როგორც წინა წერილიდან შეიტყვეთ, გადავწყვიტე, მოგზაურობა 3 დღით გამეზარდა, ამან, ბუნებრივია, ხარჯების ზრდაც გამოიწვია. თუმცა 17 დღე ერთი შეხედვით ჩანს ბევრი, თორემ ისეთი საინტერესო ქვეყნის დასათვალიერებლად, როგორიც იტალიაა, საკმაოდ ცოტაა. შევეცადე მაქსიმალურად შემეტანა იტალიის გამორჩეული ქალაქები და რეგიონები. ისე რომ იტალიის სხვადასხვა რეგიონი ყოფილიყო წარმოდგენილი კონტრასტისათვის (ლაციო, კამპანია, სან-მარინო, ვენეტო, ლომბარდია, ლიგურია, ტოსკანა და უმბრია), ასევე მარტო ქალაქების თვალიერებისგან რომ არ დავღლილიყავით, გეგმაში შევიტანე სანაპირო ზოლი თავის ღირშესანისნაობით, ასევე იტალიის ცნობილი ტბებიც. გარდა ამისა, სურვილის შემთხვევასი მის ერთერთი კუნძულზე – კაპრიზეც შეიძლება წასვლა. შეიძლება ვინმეს ამა თუ იმ ქალაქისტვის გამოყოფილი დრო ეცოტავოს, მაგრამ დიდი ქალაქებისთვის 2 დღე ასე თუ ისე საკმარისი დროა, ვისაც უნდა ამ დროს მუზეუმის დათვალიერებას დაუთმობს, ვისაც უნდა ქალაქს დაათვალიერებს. რომს , რომელიც მთლიანად მუზეუმია, 3 დღე დავუთმე. სულ მარშრუტი მოიცავს შემდეგ ქალაქებს და ადგილებს:
რომი, ნეაპოლი, პომპეი, კუნძული კაპრი, სან–მარინო, ვენეცია, მილანი, ლაგო კომო (კომოს ტბა) ვარნენა და ბელაჯიო, ლაგო მაჯიორე (ტბა მაჯიორე), იზოლა ბელე (ლამაზი კუნძული) და იზოლა პესკატორე (მეთევზეთა სოფელი) ან ლაგო მაჯიორეს ნაცვლად ვერონა, პიზა, იუნესკოს დაცული ძეგლი ჩინკვე ტერე და მისი 5 ლამაზი ქალაქი (რიომაჯიორე, მანაროლა, კორნილია, ვერნაცა, მონტეროსო), ფლორენცია, ტოსკანას ქალაქები და დაბები: სან ჯიმინიანო, სიენა, მონტალჩინო, პიენცა, სან კვირიკო დორჩია, მონტაპულჩიანო, ლაგო ტრაზიმენო, კორტონა, უმბრიას ქალაქები: პერუგია, ასისი.
მოკლედ გეგმა ასეთია:
1 დღე - ჩაფრენა რომში, გააჩნია რომელი ავიაკომპანიის ბილეთებს შევიძენთ საბოლოოდ, თუმცა დილის 11 სთ-დან შუადღის 13 სთ-ზე გვიან წესით არ უნდა ჩავფრინდეთ. რომის დათვალიერება. ღამისთევა რომში.
2 დღე - რომის დათვალიერება. ღამისთევა რომში.
3 დღე - რომის დათვალიერება. ღამისთევა რომში.
4 დღე - დღის მეორე ნახევარში (14:49) მატარებლით ნეაპოლში გამგზავრება. ნეაპოლში ვიქნებით 17:23-ზე, საღამოს ქალაქის დათვალიერება. ღამისთევა ნეაპოლში. შეიძლება რომიდან დილით გამოსვლაც ნეაპოლში. იმავე ფასიანი ბილეთი 08:27-ზე გამოდის და 10:45-ზე უკვე ნეაპოლშია. ამ შემთხვევაში ნეაპოლის დასათვალიერებლად უფრო მეტი დრო გვექნება თუმცა ეს დრო რომის დათვალიერების დროს მოაკლდება. მაგრამ რომზე ისედაც 3 დღე გვაქვს გათვლილი. არის ალტერნატივაც- იმავე დღეს შეიძლება კუნძულ კაპრის მოსანახულებელი ექსკურსიის გაკეთება. ნეაპოლიდან პირდაპირ მიდის ტრანსპორტი. 75 წუთი უნდა გემით და 40 წუთი ჰიდროფოილით. ამ შემთხვევაში ნეაპოლს მხოლოდ მეორე დღეს დავათვალიერებთ, მაშინ პომპეის ექსკურსიას ცოტა შევკვეცავთ და ისე დავბრუნდებით უკან რომ 17 სთ-მდე მოვასწროთ ქალაქის დათვალიერება. ღამისთევა ნეაპოლში.
