იდეები ჩანჩქერების კალენდრისთვის

ოდესმე, სადმე ხომ არ წავსულიყავით... და სხვა ასეთი იდეები

Moderators: Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
იდეები ჩანჩქერების კალენდრისთვის

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 04 თებ 2011, 13:22

ARCHILI wrote:მცენარეები და ცხოველები კარგია, მაგრამ მოგზაურობის განცდას კარგავს, კარვის კალენდარი კი უფრო სამოგზაურო განცდებს უნდა ბადებდეს.

ვიფიქროთ, აბა... :)

კიარადა, ეგება თემა გაგვეხსნა "იდეები 2012 წლის კარვის კალენდრისთვის"..
თემას გახსნის გიორგი ბაგრტიონი.
რაც შეეხება მცენარეეებსა და ცხოველებს, მოგზაურობის განცდას არ გაანალებს.
ვის არ უნდა ნახოს ირემი და ჯიხვი ანდაც მთის მცენარეები?
ზოგი1 ისეთი ყვავილია, რომელიც მხოლოდ მაღალ მთაში გვხვდება.
ვისაც მათი ნახვა არ სურს, იმას მოგზაურობის განცდაც არ ექვს
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
იდეები ჩანჩქერების კალენდრისთვის

Post by ARCHILI » 04 თებ 2011, 13:36

GAMARJOBA SAKARTVELO


ნუ ხარ აგრესიული

:)

მე დავწერე ვარაუდის დონეზე, რომ გარემოსდაცვით კალენდარს არ დაემსგავსოს თქო, თორემ ისიც მიწერია, რომ კარგია-თქო...

შევხედოთ სხვა კუთხითაც, რა არის ამაში ცუდი?

:)

მგონი, არაფერი.

კი, ბატონო, რაც გინდა იყოს, თუ რამე მომეძიება ჩემი უნიჭობით გადაღებული, სიამოვნებით შემოგიერთდებით, მაგრამ.. დავყაროთ ჩვენც იდეები :) შესაძლებელია გიორგის ისედაც უკვე რამე შესანიშნავი იდეა ჰქონდეს და ჩვენც აქედან ჩვენი ვცადოთ...

:)
Image

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
იდეები ჩანჩქერების კალენდრისთვის

Post by Kakha » 04 თებ 2011, 13:47

დავაზუსტებ რა ვიგულისხმე როცა ვთქვი სასახელეები-თქო: შუა საუკუნეების სასახლეები (მაგლითად გეგუთი, ნეკრესის ეპისოკოპოსის, ვაჩნაძიანთან) ამათი დიდი ნაწილი ნაგრევებადაა ჩვენამდე მოღწეული, მემამულის ან თავადთა სახლები - ამათ სასახლეები ყოველთვის არ ეთქმით (მაგალითად გიორგი შატბერაშვილის სახლი, და სხვა მრავალი ქართლსა და კახეთში, ასევე დუშეთში შემოჩენილი ჭილაშვილების სასახლე, ახალგორის ქსნის ერისთავების და ა. შ.) და ბოლოს ევროპული ყაიდის სასახლეები, კარგად ცნობილი წინანლისა და ზუგდიდის სასახლეებიდან დაწყებული და იგივე კახეთში, სოფელ ვაზისუბანში არსებული ორი სასახლე (ჩვენ არ გვინახავს), ხოშტარიას სასახლე სოფელ სუჯუნაში, სამეგრელო, მუხრან-ბატონის სასახლით მუხარნში დამთავრებული.

მგონია ასეთი მიდგომით საკმაო მრავალფეროვნება იქნება გარანტირებული.

თუმცა მთის რეგიონები ნამდვლიად დაიჩაგრება. მაგრამ მარტო მთა ხომ არაა საქართველო და ხშირად ყურის ძირში, აქვე, ახლოს, დასახლებულ ადგილებში გვაქვს საინტერსო ძეგლები და მათ შესახებ არც კი გაგვიგია......

