Page 3 of 3

დაუჭერელი თევზი და.. ლუდი-არაყი და ...

Posted: 13 სექ 2007, 16:12
by ARCHILI
სვანეთიდან დაბრუნების წინა დღე იყო.. ჰოდა.. მე და გუგამ (ერთი ჩვენი ძმაა) ავიღეთ მამაპაპურად ხის ტოტით დამზადებული ანკესები (დაიაურმა დაგვიტოვა).. და საღამო ხანს გავედით მუზა თამუნისთან ერთად მდინარე დოლრაზე სათევზაოდ (ბეჩოში), რომელიც ისეთი მღვრიე მოდიოდა, თავის თავის რცხვენოდა.. ჰოდა.. გავედით... მივედით.. ავყევით.. ჩამოვყევით.. მოკლედ, როგორ არ მოვიწადინეთ, მაგრამ..

არაო

სამაგიეროდ, ამინდი იყო, რომ ვერ ინატრებდით, უშბას ღრუბლის ნაფლეთიც კი ვერ ჩრდილავდა, ჩამავალი მზის სხივები უშბის კლდოვან ნაწილს ანათებდა და ჩვენს მაგიერ ის წითლდებოდა (ალბათ თევზს რომ ვერ გვაჭერინებდა, ამის გამო)..

სამაგიეროდ, გავერთეთ..

შებინდების შემდეგ დავბრუნდით, იმ დღეს გობეს ცამოტანილი ლუდი უკვე კარგად ჩაციებული გავხსენით და მივირთვით ჰამაკში...

აი.. ასე იყო ეს ამბავი!!!

დაუჭერელი თევზი და.. ლუდი-არაყი და ...

Posted: 17 ივნ 2008, 18:22
by ARCHILI
ES SEZONI JERJEROBIT MXOLOD LUDIT DAVICKE...

;)

IMEDIA, MERE ARAKSAC DA DACHERIL TEVZSAC MIVAKOLEB...

(CINA POSTEBS GADAVAVLE TVALI, RA DRO IKO... EH...)

:)

დაუჭერელი თევზი და.. ლუდი-არაყი და ...

Posted: 28 ივნ 2008, 21:32
by Kavtaradze
ანანო ათვალიერებს ხოლმე ფორუმს :D და ვერ გაგიხსნით კარტებს :D :D :D

დაუჭერელი თევზი და.. ლუდი-არაყი და ...

Posted: 05 აპრ 2009, 18:22
by ARCHILI
მოკლედ, ამ ამბავს ცოტა იუმოსტულად უნდა შევხედოთ. 27/28/29 მარტს სიონზე ვიყავით ასულები, კარავული Fიშ-ტური მოვაწყვეთ.

http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=3184&start=0

პარასკევს ღამით გულიანად ვილოთავეთ მთელი შემადგენლობით და თანაც ნაწილმა გავათენეთ დილამდე. ღამისთევის ლოთობის შემდეგ ჩავედით თევზაობის მოყვარული ხალხი სიონზე, გვქონდა სილიკონის მატყუარები, რომელიც მშიერ თევზსაც კი ვერ მოატყუებდა, ასევე გვქონდა კოპტონი, პური. ჭიაყელები ამჯერად ვერ ვიშოვეთ.

ვცადეთ თევზაობა, მაგრამ... როცა ადრეა და ცივა, ე.ი. ადრეა და ცივა. ერთადერთი ვარიანტი ზღვაში შესვლა და იქ თევზაობა იყო, ნაპირიდან პრაქტიკულად შეუძლებელი იყო დაჭერა.

მოკლედ, ასე იყო თუ ისე, მაინც ვისიამოვნეთ. წამოწოლილი ვიყავი ნაპირზე რომ ერთი ადგილობრივი ახალგაზრდა მოვიდა ჩვენთან. იჭერთ რამესო? ჩვენც შესაბამისად მივუგეთ, ჰოო, ადრეა აქ ჯერო, აი, შესართავთან იჭIრება და გადადითო, ჩვენ ამჯერად ვერ მოვახერხებდით და მერე ვიზამთ მაგას თქო.

მკითხა, საიდან ხართ, გაერმოს დაცვიდან ხომ არაო, მე ვუთხარი, თავად ჟურნალისტი ვარ, აგერ ზვიო, პროკურატურიდან, გარემოს დაცვის ხალხი ზემოთ გვყავს, ბანაკში-თქო. მერე კიდევ ვისაუბრეთ, გავიხსენე ბავშვობა და თიანეთი და ძალიან გაუკვირდა ასე კარგად რომ ვიცნობდი მხარეს.

მერე, იქვე ნავზე ვკითხეთ, ვისიაო, მან გვითხრა, რა ვიცი, ამინტერესებს ჩაშვებულ ბადეებში თუა თევზი დაშესვლას ვაპირებო და იმიტომ გკითეთ, გარემოს დაცვიდან ხომ არ ხართო. მე ვუთხარი, ჩვენ არაფერ პრობლემას არ შეგიქმნით, განსაკუთრებით თუ სტუმრებს დაპატიჟებ მეთქი თევზზე და მეგობრების დახმარება შევთავაზე. მან იუარა, არა, რას ამბობ, თუ რამე იქნება, სიამოვნებით დაგპატიჟებთ, აბა, რას ვიზამთო.

ვინც თიანელებს იცნობს, იცის, რომ მაგათზე უფრო ძუნწი ადამიანები კაცობრიობის ისტორიაში არ არსებობს, ამიტომ ამ შეპირებას დიდი იმედით არ შევხედე. ის წავიდა, ჩაჯდა ნავში, მრე რაღაც მომენტში სხვა მხარეეს ჩამოვიდა და გაქრა კიდეც. ზვიომ გამაშაყირა ეგეც შენი შეშინებულ-შეპირებულიო.

მეც გამეცინა, ვიცი რა თიანელების ამბავი. ეს არც გამკვირვებია. გარკვეული დროის შემდეგ კი, ჩვენდა გასაკვირად, ეს ადამიანი გამოჩნდა და პარკით თევზი მორიდებულად და ბოდიშებით დაგვიდო, მეტი არ იყო, მაგრამ მიცრედად ესიამოვნებათ გოგოებსო. ჩავხედე და ასე, 20-22 ცალი საშუალო ზომის ფუჩხული იყო სულ.

თევზიანი პარკი ხელში დავიჭირე და რამდენიმე ფაქტის კონსტატაცია გავაკეთე.

1. ის, რომ ჩვენ სათევზაოდ ვიყავით ჩამოსულები.
2. ის, რომ ვითევზავეთ.
3. ის, რომ ბანაკში თევზი მივიტანეთ.
4. ის, რომ თევზი დავიჭირეთ (მართლაც, თევზი გვეჭირა ხელში)

აი, ასე მოხდა ამ ტურზე თევზის "დაჭერა"

:)

ამიტომ, ჩვენ უკვე დავგეგმეთ მაისში ჯიხოს ხეობაში თევზაობა, ამჯერად ჩვენივე ანკესით დაჭრის მიზნით :)