Page 2 of 4

ნადირობა თუ არნადირობა-საკითხავი,აი,ეს არის..ეს არის..ის..ს

Posted: 01 თებ 2011, 21:18
by ლეონტი
ნადირობა ხომ იდიოტიზმის სახეობაა, აღიარეთ, როცა 1 ხე არ დაგირგავს და 1 ფრინველი არ გაგიშვია ბუნებაში, მარტო განადგურება, მოხმარება, ყეყვა, ხეთქვა, ჰა?
როგორია ქვევრო?

ნადირობა თუ არნადირობა-საკითხავი,აი,ეს არის..ეს არის..ის..ს

Posted: 01 თებ 2011, 22:03
by ARCHILI
ლეონტი

მე პირადად ვერაფერს გეტყვით მაგაზე, რადგან ცხოვრებაში არ მინადირია, თუმცა, ნადირიცა და ტყეც ღმერთმა ადამიანის მოსახმარად შექმნა და ვერაფერს ვხედავ ცუდს.

ასევე ვერაფერს ვიტყვი მონადირეთა ფსიქოტიპის ან ცოცხალი ორგანიზმების მიმართ დამსახურების ან უმსახურების შესახებ, როგორც ვიცი, მრავალ შემთხვევაში, ისინი ბუნების მიმართ ბევრად ლოიალურები და ამაგიანები არიან, ვიდრე სხვები.

ნადირობა თუ არნადირობა-საკითხავი,აი,ეს არის..ეს არის..ის..ს

Posted: 02 თებ 2011, 09:26
by qvevri
ლეონტი wrote:ნადირობა ხომ იდიოტიზმის სახეობაა, აღიარეთ, როცა 1 ხე არ დაგირგავს და 1 ფრინველი არ გაგიშვია ბუნებაში, მარტო განადგურება, მოხმარება, ყეყვა, ხეთქვა, ჰა?
როგორია ქვევრო?
მაგარია, გამოსწორების გზაზე დგეხარ :wink: , მაგრამ თავში რომ ამბობ 1 ფრინველი არ გაგიშვიაო, ამას ვერ ჩავწვდი :roll: ნუთუ ჩემს ქათმებს ჯერ ფრენა უნდა ვასწავლო და მერე ტყეში გავუშვა ხოლმე :?: ეს ასეა :?:

ნადირობა თუ არნადირობა-საკითხავი,აი,ეს არის..ეს არის..ის..ს

Posted: 02 თებ 2011, 10:39
by ლეონტი
ARCHILI wrote:ლეონტი

თუმცა, ნადირიცა და ტყეც ღმერთმა ადამიანის მოსახმარად შექმნა და ვერაფერს ვხედავ ცუდს.
კი მართალია, ასევე ისიც ვთქვათ რომ ადამიანს ცხოველური ინსტინქტების გარდა, ცხოველისგან განსხვავებით ტვინიც მისცა, რომელსაც გამოყენება უნდა, თორე რომ ხედავ ზედმეტი და არარციონალური მოხმარებისგან ნადირსაც და ტყესაც მუსრი გაევლო, ხელის ჯალამბარი უნდა იხმარო დასამუხრუჭებლად (რუჩნიკი)და არა გაზი მისცე.ეს მძღოლურ ენაზე.

ნადირობა თუ არნადირობა-საკითხავი,აი,ეს არის..ეს არის..ის..ს

Posted: 02 თებ 2011, 11:26
by Int3lig3nt
ამას წინათ "ოდნოკლასნიკებში: ჩემი თანასოფლელი ამარიაჟებდა მოკლულ დათვს.
ახლა ვეღარ ვიპოვე მისი პროფილი და იმედია მიაკითხეს.

ნადირობა თუ არნადირობა-საკითხავი,აი,ეს არის..ეს არის..ის..ს

Posted: 02 თებ 2011, 11:30
by qvevri
Int3lig3nt
იმედი ნუ მოგიშალოს ღმერთმა :!:

ნადირობა თუ არნადირობა-საკითხავი,აი,ეს არის..ეს არის..ის..ს

Posted: 02 თებ 2011, 13:14
by paata_
Int3lig3nt wrote:ამას წინათ "ოდნოკლასნიკებში: ჩემი თანასოფლელი ამარიაჟებდა მოკლულ დათვს.
ახლა ვეღარ ვიპოვე მისი პროფილი და იმედია მიაკითხეს.

რამდენი კაცი ცხოვრობს შენ სოეფლში?

