ტაშისკარის ბავშვთა სახლი

ოდესმე, სადმე ხომ არ წავსულიყავით... და სხვა ასეთი იდეები

Moderators: Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia

anano
იეტი
Posts: 1620
Joined: 10 მარ 2006, 03:23
Location: Tbilisi- აქ ემღერება გულს...!
Contact:
ტაშისკარის ბავშვთა სახლი

Post by anano » 07 თებ 2011, 23:26

Wanderer wrote:anano
გავარკვიე უფრო ზუსტად. სკოლის ასაკისები არიან. სადღაც 7-დან 16 წლამდე.
ძალიან კარგი...

ახლა ალბათ დროა ჩამოვწეროთ, რას, სად და რა ფორმით ვაგროვებთ.
"ამგვარში,დღეს რომ საქართველოა,არც სიცოცხლე ღირს და არც სიკვდილი!"

User avatar
karavi87
მაწანწალა
Posts: 462
Joined: 06 ოქტ 2009, 11:58
Location: თბილისი
ტაშისკარის ბავშვთა სახლი

Post by karavi87 » 07 თებ 2011, 23:30

საწოლებს რაც შეეხება გასაშლელი საწლოები ეგრეთწოდებული "ლეჟანკები" კარგად იმუშავებს, თან იაფია და თანაც პრაქტიკული. ნუ ასეთი "ლეჟანკები" ბელუქშიც არის ის რუსულზე გაცილებით უკეთესია მაგრამ 4-5 ჯერ უფრო ძვირი ღირს ვიდრე რუსული ამიტომაც რუსულს უფრო გავწვდებით.
მოგზაურობა

Gio Giorgadze
ასფალტზე მოარული
Posts: 12
Joined: 26 დეკ 2010, 17:36
Location: saqartvelo, rustavi
ტაშისკარის ბავშვთა სახლი

Post by Gio Giorgadze » 08 თებ 2011, 12:20

კარგია აზრია, პატარებს გულები გავუთბოთ და გავუხაროთ...

anano
იეტი
Posts: 1620
Joined: 10 მარ 2006, 03:23
Location: Tbilisi- აქ ემღერება გულს...!
Contact:
ტაშისკარის ბავშვთა სახლი

Post by anano » 08 თებ 2011, 14:59

karavi87 wrote:საწოლებს რაც შეეხება გასაშლელი საწლოები ეგრეთწოდებული "ლეჟანკები" კარგად იმუშავებს, თან იაფია და თანაც პრაქტიკული. ნუ ასეთი "ლეჟანკები" ბელუქშიც არის ის რუსულზე გაცილებით უკეთესია მაგრამ 4-5 ჯერ უფრო ძვირი ღირს ვიდრე რუსული ამიტომაც რუსულს უფრო გავწვდებით.
ბელუქსი ძალიან ძვირი სიამოვნებაა... გავიგოთ არსებული ფასები და გვეცოდინება სავარაუდოდ რამდენი თანხა დაგვჭირდება. შევეცდები ამ კვირაშივე გავიდე ავეჯის ბაზრობებზე.
"ამგვარში,დღეს რომ საქართველოა,არც სიცოცხლე ღირს და არც სიკვდილი!"

User avatar
karavi87
მაწანწალა
Posts: 462
Joined: 06 ოქტ 2009, 11:58
Location: თბილისი
ტაშისკარის ბავშვთა სახლი

Post by karavi87 » 08 თებ 2011, 20:04

მე როგორც ვვარაუდობ რუსული გასაშლელი საწოლების 15-25 ლარამდე ღირს
მოგზაურობა

User avatar
tamuna_gudarexi
იეტი
Posts: 2290
Joined: 15 ივნ 2005, 15:28
Location: არსად...
ტაშისკარის ბავშვთა სახლი

Post by tamuna_gudarexi » 09 თებ 2011, 10:26

ტაშისკარის ბავშვთა სახლის დასახმარებელ აქციასთან დაკავშირებით მეგობარმა ფეისბუქზე გავრცელებული შეტყობინება გამომიგზავნა. 20 თებერვლისთვის გეგმავენ. ჩემი აზრით, ერთობლივად უფრო სასარგებლოდ შევძლებთ სახსრების გადანაწილებას.

Wanderer
ზურა, შენ ხომ არ იცი კონკრეტულად ამ აქციის შესახებ?


