Page 1 of 1

რით თევზაობთ? დონკა, სპინინგი, ტივ+

Posted: 23 მარ 2006, 20:42
by breeze
რით თევზაობთ, ან რით უფრო მოგწონთ თევზაობა, "დონკით", სპინინგით, ტივტივით თუ კიდევ რაიმე სხვა საშუალებით? საუბარია არაა ბადეებზე და ისეთ საშუალებებზე როგორებიცაა დინამიტი, აკამულატორი და სხვა :D
მე პირადად, როგორც ზარმაცი ადამიანი, ძირითადად დონკებზე ვთევზაობ, მარა ბოლო დროს ცოტა "გასპორტულება" მომინდა

რით თევზაობთ? დონკა, სპინინგი, ტივ+

Posted: 23 მარ 2006, 20:53
by LOKI
breeze
ჩემო მეთევზე ძმაო მემგონი არაკორექტულად დასვი შეკითხვა
ანუ რით კი არა და რა მეთოდით ალბათ ჯობდა
თორემ ტივტივაზე თევაობა რას ქვია??
ის ტივტივა ანკესის როგორც ასეთის თავისი მთელი ”პრიბამბასებით” ნაწილია
ასევე დონკაც


მეთევზე იმით თევზაობს რასაც ადგილი და სიტუაცია სთხოვს
ანკესით თევზაობა თAვისთავად სპორტული თევზაობააა






ძირს დინამიტი ფელიგანი და ყველა ბრაკონიერი!!!!!!!!!!

რით თევზაობთ? დონკა, სპინინგი, ტივ+

Posted: 23 მარ 2006, 21:12
by breeze
ოკ, უზუსტობისთვის ბოდიშს ვიხდი, თევზაობის მეთოდი ვიგულისხმე :D
გასაგებია, რომ მეთევზე იმით და ისე თევზაობს როგორც ადგილი და სიტუაცია კარნახობენ, მე იმას ვკითხულობდი, თქვენ როგორი (ან რა სახის) თევზაობა გიზიდავთ უფრო, ანუ გირჩევნიათ მთაში მდინარეზე სპინინგით კალმახის დაჭერა, სადმე ტბაზე ან წყალსაცავზე მშვიდად და უშფოთველად ბუნებით ტკბობა და დროდადრო "დონკისკენ" გახედვა თუ სხვა
გასაგაბია, რომ ნებისმიერი თევზაობა სასიამოვნოა და მე ვცდილობ სათევზაოდ წასვლის არც ერთი შანსი ხელიდან არ გავუშა, მაგრამ, როგორც ავღნიშნე, მირჩევნია მშვიდად, სასურველია ღამისთევით, სადმე ტბისპირას მოვკალათდე დონკებით.

მაგრამ გულის სიღრმეში კალმახის ანკესით დაჭერის გეგმებს ვატარებ და იმედია განვახორციელებ როგორმე.

ბრაკონიერებზე გეთანხმები.

რით თევზაობთ? დონკა, სპინინგი, ტივ+

Posted: 23 მარ 2006, 23:30
by Nika
ბოლო დროს სულ დონკაზე. მარა 2005 ცუდი წელი იყო. წყალდიდობების გამო სიონში ლამის მთელი ტევზი ამოწყდა. წყლის დონე რეკორდულად მაღალი იყო. იმედი მაქ რომ წელს მაინც გამიმართლებს.

რით თევზაობთ? დონკა, სპინინგი, ტივ+

Posted: 20 მაი 2006, 09:41
by toga
მე საერთოდ არ ვთევზაობ და ისე ვერ ამიხსნით რომელი რა არის :?

რით თევზაობთ? დონკა, სპინინგი, ტივ+

Posted: 20 მაი 2006, 10:12
by Nika
zura_wise
სპინინგი ეს მგონი ანკესის ნაირსახებაა. აი დონკა და ტივტივა კიდე უკვე ნემსკავის დამაგრების
1) ტივტივა. ეს ყველამ იცის მგონი. ძუაზე მაგრდება ტივტივა და მერე გარკვეული მანძილის შემდეგ ტვირთი და ნემსკავი. როცა თევზი "ურტყავს" ტივტივა იძირება და ამ დროს "პადსეჩკა" უნდა გააკეთო. ტიტივაზე თევზაობა უფრო აქტიური თევზაობაა. როგორც წესი 1 ან 2 ანკესით თევზაობენ. კატუშკა ამ დროს საკმაოდ კარგია საჭირო რადგან ჩაგდებისას ტვირთი მცირეა და შორს ჩაგდება ძნელია შედარებით. გამოიყენება 1 ან 2 ნემსკავი. სატუარად გამოდგება ჭიაყელა, პური და სვხ. გააჩნია რაზე ვთევზაობთ.
2) დონკა. აქ სულ სხვა პრონციპია. არანაირი ტივტივა. შესაბამისად მეტი ტვირთი. ნემსკავები და "სატყუარა" ფსკერზე იძირება (ფსკერი - დნო -დონკა რუსულად, აქედან წამოვიდა ეს სახელი). შემდეგ ანკესს მიწაზე დებენ წინა ნაწულს "რაკატკაზე" დადებენ, ძეუას დაჭიმავენ და ანკესიდან მცირე დაშორებაზე დაკიდებენ ზარს. როცა თევზი სატყუარას ეცემა ზარი რეკვას იწყებს. ამ დროს ვაკეთებთ პადსეჩკას და ამოგვყავს თევზი. აქ გამოიყენება 4 ნემსკავი ხოლო სატყუარად ძირითადად ე.წ. "კოპტონი". თევზაობა შესაძლებელია იმდენი ანკესით რამდენსაც მოერევით თუმცა 6-ზე მეტი ალბათ ზედმეტი იქნება უკვე. ნორმა 4 არის ხოლმე. ამ მეთოდით ძირითადად საზანზე და კობრზე თევზაობენ.

