თევზაობის შესახებ

ნადირობის და თევზაობის მოყვარულთათვის

Moderators: Druides, Druides, Druides, Druides

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
mebaduri
ბოდიალა
Posts: 109
Joined: 29 აპრ 2006, 00:57
Location: თბილისი
თევზაობის შესახებ

Post by mebaduri » 04 ნოე 2006, 22:11

Trouter
გამოვიდა რაღაც, მაგრამ პრაქტიკაა ბევრი საჭირო, ნოქალაქევში დილაობით ადრე ვდგებოდი 6-7 საათზე და ბალახზე ვვარჯიშობდი:), აბა წარმოიდგინე ვინმეს რომ დაენახა როგორ ვიქნევდი ანკესს წინ და უკან ბალახზე. ისე ეს ყველაფერი ინგლისიდან მოდის, მაგრამ მაგათი სტილი ცოტა მოძველდა, მინდა ამერიკული ან ავსტრიული დავამუღამო. მოკლედ Я не волшебник, я только учусь.

User avatar
Trouter
მაწანწალა
Posts: 676
Joined: 17 ოქტ 2006, 13:06
Location: Tbilisi
თევზაობის შესახებ

Post by Trouter » 06 ნოე 2006, 10:34

mebaduri

იმავე ადგილებში ბლესნაზე თუ გითევზავია? ნოქალაქევის მიდამოებში მდინარე სუფთა საკალმახე არაა - სხვა თევზებიც არის და მათ შორის ქაშაპი ხშირად ბლესნაზეც ჯდებოდა კალმახზე თევზაობისას.

ისე კი მე უფრო სოფელ X-ის ზევით დავდივარ. იქ უკვე მხოლოდ კალმახია.

სხვათა შორის ეგ მდინარე დიდი კალმახებითაცაა ცნობილი. შენ რას იტყვი?

და კიდევ ერთი რამ, შეგნებულად არ ვასახელებ მდინარისა და სოფლების სახელებს. ზალიან მრავლად არიან დენით მოთევზავე ბრაკონიერები. მათ მეტი კი არ უნდათ! სულ მოისპო კალმახი ჩვენს მდინარეებში! ნორმალურად რომ ვითევზავო სულ ყველაზე მიუვალ ადგილებში მიწევს ასვლა. ხანდახან ალპინიზმის ელემენტების გამოყენებაც მიწევს. სამაგიეროდ სადაც გადავაგდებ ბლესნას - ყველგან თევზია! :)

თქვენ რას იტყვით მეთევზეებო, საჭიროა თუ არა ნაღდი საკალმახე ადგილების კონსპირირება?

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
თევზაობის შესახებ

Post by Nika » 06 ნოე 2006, 11:51

Trouter
საჭირო კი არა აუცილებელია.
Dzuar-Zenji-Barzond
http://www.vardzelashvili.com

User avatar
Trouter
მაწანწალა
Posts: 676
Joined: 17 ოქტ 2006, 13:06
Location: Tbilisi
თევზაობის შესახებ

Post by Trouter » 06 ნოე 2006, 12:39

Nika
ასე, წლევანდელ გაზაპხულიდან ერთ კარგ ადგილას მივაგენით და ინტენსიურად დავდიოდით. ვჩქარობდით, რომ სხვებს(ელექტრიკოსებს) არ დაესწროთ. ვიჭერდით დღეში ხანდახან 100 კალმახზე მეტს. პატარებს (25 სანტიმეტრამდე) - ვუშვებდით. საკმაოდ ხშირად გვხვდებოდა 1 კილოიანი კალმახები. ხანდახან 1.5 - 2 კილოიანები. ეგ დაახლოებით 48 - 52 სანტიმეტრიანებია. ბევრი დიდი გამექცა კიდეც...
მაგრამ ჩვენი სიხარული ხანგრძლივი არ ყოფილა. იმ მდინარეში კალმახის სიუხვის ამბავმა გაჟონა. ყველა კუთხიდან მოაწყდნენ მავნებლები ელ-დენით. ადგილობრივებიც და ქალაქელებიც. 1 თვის მანძილზე კალმახი თითქმის დედაბუდიანად ამოიღეს! ამის შედეგად დღეს ამ მდინარის 5-7 კილომეტრიან მონაკვეთზე 5 ცალი კალმახის დაჭერაც კი დიდ წარმატებად შეიძლება ჩაითვალოს.
ამიტომაც აუცილებელია საკალმახე ადგილების საიდუმლოდ შენახვა.