5 დღე - პომპეიში გამგზავრება და მისი დათვალიერება. დაახლოებით 14:00 სთ-სთვის ისევ ნეაპოლში ვიქნებით. ისევ ქალაქის დათვალიერება. თუ წინა დღეს კუნძულ კაპრის ექსკურსიას ავირჩევთ, ნეაპოლის დათვაიერება ამ დღეს სან მარინოში გამგზავრებამდე უნდა მოვახერხოთ. ამისთვის ჯობია ეს რეისები ავირჩიოთ პომპეიში გასამგზავრებლად, რომ დრო რაციონალურად გავანაწილოთ. მაგალითად: 7:58 – ჩასვლა 8:24-ზე (მუზეუმი 8:30-ზე იღება), ან 8:30-ზე გასვლა და 9:09-ზე ჩასვლა. იქ გავჩერდებით სავარაუდოდ 2საათნახევარზე ცოტა მეტი და 11:52-ზე რომ გამოვიდეთ (ნეაპოლში ყველა სადგურზე ჩერდება) 12:29-ზე უკვე ნეაპოლში ვიქნებით და დაახლოებით 17 სთ-მდე ქალაქს დავათვალიერებთ. 18:45-ზე ნაპოლი სენტრალე დან გავყვებით ღამის მატარებელს სან-მარინოსკენ. ჩავალთ მეორე დილას 9:48-ზე, ხანგრძლ – 15 საათი. ღამისთევა მატარებელში II კლასის Couchette –ზე (სკამი რომ საწოლად გადაკეთდება) თუ გამოვიძინებთ. სხვა ალტერნატივა ჩქარი მატარებელია, რომელიც სამმაგი ფასი ღირს. თან ამას დაემატებოდა ნეაპოლში ან სან-მარინოში ღამისთევის თანხაც. ღამისთევა მატარებელში.
6 დღე – სან-მარინოში ჩასვლა დილის 9:48 სთ.ზე. იმ დღეს სან-მარინოს დათვალიერება.
ღამისთევა სან-მარინოში.
7 დღე -დილით ადრე 07:48-ზე სანმარინოდან მატარებლით ვენეციაში გამგზავრება, ჩასვლა 9:49-ზე (ხანგრძლ. 2 საათი).
მთელი დღე ვენეციაში და მისი ღირშესანიშნაობების დათვალიერება. ღამისთევა ვენეციაში.
8 დღე - მთელი დღე ვენეციაში და მისი ღირშესანიშნაობების დათვალიერება. ღამისთევა ვენეციაში.
9 დღე - დილას 7:50-ზე ვენეციიდან მილანში გამგზავრება ჩასვლა მილანში 10:25-ზე (ხანგრძლ. 2სთ.35. მივალთ სასტუმროში, დავტოვებთ ბარგს. სასურველია Milano Centrale–სთან ახლოს მდებარე სასტუმრო იყოს, რადგან შემდეგი 2 დღე ქალაქგარე ექსკურსიები გვაქვს და მატარებლით მოგვიწევს გადაადგილება. იმავე დღეს ექსკურსია Lago Como (Lake como)–ზე და მის ულამაზეს პატარა ქალაქზე – Bellagio–ზე. მატარებლით გავემგზავრებით Varenna–ში და შემდეგ პატარა გემით გადავალთ Bellagio–ში. უკანაც იმავე გზით დავბრუნდებით. სავარაუდოდ ისეთ დროს რომ მილანის მთავარი ღირშესანიშნაობის , მისი კათედრალური ტაძრის დათვალიერება მოვასწროთ, რომელიც გოთური სტილის ერთერთი საუკეთესო ნიმუშია ევროპაში და სიდიდით მესამე კათედრალური ტაძარია. იმედია იმავე დღეს მოვახერხებთ Gallery Victor Emanuel II–ს სავაჭრო ცენტრის დატვალიერებასაც, სადაც უამრავი , სხვადასხვა ბრრენდის მაღაზიაა განლაგებული. თუ ვინმეს პრიორიტეტი ამ და მილანის სხვა მაღაზიებში საყიდლებზე სიარულია, მას შეუძლია ქალაქგარე ექსკურსიების ნაცვლად მარაზიებში იაროს, სხვათაშორის, მათთვისაც გვაქვს ცნობილი დიზაინერების "აუთლეტის" მაღაზიების სასარგებლო მისამართები. თუ ექსკურსიებსაც ვერ შეელევიან, მაშინ მაღაზიების შემჭიდროვებულ გრაფიკში მოვლას უნდა დათანხმდნენ ან კიდევ 2დღიანი ექსკურსიებიდან რომელიმე ერთერთი აირჩიონ ან ლაგო კომოზე ან ლაგო მაჯიორეზე. მილანის კიდევ ერთი ღირშესანიშნაობა Santa Maria Delle Gracie–ს ეკლესია და აქ დაცული მსოფლიოს ერთერთი ყველაზე ცნობილი ფრესკა – ლეონარდო და ვინჩის "საიდუმლო სერობაა". ღამისთევა მილანში.
10 დღე – ექსკურსია Lago maggiore–ზე (ტბა მაჯიორე). მატარებლით Stressa–ში გამგზავრება და იქიდან პატარა გემით კუნძულ Isola Bella–ზე (ლამაზი კუნძული) და Isola Pescatore–ზე (მეთევზეტა კუნძული) გადასვლა. უკან იმ დროს დავბრუნდებით, რომ მილანში დარჩენილი ღირშესანიშნაობების ნახვა, ან სურვილის შემთხვევაში საყიდლების გაკეთება მოვასწროთ. ალტერნატივა – შეიძლება მაგ დღეს ვერონაში გასეირნება 1–დღიან ექსკურსიაზე. ღამისთევა მილანში.
11 დღე – დილას ადრე 8:05-ზე მილანიდან პიზაში გამგზავრება, ჩასვლა 12:21-ზე.
მეორე ვარიანტია: მილანიდან გვიან გამოსვლა, რომ დამატებითი დრო ან შოპინგს ან მილანის ღირშესანიშნაობების დათვალიერებას დავუთმოთ, თუ წინა დღეებში ვერ მოვახერხეთ. გამოსვლა 17:05-ზე ჩასვლა პიზაში 21:34-ზე. თუმცა აქ ის მინუსია, რომ მაშინ პიზას დასათვალიერებლად იმ დღეს დრო არ გვრჩება და მეორე დღეს უნდა მოვიტოვოთ დრო, ან თუ მარტო გარედან დათვალიერება გვინდა და შიგნით არ შევდივართ, დილით დავათვალიეროთ უცებ პიზას კოშკი და საოცრებათა მოედანი და მერე წავიდეთ ჩინკვე ტერეში. ღამისთევა პიზაში.
12 დღე – იმ დღეს ისევ ქალაქგარე ექსკურსია გვექნება და Cinque Terre–ს კლდოვან სანაპიროზე განლაგებულ , ხუთ, პატარა, ულამაზეს ქალაქს დავათვალიერებთ. ამისთვის ჯერ La Spezia–ში გავემგზავრებით მატარებლით და შემდეგ იქიდან მოვივლით ამ ქალაქებს:Riomaggiore, Manarola, Corniglia, Vernazza, Monterosso ამ ქალაქებს შორის მატარებელი მგზავრობას 2–დან 4 წუთს ანდომებს, ისე ახლოსაა ერთმანეთთან. გარდა ამისა თითოეულ ქალაქს აკავშირებს ტურისტული საფეხოსნო ბილიკი, სურვილის შემთხვევაში შეგვიძლია 1–2 ქალაქში მატარებლით კი არა, ფეხით გადავიდეთ, ქალაქს ზემოდან მოვექცეთ და ულამაზესი ხედებით დავტკბეთ. თუ პიზას კოშკის დათვალიერება წინა დღეს მოვასწარით, ამ დღეს საღამომდე შეგვეძლება ჩინკვე ტერეში გაჩერება და მზის ჩასვლის ყურებაც. ბოლო მატარებელი 22:14–ზე გამოდის პიზის მიმართულებით. ღამისთევა პიზაში.
13 დღე – დილით ადრე გამოვალთ პიზიდან, რომ ასევე ადრე ჩავიდეთ ფლორენციაში. მაგალითად 7:54 გამოვალთ და 9:07–ზე უკვე ფლორენციაში ვიქნებით. ფლორენციის ღირშესანიშანოებების დათვალიერება. ღამისთევა ფლორენციაში.
14 დღე – ფლორენციის ღირშესანიშანოებების დათვალიერება. ღამისთევა ფლორენციაში.