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
იდეები ჩანჩქერების კალენდრისთვის

Post by ARCHILI » 04 თებ 2011, 13:50

Kakha


ჩემი ძალიან დაბალი კომპეტენციით, ვაღიარებ რომ შესანიშნავი იდეაა.

შეგვიძლია ვიფიქროთ, ამ თემატიკაში კიდევ რამდენი რამე შეიძლება გაერთიანდეს, ანუ ეს მიმართულება სანამდე გაწვდეს, თან ამგვარი "შეჯამება" (ასე ვთქვათ) მგონი არც გაკეთებულა და ცოდნის და შესწავლის დონეზეც კი მნიშვნელოვანია.

:)
Image

User avatar
keto
იეტი
Posts: 1881
Joined: 04 მაი 2006, 23:01
Location: Tbilisi, Georgia
იდეები ჩანჩქერების კალენდრისთვის

Post by keto » 04 თებ 2011, 15:14

მცენარეები და ცხოველები რაღაც არ მე მხიბლავს.
სიმართლე გითხრათ, სასახლეებს ვემხრობოდი, ძალიან საინტერესო კალენდარი გამოვიდოდა ჩემის აზრით.
სასახლეები, მთები,სოფლები - ეს სამი მყავს ფავორიტებში.
Keep Smiling...

User avatar
აცაბაცა
იეტი
Posts: 1760
Joined: 27 ივნ 2005, 13:02
Location: ირმის ნახტომი
იდეები ჩანჩქერების კალენდრისთვის

Post by აცაბაცა » 04 თებ 2011, 15:18

და ქართველი მამრები?????
ჩაისუნთქე! ამოისუნთქე! ჩაისუნთქე! ჩაისუნთქეეეეე!

User avatar
Mrs. Robinson
იეტი
Posts: 1488
Joined: 13 სექ 2005, 19:13
იდეები ჩანჩქერების კალენდრისთვის

Post by Mrs. Robinson » 04 თებ 2011, 19:32

მმართლაც ძალიან ლამაზი გამოსულა.
მადლობა ყველას ვინც ეს საქმე ბოლომდე მიიყვანა.

მეც მინდა კალენდარი. :oops:

User avatar
meleksa
იეტი
Posts: 2161
Joined: 14 ივლ 2009, 21:16
Location: წინაპართა ნაკვალევი..
იდეები ჩანჩქერების კალენდრისთვის

Post by meleksa » 04 თებ 2011, 19:51

keto wrote:მცენარეები და ცხოველები რაღაც არ მე მხიბლავს.
სიმართლე გითხრათ, სასახლეებს ვემხრობოდი, ძალიან საინტერესო კალენდარი გამოვიდოდა ჩემის აზრით.
სასახლეები, მთები,სოფლები - ეს სამი მყავს ფავორიტებში.
+1
Image

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
იდეები ჩანჩქერების კალენდრისთვის

Post by Tamari-ch. » 04 თებ 2011, 20:44

GAMARJOBA SAKARTVELO wrote:1. საქართველოს მთები (შხარა, უშბა, მწყინვარწვერი, ჭაუხები...)
2. სასახლეები (დადიანების, ერეკლეს, მუხრანბატონის, დარეჯანის...)
3. ტყეები (უთხოვაის ტყე, ბზის ტყე, საბადური, ბაწარა...)
4. დაცული ტერიტორიები+ნაკრძალები (ვაშლოვანი, პალიასტომი, ქობულეთის ჭაობები, ლაგოდეხი)
5. მცენარეთა სამყარო, ყვავილები (ია, ხარისთვალა, კატაბალახა, კესანე)
6. სოფელი (დართლო, უშგული, ცდო, ტაბაყური...)
7. ქრისტიანობამდელი ძეგლები (არმაზი, უფლისციხე, გოხნარი...)
8. ბუნების მიერ გამოკვეთილი სახეები, ფიგურები
9. ხეობები (თრუსო, არწივი, ხადა...)
10. ძველი ხიდები (ჭაპალა, წყალწითელას, რკონის, კუშის...)
11. პეპლები
12. ...

