Page 8 of 10

კარავი ბრაკონიერობის წინააღმდეგ

Posted: 31 ივლ 2008, 07:14
by Trouter
ეჰ, სამწუხაროდ, როგორც ვრწმუნდები, ეგეთ ორგანიზაციებშიც კი უმეტესობა მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს... უმცირესობა კი სდუმს

კარავი ბრაკონიერობის წინააღმდეგ

Posted: 18 აგვ 2008, 02:17
by kotetbeli
მე რომ ხელმეწიფებოდეს, დავაკანონებდი დენით თევზაობას (აკუმულატორით), იქვე დავურთავდი, რომ ეს დასაშვებია სპეციალური აკუმულატორებით, რომლებიც აქა და აქ იყიდება საკმაოდ იაფად.
,,ეყოთ ტანჯვა და ფარულად ლუკმა-პურის მოპოვება ეგრედწოდებულ ბრაკონიერებს! ძირს დაზაფრული მეთევზე! აკუმულატორით თევზაობა მიანიშნებს მასზედ, რომ ქვეყანას აღარა აქვს ენერგო კომპლექსი! დიახთ! "
ყველა, ვინც ამის პოტენციური გამკეთებელია, ნუ 90% მაინც ამ აკუმულატორს შეიძენდა.
აკუმულატორი მოწყობილი იქნებოდა უკუღმა... რა რეზინა, რის მშრალი ხე, ყველაფერზე გადაიტანდა და დაარტყამდა დენს... შეიქმნებოდა ცეკვა ბრეიკდანსის კიდევ რამდენიმე ახალი ილეთი...

წარმოიდგინეთ, რომ 1 კვირის შემდეგ გამოვიდოდა ვინმე და იტყოდა, რომ კანონი გაუქმებულად ითვლება უკვე დასრულებული სპეცოპერაციის გამო, რომელიც ბრაკონიერების წინააღმდეგ იყო დაწერილი და ჩამოწიკწიკებული სულ მელნად ნახმარი გიშრის ტბითა...

კარავი ბრაკონიერობის წინააღმდეგ

Posted: 18 აგვ 2008, 08:19
by qvevri
ყველაფერს ვეთანხმები ბრეიკდანსის გარდა. ვფიქრობ, რომ რახან საქმე მდინარეზე თევზაობას ეხება ბრეიკდანსი რივერდანსმა უნდა ჩაანაცვლოს. გთხოვ დაფიქრდე ამის თაობაზე და გაითვალისწინო ჩემი შენიშვნა. ჩემის აზრით ძალიან მნიშვნელოვანი შენიშვნაა და კარგი იქნება თუ გაითვალისწინებ.

კარავი ბრაკონიერობის წინააღმდეგ

Posted: 18 აგვ 2008, 11:00
by kotetbeli
qvevri wrote:ყველაფერს ვეთანხმები ბრეიკდანსის გარდა. ვფიქრობ, რომ რახან საქმე მდინარეზე თევზაობას ეხება ბრეიკდანსი რივერდანსმა უნდა ჩაანაცვლოს. გთხოვ დაფიქრდე ამის თაობაზე და გაითვალისწინო ჩემი შენიშვნა. ჩემის აზრით ძალიან მნიშვნელოვანი შენიშვნაა და კარგი იქნება თუ გაითვალისწინებ.
მნიშვნელოვანი კი არა, ძალიან მაგარი აზრია შენ გაიხარე! :D

რივერდანსის განვითარების საერთაშორისო ფონდს დავუკავშირდი სუხიშვილების კონცერტების მერე ფუნქციადაკარგულები ვართო და სიახლეებს ვეძალებითო, ჰოდა თვითონ გამოყოფენ თანხებს აკუმულატორების დასამზადებლად... :wink:

კარავი ბრაკონიერობის წინააღმდეგ

Posted: 18 აგვ 2008, 11:12
by ARCHILI
kotetbeli wrote:
,,ეყოთ ტანჯვა და ფარულად ლუკმა-პურის მოპოვება ეგრედწოდებულ ბრაკონიერებს! ძირს დაზაფრული მეთევზე! აკუმულატორით თევზაობა მიანიშნებს მასზედ, რომ ქვეყანას აღარა აქვს ენერგო კომპლექსი!..
სრულ ჭეშმარიტებას ღაღადებთ... ოღონდ... მეთევზე არასდროს ბრაკონიერობს!!! ხოლო ის, ვინც ბრაკონიერობს, არაა რირსი ატაროს მეთევზის წმიდათაწმიდა ტიტული!... დაიხსომეთ ეს ჭეშმარიტება და თაობებს გადაეცით!!!

