Page 10 of 38

ცხოველთა დამცველები აქეთ

Posted: 04 სექ 2008, 11:50
by kiki
lama wrote:ცხოველებს უფლებები არ გააჩნიათ
ისევე როგორც ადამიანებს, ცხოველებსაც გააჩნიათ თავიანთი უფლებები, თუმცა გაცილებით მცირე მოცულობის, ვიდრე ადამიანებისა. ეს უფლებები ეფუძნებიან საყოველთაო მორალურ და ეთიკურ ნორმებს, რომელთა თანახმადაც დაუშვებელია ცოცხალი არსების სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და თავისუფლების ხელყოფა.

ცხოველთა უფლებები არ არის მოხსენიებული არცერთ იურიდიულ დოკუმენტში, თუმცა რიგი საკანონმდებლო აქტები კრძალავენ ცხოველისადმი სასტიკ მოპყრობას. მაგალითად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად "1. ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია, აგრეთვე ცხოველის წვალება, ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი: (ა) ჯგუფურად; (ბ) არაერთგზის; (გ) მცირეწლოვნის თანდასწრებით, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე." თუმცა აღსანიშნავია, რომ ეს დებულება არ ეხება ცხოველთა სასტიკ მოპყრობას ფერმებში, საექსპერიმენტო ლაბორატორიებში, გასართობ სანახაობებზე და ა.შ. კანონმდებლობა არ კრძალავს ცხოველთა ხოცვას ფერმებში, მათზე მტკივნეული და სასიკვდილო ექსპერიმენტების ჩატარებას და მათს ექსპლოატაციას გასართობ სანახაობებზე. ცხოველთა უფლებების აქტივისტები მთელს მსოფლიოში ცდილობენ შეცვალონ არსებული კანონები ცხოველთა სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და თავისუფლების დაცვის მიზნით.
:D :D :D

ცხოველთა დამცველები აქეთ

Posted: 05 სექ 2008, 11:14
by ele
"საყასბოს რომ მინის კედლები ჰქონდეს, ყოველი ჩვენგანი ვეგეტარიანელი იქნებოდა". -პოლ მაკარტნი, ექს-"ბითლზი",
ცხოველთა უფლებების დაცვის აქტივისტი და ვეგეტარიანელი


მაგრამ რომ არ აქვს? :roll:

ცხოველთა დამცველები აქეთ

Posted: 22 სექ 2008, 12:53
by TORO
მოგესალმებიტ ყველას. ზოგადად მეც ცხოველთა დამცველი ვარ ბუნებით თუმცა თევზაობაში ეს საერთოდ არ მიშლის ხელს, მაქვს ჩემი რაგაც პრინციპები რომელსაც ვიცავ მაგრამ როგორ წარმოგიდგენიათ მილიონობით წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული ინსტინქტი როგორ უნდა მოიშოროს ადამიანმა და მერე ერთი განცხადებები "ცხოველის მოკვლა არ შეიძლება მაგრამ ხორცს ვჭამ" - ასეთი აზრი ჯირინოვსკისაც არ მოუვა ფიქრად.

თემა არასწორია!
აქ საუბარი არ უნდა იყოს "არ კვლაზე" საუბარი უნდა იყოს მეთოდებზე და ბუნების დაცვაზე ზოგადად.
მოკლედ ვეგეტარიანელის გარდა ვინც აქ ცხოველთა არ მოკვლაზე საუბრობს ეს როგორც მინიმუმ დემაგოგიაა.

ცხოველთა დამცველები აქეთ

Posted: 22 სექ 2008, 12:57
by TORO
პირადად მე 15 წელი იქნება არც მინადირია და ქათამიც კი არ დამიკლავს იმიტომ რომ მეცოდება მაგრამ ვერ დავდგები და ვერ ვიტყვი რომ ნადირობა უღირსი თემაა ან კიდე ცხოველის მოკვლა მისი საკვებად გამოსაყენებლად, ან ვინმემ მიპასუხოს როგორ წარმოუდგენია 6 მილიარდი ადამიანის "ბალახით" გამოკვება

ცხოველთა დამცველები აქეთ

Posted: 22 სექ 2008, 13:34
by TORO
s.rodeo wrote:მთელი გულით და სულით თქვენთან ვარ ხალხო :D :D

Trulala გაიხარე ამ თემის გახსნისთვის. :)

მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ვოცნებობ, რომ საქართველოშიც იყვნენ ცხოველთა უფლებების ნამდვილი დამცველნი და გულშემატკივარნი. იქნებ მოხერხდეს და შეიქმნას ორგანიზაცია, რომელიც ცხოველების ბედდით დაინტერესდება... მე პირადად, რაც შემეძლება გვერდში დავუდგები ამ იდეას...

