არ ვიცი, ამ თემის გაგრძელება სადაა გადატანილი და აქ ვწერ - უმაგრესი რამე იყო ეგ სიურპრიზი. სიურპრიზზე მეტად ამდენი კარაველის თავმოყრა მესიამოვნა და კიდევ - ღამის თბილისში გასეირნება. სიცივის მიუხედავად, ეს იმდენად კარგი გასეირნება იყო, ხშირ-ხშირად უნდა გავიმეოროთ. აქამდე ვკაიფობ იმ ქუჩების მცხოვრებთა რეაქციებზე, ამდენი ხალხის დანახვაზე ფანჯრებს რომ მოაწყდნენ.

ვიღაცამ ტაქსიც კი გააჩერა და, უკაცრავად, რამე აქციააო...

ეტყობა, აქციები მოენატრა ხალხს.
მოკლედ, მაგარი იყო. საღოლ მამიდას და გოგას.