შეგიძლიათ, თემები დაამატოთ.
ჩემი ჯილა თემაა ხიდები და სოფელი. საქართველო მართლაც რომ მდიდარია ამ მხრივ
საქართველოს მდინარეები!
თერგი, კინჩხა, არაგვი, და ა.შ
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
იდეები ჩანჩქერების კალენდრისთვის

Post by ARCHILI » 04 თებ 2011, 21:07

GAMARJOBA SAKARTVELO wrote:
სასახლეები

სოფლები
საქართველოს სოფლებიც საინტერესოა, მრავალფეროვნებაც შესაძლებელია მრავალმხრივ, ადგილები, კოლორიტები, მახასიათებლები, სიუჟეტები, ღირსშესანიშნაობები, რაც სოფლებს ახასიათებს.

ამ ორს ვემხრობი...

:)
Image

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
იდეები ჩანჩქერების კალენდრისთვის

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 04 თებ 2011, 21:45

დავამატებდი კიდევ 1 თემას - ქართული სახლი
ARCHILI wrote:GAMARJOBA SAKARTVELO


ნუ ხარ აგრესიული
აგრესია გულში არც გამივლია.
აბა, საიდან მოიტანე?
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
იდეები ჩანჩქერების კალენდრისთვის

Post by ARCHILI » 04 თებ 2011, 21:55

GAMARJOBA SAKARTVELO wrote:

აგრესია გულში არც გამივლია.
აბა, საიდან მოიტანე?
ძალიან კარგი, მომეჩვენა ალბათ.

ქართულ სახლის კალენდრის იდეაში რას გულისხმობ ? დააზუსტო იქნებ.. რაიმე არქიტექტურული კუთხით თუ? ქართული ყოფა მაგალითად? რაიმე მისთ.
Image

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
იდეები ჩანჩქერების კალენდრისთვის

Post by Int3lig3nt » 05 თებ 2011, 00:52

სოფლების იდეას ვემხრობი მეც
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

anano
იეტი
Posts: 1620
Joined: 10 მარ 2006, 03:23
Location: Tbilisi- აქ ემღერება გულს...!
Contact:
იდეები ჩანჩქერების კალენდრისთვის

Post by anano » 05 თებ 2011, 11:04

Int3lig3nt wrote:სოფლების იდეას ვემხრობი მეც
მეც ვემხრობი, სოფლების იდეას..
"ამგვარში,დღეს რომ საქართველოა,არც სიცოცხლე ღირს და არც სიკვდილი!"

User avatar
paata_
იეტი
Posts: 6275
Joined: 06 დეკ 2006, 10:50
Location: ხევსურეთი
Contact:
იდეები ჩანჩქერების კალენდრისთვის

Post by paata_ » 05 თებ 2011, 11:51

GAMARJOBA SAKARTVELO wrote: დაცული ტერიტორიები+ნაკრძალები (ვაშლოვანი, პალიასტომი, ქობულეთის ჭაობები, ლაგოდეხი)

ამას ისედაც უშვებს ყოველ წელს დაცულები


სოფლები და სასახლეები მომეწონა

ზოგადად მოგზაურობის ფოტოებზე რას იტყოდით? სხვადასხვა და ბევრი შეიძლება იყო, თან სუფთა კარავული გამოვა

ლაშქორობა, პალატკები (კარვები © გოგა), კოცონთან, მთასვლელები, ჯიპტურები, ველოტურები, თხილამურები, რაფტინგი, ცხენებით, მდინარეზე გადასვლები ან გადახტომები და კიდე უამრავი რამ შეიძლება იყოს

კარვულიცაა, ტურიზმის და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიციაცაა

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]