ისედაც თითზე ჩამოსათვლელი ხალხი დარჩა და ამათი ასე გატელევიზორება და დაწერა შეიძლება?
ხალხი უფრო ცოტაა ვიდრე ცხოველი
ადგილობრივმა ადამიანმა კარგად იცის რამდენი უნდა მოინადიროს და როგორ მოინადიროს. ეს ჩასულებია რო ანადგურებენ.
რა ქნას ხევსურმა კაცმა, რომელიც 3-4 კაცია დარჩენილი და 7-8 თვე ჩაკეტილია ერთ ადგილას?
ბოლოს და ბოლოს ოჯახის გამოკვებაა საჭირო.
ცოტა ამ კუთხითაც შევხედოთ ამ პრობლემას. ვერტმფრენებით რო ნადირობენ ჯიხვზე და მარტო რქებს აჭრიან ან ამასაც არ აკეთებენ - ამათზე ვილაპარაკოთ. თორემ ადგილობრივებმა იციან სად უნდა ინადირონ და სად არა. ადგილები აქვთ სადაც არ ნადირობენ, რომ გამრავლდეს ნადირი

ნადირობა თუ არნადირობა-საკითხავი,აი,ეს არის..ეს არის..ის..ს

Posted: 02 თებ 2011, 13:29
by qvevri
საქართველოში 150 დათვია დარჩენილი და ადგილობრივი მოკლავს თუ გარეული არა აქვს მნიშვნელობა, ყველა დამნაშავეა, რადგან დათვზე ნადირობას კანონი კრძალავს. შეგახსენებთ, რომ სვანეთში 2 ჯიხვია დარჩენილი და ისიც ადგილობრივების წყალობით. რაც შეეხება ვერტმფრენებით ნადირობას ეს ნადირობა კი არა მკვლელობაა. კანონი ყველასათვის კანონია და ოჯახის გამოკვება თბილისელსაც ისევე უნდა, როგორც მთიელს და თუ დათვის მოკვლა ადგილობრივე ეკუთვნის მხოლოდ იმიტომ, რომ ადგილობრივია ეს არაა მართებული. ისე კი მთიელები ყოველთვის ნადირობდნენ, თუმცა ზომიერად და ამიტომაც იყო ბალანსი დაცული, მაგრამ ბოლოს კი ნამდვილად გააჭრელეს და ამის ძალიან კარგი მაგალითია ის ცნობილი ჯიხვებზე ნადირობა რაჭაში, რომლებმაც იუთუბიზე დადეს თავიანთი ვაჟკაცობის ამბავი.

ნადირობა თუ არნადირობა-საკითხავი,აი,ეს არის..ეს არის..ის..ს

Posted: 02 თებ 2011, 13:34
by Kavtaradze
paata_
ჰო აი ადგილობრივები ანგელოზები არიან... ასე ზოგადად საუბარი არაა გამართლებული... ადგილობრივები არიან რო არაგვს ადუღებენ და თევზი არ დატოვეს შიგნით ჩასულებს პრობლემებს უქმნიან და თვითონ აპარატებით ასაზიზღრებენ... ყველა ვინც დათვს მოკლავს უნდა იყოს პასუხისგებაში მიცემული! ყველა ვინც იბრაკონიერებს უნდა იქნეს სასტიკად დასჯილი! არ აქვს მნიშვნელობა ადგილობრივია თუ ჩასული!
ჰო აი სულ მაგიტო მორბიან სოფლებიდან რო სხვა გასაქანი არ აქვთ დათვის მოკვლის გარდა... ბევრს ვიცნობ თბილისში ჩამოსულს იქ რო საქონელი გაყიდა და აქ რო მშენებლობაზე ტრაკს იხევს...

ნადირობა თუ არნადირობა-საკითხავი,აი,ეს არის..ეს არის..ის..ს

Posted: 02 თებ 2011, 13:39
by qvevri
Kavtaradze
გინდა ამ საღამოს პაატას დაუპადიეზდოთ :?: :D :D

ნადირობა თუ არნადირობა-საკითხავი,აი,ეს არის..ეს არის..ის..ს

Posted: 02 თებ 2011, 13:46
by paata_
qvevri wrote:საქართველოში 150 დათვია დარჩენილი და ადგილობრივი მოკლავს თუ გარეული არა აქვს მნიშვნელობა, ყველა დამნაშავეა, რადგან დათვზე ნადირობას კანონი კრძალავს. შეგახსენებთ, რომ სვანეთში 2 ჯიხვია დარჩენილი და ისიც ადგილობრივების წყალობით. რაც შეეხება ვერტმფრენებით ნადირობას ეს ნადირობა კი არა მკვლელობაა. კანონი ყველასათვის კანონია და ოჯახის გამოკვება თბილისელსაც ისევე უნდა, როგორც მთიელს და თუ დათვის მოკვლა ადგილობრივე ეკუთვნის მხოლოდ იმიტომ, რომ ადგილობრივია ეს არაა მართებული. ისე კი მთიელები ყოველთვის ნადირობდნენ, თუმცა ზომიერად და ამიტომაც იყო ბალანსი დაცული, მაგრამ ბოლოს კი ნამდვილად გააჭრელეს და ამის ძალიან კარგი მაგალითია ის ცნობილი ჯიხვებზე ნადირობა რაჭაში, რომლებმაც იუთუბიზე დადეს თავიანთი ვაჟკაცობის ამბავი.
მე ხევსურები ვიცი როგორ ნადირობენ და სად ნადირობენ.
და ის 2 რაჭველი რო დაიჭირეს, სოფელში სულ 4 კაცი ცხოვრობდა და ეხლა ვიტყვით დაიცალა სოფელიო

ნადირობა თუ არნადირობა-საკითხავი,აი,ეს არის..ეს არის..ის..ს

Posted: 02 თებ 2011, 13:53
by qvevri
paata_ wrote:

რაჭაში ეს იყო პირველი შემთხვევა და შესაბამისად რაჭა ამ ორი რეგვენის დაჭერის გამო არ დაცლილა და თუ ამნაირი ქლიავები არ იცხოვრებენ რაჭაში ეს უკეთესიცაა :!:

ნადირობა თუ არნადირობა-საკითხავი,აი,ეს არის..ეს არის..ის..ს

Posted: 02 თებ 2011, 14:06
by zura N.
paata_ wrote:
qvevri wrote:საქართველოში 150 დათვია დარჩენილი და ადგილობრივი მოკლავს თუ გარეული არა აქვს მნიშვნელობა, ყველა დამნაშავეა, რადგან დათვზე ნადირობას კანონი კრძალავს. შეგახსენებთ, რომ სვანეთში 2 ჯიხვია დარჩენილი და ისიც ადგილობრივების წყალობით. რაც შეეხება ვერტმფრენებით ნადირობას ეს ნადირობა კი არა მკვლელობაა. კანონი ყველასათვის კანონია და ოჯახის გამოკვება თბილისელსაც ისევე უნდა, როგორც მთიელს და თუ დათვის მოკვლა ადგილობრივე ეკუთვნის მხოლოდ იმიტომ, რომ ადგილობრივია ეს არაა მართებული. ისე კი მთიელები ყოველთვის ნადირობდნენ, თუმცა ზომიერად და ამიტომაც იყო ბალანსი დაცული, მაგრამ ბოლოს კი ნამდვილად გააჭრელეს და ამის ძალიან კარგი მაგალითია ის ცნობილი ჯიხვებზე ნადირობა რაჭაში, რომლებმაც იუთუბიზე დადეს თავიანთი ვაჟკაცობის ამბავი.
მე ხევსურები ვიცი როგორ ნადირობენ და სად ნადირობენ.
ვეთანხმები პაატას... ნუ რამდენიმე გამონაკლისი ყველგანაა რომელთაც შესაბამისი მიხედვა უნდათ... :) :wink:

ნადირობა თუ არნადირობა-საკითხავი,აი,ეს არის..ეს არის..ის..ს

Posted: 02 თებ 2011, 14:54
by paata_
გაატელევიზორონ და მკაცრად ვერტმფრენიდან რომ ხოცავენ ათეულობით ცხოველს და დენით რო თევზაობენ

ადგილობრივებმა ზალიანაც რომ მოინდომონ ვერ გაწყვეტენ

და რაც შეეხება დენით თევზაობას ეგ უკვე თავად ადგილობრივების მონუსია, აბა ხევსუეთში ან ფშავში გაბედოს ვინმემ

ნადირობა თუ არნადირობა-საკითხავი,აი,ეს არის..ეს არის..ის..ს

Posted: 02 თებ 2011, 16:52
by Int3lig3nt
paata_
გაატელევიზორონ კი არა, ტყვია უნდა დააჭედონ შუბლში, როგორც იმ დათვს.