15–16 დღე – დილით ადრე ვქირაობთ მანქანას და მივემართებით ტოსკანა–უმბრიისკენ. შეძლებისდაგვარად დავათვალიერებთ, რასაც მოვასწრებთ, ნაკლებად მნიშვნელოვან დაბებში არ შევალთ. სულ სიგრძე გასავლელი გზის დაახლოებით 300 კმ–ია 2 დღეში (მაქს 400 კმ–ზე უნდა გავაკეთოთ ბენზინის გათვლა). გზად გავივლით და შემდეგ ქალაქებს, დასახლებებს და ლანდშაფტურ ღირშესანიშნაობებს: კიანტის რეგიონი და მისი ვენახის ზვრები, დაკლაკნილი გზების გასწვრივ ჩამწკრივებულ კიპარისის ხეებს, San Gimigniano, Moltancino, Siena, Val D’Orcia, San Quirico D ‘Orcia, Pienza,Montepulciano–ს. გადავალთ უმბრიაში – ჩავუვლით Lago Trasimenos (ტრასიმენოს ტბა) ნაპირებს,პატარა დაბებს და ქალაქებს. შემდეგ შევალთ Perugia–ში და შემდეგ Assisi–ში. ამ ქალაქშია წმ. ფრანჩესკოს სახელობის ბაზილიკა 2 ერთმანეთზე დაშენებული ეკლესიით, ერთერთი ყველაზე დიდი ამ სტილის ბაზილიკაა და ამითაა გამორჩეული, ამ წმინდანმა დაუდო სათავე ფრანცისკანელთა ორდენს. ასისში უნდა ვიყოთ მოგზაურობის მე-16 დრეს, ისე რომ 18:18-ზე მაქედან რომში გავემგზავროთ მატარებლით. რომში ჩავალთ 20:30-ზე. ღამისთევა რომში.
17 დღე – გამოფრენა თბილისში, იმის მიხედვით რომელი ავიაკომპანიის ბილეთს ავიღებთ და გვექნება ტუ არა ტრანზიტი რომელიმე ქვეყანაში, იმ ქალაქს დავათვალიერებთ. თუ პრაღის ავიაკომპანიის ბილეტს ავიღებთ, 12 საათიანი სატრანზიტო დრო გვექნება უკანა გზაზე, თუ ვენის ავიახაზებით გადავფრინდებით და ციურიხში იქნა სატრანზიტო დრო, ამ ქალაქს დავათვალიერებთ.
ხარჯებს რაც შეეხება, ძალიან ძნელია ამის განსაზღვრა ამდენი ხნით ადრე. რამდენიმე ავიაკომპანიის რეისი ვნახე სრულიად მისაღებ ფასად, მაგრამ იაფი ბილეთების გაუქმება, როგორც წესი შეუძლებელია, სანამ ვიზა არ გვექნება კიდევ აზრი არ აქვს ბილეთის შეძენას. მაგალითად ერთერთი ავიაკომპანიის ბილეთი 183 ევროდაც კი ვნახე (ორი გზა, თუმცა ბარგისთვის ცალკე იხდი დაახლ. 20–30 ევროს), სხვა ვენის ავიახაზების ბილეთი ყველაზე იაფი რაც ვნახე 844 ლარად (350 ევრო) ვნახე), პრაღის – გაუქმება რომლისაც არ შეიძლება 344 ევროდ და გაუქმებისას ტანხის ნაწილს რომ უკან გიბრუნებენ , მაგ ბილეთი 420 ევროდ.
ერთადერთი რაც მეტნაკლები სიზუსტით დავიანგარიშე შიდა გადაადგილებებია (თუ აპრილამდე არ შეიცვალა რამე), თუმცა ზოგი ბილეთის ფასი აქაც იმაზეა დამოკიდებული კვირის რომელ დღეს გავემგზავრებით ერთი ქალაქიდან მეორეში.