Forest
ბოდიალა
Posts: 176
Joined: 05 მარ 2006, 18:32
თევზაობის შესახებ

Post by Forest » 06 ნოე 2006, 13:13

Trouter,
ძაან მაგარი ადგილებია. ამათგან Sakalmakho 08[1].2002, Pool.rar, Kanioni.rar, Asxi.rar რომელ ფოლდერშია ხრამის სურათები?

ხომ არ გაქვს ხრამის ზემო დინების და მისი შენაკადების სურათები?

User avatar
Trouter
მაწანწალა
Posts: 676
Joined: 17 ოქტ 2006, 13:06
Location: Tbilisi
თევზაობის შესახებ

Post by Trouter » 06 ნოე 2006, 13:41

Forest

Kanioni.rar,

ხრამის ზემო დინების და მისი შენაკადების სურათები? ...და რომელი სოფლის ზევითა მონაკვეთს ეძახი ზემო დინებას? შეიძლება რაღაც მქონდეს.

User avatar
Trouter
მაწანწალა
Posts: 676
Joined: 17 ოქტ 2006, 13:06
Location: Tbilisi
თევზაობის შესახებ

Post by Trouter » 06 ნოე 2006, 13:43

Forest

ხო, Pool.rar-შიც არის რამდენიმე ჩანჩქერი და ჯამი მის ძირას

Mailo
ბილიკზე მოარული
Posts: 92
Joined: 09 ოქტ 2006, 19:07
თევზაობის შესახებ

Post by Mailo » 06 ნოე 2006, 15:17

kalmaxi ertxel mkavs dacherili da isic xramis da qciis shesartavshi, xramze calkidan tviton xramgesamde nagdad vici ro gackvetili kavt denit da shabiabnit tu ragaca egetit, sxva adgilebi ar vici. aris ki xramze kai adgilebi kalmaxze satevzaod?

da kidev Trouter ra gvari xar mitxari, saitze vnaxe mgoni gabradze tu gabriadze...

User avatar
mebaduri
ბოდიალა
Posts: 109
Joined: 29 აპრ 2006, 00:57
Location: თბილისი
თევზაობის შესახებ

Post by mebaduri » 06 ნოე 2006, 15:31

Trouter
მართალია, ჩემი თვალით ვნახე 2-3 კილოიანი კალმახი დენით გაბრუებული, მე სოფელ X-ს ზევით ავუყევი, მთიდან მოვჭერი და 20-25 კმ-ით დავშორდი ცივილიზაციას, მაგრამ რამდენიმე კალმახისა და წვერის გარდა არაფერი შემხვედია, ისიც "მელკი კალიბრის " იყო. უფრო ზევით მინდოდა, მაგრამ მუხლს ვერ ვენდე.

ბლესნა არ მიხმარია, Jig გალოვკები მოვსინჯე twister-ით, და ვობლერს ვესროდი დინებას, მაგრამ უშედეგოდ, თევზი გლობალურად დამფრთხალია.

User avatar
mebaduri
ბოდიალა
Posts: 109
Joined: 29 აპრ 2006, 00:57
Location: თბილისი
თევზაობის შესახებ

Post by mebaduri » 06 ნოე 2006, 15:37

Mailo
ხრამზე თუ გინდა კალმახის დაჭერა, ტაბაწყურში უნდა ახვიდე და იქიდან ცხენით ან ბაიკით ისეთ ადგილებში მოხვდები სადაც კალმახია.

User avatar
Trouter
მაწანწალა
Posts: 676
Joined: 17 ოქტ 2006, 13:06
Location: Tbilisi
თევზაობის შესახებ

Post by Trouter » 06 ნოე 2006, 15:40

mebaduri
წელს ჩემი რეკორდი 1.8 კილოა - 48სმ. იქვე ერთმა ძიამ 4 კილოიანი - 70სმ დაიჭირა. სურათს დავდებ რომ დაიჯერონ :D .

ტვისტერი ჯიგ გალოვკაზე კარგი რამეა, მხოლოდ ხანდახან :) , კალმახისათვის იმ ადგილებისათვის, რომელსაც შენ ამბობ ვობლერი აშკარად ჯობია.

ხოოო, თევზი დამპრთხალია! ნაღდად ალპინიზმის ელემენტებია საჭირო, რომ ისეთ ადგილს მიაღწიო, სადაც "ელექტრიკები" ვერ აღწევენ.

ისე, ერთად ხომ არ გვესინჯა მომავალი სეზონიდან? წელს უკვე ვამთავრებ. მხოლოდ 2 თევზაობა მაქვს დაგეგმილი.

User avatar
Trouter
მაწანწალა
Posts: 676
Joined: 17 ოქტ 2006, 13:06
Location: Tbilisi
თევზაობის შესახებ

Post by Trouter » 06 ნოე 2006, 15:43

Mailo
ხო, ჩემი გვარი საიტზე შეგიძლია ნახო. ფორუმზე საჯაროდ გამოცხადება ცოტა უხერხულია.

User avatar
Trouter
მაწანწალა
Posts: 676
Joined: 17 ოქტ 2006, 13:06
Location: Tbilisi
თევზაობის შესახებ

Post by Trouter » 06 ნოე 2006, 16:19

აი ესაა ის საცოდავი კალმახი ამ შემოდგომაზე რომ დაიჭირეს.
დაჭერილია ბლესნაზე. გაწყვიტა 0.3 ძუა, მაგრამ გამოქაჩვისას ისეთი ინერცია ქონდა აღებული, რომ ქვიან ნაპირამდე გამოცურდა. იქ კი დაახტა გამხეცებული მეთევზე და ქვით ჩაქოლა საბრალო. :(

http://dade.ge/?code=1162830323UP2I0Y3KIX

User avatar
mebaduri
ბოდიალა
Posts: 109
Joined: 29 აპრ 2006, 00:57
Location: თბილისი
თევზაობის შესახებ

Post by mebaduri » 07 ნოე 2006, 00:15

Trouter

დიდი მადლობა, სიამოვნებით გაგიწევ მეგზურობას, ისე ზამთარში წვერაზე თუ გინდა თევზაობა, აქვე 70 კილომეტრში, გეპატიჯები.

User avatar
Trouter
მაწანწალა
Posts: 676
Joined: 17 ოქტ 2006, 13:06
Location: Tbilisi
თევზაობის შესახებ

Post by Trouter » 07 ნოე 2006, 10:35

mebaduri

დიდი მადლობა დაპატიჟებისათვის. შევეცდები დრო გამოვნახო წვერაზე სათევზაოდაც... სიმართლე გითხრა ბოლო 15 წელია კალმახის გარდა არანაირ თევზზე არ მითევზავია. კალმახის ერთგულება მხოლოდ მაშინ დავარღვიე, როცა ფეხი მქონდა მოტეხილი და სიარული არ შემეძლო. აი მაშინ ვითევზავე ტბაზე კარასზე :) .

სპინინგით თევზაობა კი 11 წლის წინ დავიწყე.

ახალ თემას გავხსნი სპინინგზე და იქ გავაგრძელოთ.

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]