რით თევზაობთ? დონკა, სპინინგი, ტივ+

Posted: 20 მაი 2006, 10:25
by toga
Nika
დიდი მადლობა

რით თევზაობთ? დონკა, სპინინგი, ტივ+

Posted: 02 ივნ 2006, 11:46
by lama
zura_wise
მე ხელით ვთევზაობ:);)

რით თევზაობთ? დონკა, სპინინგი, ტივ+

Posted: 22 ივნ 2006, 22:03
by Xtreme
lama
ოფტოპიკ არ მინდა წასვლა მაგრამ ხანდახან მშურს დათვების, კაცმა შეიძლება მთელი დღე გაატარო და 2 თევზი ვერ დაიჭირო, და დათვი კიდე მდინარეში შევა და ამოყრის ხოლმე კალმახებს.. :) (სულ რაღაც ერთი საათის წინ ვუყურე გადაცემას, მაგიტომ გამახსენდა უცებ) :) ისე თუ ვბოდიალობ, ყურადღებას ნუ მომაქცევთ
ნიკას განსაკუთრებული მადლობა ინფორმაციისთვის

რით თევზაობთ? დონკა, სპინინგი, ტივ+

Posted: 22 ივნ 2006, 22:15
by toga
lama
რაიყო ვერგავიგე თევზებს ხო არ აგიპნოზებ :D :D

რით თევზაობთ? დონკა, სპინინგი, ტივ+

Posted: 05 სექ 2007, 00:20
by Rivium
ვაუ მაგარი ინფო იყო Nika

აი ეხლა გავიგე რა, რა არის!


მე კიდე კატუშკა ვერ დავამუღამე,არ ვიცი როგორ დავახვიო :cry: :cry: ვინმე ვერ მასწავლის?

არადა რათ მინდა რო ვიყიდე ეს ამდენი რაღაცა 100 ნემსკავა,2 ზარი,50 ფოსფორი,სიმძიმეები 10 ცალი და სხვა... :? :?

რით თევზაობთ? დონკა, სპინინგი, ტივ+

Posted: 05 სექ 2007, 11:31
by Fisher
ვაუ მაგარი ინფო იყო Nika
cotas davamatebdi... 8)
სპინინგი ეს მგონი ანკესის ნაირსახებაა.
spinningi - es aris tevzaobis metodis nairsaxeobaa :wink:
აი დონკა და ტივტივა კიდე უკვე ნემსკავის დამაგრების
absoluturad arascorea.. nemskavi tivtivastan da donkaze sheidleba damagrdes rogorc absoluturad ertnaerad, agretve sxvanaeradac..es aris damokidebuli tevzaobis metodze da adgilze..
ძუაზე მაგრდება ტივტივა და მერე გარკვეული მანძილის შემდეგ ტვირთი და ნემსკავი
ifro scored, sachiro mandzilis shemdeg. es madzili sheidzleba = 0 (tvirti zis tivtivastan), da sheudzlia = maksimalur sigrmes tevzaobis adgilze..
როცა თევზი "ურტყავს" ტივტივა იძირება
karasi da leshi pirikit, agdeben tivtivas cklidan :wink:
დონკა. აქ სულ სხვა პრონციპია. არანაირი ტივტივა.
arsebobs kidev egretcodebuli "poludonka", romelshi ikeneben tivtivas
ამ მეთოდით ძირითადად საზანზე და კობრზე თევზაობენ.
piradat me donkit damicheria : gorjo, karasi, leshi, napota, xramuli, cvera, loko, sudaki, da ra tqma unda, sazanic da kobric :wink:
PS. shedit ssilkebze, romlebic mititebulni arian am temashi http://karavi.caucasus.net/viewtopic.ph ... highlight=
iq kvelaferi dzalian kargad aris agcerili
არადა რათ მინდა რო ვიყიდე ეს ამდენი რაღაცა 100 ნემსკავა,2 ზარი,50 ფოსფორი,სიმძიმეები 10 ცალი და სხვა...
pirvelive mtkvarze tevzaobis mere es sakitxi agar shegacuxebs.. :wink: