მცირე აბულზე ქოროღლის ციხე

ოდესმე, სადმე ხომ არ წავსულიყავით... და სხვა ასეთი იდეები

Moderators: Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia

User avatar
vasso
ბოდიალა
Posts: 108
Joined: 19 აგვ 2008, 21:34
Location: tbilisi
მცირე აბულზე ქოროღლის ციხე

Post by vasso » 26 ივნ 2010, 12:15

Makena
ჩემი ატვირთული ბმული თუ ნახე? რუქაზე მაგ ადგილას წერია "რაზვ. კრეპ. კოროგლი" და შეიძლება რო შეცდომა იყოს? ისე სამსარის ქედზე კიდევ ორ მთას ქვია ქოროღლი. მოკლე გზა საიდან მიდის ,ეგეც თუ შეგიძლია რომ დაწერო. განძანიდან მანქანა ვერ შევა?
...

User avatar
Makena
იეტი
Posts: 5267
Joined: 28 აპრ 2007, 19:10
Location: Golden Valley
Contact:
მცირე აბულზე ქოროღლის ციხე

Post by Makena » 27 ივნ 2010, 20:15

vasso
სამსარის ქედი აბულის მთისგან საკმაოდ მოშორებულია, სამსარზე თუ წახვედი აბულთან ვერასდროს მიხვალ.
გამყოლის გარეშე ვერ მიხვალთ, საკმაოდ რთული მისაგნებია, თუ ღრუბლიანი ამინდია აბულის დედა ციხე ფაქტიურად მიუდგომელია რადგან უბრალოდ ვერ იპივით.

User avatar
Nephros
მაწანწალა
Posts: 643
Joined: 25 სექ 2009, 02:06
Location: სახლი
Contact:
მცირე აბულზე ქოროღლის ციხე

Post by Nephros » 28 ივნ 2010, 09:47

Makena
vasso

აი ეს ინფორმაცია მე ვიკიპედიაზე დ. ბერძენიშვილის ნაშრომის მიხედვით დავდე, იმედია გამოგადგებათ (დ. ბერძენიშვილი, ჯავახეთის ძველი სიმაგრეები. ჯავახეთი. ისტორია და თანამედროვეობა. ახალციხე. 2002წ. გვ. 181-203). აქ დადასტურებულია, რომ მცირე აბულზე მდებარე ციხე იგივე "ქორ–ოღლია". ტოპონიმები, როგორც წესი, ხშირად მეორდება, ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში, ამიტომ ქორ–ოღლი მხოლოდ კოჯორთან არ ასოცირდება. როგორც ვიცი, საგმირო თქმულება "ქორ–ოღლი"–ზე საკმაოდ გავრცელებული ყოფილა ჰერეთშიც, სადაც ეს აზერბაიჯანიდან შესულა.


აბულის ციკლოპური ციხე
აბულის ციკლოპური ციხე — მშრალად ნაგები აბულის ციკლოპური ციხე, სოფელ აბულის სიახლოვეს მდებარეობს. მის შესასვლელში, იქ, სადაც ძველი საურმე და სამანქანო გზა ერთდება, ზედაპირზევეა ქვაყუთის ტიპის საფლავები.

გრანდიოზული და რთული გეგმარებისაა აბულის ციხე, რომელიც მცირე აბულის მთის სამხრეთ კალთაზე მდებარეობს, ზღვის დონიდან 2800 მ–ის სიმაღლეზე. აქ მთელი ქედი თხემიდან სოფ. აბულამდე მორენებითაა დაფარული. ამით უსარგებლიათ ძველთაგანვე და ლოდების მცირე გადაადგილებით მიუღიათ დარან-სამალავები, რომლებსაც ვიწრო, დაბალი შესაძრომი აქვთ. საკმარისია ერთი ლოდის აფარება და ყველაფერი შეუმჩნეველია, ის აღარაფრით გამოირჩევა ქვიანი მასის საერთო გროვიდან. ციხე-გალავანი ამ დარნების შუაში, მაღალ ადგილზეა აგებული. ის შედგება გალავნის, შიდა-ციხისა და მის კედლებზე შიგნიდან მიშენებული სათავს-სადგომებისაგან.

მიუხედავად იმისა, რომ წყობა ყველგან მშრალია, კედლების სიმაღლე ზოგან 5 მ-მდე აღწევს, სიგანე კი 3 მ-ია. „შიდაციხე“ მოიცავს ფართობს დაახლოებით 60×40 მ. დასავლეთის ორი კუთხე მართია, აღმოსავლეთისა — მომრგვალებული. ბურჯებიდანაც ორი მრგვალია, სამი - ოთხკუთხა. შესასვლელი ორია — სამხრეთ და დასავლეთ კედლებში.

ციხის შიგნით კედლებსა და ბურჯებზე მიშენებული 40-მდე სადგომია, ზოგან ორ-სამ სართულად. აღმოსავლეთით ტერასებად დაშვებული სამალავები, ისევე, როგორც გალავნის შიგნითა სათავსები, სხვადასხვა გეგმისანი არიან: 1. წრიული, დიამეტრით 2 მ. 2. მოგრძო დარნები, რომლებსაც ერთი ბოლო მომრგვალებული აქვთ, მეორე — სწორკუთხა, ფართობით 4×2მ. 3. მოზრდილი, სწორკუთხა ოთახები.

პირველი ორი ტიპის სადგომებს გადახურვა ერთნაირი აქვთ: ვერტიკალური კედლიდან თანდათან, ცენტრისკენ საფეხურებად გადმოწეული ბრტყელი ფილები იძლევიან ხის დარბაზების მზგავს გვირგვინს. დიდი ოთახების სახურავები ყველგან ჩაქცეულია, შესაძლოა მათ ბანური გადახურვა ჰქონდათ. აბულის სიმგრის სამხრეთით, ქედზე წყარო გამოდის, რაც გააძლიერებდა თავდაცვისუნარიანობას.

საერთოდ, აბულის დღევანდელი „ქორ-ოღლი“ ძლიერ წააგავს შაორის სიმაგრეს — ერთგვარია ბუნებრივი პირობები, მშენებლობის ტექნიკა, გადაუხურავი ტალანები და მისასვლელები. მაგრამ აბულის სიმაგრე მაინც გამორჩეულია. იგი ერთი უპირველესი ცენტრთაგანი უნდა იყის უძველესი დროიდან. თვალში საცემია მისი სიდიდე, სიძლიერე, მიუვალობა, სტრატეგიული მდებარეობა: მის სამხრეთით გადის გზა ფოკა-ხოსპიო-ხერთვისისაკენ.
Image
ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა...

User avatar
Makena
იეტი
Posts: 5267
Joined: 28 აპრ 2007, 19:10
Location: Golden Valley
Contact:
მცირე აბულზე ქოროღლის ციხე

Post by Makena » 28 ივნ 2010, 13:21

Nephros
საინტერესო ინფორმაციაა.
მე ამ ციხეს აბულის ციხედ ვიცნობ. მისი მიდამოები ნანახი მაქვს, თუმცა რამდენჯერაც ასვლა დავაპირე ხან ამინდი გაფუჭდა, ხანაც დროში ვერ ჩავეტიეთ...

მე წელს ვგეგმავ აბულზე ასვლას, ეხლა ჩინეთში ვარ, რომ დავბრუნდები მერე, მუზეუმის თანამშრომელი გაგვყვება, ჩემი მეგობარია, რამდენჯერმეა ნამყოფი აბულზეც და შაორზეც.
ჰო სამსარიც მინდა ვნახოთ... სამსარი ძალიან სავალალო დღეშია.

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
მცირე აბულზე ქოროღლის ციხე

Post by Naia » 28 ივნ 2010, 13:41

Makena
თამაზ, უჩემოდ რომ წახვიდე მანდ გულიც გამისკდება :)

User avatar
Makena
იეტი
Posts: 5267
Joined: 28 აპრ 2007, 19:10
Location: Golden Valley
Contact:
მცირე აბულზე ქოროღლის ციხე

Post by Makena » 28 ივნ 2010, 20:34

Naia
მეგობრობა უპირველეს ყოვლისა, უშენოდ ეს გასვლა ვერ შედგება, ერთად დავიწყეთ აბულზე ასვლა და ერთადვე მივიყვანთ ბოლომდე :)

User avatar
vasso
ბოდიალა
Posts: 108
Joined: 19 აგვ 2008, 21:34
Location: tbilisi
მცირე აბულზე ქოროღლის ციხე

Post by vasso » 29 ივნ 2010, 11:54

Nephros
მადლობა მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოწოდებისთვის
...

User avatar
Nephros
მაწანწალა
Posts: 643
Joined: 25 სექ 2009, 02:06
Location: სახლი
Contact:
მცირე აბულზე ქოროღლის ციხე

Post by Nephros » 29 ივნ 2010, 17:17

Makena
Naia
vasso


მეც მინდა ჯავახეთში!

აი, კიდევ ეს ინფორმაცია შაორზე. დიდი ვერაფერი ინფორმაციაა, მაგრამ პარალელურად ვიკიპედიაზეც ( შაორი) დავდე.


სოფ. შაორი – სოფელ ფარვანასთან. დავთრის დროს უკვე გაუკაცრიელებული სოფელია. თანამედროვე რუკებზე (რუსულ სპეცრუკებზე) არ არის აღნიშნული. სამაგიეროდ ასეთი პუნქტი – შაორი (Chaori) აღნიშნულია ვახუშტის ატლასზე (#12) და Description-ისადმი დართულ რუკაზე ფარავნის ტბის ჩრდილოეთის მიმართულებით და რამდენიმედ დაშორებით. 1923 წელს გამოსულ „საქართველოს ისტორიულ რუკაზე“ სოფელი შაორი არ არის აღნუსხული, მაგრამ ამ ზონაში იქ აღნიშნულია (ამ სოფლის კიდევ ჩრდილოეთით) მთა შაორი. შაორის სახელით ცნობილი სოფლის გარდა ცნობილი ყოფილა აგრეთვე შაორის ციხე და შაორისწყალი: „კვალად ამ ტბას (ფანავრის) ერთვის წყარო შაორისა, მდინარედ გამომდინარი კლდიდამ...“, „ხოლო შაორის მთის თხემსა ზედა დგას ციხე დიდროვანის ლოდითა ნაშენი...“, „კვალად არს შავნაბადი შაორსა და თავკვეთილს შუა. ი.როსტომაშვილის ცნობით ამ შაორის ციხეს შემდეგში დარქმევია „ქოროღლის ციხე“. ავტორ სავსებით სამართლიანად შენიშნავს, რომ ამ ციხეს უნდა დაუბრუნდეს თავისი ძველი და ქართული სახელი „შაორის-ციხე“.
ამრიგად, შაორი მნიშვნელოვანი დასახლებული პუნქტია, რომელიც დაცულია მის თავზე მდებარე შაორის ციხით. ამასთან დაკავშირებით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ათონის მონასტრის #53 ეტრატის ხელნაწერი, რომელიც აფხაზთა მეფის ბაგრატისა და ქართველთა კურაპალატის ბრძანებით არის დაწერილი „დასაბამიდგან წელთა ხქზ, ქრ-კსა: სკბ: ... (1002წ) შორს ...ხელითა აკვილა მტბევრისაითა, დაწერილ უნდა იყოს ფარავნის ტბის სანახებში მდებარე ამ ჩვენ შაორში.

წყარო: ს. ჯიქია. გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი. წიგნი III. გამოკვლევა. თბილისი, 1958, გვ. 349


