ჰო, მართლა, აი ვინ აირან ეს კ2-ელები, უფრო სწორედ რა კომპანიაა და მომსახურებას სთავაზობენ. მათი პირწიგნაკიდან ინფო
Leselidze St. 30/2, Tbilisi, Georgia; Phone:+995 32 99 09 35; +995 74 40 90 80; +995 99 29 81 65; +995 95 90 95 25; E-mail:
geo.k2club@gmail.com
კლუბი k2 ყოველ შაბათ–კვირას საქართველოს მაშტაბით აწყობს ორდღიან გასვლით სათავგადასავლო ტურებს, რომელიც მოიცავს ექსტრემალური და არაექსტრემალური სპორტის სახეობებს სხვა პროგრამებთან ერთად: Rope Swing, სპელეო–ტური (მღვიმე), ველო–ტური, დაივინგი, პარაპლანით ფრენა, ბოულინგი, წყლის თხილამურები, კარტინგი, ჯომარდობა, ლაზერული ბრძოლები, კლდეზე ცოცვა, სამოგზაურო და სამთო ტურები, ზამთრის სახეობები.
ყოველ სახეობასთან ერთად ეწყობა კარვების ბანაკი, იმართება საღამოს გასართობ–შემეცნებითი პროგრამა: კარაოკე, ტურში აღბეჭდილი ფოტო და ვიდეო მასალის ჩვენება, საღამოს მუსიკალური წამყვანი, ვლინდებიან სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულები. გამარჯვებულებს და მონაწილეებს გადაეცემათ სხვადასხვა სახის პრიზები და ფასდაკლების ბარათები.
კლუბი უზრუნველყოფს ტურს კვებით, მგზავრობით, სათანადო აღჭურვილობით, პროფესიონალი გიდებითა და ინსტრუქტორებით, ფოტოგრაფებით და ოპერატორებით.
k2 სათავგადასავლო ტურები გათვლილია სპორტის სხვადასხვა სახეობების განვითარებასა და პოპულარიზაციაზე, საქართველოს კუთხეებში მოგზაურობასა და აქტიურ დასვენებაზე, მონაწილეების დამეგობრებასა და გუნდური პრინციპით გამარჯვებაზე.
თითოეულ ტურს ეძღვნება ვიდეო და ფოტომასალით აწყობილი მოკლემეტრაჟიანი ფილმი.
აღნიშნულ ღონისძიებებში მონაწილეობა შეუძლიათ ინდივიდუალურ პირებს (თვრამეტი წლიდან) და ორგანიზაციებს (კორპორატიული ტურები).