Page 1 of 3

თევზის დამუშავება, სასარგებლო რეცეპტები

Posted: 30 ივლ 2007, 16:12
by Trouter
ამ თემაში განვიხილავთ დაჭერილი თევზის შენახვა-ტრანსპორტირება-დამუშავებისა და შემდგომ სამზარეულოში / ან ბუნებაში მისგან კერძების მომზადების შესახებ

პირველ ხანებში მომიტევეთ რუსული ტერმინების ხმარება. შემდგომში იმედია ამ ხარვეზებსაც ერთობლივად გამოვასწორებთ.

თევზის დამუშავება, სასარგებლო რეცეპტები

Posted: 30 ივლ 2007, 16:17
by TORO
Trouter
მემგონი კულინარია მაინც ცალკეა გამოსაყოფი თორე შენახვა ტრანსპორტირება დამუშავებამდე კიდე სპეციფიკურია ძია

თევზის დამუშავება, სასარგებლო რეცეპტები

Posted: 30 ივლ 2007, 16:25
by Trouter
დამარილებული კალმახი ბალტიისპირულად

ავიღოთ მოზრდილი, სასურველია 350 გრამზე მეტი, კალმახი ან სხვა ორაგულისებრი თევზი. ამოვაჭრათ ფარფლები და ხერხემალი. შემდეგ თევზის ნაჭერი დავდოთ კანით დაბლა და სპეციალური კარგად ალესილი დანით მოვაცილოთ კანი. ამგვარად მოვამზადოთ ფილეს ორი ნაჭერი.

ერთმანეთში ავურიოთ 50 გრამი მსხვილმარცვლოვანი მარილი და ამდენივე შაქრის ფხვნილი. ყველა მხრიდან შევაზილოთ ფილეს ნაჭრებს. ჩავალაგოთ ემალირებულ ჭურჭელში. სასურველია, რომ ნაჭრები მთლიანად თავისუფლად თავსდებოდეს. შევინახოთ მაცივარში. მეორე დღეს შეიძლება უკვე მივირთვათ.

ამგვარად მომზადებული თევზი ბევრად ჯობია ყველა ჩვენთაგანისათვის ცნობილ "გამოყვანილ" ორაგულს, ცელოფნის პაკეტებში რომ იყიდება :)

თევზის დამუშავება, სასარგებლო რეცეპტები

Posted: 30 ივლ 2007, 16:30
by Trouter
TORO wrote:Trouter
მემგონი კულინარია მაინც ცალკეა გამოსაყოფი თორე შენახვა ტრანსპორტირება დამუშავებამდე კიდე სპეციფიკურია ძია
იყოს ჯერ ასე... მალე იმედია ადმინის დახმარებით სათევზაო ფორუმს რეკონსტრუქციას გავუკეთებთ და იქ გავითვალისწინოთ.

თევზის დამუშავება, სასარგებლო რეცეპტები

Posted: 30 ივლ 2007, 16:49
by TORO
ამოვაჭრათ ფარფლები და ხერხემალი.


ლაყუჩები რა ფერად უნდა შევუღებოთ?

თევზის დამუშავება, სასარგებლო რეცეპტები

Posted: 30 ივლ 2007, 16:53
by Trouter
TORO
პარდონ :D
ეგ ცალკე სპეციალურად აღარ დავწერე, რადგან ფილეზე ვლაპარაკობ, იგულისხმება რომ თავი უნდა მოვაჭრათ თავის ლაყუჩებიანა :wink:

თევზის დამუშავება, სასარგებლო რეცეპტები

Posted: 30 ივლ 2007, 16:57
by TORO
Trouter
ეგრე რა თორე მე თავის გატყავებას ვიწყებდი უკვე

თევზის დამუშავება, სასარგებლო რეცეპტები

Posted: 30 ივლ 2007, 17:19
by Trouter
TORO
თავი მოაჭერი, კარგა ბლომად მოაყარე მარილი. ზედმეტ ტენს გამოუშვებს. შემდეგ გარეცხე, გააშრე და გააკეთე ფიტული :D

თევზის დამუშავება, სასარგებლო რეცეპტები

Posted: 30 ივლ 2007, 17:21
by TORO
Trouter
ეგ რეცეპტი წალკელ ბრაკებს გაუგზავნე

თევზის დამუშავება, სასარგებლო რეცეპტები

Posted: 30 ივლ 2007, 17:31
by Trouter
TORO
ეეე, ძია, არა გცოდნია! მოკალმახეები დიდი კალმახის თავებისაგან ფიტულებს ვაკეთებთ, შემდგომში ურწმუნოები რომ დავაჯეროთ რაოდენ დიდი კალმახის დაჭერა შეგვიძლია.

თევზის დამუშავება, სასარგებლო რეცეპტები

Posted: 30 ივლ 2007, 17:32
by TORO
Trouter
ფიტულს თუ უბრალოდ სკილეტს ინახავთ

თევზის დამუშავება, სასარგებლო რეცეპტები

Posted: 30 ივლ 2007, 17:51
by Trouter
TORO
მოზრდილა დამუშავებულ და გამშრალ თავს შემდგომ ეტაპზე კიდევ უფრო სათანადოდ ვამუშავებთ, ვუკეთებთ თვალებს, ვფარავთ ლაკით და მზადაა

თევზის დამუშავება, სასარგებლო რეცეპტები

Posted: 16 თებ 2008, 15:56
by legenda
Trouter wrote:დამარილებული კალმახი ბალტიისპირულად

ავიღოთ მოზრდილი, სასურველია 350 გრამზე მეტი, კალმახი ან სხვა ორაგულისებრი თევზი. ამოვაჭრათ ფარფლები და ხერხემალი. შემდეგ თევზის ნაჭერი დავდოთ კანით დაბლა და სპეციალური კარგად ალესილი დანით მოვაცილოთ კანი. ამგვარად მოვამზადოთ ფილეს ორი ნაჭერი.

ერთმანეთში ავურიოთ 50 გრამი მსხვილმარცვლოვანი მარილი და ამდენივე შაქრის ფხვნილი. ყველა მხრიდან შევაზილოთ ფილეს ნაჭრებს. ჩავალაგოთ ემალირებულ ჭურჭელში. სასურველია, რომ ნაჭრები მთლიანად თავისუფლად თავსდებოდეს. შევინახოთ მაცივარში. მეორე დღეს შეიძლება უკვე მივირთვათ.

ამგვარად მომზადებული თევზი ბევრად ჯობია ყველა ჩვენთაგანისათვის ცნობილ "გამოყვანილ" ორაგულს, ცელოფნის პაკეტებში რომ იყიდება :)
და შეწვა ან მოხარშვა არ უნდა ნეტა? :roll:

თევზის დამუშავება, სასარგებლო რეცეპტები

Posted: 18 თებ 2008, 15:02
by Trouter
legenda

ნამდვილად არ უნდა :)
(ცელოფნის პაკეტებში რომ ვარდისფერი ორაგულის ფილეები იყიდება იმას გავს, ოღონდ ჩვენი ჯობია! :) )

თევზის დამუშავება, სასარგებლო რეცეპტები

Posted: 18 თებ 2008, 15:05
by popins
მითხარით რა გაყინული თევზებიდან რომელი სჯობს?