ნ------------
შაორის სიმაგრე ფარავნის ტბის სიახლოვესაა, მის ჩრდილო–დასავლეთ მყოფ კლდოვან მტაზე, 2752. სიმაღლეზე ზღვის დონიდან. მას იხსენიებს ვახუშტი ბატონიშვლი, რომელიც წერს, რომ ფარავნის ტბასო „ერთვის წყარო შაორისა, მდინარედ გადმომდინარე კლდიდამ და სავსე არს კალმახითა. ხოლო შაორის თხემსა ზედა დგას ციხე დიდროვანის ლოდითა ნაშენი“. (იხ.: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, თ. ლომოურისა და ნ. ბერძენიშვილის რედაქციით, თბ., 1941, გვ. 43).
შაორის ციხის აშენება დასახლებული პუნქტებიდან მოშორებით, განპირობებული უნდა იყოს მთის მიუვალობით და მორენული ღვარით, რომლითაც დაფარულია თხემი და მთის კალთები. ე.ი. სიმაგრისათვის საშენი მასალა აქ ადგილზევეა. ამ ქვების შერჩევით და ერთმანეთზე მორგებით შესაძლებელია საკმაოდ მყარი კედლების ამოყვანა. [ჯავახეთის სხვა] სიმაგრეებთან შედარებით, შაორზე გაცილებით რთული ნაგებობანი, ჯერაც კარგად იკითხება. ქვედა გალავანში დაყოლებული შესასვლელით ავდივართ სიმაგრის იმ ნაწილში, რომელიც ამავე მთის უფრო დაბალ თხემზეა მოწყობილი. გალავნის შიგნით აქ რამდენიმე სათავსია. ლოდოვანებზე სიარულის გასაადვილებლად აქედან ზევით, სამ მეტრამდე სიგანის ბრტყელი ქვებით ნაწყობი გზა მიემართება, რომლის გასწვრივ სამალავი ბლინდაჯებია გამართული. სიმაგრის მთავარ ნაწილს ე.წ. „ზედა ციხე“ წარმოადგენს. ესაა გალავანი ერთი, დაბალი შესასვლელით, რომლის შიგნითაც მიშენებულია ერთი, ან ორსართულიანი სადგომები. მათი რაოდენობა ორ ერთეულს აღემატება. მშრალად ნაწყობი კედლის სიმაღლე ზოგან 4 მ–ია, სიგანე 3 მ–მდე აღწევს. გალავნის შიდა სადგომთა უმეტესობას ცალკე შესასვლელი აქვს, ზოგს კი ერთმანეთთან კარი აკავშირებს.
გალავნის გარეთაც კარკნალში დარან–სამალავთა მთელი ჯგუფია. არსად ცანს საისრე–სამზერები, წყალიც მთის ძირში იქნებოდა. სადრაც იქვე უნდა ყოფილიყო სოფ. შაორი, რომლის სახელს მიიღებდა მთაცა და სიმაგრეც. [...] მოსახლეობის მიერ შაორის სიმაგრის გამოყენებაზე შემდგომ ხანებში მეტყველებს თუნდაც ის ფაქტი, რომ XIX საუკუნის მიწურულს იქაურ ერთ სენაკში ორი ქვაჯვარი უნახავთ (იხ.: ლ. მელიქსეთ–ბეგი, მეგალითური კულტურა საქართველოში, თბ., 1938, გვ. 72).
სარო მიჩნეულია „ქალაქურ დასახლებად“. რას წარმოადგენდა სოციალური თვალსაზრისით შაორი და აბული – ეს ჯერ კიდევ საკვლევია, მაგრამ ისინი რომ მუდმივი საცხოვრებლები ყოფილიყვნენ, ნაკლებ სავარაუდოა (ბუნებრივი პირობების გამო). ისინი შეიძლება წარმოვიდგინოთ ტომობრივ ბელადთა დროებით თავშესაფრად შიშიანობის დროს, სადაც თავს აფარებდა მისი მხლებლებ-მსახურებისა და მოსახლეობის ნაწილი. შესაძლოა, აქვე ტარდებოდა საკულტო რიტუალებიც, რასაც არქეოლოიური შესწავლა თუ გაარკვევს.

წყარო: დ. ბერძენიშვილი, ჯავახეთის ძველი სიმაგრეები. ჯავახეთი. ისტორია და თანამედროვეობა. ახალციხე. 2002წ. გვ. 181-203.
Last edited by Nephros on 24 სექ 2010, 16:51, edited 1 time in total.
Image
ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა...

User avatar
Makena
იეტი
Posts: 5267
Joined: 28 აპრ 2007, 19:10
Location: Golden Valley
Contact:
მცირე აბულზე ქოროღლის ციხე

Post by Makena » 29 ივნ 2010, 18:57

Nephros
ადრეც ხომ შევთანხმდით, ერთად უნდა წავიდეთ ჯავახეთში, მგარი ექსპედიცია გამოვა, დარწმუნებული ვარ წლის გასვლა იქნება :)

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
მცირე აბულზე ქოროღლის ციხე

Post by Gvalva » 29 ივნ 2010, 19:25

vasso

სალამი :)

ხშირად ვამბობ ხოლმე რომ, ადგილზე რომ ხარ და მდინარე მიდის იმას სახელი ისე კოხტად არ აწერია, როგორც რუკაზე, ასევე მთას, ტბას :D

ამიტომ, ასეთი რამეები გაითვალისწინე, ციხე არის იმ მთაზე, რომელიც უფრო სამხრეთითაა, რომელიც უფრო ქვიანი (ლოდიანია) და რომელიც უფრო დაბალია

თუ არ მეშლება, სხვებთანაც გადაამოწმე, ციხე დგას დასავლეთის ფერდაზე, მაგრამ როგორც ვიცი ბილიკი ამ მთას ირგვლივ უვლის სპირალისებურად და ციხესთან ჩერდება

User avatar
Makena
იეტი
Posts: 5267
Joined: 28 აპრ 2007, 19:10
Location: Golden Valley
Contact:
მცირე აბულზე ქოროღლის ციხე

Post by Makena » 29 ივნ 2010, 20:51

vasso
მე პირადად არ გამივლია ბილიკი რომელიც აბულის ციხეზე ადის ამიტომ კონკრეტულად ვერაფერს გირჩევ.
როცა კი გამყოლის გარეშე მოვინდომეთ მისვლა ყოველთვის ავცდით გზას, ამიტომ ჩემი რჩევაა რომ ისეთი ადამიანი გაიყოლოთ ვინც ნამყოფია და მიგიყვანთ.
ციხე მცირე აბულზე მდებარეობს, საკმაოდ მაღალზე, 2800 მეტრზე, ამიტომ ამინდის ცვალებადობაზე ბევრია დამოკიდებული, ჩემი მეგობრები ასულები იყვნენ როდესაც მოიღრუბლა და თურმე ზედ მთაზე დაკარგეს ერთმანეთი.
გასათვალისწინებელია ისიც რომ მთა ძალიან ქვიანია, დიდი ლოდებით არის დაფარული და ფრთხილად არის სიარული საჭირო რომ ფეხი არ დაიზიანოს კაცმა.

User avatar
vasso
ბოდიალა
Posts: 108
Joined: 19 აგვ 2008, 21:34
Location: tbilisi
მცირე აბულზე ქოროღლის ციხე

Post by vasso » 30 ივნ 2010, 19:36

მადლობა ხალხნო!!
გამყოლი ვიპოვე , არქეოლოგი კაცია და სინტერესო მეგზური უნდა იყოს. მე 15 ივლისიდან 7 აგვისტომდე მცალია , კარგი იქნებოდა საერთო ძალებით რო დაგველაშქრა აბული
...

leo1
მაწანწალა
Posts: 448
Joined: 13 ივნ 2010, 20:10
მცირე აბულზე ქოროღლის ციხე

Post by leo1 » 30 ივნ 2010, 19:58

როდისთვის გეგმავთ დაახლოებით???ც თუ გინდათ ჩემი თემაც გავაერთიანოთ ამ გასვლაში - ნახეთ "ტაბაწყური-აბული-BP-ს გზა - ჯიპებით+თრექინგი ივლისში მალე"

User avatar
vasso
ბოდიალა
Posts: 108
Joined: 19 აგვ 2008, 21:34
Location: tbilisi
მცირე აბულზე ქოროღლის ციხე

Post by vasso » 02 ივლ 2010, 03:37

leo1
შეიძლება ,ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები :roll: [/u][/i]
...

User avatar
Nephros
მაწანწალა
Posts: 643
Joined: 25 სექ 2009, 02:06
Location: სახლი
Contact:
მცირე აბულზე ქოროღლის ციხე

Post by Nephros » 02 ივლ 2010, 13:32

Makena
კი, რა თქმა უნდა! რამდენი ხნის სურვილია უკვე. ბოლოს ბარალეთში მომიწია ყოფნამ, მაგრამ ისეთი ამინდი იყო, ეკლესიაც კი ვერ ვნახე. სამაგიეროდ შორიდან დავინახე სამსარი. მიხარია უკვე, ვგრძნობ, შინაგანად გამაძლიერებს იქ წასვლა.
Image
ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა...

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]