ჯუთიდან არ ვარ გადასული, თუმცა ჭაუხებიდან უღელტეხილით გადასასვლელზე ბევრად მარტივი გზააო ადგილობრივებმა მითხრეს.
მე ჭაუხებიდან გადავედი, დამღლელი გზაა, მაგრამ გადაულახავი იქაც არაფერია, ზუსტად 6,5 საათი დაგვჭირდა აბუდელაურამდე ჩასასვლელად. თოვლი მხოლოდ ერთ ადგილას იყო შემორჩენილი, სულ ზევით, მთის წვერზე.
ფეხსაცმელიც არც მე და არც ტურისტებს განსაკუთრებული არაფერი გვცმია, მსუბუქი ბოტასი და სალაშქრო სანდლები.
ჯუთიდან გადასვლას ერთი მინუსი ის აქვს რომ ჭაუხებს უქცევ გვერდს
