Page 1 of 1

ყინულის ქვეშ თევზაობა

Posted: 10 თებ 2006, 15:37
by Gvalva
ცივ ქვეყნებში გამიგონია ყინულის ჩასახვრეტი სპეც მოწყობილობა აქვთ და სკამი/არყის დახმარებით თევზაობენო.

ხომ არ იცით ასეთი რამ ჩვენთან შეიძლება მოხერხდეს?? ტბები სანამ გაყინულია ხომ არ გვეცადა, ვთქვათ იგივე, ბატეთის ტბაზე??

ყინულის ქვეშ თევზაობა

Posted: 11 თებ 2006, 21:23
by LOKI
Gvalva
როგორც ამ საქმის დიდი მოყვარულმა, მინდა გითხრა რომ საქართველოში ყინულზე თევზაობა არ არის. ანუ როგორ ხდება ეს ამბავი იმ ქვეყანაში რომელიც გაზს გვითიშავს :D იქ ყინულის საკმაოდ დიდი ფენაა მას ხვრიტავენ, სპეციალური ბურღით. შემდეგ იქვე ჩამოჯდებიან სკამზე გარშემო როგორც წესი ცელოფანს ან სპეციალურ კარავს შემოიდგამენ რომ არ გაიყინონ. ადამიანი თავისივე სუნთქვით თბება. ყინულზე ჩემი მტერი გაჩერდა აბა მთელი დღე. პინგვინს უჭირს კაცს კი არა :D :D :D მოკლედ საქართველოში საკმარის სისქეზე არ იყინება ტბა. შესაბამისად შუა ტბაში რომ ხვრეტა დაიწყო შენი ბურღიანად შეიძლება ფსკერისკენ წახვიდე :lol: . ამას დავუმატოთ ის რომ საქართველოს იმ ადგილებში სადაც ტბები იყინება არ არის ის თევზი რომელის ასეთი მეთოდით დაჭერაც შეიძლება.

ყინულის ქვეშ თევზაობა

Posted: 11 თებ 2006, 22:01
by Gvalva
LOKI

პინგვინს კიდე ბევრი რამე უჭირს :D :D
საქართველოში საკმარის სისქეზე არ იყინება ტბა.
რისთვის საკმარისზე, ვერ გავიგე?
არ არის ის თევზი რომელის ასეთი მეთოდით დაჭერაც შეიძლება
მე ასე წარმომიდგენია: თევზს შია, ამ დროს ხედავს ჭიაყელას (ან რამე სხვას) სინამდვილეში ყლაპავს ანკესს (მაგარი საძაგელი საქმიანობა დავხატე ეხლა მე)
საქართველოში გაყინული ტბის ქვეშ თევზებს არ შიათ თუ სხვა რამე პრობლემაა??

ბატეთის ტბაზე რომ ვკითხულობდი წითელ წიგნში, ეწერა რომ თევზიც არისო და იყინება კიდევაცო, წადით ბიჭებო სცადეთო ეგ არ ეწერა, რაც მართალია, მართალია...

ყინულის ქვეშ თევზაობა

Posted: 11 თებ 2006, 22:25
by LOKI
Gvalva
მოკლედ რა ხდება აგიხსნი ანუ ტბა იხვრიტება ნაპირიდან კარგად მოშორებით. ანუ დავუშვათ ცენტრში მთლად თუ არა მის მახლობლად. შენ მერე იქ უნდა ჩამოსკუპდე და თევზაობა დაიწყო და იმის შიშით არა რომ ფსკერისკენ წახვალ ან გახვრეტის დროს ან თევზაობის დროს. ანუ თუ იცით ისეთი ტბა რომელიც 20 სმ.- ის ან მეტი სისიქის ყინულით იფარება კიდევ შეიძლება გასინჯვა. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის ამის შემდეგ ის პრობლემაა რომ ზამთარში თევზების უმეტესობა იმყოფება ფსკერთან ახლოს და მეტად პასიურობს ანუ ნაკლებს მოძრაობს და ცოტას ჭამს და შენი ჭიაყელასთვის სულ არ ცხელა. ანუ ასე ვერ დაიჭერ კარასს, საზანს, ბრტყელშუბლას და ა.შ. მოკლედ თევზის გარკვეული სახეობის დაჭერა შეიძლება ზამთარში ყინულს ქვეშ. და იმ ტბებში რომლებიც საქართველოში იყინება ეს თევზები არ არის. როგორც მე ვიცი მაგრამ თუ ვცდები შემისწორეთ :D :D

ყინულის ქვეშ თევზაობა

Posted: 11 თებ 2006, 22:35
by LOKI
ეს კი მაგარი მეთოდი მიკარნახეს აგერ ნახეთ. მაგრამ
არ ეცადოთ გაიმეოროთ ეს სახიფათოა!!!!!!!!!!
http://aswens.narod.ru/Soveti/Led.htm










სინამდვილეში ეგ ხუმრობაა :lol: :lol: :lol: ეს მათთვის ვინც მაინც სინჯავს გამეორებას :D :D :D :D :D

ყინულის ქვეშ თევზაობა

Posted: 11 თებ 2006, 23:00
by Gvalva
LOKI

:) "წიგაჩი" არ გვყავს თორე...

ყინულის ქვეშ თევზაობა

Posted: 12 თებ 2006, 01:29
by Giorgi Bagrationi
ბატეთის ტბაზე ბრმად (ყინულის ქვეშ) თევზაობა წესით არ შეიძლება, რადგან შეიძლება ტრიტონი ამოყვეს, :cry: რომლის გამოცაა ეს ტბა წითელ წიგნში შეტანილი.
არც ყელის ტბაშია თევზი. ფარავანზე კი თუ არ ვცდები მგონი თევზაობენ (დასაზუსტებელია). :wink:

ყინულის ქვეშ თევზაობა

Posted: 12 თებ 2006, 20:40
by LOKI
Giorgi Bagrationi
ნებისმიერი თევზაობა ბრმა არ არის??

ანუ რა იცი რა მოგყავს შეიძლება დაახლოებითი წონა გამოიცნო თორემ თევზია თუ "კუ" მაგის გამოცნობა მთლად ადვილი არ არის:lol: :lol:

ყინულის ქვეშ თევზაობა

Posted: 25 თებ 2006, 13:19
by Jnosy
ტაბაწყურის მთაზე თევზაობენ მაგ მეთოდით
რას იჭერენ არ ვიცი სიმართლე რომ გითხრათ :)
(ტაბაწყური სადღაც 9 წყაროს თავზეა, სამცხე-ჯავახეთი)

ყინულის ქვეშ თევზაობა

Posted: 27 თებ 2006, 17:30
by LOKI
თევზაობით კაცმა შეიძლება საკუთარ ბასეინშიც ითევზაოს :lol: :lol: :lol:
საქმე ისაა თუ იჭერენ რამეს??

ყინულის ქვეშ თევზაობა

Posted: 29 მაი 2007, 10:38
by Kavtaradze
ყინულის ქვეშ უმეტესად შუკაა... და ეგ არ მიდის პსკერისკენ, ეგ კი არა მაგაზე წაკითხული მაქ ზედა "პლავნიკებით" ხვრეტს ყინულსო...

ყინულის ქვეშ თევზაობა

Posted: 29 მაი 2007, 10:40
by Kavtaradze
Giorgi Bagrationi
ტრიტონი რა ჯანდაბაა? :D იკბინება და რამე?