კარავი ბრაკონიერობის წინააღმდეგ

Posted: 24 მარ 2009, 14:06
by Makena
kotetbeli
qvevri
ARCHILI

მუეჰეჰეჰეჰეჰეჰე :lol: არა რივერდენსი მაინც სულ სხვააა :lol:

ჰო, ხუმრობა იქეთ იყოს... სერიოზული ჯარიმებია საჭირო და კონტროლი, ეს სახელმწიფომ უნდა დაარეგულიროს (სახელმწიფომ რომელიც ჩვენ მგონი არ გვაქვს? :wink: )ერთხელ რომ დააჯარიმებენ ბრაკონიერს და შველის მოკვლისათვის 2000 ლარს რომ გადაახდევინებენ, მეორეჯერ შველს კი აღარ მოკლავს, წავა და ღორის ხორცს იყიდის სამწვადედ მაღაზიაში :)

კარავი ბრაკონიერობის წინააღმდეგ

Posted: 24 მარ 2009, 14:51
by QALDEA
Makena wrote:kotetbeli
qvevri
ARCHILI

მუეჰეჰეჰეჰეჰეჰე :lol: არა რივერდენსი მაინც სულ სხვააა :lol:

ჰო, ხუმრობა იქეთ იყოს... სერიოზული ჯარიმებია საჭირო და კონტროლი, ეს სახელმწიფომ უნდა დაარეგულიროს (სახელმწიფომ რომელიც ჩვენ მგონი არ გვაქვს? :wink: )ერთხელ რომ დააჯარიმებენ ბრაკონიერს და შველის მოკვლისათვის 2000 ლარს რომ გადაახდევინებენ, მეორეჯერ შველს კი აღარ მოკლავს, წავა და ღორის ხორცს იყიდის სამწვადედ მაღაზიაში :)

გამიჭირდება არ დაგეთანხმო მიუხედავად იმისა რომ მიყვარს ამგვარი საჭმელები, მაგრამ სამყარო ჩვენს კუჭებზე მაღლა უნდა ავწიოთ, რასაც ბევრი არ აკეთებს...

კარავი ბრაკონიერობის წინააღმდეგ

Posted: 26 მარ 2009, 08:58
by Makena
QALDEA
სამწუხაროდ საქართველოში კუჭის ტვინით აზროვნებს საზოგადოების დიდი ნაწილი.... 8)

კარავი ბრაკონიერობის წინააღმდეგ

Posted: 27 მარ 2009, 10:37
by SERJ_I
საირმეში როვი ვიყავი, მოვიდნენ ვიღავ ბიძები რაღაც მოწყობილობებით( დენით რო კლავს თევზს) ხოდა ჩემს თვალწინ ხოცეს და ხოცეს თევზები :(

კარავი ბრაკონიერობის წინააღმდეგ

Posted: 29 მარ 2009, 10:54
by Trouter
SERJ_I wrote:საირმეში როვი ვიყავი, მოვიდნენ ვიღავ ბიძები რაღაც მოწყობილობებით( დენით რო კლავს თევზს) ხოდა ჩემს თვალწინ ხოცეს და ხოცეს თევზები :(
როდინდელ ამბავს ყვები?
შიგ კურორტის ტერიტორიაზე იყო თუ ზევით?
თევზები რა ზომის იყო?

საირმეში ვისწავლე კალმახის სერიოზული ჭერა 20 წლის წინ. მაშინ თევზი ჯერ კიდევ ბევრი იყო, თუმცა უკვე იწყებოდა ბაღდათელი ბრაკონიერების ბიზნესი. წლების მანძილზე ბაღდათის რაიონში 400 კაციანი ქორწილები და ქელეხები კალმახზე გადადიოდა. რამდენიმე წელიწადში სულ ამოწმინდეს საკუთარი რაიონის მდინარეები. მერე მეზობელ რაიონებში გადავიდნენ.

კარავი ბრაკონიერობის წინააღმდეგ

Posted: 29 მარ 2009, 14:07
by lama
ბავშვობაში სვანეთში, ვერტმფრენებით 17 ჯიხვი მოკლეს და მათგან ერთ-ერთი სახლსჰი მოიტანეს ჩვენთან

ჩვენ, ბავშვებმაც პირი არ დავაკარეთ

გავაპროტესტეთ

:roll: :roll: :roll: :roll:

კარავი ბრაკონიერობის წინააღმდეგ

Posted: 29 მარ 2009, 16:19
by Makena
Trouter
კალმახით სავსე იყო თეთრი არაგვი 20 წლის წინ, ანკესებით ყოველდღე ვიჭერდით კალმახს, ვერთობოდით და საღამოს ბუხარში შემწვარს შევექცეოდით, დღეს თეთრ არაგვში კალმახი საეღთოდ აღარ არის, წამლად რომ გინდოდეს ვერ დაიჭერ.
ასე ვანადგურებთ ,,ბრძენი" ქართველი ხალხი საკუთარ სიმდიდრეს.... დასანანია.

კარავი ბრაკონიერობის წინააღმდეგ

Posted: 29 მარ 2009, 18:17
by Wanderer
Makena
ერთხელ რომ დააჯარიმებენ ბრაკონიერს და შველის მოკვლისათვის 2000 ლარს რომ გადაახდევინებენ, მეორეჯერ შველს კი აღარ მოკლავს, წავა და ღორის ხორცს იყიდის სამწვადედ მაღაზიაში
რავიცი თავდაცვის მიზნით მგლებს ვერ ხოცავდა ხალხი დაგვაჯარიმებენო და შეგვჭამეს მგლებმა ლამის და დავიჯერო შვლებს ასე უპრაგონოდ ხოცავენ და კაციშვილი მომკითხველი არ არის?

kotetbeli
qvevri
ნამდვილი კარვის ვირტუოზები ხართ! :) უთქვენოდ კარავი არ კარვობს. :)

ARCHILI
სრულ ჭეშმარიტებას ღაღადებთ... ოღონდ... მეთევზე არასდროს ბრაკონიერობს!!! ხოლო ის, ვინც ბრაკონიერობს, არაა რირსი ატაროს მეთევზის წმიდათაწმიდა ტიტული!... დაიხსომეთ ეს ჭეშმარიტება და თაობებს გადაეცით!!!
ოჰოოოი დიდო მეთევზევ, მაზიარეთ თქენს წმიდათაწმიდა საიდუმლოებას. :D

კარავი ბრაკონიერობის წინააღმდეგ

Posted: 18 მაი 2009, 16:00
by David
გამარჯობათ, :)

დიდი ხანია არ შემავსულვარ :oops:

მოკლედ, გარემას დაცვის ინსპექციაში ვმუშააბ(I თვეა). უშუალად ჩემი სამსახური - გ.დ.ი.-ს ანალიტიკური სამსახური აგრავებს ინფორმაციებს მსგავსი დარღვევების წინააღმდეგ. ანუ, შემოდის ინფორმაციები, შემდეგ ხდება რეაგირება. სპეციალური დანიშნულების ჯგუფები გეგმავენ და ახორციელებენ აპერაციებს ბრაკანიერების დასაკავებლად და ა.შ.

და თუ მართლა გაინტერესებთ ბრაკანიერების წინააღმდეგ ბრძალა, იქნება ერთად მაგვეფიქრებინა რამე? რა ფარმით შეიძლება რომ ვიაქტიურათ.
რაღAც ენჯეაებთან კი ვთანამშრამლაბთ, მაგრამ არაეფექტურად.

გარდა ამისა, ჩვენ გვევალება ნებისმიერი სახის ქმედების აღკვეთა, რომელიც ბუნებას აზიანებს. ხშირად საკმაად სერიოზული დარღვევები გვხვდება. მაგალითად, სულ 1 კვირის წინ დავაჯარიმეთ ერთ-ერთი ცნაბილი ბიზნესმენი, წარსულში პალიტიკასი, რომელმაც საკუთარ სამანადირეა მეურნეაბაში თევზის მაშენება მაინდამა და ამ მიზნით იარიდან ნაკრძალის გავლით 336 მეტრი სიგრძის და 4 მეტრი სიგანის არხი გაიყვანა! ჯარიმამ 132 000 ლარი შეადგინა + მიყენებული ზარალის აღდგენა.




kotetbeli


:D :D :D :D :D

კარავი ბრაკონიერობის წინააღმდეგ

Posted: 18 მაი 2009, 17:08
by teo-
David
მივესალმები შენს აქ მოსვლას
იქნებ დაგედო კანონი საქართველოში ბრაკონიერების შესახებ
ნუთუ მხოლოდ ჯარიმებით შემოიფარგლება