შეტყობინების ტექსტს აქვე ვდებ:

მოგესალმებით მეგობრებო,

ერთი მნიშვნელოვანი საკითხი თუ სათხოვარი მაქვს თქვენთან:

ტაშისკარში (ბორჯომის რაიონის სოფელია) არის ბავშვთა სახლი. იქ თავს აფარებს ოცამდე ბავშვი. ჩვენ ცოტა ხნის წინ შემთხვევით გავიგეთ ამ ბავშვთა სახლზე ამბები. იქ არის ძალიან ცუდი სიტუაცია, საქმე ისეა, რომ იმ ბავშვებს ლოგინებიც კი არ აქვთ, არ აქვთ ტანსაცმელი, საკვები, წამალი, არაფერს ვამბობ განათლებასა და ნორმალურ სიტუაციაზე. იქ ისეთი ცუდი სიტუაციაა, რომ როდესაც ჩვენ დახმარება მივიტანეთ ძეგვის ბავშვთა სახლში, იმათ გვითხრეს, რომ იქნებ იქ დაეხმაროთ ჩვენ რა გვიჭირსო.
ალბათ ყველა ხვდებით, რომ უკეთეს საქმეს ჩვენ ვერ გავაკეთებთ. გვაქვს გეგმა, რომ 20 თებერვალს წავიდეთ ტაშისკარში და რითიც შეგვიძლია დავეხმაროთ. ამისათვის ვაგროვებთ თანხას, ტანსაცმელს და ყველაფერს რაც შეიძლება მათ დაჭირდეთ. გთხოვთ დამიკავშირდით და რისი საშუალებაც გვაქვს მოვაგროვოთ თანხა, ჩვენთვის უმნიშვნელო რამ შეიძლება ვინმესთვის სიცოცხლის გადამრჩენი იყოს.

საშკა
Climb the mountains and get their good tidings. Nature's peace will flow into you as sunshine flows into trees. The winds will blow their own freshness into you, and the storms their energy, while cares will drop off like autumn leaves. John Muir

anano
იეტი
Posts: 1620
Joined: 10 მარ 2006, 03:23
Location: Tbilisi- აქ ემღერება გულს...!
Contact:
ტაშისკარის ბავშვთა სახლი

Post by anano » 09 თებ 2011, 10:37

tamuna_gudarexi

მართალი ხარ თამუნა, იქნებ დავუკავშირდეთ იმ ხალხს. ჩვენც ავაგროვოთ თანხა და ასე უფრო მაშტაბური გამოვა ეს აქცია.მგონი დროა ჩვენც დავიწყოთ თანხის აგროვება არა?[/b]
"ამგვარში,დღეს რომ საქართველოა,არც სიცოცხლე ღირს და არც სიკვდილი!"

User avatar
Wanderer
იეტი
Posts: 2739
Joined: 01 მაი 2004, 15:42
Location: viewtopic.php?p=X
ტაშისკარის ბავშვთა სახლი

Post by Wanderer » 09 თებ 2011, 12:06

karavi87
კარგი აზრია. რუსულებს მივაწვეთ. ან სხვას იაფიანს.



tamuna_gudarexi
anano
მე მაგ შეტყობინების შესახებ არ ვიცი, მაგრამ ისე მეც ფეისბუკიდან შემატყობინეს. ოღონდ ისინი 16-ში გეგმავენ თუ არ ვცდები. ასეა თუ ისე ერთიან თარიღზე შეთანხმება არ უნდა იყოს პრობლემა.

მოკლედ, ბევრი რომ არ ვიმარჩიელოთ და გაფუჭებული ტელეფონი არ ვითამაშოთ სჯობია რომ ვისაც აინტერესებს ეს საქმე რაღაცნაირად შევიკრიბოთ ერთ სივრცეში. ამისთვის მე შევქმენი სპეციალური ჯგუფი ფეისბუკზე, სადაც თქვენ ჩაგსვით უკვე. გთხოვთ რომ შეხვიდეთ იმ ჯგუფში და ვინც იცით რომ რეალურად დაინტერესებულია(ან დაინტერესდება) ამ საქმით დაამატოთ თქვენ თვითონ. ან მითხარით და მე დავატებ თუ მყავს მეგობრებში(მაგალითად, ბევრი კარველი არ მყავს...).