ARCHIL i
სწორედ რომ ბედის ირონიაა ცხოველთა დაცვის თემას ნადირობასა და თევზაობაში რომ ხსნით
შეიძლება ბედის ირონიაა, მაგრამ ძალიან გამართლებული :!:

ეს ყველაფერი კარგი მაგრამ თქვენს ავატარს რომ დავაკვირდი რაღაც ვერ შემამჩნიე რომ ცხენი განსაკუთრებით ბედნიერია რომ მათრახს დრუნჩში ურტყამენ და ეს საწყალი მხედრის გადმოსაგდებად ჰაერში იკვანწება :?:

ცხოველთა დამცველები აქეთ

Posted: 25 სექ 2008, 21:20
by SERJ_I
lama wrote:ცხოველებს უფლებები არ გააჩნიათ
ცხოველს სიცოცხლის უფლება აქვს

ცხოველთა დამცველები აქეთ

Posted: 25 სექ 2008, 22:13
by ARCHILI
SERJ_I

სად ხარ დაკარგული???

ეგრე უნდა?

ცხოველებსაც აქვს უფლებები და ჩვენც...

:wink:

ცხოველთა დამცველები აქეთ

Posted: 27 სექ 2008, 17:01
by SERJ_I
ARCHIL_i wrote:SERJ_I

სად ხარ დაკარგული???

ეგრე უნდა?

ცხოველებსაც აქვს უფლებები და ჩვენც...

:wink:
გამარჯობათ :D

ცხოველთა დამცველები აქეთ

Posted: 27 სექ 2008, 21:17
by Archil
SERJ_I wrote:
lama wrote:ცხოველებს უფლებები არ გააჩნიათ
ცხოველს სიცოცხლის უფლება აქვს
გემრიელებს ნაკლებად....

რატომ?

გემრიელები არიან ;)

ცხოველთა დამცველები აქეთ

Posted: 01 ოქტ 2008, 20:30
by Bivrili
სიცოცხლის უფლება ცხოველებსაც აქვს და მეც სხვათაშორის..............

მოაშორეთ ეს მაწანწალა ძაღლუკები ............

სხვა ცხოველების მიმართ არანაირი პრეტენზიები არ მაქვს..............

თუნდაც ყველაზე მსუქნების მიმართ.............




პ.ს. ისე ძაღლი მინდა მყავდეს და იმედია მეყოლება კიდეც, ისე მოუვლი, რომ საწანწალოდ არ გაუხდი საქმეს ნამდვილად..............
კატუნიასაც მოუყვან, დავამეგობრებ , მერე შევაჯვარებ და თუ ძაალიან მთხოვთ გაჩვენებთ რა შედეგს მივიღებ.............





ნეტავ ძაღლის და კატის შეჯვარება თუ შეიძლება..............
:roll: :roll: :roll: :roll: :roll: :roll: ............

ცხოველთა დამცველები აქეთ

Posted: 01 ოქტ 2008, 22:19
by teo-
mawanwala zagli jishians mirchevnia :twisted:

ცხოველთა დამცველები აქეთ

Posted: 01 ოქტ 2008, 22:36
by Bivrili
teo- wrote:mawanwala zagli jishians mirchevnia :twisted:
მე კიდევ მათი საშინლად მეშინია............

მაწანწალა ძაღლი კარგავს ყველანაირ ძაღლურ თვისებებს და დაუნდობელ , გარეულ მტაცებელს ემსგავსება............


ისა და არ გინდა რამდენიმე მაწანწალა ძაღლი იჩუქო?........... :roll:

ცხოველთა დამცველები აქეთ

Posted: 01 ოქტ 2008, 23:56
by teo-
Bivrili
saidan moitane??? me agresiuli ar minaxia macancala.myavs me zagli madlob!

ცხოველთა დამცველები აქეთ

Posted: 02 ოქტ 2008, 03:16
by perwkli
Bivrili
:lol:

ცხოველთა დამცველები აქეთ

Posted: 03 ოქტ 2008, 22:41
by Bivrili
maikomaiko

როგორ ხარ?......
რა ხდება ბუნბუნლანდიაში?............ :)


ეხლა რაც შეეხება ცხოველთა დაცვის საკითხს...........

მინდა შეგახსენოთ ერთი საკმაოდ ცნობილი ფაქტი: მგელს და ძაღლს საერთო წინაპარი ჰყავდათ, ძაღლის სახეობა ადამიანმა მოიშინაურა და მისი თვისებები თავის საკეთილდღეოდ გამოიყენა და დღესაც იყენებს..........

(ხომ არ დაგვებრუნებინა ძაღლები გარეულ ყოფას, იქნება და ამით მათი უფლებები ილახება?....... :roll: )..........

მაწანწალა ძაღლები კი ჩემი ქალაქის ტკივილია .........

უზარმაზარი, საცოდავი თვალებით საკვების მოსაპოვებლად ქუჩაში გამოსული ძაღლი ყველაზე საშიშია ჩემი აზრით..........
მათ საკმაოდ კარგი მეხსიერება აქვთ, მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ძაღლები ტკივილის მიყენებისას ძალზე მგრძნობიარენი არიან და იმათ მიმართ ვინც ამ საშინელებას სჩადის სამუდამო აგრესია უყალიბდებათ..........
ამ შემთხვევაში კი აგრესორად ადამიანი გვევლინება, რომელიც ნებით თუ უნებლიეთ ძაღლის აგრესიის გამომწვევი მიზეზი ხდება...........

ძაღლი, იმისათვის რომ მან გამოავლინოს სიკეთე , ერთგულება და დაიცვას ადამიანი, ადამიანთა შორის უნდა იზრდებოდეს, ადამიანისგან სითბოს უნდა გრძნობდეს და საკვების მოსაპოვებლად მეხსიერებაში წინაპართა ვერაგული და დაუნდობელი ჩვევების აღდგენა არ უნდა სჭირდებოდეს.............

ერთი პატარა საინტერესო დეტალიც გავიხსენოთ: ძაღლი რაც არ უნდა მგრძნობიარე და კეთილი იყოს, საჭმელის ჭამის დროს ის თითქოს წამიერად იმ წინაპარს ემსგავსება, რომელიც "ცუდმა ადამიანებმა" დაავიწყეს..........
გაფრთხილებთ: არასოდეს მიეკაროთ ძაღლს ჭამის დროს , თორემ ხელში გარეული ცხოველი შეგრჩებათ, რომელიც მზადაა დაგგლიჯოთ, თუკი მისი წილი საკვების "წართმევას ' განიზრახავთ.............


თუ ვინმე დამიმტკიცებს, რომ გარეული ცხოველების გვერდით ჩვენი ცხოვრება უსაფრთხო იქნება ( მე არ ვგულისხმობ იმ გარეულ ცხოველებს, რომლებსაც გარკვეულწილად ადამიანებთან აქვთ შეხება და მათი მეგობრები არიან, რადგან ადამიანს მასზე ამაგი აქვს) , მაშინ ვიტყვი რომ მაწანწალა ძაღლები, რომლებიც სარჩოს მოპოვების დროს თიითქმის უკვე წინაპრებს გვანან, ჩვენს თბილ მოპყრობას იმსახურებენ.............

არ ვამბობ , რომ მაწანწალა ძაღლუკები უნდა მაინცდამაინც დენის სკამზე დავსვათ და ისე მოვსპოთ........
სხვა გზებია მოსაძიებელი, როგორიცაა მაგალითად მათი იზოლირებულ ტერიტორიაზე გადაყვანა, ოჯახებში დაბრუნება ან ახალი ოჯახების მოძიება, აცრების გაკეთებაზე რომ არაფერი ვთქვათ, რაზეც არავინ არ ზრუნავს სამწუხაროდ.............

ასეთი რამ კი მეეჭვება ახლო მომავალში მოხდეს ჩვენს ქვეყანაში..........
ძაღლების პრობლემის მოგვარებაზე რა გითხრა და მაწანწალა ადამიანების პრობლემა ვერ მოუგვარებიათ ამ დალოცვილ მიწაზე, მათ დანახვაზე გული დაგეწვება........... :cry:

ჰოოდა, მე მინდა რომ უზარმაზარი ძაღლები აღარ ემუქრებოდეს ჩვენს ყოფას, და თუკი ცხოველთა დაცვის საზოგადოება მათი უფლებების დაცვაზე იზრუნებს და ქალაქს განარიდებს მათ, ამაზე მეტი სიკეთე რაღა უნდა გაკეთდეს.........

მოდით გარეული ცხოველები დავიცვათ იქ, სადაც მათი სახცოვრებელია............
შინაურები დავიცვათ , სახლში.........მოვუაროთ და მოვეფეროთ............
აი, მაწანწალები სად უნდა დავიცვათ თუ ვინმე მეტყვის, პირველი მე ვიქნები მათი უფლებების დამცველი.............
მგონი ჯობია ჯერ გაირკვეს რა კატეგორიის ცხოველებთან გვაქვს საქმე და მერე მივხედოთ მათ დაცვას...........



პ.ს. ისა და თევზი რომ მიყვარს, რა ეშველება ეხლა მაგ საქმეს ნეტავ ?............. :roll: