაკუთრებით ნიკას

სუდიუ ნა მილა!!

რომ არ იყვირეთ... ალბათ შეგეცოდეთ... მეც ასე შემეცოდა არჩილი, მარა იმ მსაჯს რა ვუთხარი, ფეხბურთელი დაღლილია, ოფლი ჩამოსდის სახეზე, წითელი ბარათი როგორ ვაჩვენოო, რომ იტყვის!

აღარ მინდა ახლიდან ემოციების აშლა, რადგან თავიდან არ ვთქვი ჯობდა ბოლომდე გავჩუმებულიკავი მარა, ისეთი ზეიმი და მილოცვებია და ისე იღებენ მილოცვებს რომ მე თქვითონ გამიჩნდა, სუდიუ ნა მილო-ს ყვირილის სურვილი...

მეგობრებო, არ ვიცი სად ავა არჩილი 1 საათში, კუს ტბაზე, ყაზბეგში თუ მთვარეზე, ამ გაზომვით რაც უნდა გარკვეულიყო, ის არ გარკვეულა

ბოდიშს ვიხდი რომ ზეიმი ჩავშალე, მარა, მე როგორც ყოველთვის, მეგონა რომ მონაწილეები დარღვევის დაფიქსირების შემდეგ ამას თვითონ იტყოდნენ

კი, არჩილმა კარგად იარა, საოცარი შემართება გამოამჟღავნა, (რომ ისაჩკავებს, მაინც ვერ მიხვდებიანო, ისიც გამოამჟღავნა;)) მაგრამ გამარჯვებული ნამდვილად არაა!

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
დიდი მაზიანი

Post by Archil » 17 სექ 2007, 11:06

Gvalva wrote:დიდი მადლობა კარაველებს და განსაკუთრებით ნიკას

სუდიუ ნა მილა!!
თოვს, თოვს, თოვს,
უხარიათ ბავშვებს,
მოვიდა ბოროტი მონტიორი
მოჭრა სტოლბა
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
დიდი მაზიანი

Post by Archil » 17 სექ 2007, 11:52

გვალვა, ეს გადაიკითხე და მერე გამოთქვი უკმაყოფილება
Nika wrote:Archil
უძოზე ასვლა/ჩამოსვლა ჩემი გათვლებით 20 კილომეტრი უნდა იყოს. ანუ ახლა 19 კმ თუ გაიარე 4 საათსა და 45 წუთში ის 15 წუთი უკვე გადამწყვეტი არ იქნება რა. ჩავთვალოთ რომ მოიგე. ჩემი გათვლებით 18.5 კილომეტრია მოკლე გზით რომ ახვიდე და ჩამოხვიდე.

ანუ მაზიანი უძოზე ასვლაზე არაა. ზუსტი მანძილი ხომ არ ვიცით. მაზიანია 20 კილომეტრის (მიახლოებით) გავლაზე. თუ 19 კმ გამოგივა მაშინ ვასაშუალოებთ რა. მარა 18 კმ-ზე ნაკლები არ უნდა გქონდეს გავლილი.
18 კმ-ზე ნაკლები არ გამივლია (მოთხოვნა შევასრულე). პირობა ითვალისწინებდა გასაშუალებას და ის რაც პირობები იყო გათვალსწინებული, კარგად ვიცოდი და მისი ჩემს სასარგებლოდ გამოყენება, მაგი უკვე ჩემი საქმე იყო - და გამოვიყენე კიდევაც როცა ღმერთმა თავისი ხელით გამომიგზავნა (რაციონალურ ქცევას ეკონომიკაში რამდენი ხანია ვსწავლობ და ვასწავლი სხვებს). ნიკამ თქვენზე უკეთესად იცის ეს პირობები და იმიტომაც იყო, რომ მან გამარჯვება მომილოცა.

8 სათზე რომ გაიგე, მსაჯი ხარო, და აზრზე არ იყავი რა გემსაჯა, მაგი კიდევ სხვაა. ასე რომ... ჯერ გაიგე, მერე განსაჯე.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს შეჯიბრი უპირველესად ჩემ თავთან იყო, მაინტერესებდა მქონდა თუ არა საკუთარი თავის, ტკივილის დაძლევის უნარი და შევძლებდი თუ არა დასახული მიზნის მიღწევას. პასუხი ამ კითხვაზე ამ ასვლით კიდევ ერთხელ გავეცი - თავისუფლად !!!

დანარჩენი კი რაც გინდათ, ის იფიქრეთ, წერეთ და იკითხეთ - მე რაც მინდოდა, ის მივიღე უკვე. დანარჩენი ნაკლებად მაინტერესებს.

კიდევ ერთხელ მადლობა მოლოცვებისათვის !!!
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]