წითელი მგელი
წითელი მგელი (Cuon alpinus), მტაცებელი ძუძუმწოვარი ძაღლისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა 76-103 სმ, მასა 14-21 კგ. ქვედა ყბაზე მესამე ძირითადი კბილი არ აქვს. საერთო შეფერილობა ჟანგისფერ-წითელია, მუცელი კი უფრო ღია ფერისაა. გავრცელებულია ცენტრალურ და სამხრეთ აზიაში, ინდოჩინურ მალაკის ნახევარკუნძულისა, კუნძულ სუმატრისა და იავის ჩათვლით. ყოფილ სსრკ-ში — შორეული აღმოსავლეთის მთებში, დასავლეთ საიანებზე, შუა აზიაში. ბინადრობს მთებში ალპურ ზონმდე. ყველგან საკმაოდ იშვიათია. აქტიურია უმთავრესად ღამით. ნადირობს ირემზე, ცხვარზე, თხასა და შველზე. მაკეობის ხანგრძლივობა 62-64 დღე გრძელდება. შობს 5-9 ლეკვს.
როგორც ხედავთ მეტად საეჭვოა მათი აქ გავრცელების ამბავი, ზირიდადათ 2 ჭორია ერთი რო აჭარიდანააა შემოსული ასლანის დროს(არვიცი რაში ჭირდებოდა) და მეორე აბრალებენ ერთ-ერთ ორგანიზაციას, რომელიც ახორციელებდა საკმაოდ დიდ ბიუჯეტიან პროექტს მგლებთან დაკავშირებით, თუმცა ისინი ამას სასტიკად უარყოფენ, და არა მარტო ისინი ყველა ამ სფეროში მომუშავე ადამიანები.
ხო ამ მგელს ალპურ მგელს ეძახიან კიდე
პალიასტომის მიდამოებში ასევე მგლის შენარჩუნების და გამრავლების მიზნით სახ.ბიუჯეტში იყო თანხები გაწერილიო და თქვენ გეცოდინებათ ეს რამდენად მართალია, მე უბრალოდ სადღაც წავიკითხე
http://presa.ge/print.php?i=2886
აჭარის სოფლებში გლეხები მგლების მომრავლებით და მათ მიერ დაგლეჯილი პირუტყვის რაოდენობით შეწუხებული არიან. მგელი წითელ წიგნში შეტანილი ცხოველია და მასზე ნადირობა აკრძალულია. ნადირობა მხოლოდ გარკვეული წესების დაცვით შეიძლება.
წელს, ადრე გაზაფხულზე, მგელმა ქედის რაიონის ბევრ სოფელში - დოლოგანში, პირველ მაისში, აგარაში, ზესოფელში, ზვარეში, ვარჯანისში, გობრონეთში, ახოსა და სხვაგან დაგლიჯა პირუტყვი.
ამჟამად მოსახლეობის დიდ ნაწილს პირუტყვი მთებში, საზაფხულო იალაღებზე ჰყავს გადაყვანილი, თუმცა, როგორც ამბობენ, მგლების თავდასხმების ფაქტები იქაც ხშირია.
სოფელ ახოელი სიმონ დიასამიძე ამბობს, რომ გომის მთაზე მგელმა წელს ბევრი პირუტყვი გაანადგურა:
”როგორც კი ამოვედით, მეორე დღესვე თემურ დავითაძის ნახევარტონიანი ძროხა შეჭამეს, დღისით. წელს ისე არიან გააქტიურებული, დაღამებასაც არ ელოდებიან. როგორც კი ნისლი ჩამოწვება (მთაში ნისლი ყოველთვის არის) ველზე გამოდიან. საძოვარზე საქონელს უმეთვალყუროდ ვეღარ ვუშვებთ”.
გარემოს დამცველების განცხადებით, მგელზე ნადირობა, გარკვეული წესებით, შეიძლება. გარემოს დაცვის მინისტრის განკარგულებით, თუკი მოსახლეობა მგლის უჩვეულო თავდასხმებს შეამჩნევს, უნდა მიმართოს ადგილობრივ თვითმმართველობას.
ეს უკანასკნელი საქმის კურსში ჩააყენებს გარემოს დამცველებს და ისინი მიავლენენ ექსპეტთა ჯგუფებს ადგილებზე.
თუკი მართლაც დადგინდება მგლის (და სხვა გარეული ცხოველის) ჭარბი რაოდენობა, მუნიციპალიტეტი გამოყოფს საჭირო რაოდენობის ფინანსებს და მონადირეებს კონკრეტულ ტყეებში გაამწესებენ ანუ მგელზე ნადირობა დაიშვება.
- ”ვფიქრობ, წელს, მგლების რაოდენობაზე ხმები გადაჭარბებულია და გასულ წელთან შედარებით არანაირ ანომალიას ადგილი არ აქვს. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ საგანგაშო ინფორმაციას არ ვფლობთ. ერთადერთი შემთხვევა, როცა მგელი სოფელში შევიდა სანადიროდ, იყო ქობულეთში, სოფელ ცეცხლაურში, სადაც იგი მოკლეს და შესაბამისი აქტიც დაიწერა”, - აცხადებსგარემოს დაცვის ინსპექციის აჭარის სამმართველოს სწრაფი რეაგირების განყოფილების ხელმძღვანელი, გელა კანდელაკი.
გლეხები მოქმედ კანონმდებლობას არ იცნობენ და ამ კუთხით ხელისუფლებასთან თანამშრომლობის მაგალითებიც არ არსებობს. გლეხებს, უბრალოდ, მგლების შემოტევა აწუხებთ, ხელისუფლებას კი ინფორმაცია არ აქვს.
კანდელაკის თქმით, გარეულ ცხოველთა რაოდენობასა და მდგომარეობას ქვეყანაში დიდი ხანია აღარ სწავლობენ, რაც ინფორმაციის ნაკლებობას იწვევს:
- ”საბჭოთა პერიოდში არსებობდა ორგანიზაცია - ”მონადირეთა კავშირი”. იგი სწავლობდა ნადირის რაოდენობას და ადგენდა სანადირო კვოტასაც. როცა მგლის რაოდენობა იმატებდა, მაშინ მის მოსაკლავად გარკვეულ კვოტას აწესებდნენ და მგლის ტყავს იბარებდნენ.ამ წესით არეგულირებდნენ ცხოველებს. ამჟამად ეს ორგანიზაცია დაშლილია და ნადირის მდგომარეობაც შეუსწავლელია”.
გლეხების თქმით, მგელი ტყეებში მოჭარბებულად რამდენიმე წლის წინ გამოჩნდა და წელს მათი პოპულაცია უჩვეულოდ გაიზარდა. ისინი ფიქრობენ, რომ მგელი, როგორც წითელ წიგნში შეტანილი სახეობა, გარემოს დაცვის სამსახურმა ხელოვნურად მოაშენა და ტყეში გაუშვა, წითელი მგლები კი მეზობელი თურქეთიდან შემოვიდნენ.
მწყემსები მგლისგან თავის დაცვას ტრადიციული წესებით აპირებენ და მასზე ნადირობას გეგმავენ. მათი თქმით, თუ დროზე არ შემცირდება მგლების რაოდენობა, შედეგი სავალალო იქნება. რაც შეეხება აკრძალვას, მათ ”მგლური კანონის” არ ესმით.