P.S. ჩემი ფეისბუკელი მეგობრების დაჟინებული მოთხოვნით ჯგუფი არის დახურული და არ ჩანს გარედან ანუ თუ არ დაამატებ ადამიანს ისე ვერ მოხვდება ჯგუფში და ვერც დაინახავს. მე პირადად ასეთი დახურვის მომხრე არა ვარ, მაგრამ სხვები საჯაროობის კატეგორიული წინააღმდეგები არიან(რატომღაც) და გადავწყვიტე რომ მეც არ შევეწინააღმდეგო. ჩემთვის ეს არაა პრინციპული და ჩემი აზრით, არ წყვეტს არაფერს... ვინც დაინტერესებულია ისედაც შემოგვიერთდება. :)
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია

User avatar
karavi87
მაწანწალა
Posts: 462
Joined: 06 ოქტ 2009, 11:58
Location: თბილისი
ტაშისკარის ბავშვთა სახლი

Post by karavi87 » 09 თებ 2011, 18:46

ამიტომ აქტივობის სხვა სახეობაში გავხსნათ ეს თემა
მოგზაურობა

User avatar
teo-
იეტი
Posts: 5269
Joined: 19 მარ 2008, 21:06
Location: myinvari
Contact:
ტაშისკარის ბავშვთა სახლი

Post by teo- » 09 თებ 2011, 18:48

გასასჰლელი საწოლები 80-100 გირს მე როგორც ვიცი
ყოველ შემთხვევაში შარშან რომ ვეძებდი უფრო დაბალ ფასში არ შემხვედრია
არა ექსკურსიას! Image

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ტაშისკარის ბავშვთა სახლი

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 10 თებ 2011, 01:24

მიგულეთ თქვენს გვერდით.
ვანდერერ, შენ, როგორც იდეის შემომთავაზებელი, თუ შეიძლება,
გეგმა დაგვისახე და ვიმოქმედოთ.
აქვე აღვნიშნავ, რომ რუსული ნაწარმის შეძების სურვილი არ მაქვს მანამ, ვიდრე ჩვენი ნაწარმი
მათ ბაზარზე ად დაბრუნდება და არ შეწყდება რუსული ოკუპაცია.
რაც შეეხება გასაშლელ საწოლებს, ამას ისევ უსაწოლობა სჯობს.
ბავშვებს ხერხემალზე გასაშლელით რა დაემართებათ, წარმოდგენილი გაქვთ?
დაუშვებელია.
თუ საწოლები არ აქვთ, ეგებ შესაბამის სახელმწიფო უწყებას, აგრეთვე, მედიას ვაცნობთ?
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

anano
იეტი
Posts: 1620
Joined: 10 მარ 2006, 03:23
Location: Tbilisi- აქ ემღერება გულს...!
Contact:
ტაშისკარის ბავშვთა სახლი

Post by anano » 10 თებ 2011, 11:12

Wanderer


იქნებ დღეს შენც მოხვიდე შემოიხედეში და ამ საკითხზეც დავილაპარაკოთ?
"ამგვარში,დღეს რომ საქართველოა,არც სიცოცხლე ღირს და არც სიკვდილი!"

User avatar
keto
იეტი
Posts: 1881
Joined: 04 მაი 2006, 23:01
Location: Tbilisi, Georgia
ტაშისკარის ბავშვთა სახლი

Post by keto » 10 თებ 2011, 13:24

teo- wrote:გასასჰლელი საწოლები 80-100 გირს მე როგორც ვიცი
ყოველ შემთხვევაში შარშან რომ ვეძებდი უფრო დაბალ ფასში არ შემხვედრია
მეც ასე ვიცი. მყარი გასაშლელი საწოლები რომ არის, საკმაოდ ხარისხიანი, ასე ღირს ავეჯის ბაზრობებზე. 20-25 ლარიანი ალბათ ისინია, ძველებურები, ნაჭრისები რომ იყო. არარუსული კიდევ, ბელუქსში 450 ლარი ღირს.

ზურა, მიმამატე ფეისბუქის ჯგუფში რა მეც.
Keep Smiling...

User avatar
დათო
მაწანწალა
Posts: 444
Joined: 29 მარ 2008, 17:24
ტაშისკარის ბავშვთა სახლი

Post by დათო » 10 თებ 2011, 13:36

ბავშვებს ხერხემალზე გასაშლელით რა დაემართებათ, წარმოდგენილი გაქვთ?
დაუშვებელია.
ნაჭრის გასაშლელებს რაც შეეხება, ეს მართლაც ასეა. არ შეიძლება მუდმივად მათზე ძილი, მით უმეტეს ბავშვებისთვის.

მისაღებია მხოლოდ მყარი, ხის გასაშლელები. თუმცა ვეჭვობ, რომ ესენი საკმაოდ ძვირი ეღირება.

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
ტაშისკარის ბავშვთა სახლი

Post by Naia » 10 თებ 2011, 14:07

შეკვეთით რომ დავამზადებინოთ უფრო იაფი არ გამოვა? მარტივი დიზაინის...

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]