ყველა შიდა გადაადგილება ჯამში 136,85€ ჯდება + ქალაქგარე ექსკურსიების თანხა – 78€ ანუ ორივე ერთად 215€ (თუ კაპრის ექსკურსია დაემატება + 36 €), მანქანის ქირაობა დღეში საშუალოდ – 20 ევრო კაცზე, ორ დღეზე –40 ევრო + ბენზინის თანხა (დაახლ. 15 ევრო კაცზე) + პარკინგის და ავტომაგისტრალით სარგებლობის თანხა, ასევე თუ გადასახდელი იქნა საერთაშორისო სერთიფიკატი მძღოლისთვის (15 დოლარი ღირსო) დაახლოებით 70 ევრო (მანქანის ქირაობა) გამოვა კაცზე გზის ხარჯი ყველაფრიანად. იმის მიხედვით სასტუმროს ან ჰოსტელს , უსაშუალოდ რა ფასში ვიქირავებთ 15 ღამეზე (1 ღამეს მატარებელში ვათევთ) სხვადასხვა თანხა დაგვჭირდება: 30 ევროდ თუ ვიქირავებთ საშუალოდ –450 ევრო . 35 ევროდ თუ ვიქირავებთ – 525 ევრო, რომში სასტუმრო შეიძლება უფრო ძვირი ღირდეს, მაგრამ ნეაპოლში ერთი კარგი აპარტამენტი 5 კაცზე, კარგ ადგილას, კაცზე 17 ევროდ ვნახე, ეს ფასები ერთმანეთს დააბალანსებს. როცა ვიზა გვექნება მაშინ უფრო კარგად გამოჩნდება სასტუმროს ხარჯები, იმის მიხედვით, სად იქნება თავისუფალი ადგილები. კვებაზე დღეში 25 ევრო გავთვალე კაცზე – 25X17=425€ ევრო, თუმცა ეს ინდივიდზეა დამოკიდებული, შეიძლება ვინმეს კვებაში ამდენი არ დაეხარჯოს და ის თანხა სხვა რამეს მოახმაროს (მით უმეტეს დილით ბუფეტი საუზმე თუ გვექნა ან თუ აპარტამენტებში ვიქნებით, ჩვენივე სამზარეულოში ზოგჯერ ჩვენ თვითონვე მოვიმზადებთ საუზმეს და ვახშამს) . მუზეუმების და ღირშესანიშნაობების ხარჯიც ინდივიდუალურია ინტერესის მიხედვით. რამდენიმე ძირითადი ღირშესანიშნაობის ფასი დავიანგარიშე (ისინი რაც მე მაინტერესებდა

თუმცა ყველა ღირშესანიშნაობის ფასი ვიცი, თუ ვინმეს სხვა რამის მონახულება მოუნდება). რომის ვატიკანის მუზეუმი და სიქსტის კაპელა – 15€ +4 ევრო (ინტერნეტით დაჯავშნა. სხვანაირად შეიძლება 5 საათი რიგში მოგვიწიოს დგომა), Colosseum + Colle Palatino +Roman Forum = 12€, პოპმეის ქალაქი–მუზეუმი – 11€, ფლორენციის ცნობილი კათედრალური ტაძარი – 8€, უფიცის გალერეა 6,5€ და Galerea dell”Academia სადაც მიქელანჯელოს ცნობილი დავითის ორიგინალი მდებარეობს – 6,5€ (ამ ორი მუზეუმის ბილეტებიც წინასწარ უნდა დავჯავშნოთ, ამასაც რამდენიმე ევრო დაემატება სავარაუდოდ) და ჩემი სუბიექტურ არჩევანი ფლორენციაში – ერთმანეთთან დაკავშირებული ბაბოლის და ბარდინის ბაღები , საიდანაც ულამაზესი ხედები იშლება ქალაქზე. კომბინირებული ბილეთი + 1–2 პატარა მუზეუმის ბილეთთან ერთად 10€ ღირს, სიენას ცნობილი კათედრალური ტაძარი –3€, მილანის ულამაზესი კათედრალური ტაძარი – უფასოა. ვენეციაში დოჯების სასახლე –13€ და კადოროს სასახლე 5€ + 1€ (დაჯავშნისთვის), თუმცა მე პირადად ვენეციის გარედან დათვალიერებას ვაპირებ. შევიძენ Vappareto pass–ს და 28 ევროდ 48 საათის განმავლობაში შეუზღუდავად ვივლი წყლის ტრანსპორტით ქალაქის ნებისმიერი წერტილიდან მეორე წერტილში (აქვე შედის მურანოს, ბურანოს და ტორჩელოს კუნძულებზე გადასვლა–გადმოსვლაც) ისე ვაპარეტოთი ერთჯერადი გადაადგილება 6,5€ ღირს. ვისაც უფრო რომანტიული – გონდოლათი გასეირნება ურჩევნია– 6კაციანი გონდოლა 40 წუთით 80 ევრო ღირს (კაცზე 14–15 ევრო), ოღონდ საღამოს 20:30–მდე, მერე 100 ევრომდე იზრდება. პიზის კოშკსაც გარედან დავათვალიერებ სავარაუდოდ. რადგან მისი ბილეთი თავის დაჯავშნის დანამატთან ერთად ლამის ჩინკვე–ტერეს ექსკურსიის თანხა ჯდება. ასე რომ მუზეუმების ხარჯი მე პირადად 76€ გამომივიდა (ვაპარეტო ...